Tumgik
merrysherry · 5 years
Text
რაღაცის დასასრული ახლის დასაწყისიაო , ხდება ხოლმე არც გინდა დასრულდეს მაგრამ გიწევს , თავმოყვარეობა , პრინციპები და ათასი “უაზრო” რამ გაიძულებს თქვა უარი იმაზე რაც შენთვის უძვირფასესია, ჩნდება კითხვა :ღირს ეს ჩამონათვალი ამად ? რათქმაუნდა არა , მაგრამ ადამიანები ვართ ასეთები, მარტივად რომ ვთქვა სულელები , ცვლი ცხოვრებას სრულებით იმის გამო რაზეც მომავალში გაგეცინება კი არადა აგეტირება , შეგრცხვება და მაგიტომ , მე არ მიღირდა ეს ყველაფერი ამად , თუმცა რას ვიზამთ , მერე იწყება რაღაც დებილური წიკები , ვითომ რომ გინდა შენს გარშემო ადამიანები ვინც ზურგი გაქცია ბედნიერები იყვნნენ , თუმცა კარგით რა , ვის უნდა იმ ადამიანისთვის ბედნიერება ვინც მიატოვა , სიყვარული ასეთიაო , უშენოდაც გინდა მის აფორიაქებულ და აღტაცებულ სახეს ხედავდეო , მე არ მინდა , ბოროტი ვარ და მაგიტომ , ზოგადად ცუდი ვარ , ჩემში კარგი თვისებები ცოტაა , მაგრამ რომ არა ეგენი მე მე არ ვიქნებოდი , ასეთი ვარ და რას ვიზამთ , საბოლოოდ ვიტყვი მხოლოდ ერთს , ყველაფერი მანდ მთავრდება სადაც დაიწყო , ყველა იმედი კვდება , ახალი ცხოვრება იწყება სწორედ დღეს , ცხოვრება სადაც შენი თავის პატრონი მხოლოდ შენ ხარ ❤️ 6 მარტი ...
4 notes · View notes
merrysherry · 5 years
Text
დაკარგვა
Tumblr media
-ცხოვრების ტრაგიკომედიურ მომენტში ყველაზე მეტად დაკარგვის შემეშინდა.არმინდოდა დავკარგლიყავი და საკუტარი თავის მოსაძებნად სხვას დავლოდებოდი , ესე ხომ უკვე დამემართა და მხოლოდ ჩემმა თავმა მიპოვა და დამაბრუნა .მეშინოდა ყოველი შეხების გრძნობის თუ მომენტის .
ეს ყველაფერი იმდენად მარტივი იყო ,რომ სიგარეტის ფილტრის მოსროლას გავდა,რომელიც საბოლოოდ ჩაიწვა და უკვე არავისთვის და აღარაფრისთის მოაქვს სარგებელი .მაგრამ… მაგრამ მან უკვესაკმარისად გაანადგურა ჩვენი ფილტვები, გულიც და გონებაც კი . ესე მარტივი იყო ჩემი დაკარგვაც საკუთარ გონებაში ,მაგრამ ამჯერად ადამიანი მჭირდებოდა ვინ ჩემტან ერთად გამოივლიდა მიპოვიდა და გადამარჩენდა ,იცოდა რასაც ვფიქრობდი და სადაც ვიყავი .
რატო იყო ესეთი გართულებული მეთვითინაც ვეღარ ვხვდებოდი ჩემი “ბეჩოკი”ც ჩავაქრე და მოვისროლე მხოლოდ იმ იმედით, რომ მას გადავაყოლებდი ყველა ჩემს არეულ და დაბნეულ აზრს .
