gg1tsa-blog
gg1tsa-blog
Untitled
4 posts
Don't wanna be here? Send us removal request.
gg1tsa-blog · 9 years ago
Text
ჰოლოკოსტის ისტორიკოსები
 ჰოლოკოსტის აღწერისას სამ ძირითად მონაწილეზე მახვილდება ყურადღება. ესენი არიან დამნაშავეები, მსხვერპლი და დამკვირვებლები. ავტორი მეოთხე ფიგურანტს გამოყოფს - ისტორიკოსებს.
 არსებობს მოძალადის სტანდარტული სახე. ეს არის ანტისემიტი, რასისტი და კრიმინალი.
ისტორიკოსს შეუძლია მოძალადე მსხვერლპს გაუთანაბროს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჰოლოკოსტის არსებობა. ტექსტში აღწერილი მოძალადეები, (პოლიციის რეზერვის 101-ე ბრიგადა) წარმოჩენილი როგორც ერთგვარი მსხვერპლი. ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ალკოჰოლის ზემოქმედებით, საკუთარი არსებობისათვის მებრძოლი ადამიანების ჯგუფი, რომელიც უმოწყალოდ ხოცავს ებრაელებს. აქ შესაძლოა გამოტევებული იყოს ის ფაქტი, რომ ბრიგადის წევრებს ჰქონდათ არჩევანის გაკეთების უფლება. ისტორიკოსს ყოველთვის აქვს ინტერპრეტაციის საშუალება თუკი ის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა. ამიტომ, ჩვენებებთან ერთად საჭიროა არსებობდეს დოკუმენტები, ფიზიკური და არსებითი სამხილები. (Browning, 1992)
1 note · View note
gg1tsa-blog · 9 years ago
Text
ომის შედეგების რეპრეზენტაცია
ტრაგიკული ისტორიის აუდიო და ვიდეო რეპრეზენტაცია მრავალ სირთულეს უკავშირდება, თუკი ავტორის მიზანის ამბის მეცნიერულ და ესთეტიკურ მხარეების შენარჩუნება წარმოადგენს. მაშინაც კი, თუ ხდება გადარჩენილი მსხვერპლის დოკუმენტური აღბეჭდვა, ისტორია შესაძლოა იყოს კონსტრუირებული.  ხელოვნება ვერ იქნება ისტორიის ზუსტი ასლი, მაგრამ ეს მის მნიშვნელობას არ აკნინებს. ხარისხიან პროდუქტს შეუძლია ზუსტი აქცენტები გააკეთოს და აღძრას ემოცია, რომელიც შეესაბამება მოცემულ ისტორიული ფაქტის მიერ აღძრულ განცდებს. ტრამვის და კატასტროფის კომერციულ პროდუქტად გადაქცევა, თუ ის ობიექტურობასთან კავშირს არ დაკარგავს, მეხსიერების შენარჩუნების საკითხში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
0 notes
gg1tsa-blog · 9 years ago
Text
სიკვდილით დასჯა
მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, უნგრეთში ომის კრიმინალები სიკვდილით დასაჯეს. ფოტოგრაფებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფოტოზე აღებეჭდათ სასჯელის აღსრულების პროცესი. ამ ფაქტს პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. საზოგადოებას უნდა გაეგო და საკუთარი თვალით ენახა, რომ ომის კრიმინალები ნამდვილად დაისაჯნენ სიკვდილით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა სასამართლო პროცესები, რომლებზეც დადასტურდა დამნაშავეების ბრალეულობა, ფოტოზე აღბეჭდილმა სიკვდილის დასჯის ფაქტებმა არაერთგვაროავნი რეაქცია გამოიწვია. მათ შორის, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მსხვერპლად შერაცხა ის დამნაშავეები, რომელთა სიკვდილი სურათზე იყო აღბეჭდილი.
ეს ფოტოები დღემდე არსებობს, ისინი ისტორიის საკუთრებ��დ იქცა, მაშინ როცა ნამდვილი მსხვერპლის ვინაობა დაიკარგა.
ჩემი აზრით, მოძალადის ვიქტიმიზაცია ამ შემთხვევაში ბუნებრივია. თუკი ემიჯნები ძალადობას, თუ თვლი რომ ადამიანის სიცოცხლე ხელშეუხებელია, არ არ.სებობს დანაშაული რომელზე ადეკვატური სასჯელიც სიცოცხლის ხელყოფაა.
1 note · View note
gg1tsa-blog · 9 years ago
Text
ქალის ადამიანის უფლებები
ქალის ადამიანის უფლებები - ერთი შეხედვით, ასეთი ფორმულირება გრამატიკულად გაუმართავი წიანდადების შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა განმარტების ასეთი ფორმით არსებობა რეალობითაა განპირობებული.
თუკი კაცებს და ქალებს ხოცავენ საომარ ვითარებაში, ან ციხეებში აწამებენ, ეს კვალიფიცირდება როგორც ადამინის უფლებების შელახვა. ოჯახური ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ქალის მკვლელობა  კი ერთი კონკრეტული ქალის პრობლემა ხდება. ვითარებას არ ცვლის ის გარემოება, რომ არსებობს ძალადობის მეთოდების მთელი რიგი, რომლის სამიზნე ქალია - სქესიდან გამომდინარე.
1 note · View note