-შიში მღრრნის 03:08 და მე ისევ ფართოდ გახელილი თვალებით და არაფხიზელი გონებით ვფიქრობ თუ სად უნდა წავიდე . შევქმენი ტყეში სახლი ჩემი წარმოსახვით და სამუდამოდ იქ დავრჩი . არვიცი ორნი დავეტეოდით მაგრამ მარტო ვარ და იმედი მყავს გვერძე რომელიც ყოველ ღამე მათბობს ამ სუსხიან აგვისტოში .ხო ამბობენ იმედი ბოლოს კვდებაო ,ჩემიც მე გამომყვება ,მის გარეშე რა აზრიაქვს ჩვენს არსებობას თ ცხოვრებას ,რომელთა შორის უზარმაზარი განსხვავება��…
-ხოდა მეც მოვისროლე ბოლო ღერის “ბეჩოკი” და უბრალოდ  ჩემს სიზმრებში ჩავეშვი დასაძინებლად .
ტკბილი ძილი… და.. დილამშვიდობის !
“გაურკვეველი აზრების დღიურებიდან”
14 notes · View notes
merrysherry · 5 years
Text
დაკარგვა
Tumblr media
-ცხოვრების ტრაგიკომედიურ მომენტში ყველაზე მეტად დაკარგვის შემეშინდა.არმინდოდა დავკარგლიყავი და საკუტარი თავის მოსაძებნად სხვას დავლოდებოდი , ესე ხომ უკვე დამემართა და მხოლოდ ჩემმა თავმა მიპოვა და დამაბრუნა .მეშინოდა ყოველი შეხების გრძნობის თუ მომენტის .
ეს ყველაფერი იმდენად მარტივი იყო ,რომ სიგარეტის ფილტრის მოსროლას გავდა,რომელიც საბოლოოდ ჩაიწვა და უკვე არავისთვის და აღარაფრისთის მოაქვს სარგებელი .მაგრამ… მაგრამ მან უკვესაკმარისად გაანადგურა ჩვენი ფილტვები, გულიც და გონებაც კი . ესე მარტივი იყო ჩემი დაკარგვაც საკუთარ გონებაში ,მაგრამ ამჯერად ადამიანი მჭირდებოდა ვინ ჩემტან ერთად გამოივლიდა მიპოვიდა და გადამარჩენდა ,იცოდა რასაც ვფიქრობდი და სადაც ვიყავი .
რატო იყო ესეთი გართულებული მეთვითინაც ვეღარ ვხვდებოდი ჩემი “ბეჩოკი”ც ჩავაქრე და მოვისროლე მხოლოდ იმ იმედით, რომ მას გადავაყოლებდი ყველა ჩემს არეულ და დაბნეულ აზრს .
-შიში მღრრნის 03:08 და მე ისევ ფართოდ გახელილი თვალებით და არაფხიზელი გონებით ვფიქრობ თუ სად უნდა წავიდე . შევქმენი ტყეში სახლი ჩემი წარმოსახვით და სამუდამოდ იქ დავრჩი . არვიცი ორნი დავეტეოდით მაგრამ მარტო ვარ და იმედი მყავს გვერძე რომელიც ყოველ ღამე მათბობს ამ სუსხიან აგვისტოში .ხო ამბობენ იმედი ბოლოს კვდებაო ,ჩემიც მე გამომყვება ,მის გარეშე რა აზრიაქვს ჩვენს არსებობას თ ცხოვრებას ,რომელთა შორის უზარმაზარი განსხვავებაა…
-ხოდა მეც მოვისროლე ბოლო ღერის “ბეჩოკი” და უბრალოდ  ჩემს სიზმრებში ჩავეშვი დასაძინებლად .
ტკბილი ძილი… და.. დილამშვიდობის !
“გაურკვეველი აზრების დღიურებიდან”
14 notes · View notes
merrysherry · 5 years
Text
სე'ქტემბერი
Tumblr media
- საუკუნის შედევრია , ყველაზე გასაოცარი და სულისამაღელვებელი.  სექტემბერი ,კვლავ დადგა  ჩემი სქელი და დიდყელიანი სვიტერის  დრო და ჟამიც .
სეზონი დასრულად და ადამიანების უმრავლესობისთვის დაიწყო  ფიქრი . ზოგს შვილი ყავს სკოლაში ან ბაღში გასაშვები ,ზოგსაც ახალი სამსახური სჭირდება ,ზოგისთვისაც ზაფხულის ,უბრალო და მისი ცხელი დღეებივით ამაღელვებელი, რომანის დასრულების დროც მოვიდა . სექტემბერი ,  კვლავ ივლიან ადამიანები სველ,შემოდგომის წვიმიან მიწაზე, კვლავ ივლიან ადამიანები გზა აბნეული კატებივით და კვლავ ივლიან ადამიანები,ზაფხულისგან გადარესტარტებულები გონებით, აბნეული  და უჭკუო ცხვრებივით .
- სექტემბერი , უბრალო და სულის აღმაშფოთებელი დროა . ცხოვრება თავიდან დგება და უბრუნდება ყოველდღიურ რუტინას.
-სექტემბერი და უბრალოდ რამდენი რამის შეცვლა შეუძლია , გარეთ ვზივარ და ვუყურებ ადამიანებს რომლებიც ქმნიან,აგრძელებენ თუ ამთავრებენ თავიანთ ყოველდღიურობას ,ვიღაცასთან ან რაღაცასთან .უბრალოდ დგებიან სკამებიდან და მიდიან ,ანდაც უკანასკნელად კოცნიან ერთმანეთს ,ზოგიც უბრალოდ იმაზე კამათობს რომ  ახალ სახლში უნდათ ერთად გადასვლა , უი მშობლებმაც ჩამოიარეს და ვერ მოუფიქრებიათ ბავშვ სკოლაში როგორი ჩანთა უყიდონ ანდაც თავიანთი პატარა რომელ ბაღში მიიყვანონ . დიახ , ყველაფერი აირია  იმისთვის რო თავიდან დალაგდეს.
მე კიდევ ისევ მომიწევს სახლში შესვლა, კარადიდან ზამთრის ტანსაცმლის გადმოღება და ჩემი დიდი ყელიანი სვიტერის მოძებნა.
“გაურკვეველი აზრების დღიურებიდან”
11 notes · View notes
merrysherry · 5 years
Text
- ყვავილებმა ჩამოთოვა.
- მსუბუქად მკოცნი თითებზე და წვიმის მოლოდინში ფანჯრებს ვგლეჯ,დიდი ქარიშხალივით .
შენი სუნი ისევ ჩემს ზედას ასდის და ისევ გგრძნობ .
-მოწვიმა,აგრილდა , აივანზე ვდგავართ და ნელი სინაზით გეხები ..
-3 წთიც და ამსუნში ჩავიკარგები .
-შეხება..თითები და შენ .
“გაურკვეველი აზრების დღიურებიდან”
Tumblr media Tumblr media
34 notes · View notes
merrysherry · 5 years
Text
Tumblr media
..ჩამოთოვა..
- როდემდის უნდა იყო აქ?! აღარ მიდიხარ?!.. ხელის შემორტყმის ხმა,სახეში სიწითლე და დასჯის კვნესა,ერთდროულად გაისმა ოთახში ტანჯვის ხმა..
ესე ემოციებ დაკარგული ნიკოლი იდგა ოთახში და საკუთარ თავს სარკის მიღმა ჭაობში სჯიდა .
იმდენად დაბურული იყო ოთახი ,იფიქრებდი ნისლის დიდი ბურუსი ჩამოდგაო.ნიკოლის კაბა კი ოთახის შესაფერისად იწეწებოდა,ღია ცისფერ-მონაცრისფრო თხელი ნაჭრის ჩამოწეწილი 80’-90’-იანების ალტ ვერსიას წარმოადგენდა, თითქოს გარემოება მის ვიზუალს უწყობსო ხელს…ოთახში კი უნედურების სუნი იდგა!…
ვიღაც პ. შემოვიდა ოთახში. ჩაჯმუხნული ხმით დაიწყო..
-ქნ. ნიკოლ გთხოვთ წამომყვეთ,დაბლა გელოდებიან .მისი სახე ამ სიტყვების წარმოთქმისას იმდენად წუხდა,თითქოს ნიკოლს სასაკლაოზე წაყვანას უპირებსო.
-მოვდივარ!!! მეტი არაფერი უთქვამს ,არც პ. სკენ შემოუხედავს მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ დაიძრა .
კიბეზე დაეშვა .უსულოდ,მხოლოდ სხეული მოძრაობდა ,სახეზე კი წაბლისფერი ხვეული თმები ეშლებოდა,რმლებიც ათასფრად იყო დაწეწილი.
-გისმენ ჰარი?!!
ჰარიმ მძიმე პაუზის შემდეგ დაიწყო.
- ძვირფასო ნიკოლ..ვიცი,მეც მეტკინა,მაგრამ გთხოვ მაპატიო…ჩემი შვილიც იყი და..და.. (სიტყვები აღარ დაუმთავრებია მის ფეხებთან ჩაიმუხლა და შემოეხვია..)-მთელი ცხოვრება გთხოვ პატიებას,თუ ამით რაიმეს მაინც გამოვისყიდი შენგან..ან შენთვის…
-…
-ნიკოლ,ნიკოლ…
არიყო მარტივი ნიკოლისთვის ერთიდაიმავე დღეს დაკარგა მუცლად მყოფი შვილიც და საყვარელი კაციც ..რომელმაც შვილი დააკარგინა..
თითქოს ჯაჭვური რეაქცია იყო და ეს უფრო მეტ დრამას ქმნიდა ამ ყველაფრისთვის .
იდგა ნიკოლი ტყის მწვანე ბილიკზე ,ჩამოწეწილი კაბით და დაწეწილი თმებით,სისხლიანი მაქმანებით და ყოველი გრძნობით დაკარგული. 80’-იანების ქალი 2000-იანებში დაიკარგა .თოვდა სულში ,თოვდა ტყეში,თოვდა ყველგან ,მწვანე ბილიკზე “იისფრად” თოვდა , მის შემყურეს კი “ქალწულებიც” კი ეწირებოდნენ.დაიკარგა ყოველი ღამე,ძლიერი ქარიშხალივით დაიგლიჯნენ დარაბები და მწვანე ბილიკიც იისფრად გადაიფარა …
14 notes · View notes
merrysherry · 6 years
Text
- ყვავილებმა ჩამოთოვა.
- მსუბუქად მკოცნი თითებზე და წვიმის მოლოდინში ფანჯრებს ვგლეჯ,დიდი ქარიშხალივით .
შენი სუნი ისევ ჩემს ზედას ასდის და ისევ გგრძნობ .
-მოწვიმა,აგრილდა , აივანზე ვდგავართ და ნელი სინაზით გეხები ..
-3 წთიც და ამსუნში ჩავიკარგები .
-შეხება..თითები და შენ .
“გაურკვეველი აზრების დღიურებიდან”
Tumblr media Tumblr media
34 notes · View notes
merrysherry · 6 years
Text
სე'ქტემბერი
Tumblr media
- საუკუნის შედევრია , ყველაზე გასაოცარი და სულისამაღელვებელი.  სექტემბერი ,კვლავ დადგა  ჩემი სქელი და დიდყელიანი სვიტერის  დრო და ჟამიც .
სეზონი დასრულად და ადამიანების უმრავლესობისთვის დაიწყო  ფიქრი . ზოგს შვილი ყავს სკოლაში ან ბაღში გასაშვები ,ზოგსაც ახალი სამსახური სჭირდება ,ზოგისთვისაც ზაფხულის ,უბრალო და მისი ცხელი დღეებივით ამაღელვებელი, რომანის დასრულების დროც მოვიდა . სექტემბერი ,  კვლავ ივლიან ადამიანები სველ,შემოდგომის წვიმიან მიწაზე, კვლავ ივლიან ადამიანები გზა აბნეული კატებივით და კვლავ ივლიან ადამიანები,ზაფხულისგან გადარესტარტებულები გონებით, აბნეული  და უჭკუო ცხვრებივით .
- სექტემბერი , უბრალო და სულის აღმაშფოთებელი დროა . ცხოვრება თავიდან დგება და უბრუნდება ყოველდღიურ რუტინას.
-სექტემბერი და უბრალოდ რამდენი რამის შეცვლა შეუძლია , გარეთ ვზივარ და ვუყურებ ადამიანებს რომლებიც ქმნიან,აგრძელებენ თუ ამთავრებენ თავიანთ ყოველდღიურობას ,ვიღაცასთან ან რაღაცასთან .უბრალოდ დგებიან სკამებიდან და მიდიან ,ანდაც უკანასკნელად კოცნიან ერთმანეთს ,ზოგიც უბრალოდ იმაზე კამათობს რომ  ახალ სახლში უნდათ ერთად გადასვლა , უი მშობლებმაც ჩამოიარეს და ვერ მოუფიქრებიათ ბავშვ სკოლაში როგორი ჩანთა უყიდონ ანდაც თავიანთი პატარა რომელ ბაღში მიიყვანონ . დიახ , ყველაფერი აირია  იმისთვის რო თავიდან დალაგდეს.
მე კიდევ ისევ მომიწევს სახლში შესვლა, კარადიდან ზამთრის ტანსაცმლის გადმოღება და ჩემი დიდი ყელიანი სვიტერის მოძებნა.
“გაურკვეველი აზრების დღიურებიდან”
11 notes · View notes
merrysherry · 6 years
Text
- ყვავილებმა ჩამოთოვა.
- მსუბუქად მკოცნი თითებზე და წვიმის მოლოდინში ფანჯრებს ვგლეჯ,დიდი ქარიშხალივით .
შენი სუნი ისევ ჩემს ზედას ასდის და ისევ გგრძნობ .
-მოწვიმა,აგრილდა , აივანზე ვდგავართ და ნელი სინაზით გეხები ..
-3 წთიც და ამსუნში ჩავიკარგები .
-შეხება..თითები და შენ .
“გაურკვეველი აზრების დღიურებიდან”
Tumblr media Tumblr media
34 notes · View notes
merrysherry · 6 years
Photo
Tumblr media
თითქოს ყველაფერი კარგადააა , ის ღამე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში , ეს ბიჭი მაგიჟებს , მასზე ვარ მიჯაჭვული , ეს ჯაჭვი ისეთი მყარი და უდრეკია მგონია ვერაფერი გაწყვეტს , არ ვიცი რას ვითხოვ მისგან , მეტ სიყვარულს და ფერებას? იქნებ ასეთია და მართლაა არ შეუძლია მეტის გაცემა, ვერ გავიცანი , სამი წელია ვცდილობ ყველანაირად მის დეტალებში აღქმას და დაზეპირებას მაგრამ არ გამომდის , სადღაც რაღაცას მალავს , ეს ეჭვები მღრღნის, მინდა რომ ჩემი იყოს ჩემში იყოს , არის კიდეც ? ვერ ვხვდები რას ვითხოვ ცხოვრებისგან , მისგან რას ვითხოვ , ვიტანჯები , ჩემივე თავი მტანჯავს , ეჭვები ,შიში , მოსალოდნელი მარტოობა , ამაზრზენია ჩემს გარშემო ყველაფერი , ზოგჯერ მგონია შემიძლია უიმისოდ ყოფნა , ვიტყვი ვსიო მორჩა თავისუფალი გოგო ვარ , ეს ყველაფერი ძალიან ტკბილიათქო და სწორედ მაშინ ისეთ სიტკბოს მაგრძნობინებს სხვა ყველაფერი ბუნდოვანი და უგემოვნო ხდება ჩემთვის , მიყვარს სიგიჟემდე მიყვარს , როგორ მივისაკუთრო , რა გავაკეთო ვეღარც ვხვდები უკვე , როგორ შევძლო მისი დამორჩილება , მინდა რომ ვუყვარდე ყველაზე და ყველაფერზე მეტად , ნუთუ არ შეუძლია გამაბედნიეროს ? მომიკლას წყურვილის დაუსრულებელი გრძნობა , ის გრძნობა რომელსაც უმისობა ქვია , ჩემთანაა და მაინც მარტო ვარ , დამღალა უაზრო კითხვებმა საკუთარ თავთან , იქნებ ჯობდეს კიდეც ეს ყველაფერი მასვე ვკითხო , ალბათ არ სჯობს , გაეცინება გაეღიმება , ირონიად აქცევს ყოველივეს , მერე რაღა ვქნა , მე ხომ მინდა რომ მიყვარდეს ის მიმზიდველი , მეამბოხე , ფარული , დაუმორჩილებელი , გულისსიღმეში ძალიამ თბილი ბიჭი , რომელიც ამ უაზრო კითხვების შემდეგ სულაც არ მომცემს ისეთ ამომწურავ პასუხებს როგორსაც უკვე დიდი ხანია ველი . მიყვარს უაზროდ და ვფიცავ ეს სიყვარული მომიღებს ბოლოს...
1 note · View note
merrysherry · 6 years
Photo
Tumblr media
რთულია უშენობა, მტკივა, მენატრები , ვერ ვიტყვი რომ ყოველ წამ და წუთს შენზე ვფიქრობ მაგრამ ვიცი რომ მჭირდები , მესიზმრები ხოლმე , არარეალურ სიზმრებში გახვეულს სიკვდილის ზარივით ჩამესმის დილაუთენია მაღვიძარის ხმა , ტკბილია ყვე��ა ჩემი ფიქრი შენთან დაკავშირებით , ვერ შევეგუები ვერასდროს ამ ოცნებების უგზოუკვლოდ გაფანტვას , არ მინდა დაგკარგო და მაინც რაღაც ძლიერი მაკავებს შიგნიდან , ამას სიამაყეს დავარქმევდი, რაში მარგია ეს თუ მე უშენოდ ვიქნები , ვერ მოგეფერები ვერ გაკოცებ , ვერ გადაგისვამ მძინარეს სახეზე თბილი ღიმილნარევი სახით ხელებს , თითებზეთითებით არ გაგეთამაშები , ღრმა ძილში გაპარულს კისერთან არ მოგიახლოვდები და შენს სურნელს უსასრულოდ არ ჩავისუნთქვავ , არ ღირს სიამაყე ამ ყველაფრის დაკარგვად , არც შენს დაკარგვად ღირს , მჭირდები სუნთქვაზე მეტად , მიყვარხარ ჩემს თავზე მეტად , იცი? დღეს ძალიან გადავიღალეე , სიხარულით წამოვედი სამსახურიდან სახლში , მქონდა იმედი რომ კარის ზღურბლს გადმოვაბიჯებდი თუ არა შენ გიხილავდი , თუმცა არაუშავს ვიცი , ვიცი რომ გიყვარვარ, ვიცი რომ მოხვალ , ან მე მოვალ ისე როგორც ჩვენს სიმღერაშია "და მე შენთან მოვალ ისევ ბავშვივით"
0 notes
merrysherry · 6 years
Photo
Tumblr media
მე შენ მჭირდები ვეღარ ვძლებ მარტო, ყურთან ჩურჩული ვნებას აღმიძრავს, შენი ტუჩები მაგიჟებს მათრობს ჩემი ტუჩები სველი- გამიშრა თვალები მსგავსად ზღვის ტალღის ფერი, უმანკო სულის ქრთამი გამიხდა, ღამის დუმილი ფაქიზად მათოვს- სიჩუმე ამწამს ახლა არ მინდა კოცნას მიპირებს ალერსით ქარი, ქარის ფერება ვერაფერს მიზამს, შენი ოცნება ყველა გამანდე ჩემი ოცნება გაზაფხულს მიაქვს.
1 note · View note
merrysherry · 6 years
Photo
Tumblr media
როგორ მეწვის სული , მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად და არ გესმის , მჭირდები ჟანგბადზე მეტად , ვერ ვსუნთქავ უშენოდ , მტკივა სხეულში რაღაც უსახელო უფორმო ამოუცნობი ნაწილი , არ მყოფნი მეტირება , ხვალ რა იქნება? ვიქნებით რო ერთად , თითქოს ჩვენი გზები იყოფა , სულ სხვა მიმართულებას იღებს ცხოვრება და ახალი კალაპოტი გვიყალიბდება , აი ახლაც ვტირი ზუსტად ისე როგორც იმ ღამეს ვტიროდი , იმ ლამაზ ღამეს როცა მოულოდნელად მომხვიე ხელები , ვერ ვსუნთქავდი მაგრამ შიში იმისა რომ გამიშვებდი ისეთი ძლიერი იყო უჰაერობა მერჩივნა , მიყვარხარ !!! ხშირად მიფიქრია ოცნებები რომ ხდებოდეს ვიოცნებებდი შენს გონებაში შემოღწევაზე , ნეტა ისე გიყვარვარ როგორც მე ? ნეტა გჭირდები ახლა ? ნეტავ გენატრები ? შინაგანად ცარიელი ვარ , რამდენიმე დღეა ვიტანჯები , ცრემლების ჩანჩქერი მაწვება და ვცდილობ შევაკავო , ახლა კი მარტო ვარ , თბილი და სველია ჩემი ლოყები , გული კი ცივი , მენატრები , გამათბე გთხოვ , უშენობა მკლავს , ხვალინდელი დღის შიში მანადგურებს , არ მინდა სიცოცხლე შენს გარეშე და რატომ , იქნებ მითხრა რატომ მგონია რომ მიმატოვებ , ვკვდები ჩემო სიყვარულო , არ მინდა სიკვდილი , განა სხეულის კვდომას ვგულისხმობ ჩემი სული კვდება , გთხოვ დამეხმარე მაპოვნინე გამოსავალი , ვერ ვხედავ მომავალს , გემუდარები დამანახე , ცხოვრება მინდა , სიცილი მინდა , სიყვარული მინდა , ბედნიერება და შენთან ყოფნა მინდა , არ მომწონს შენი გეგმები , ვფიქრობ დაგკარგავ , მე კი ნეტავ იცოდე როგორ მიჭირს უშენოდ გატარებული წუთები წამები საათები , ყოველი შენი სხვისთვის მიძღვნილი ღიმილი ჩემს სხეულს ღრმა ჭრილობას აყენებს , გაიგე ჩემი უნდა იყო , ჩემით უნდა სუნთქავდე , მე უნდა გიყვარდე, მხოლოდ მე , ბევრს ვითხოვ ? ალბათ ხო ... ვგიჟდები , ჭკუიდან ვიშლები და მტკივა ისიც, რომ ამას მხოლოდ მე ვამჩნევ , შენ სიყვარულს მხოლოდ მე განვიცდი და ვერასდროს გაიგებს სხვა რა რთულია გიყვარდეს ისე რომ ეს სიყვარული განადგურებდეს !!!
3 notes · View notes
merrysherry · 6 years
Photo
Tumblr media
ტკბილი და უსასრულოა ყველა ის ოცნება რომელიც რეალობასა და სიზმრებს შორის წამებში იბადება . მიყვარხარ ....❤️
1 note · View note
merrysherry · 6 years
Photo
Tumblr media
ხშირად გეუბნები "მე შენ მიყვარხარ" და მართლაც წამით არ შეგეპაროს ეჭვი ამ სიტყვებში , იცი მე რა მაშინებს ? ჩემივე თავი , არასდროს გაგჩენია კითხვა , რატომ არ ვითხოვ შენგან უფრო მეტს ვიდრე ჩვენი რეალობაა ? უფრო მეტს ვიდრე სიტყვებია , რატომ არ ვბრაზდები იმდენჯერ რამდენჯერაც აშავებ? მეშინია და მაგიტომ , მინდა ანალოგიური შენიშვნები შენგან არ დავიმსახურო , უბრალოდ არც მინდა რომ ამის უფლება გქონდეს ,მეშინია პასუხისმგებლობის , არ ვარ მზად შენს ნათქვამ ერთ გავიქცეთზე ავიღო ბარგი და უკანმოუხედავად გამოგყვე, რატომღაც სულ იმა��ე ვფიქრობ რომ ჩვენ გარშემო სხვებიც არიან , ისინი ვისაც ამ გაქცევით გულს ვატკენთ , ისინი ვისაც ჩვენთვის კარგი უნდათ და ჩვენს ერთადყოფნაში მომავალს ვერ ხედავენ , ხო ვიძახოთ ხმამაღლა: მათ შურთ ,ბოროტები არიან , არ ვუყვარვართ , მაგრამ რეალობა ხომ სხვაა, იცი როდის ვიქნებით ბედნიერები, როცა მხოლოდ ერთმანეთისთვის ვიარსებებთ , ერმანეთში ვპოვებთ ჟანგბადს ,შვებას ,სიხარულს , სიყვარულს. უბრალოდ ახლა ამ წამს არ ხდება ასე , გარშემო თითქოს ყველა მე მიყურებს , ჩემს ცხოვრებას განიხილავს ,შეიძლება სისულელეა ეს ყველაფერი , ჩემი ფანტაზიის ნაწილიც კი , მაგრამ რეალობაა ის ფაქტი რომ ეს ყველაფერი მთრგუნავს. ამის მიუხედავად მაინც გავიმეორებ იგივეს და გეტყვი "მე შენ მიყვარხარ"! იცი? მჯერა დადგება დღე როცა ჩვენ ერთად მოვწყდებით გარესამყაროს. მარტო მე და შენ ❤️
0 notes
merrysherry · 6 years
Photo
Tumblr media
შენ რა იცი რა არის სიყვარული! ვიცი ჩემი ბრალია , ვერ ვივარგე მასწავლებლად , მინდოდა ყველაფერი ჩემგან გესწავლა: მონატრება , გულის ფანცქალი , ლამაზად ლაპარაკი, სიტყვების კორიანტელი, ყურადღება, ფერება , ემოციების გადმოცემა , თუმცა ტყუილად , შენ მხოლოდ ერთი რამ შეძელი , სიტყვა მიყვარხარს დამახსოვრება, სიღრმეებში ვერ ჩაწვდი , უბრალოდ ამ სიტყვის გაუფასურებაც კი მოახერხე , ამბობ ყოველ მეხუთე ან მეოთხე წინადადებაში და ვერც კი ხვდები რატომ, მაშ იარე ქუჩებში და ხმამაღლა იყვირე :მე შენ მიყვარხარ ! ყოველ გამვლელს გაუმეორე იგივე , იცი რა მოხდება? გაოცებული მზერა შეგაწუხებს გარშემო მყოფების , ზოგი აგივლის , ზოგი არც კი მოიხსნის ყურში გაჩხერილ ყურსასმენს და მაშინ მიხვდები რას განვიცდი მე ... ხო: იმედგაცრუებას , სინანულს საკუთარი თავის მიმართ , ნეტავ იცოდე რა რთულია შეეჯახო იმ რეალობას რომელშიც შენ მხოლოდ მასწავლებელი ხარ , ცუდი მასწავლებელი !
1 note · View note
merrysherry · 6 years
Photo
Tumblr media
როგორ მინდა ახლა უბრალოდ გეხუტებოდე , შენს გვერდით ვიყო, ჩუმად ყურში გითხრა რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ , იცი ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არა მონატრების ასეთი ძალა, სიყვარული მარტო თავისთვის ერთფეროვანი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანს დაემსგავსებოდა, ბედნიერებაა იფიქრო რომ იქ სადღაც შორს ან თუნდაც არც ისე შორს არის ადამიანი რომელიც ახლა სწორედ შენსავით (შენს) დიდ მონატრებას განიცდის❤️
1 note · View note