Don't wanna be here? Send us removal request.
Text
ქორწინების საიდუმლოს გააჩნია საიდუმლოს ყველა ნიშანი ისევე მკაფიოდ და გარკვეულად, როგორც ნათლობასა და ევქარისტიას.
მასში არის გარე ნიშანიცა და შინაგანი წყალობაც. ფიზიკური მასალა წარმოადგენს ქორწინების ბეჭედს, ჩაკეტილ წრეს, მარადიულის სიმბოლოს. ძალის სიტყვა არის უძველესი ფორმულა: „სა��ელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“. ძალის ნიშანი – დაქორწინებულთა ხელების შეერთება – არის სიმბოლო მათი ცხოვრების შეერთებისა, რაც ერთად აღებული საიდუმლოების გარე არსს წარმოადგენს.
შინაგანი მადლი არის შეერთება გონებისა გონებასთან, გულისა გულთან, რაც შესაძლებელს ხდის სულიერი ერთიანობის მიღწევას. ამის გარეშე ხომ ქორწინება ქორწინება აღარ იქნებოდა და დროებით ხორციელ კავშირად გადაიქცეოდა. ბეჭდების გაცვლა, ფორმულის წარმოთქმა, ხელების შეერთება – ეს ყველაფერი წარმოადგენს ხატოვან ალეგორიას. თუ საქმრო და საცოლე არ აღინთნენ მგზნებარე სურვილით, სრულ��დ შეუერთდნენ ერთმანეთს მთელი თავიანთი არსებით, ასეთ შემთხვევაში საიდუმლოება კარგავს მათთვის მთელ თავის სასიკეთო თვისებებს და უბრალო ფორმად იქცევა.
მაგრამ ქორწინებას უფრო ღრმა მნიშვნელობაც აქვს. ყველა რელიგია აღიარებს მას სიმბოლოდ კავშირისა მიწიერსა და ზეციურს შორის, ღმერთსა და ადამიანს შორის. მაგრამ მისი მნიშვნელობა ამითაც არ ამოიწურება, რადგან ქორწინების საიდუმლო არის სიმბოლო დამოკიდებულებისა სულსა და მატერიას შორის, წმინდა სამებასა და სამყაროს შორის. აი, როგორი ღრმა მნიშვნელობა აქვს მამაკაცისა და ქალის შეერთებას ჭეშმარიტ ქორწინებაში.
ამ საიდუმლოში ქმარი წარმოადგენს სულს, ცხოვრების სამებას, ქალი კი მატერიას წარმოადგენს, შემოქმედებითი მასალის სამებას. ერთი სიცოცხლეს აძლევს, მეორე კი იღებს და კვებავს მას. ისინი ერთმანეთს ავსებენ, ერთი მთლიანის ორი განუყოფელი ნაწილი, რომელთაც არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე იცხოვრონ. ისევე, როგორც სულისთვის აუცილებელია მატერია, მატერიისთვის კი – სული, ქმარი აუცილებელია ცოლისთვის და ცოლი აუცილებელია ქმრისთვის. მსგავსად იმისა, როგორც არსებობა წყვეტს, იყოს მხოლოდ აბსტრაქცია, როცა ვლინდება როგორც ორმაგობა სულისა და მატერიისა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლები რომ არიან, მაგრამ შეუძლიათ გამოვლინდნენ მხოლოდ ერთმანეთთან კავშირში, ასევე კაცობრიობას, გამოვლინებულს ორ ასპექტში – ქმრისა და ცოლისა, არ შეუძლიათ იარსებონ ცალ-ცალკე, ერთმანეთის გარეშე. ისინი არ არიან ორნი, არამედ ერთი, ორსახოვანი არსება. ღმერთი და სამყარო სახიერდება ქორწინების საიდუმლოებაში, ამდენად, მჭიდროა კავშირი ქმარსა და ცოლს შორის.
ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ ქორწინების საიდუმლო არის ასევე სახე კავშირისა ღმერთსა და ადამიანს შორის, სამყაროსეულ და ინდივიდუალურ სულს შორის. ეს სიმბოლიკა გამოიყენება ყველა წმინდა წერილში – ჰინდუში, ებრაულში, ქრისტიანულში. იგივე ს��მბოლური აზრი გაფართოვდა, როცა ლაპარაკი იყო ინდივიდუალიზებულ სულზე, როგორც ერზე ან ეკლესიაზე, სულთა კრებულზე, ერთად თავმოყრილზე. წინასწარმეტყველი ესაია უცხადებს: „როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს, ისე დაგეპატრონებიან შენი შვილები, როგორც ხარობს სიძე-დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი“. ასევე წმინდა პავლე წერდა თავის გზავნილში, რომ ქორწინების საიდუმლოება ქრისტესი და მისი ეკლესიის გამოხატულებაა.
თუ სულსა და მატერიაზე ვფიქრობთ მათი დაფარული, გაუმჟღავნებელი სახით, ჩვენ ვერ ვხედავთ ცხოვრების ვერავითარ მოვლენას. ერთად გამოვლინებულნი ისინი ევოლუციას ახდენენ. ასევე, სანამ კაცობრიობის ორი ნახევარი არ გამოვლინდება, როგორც ქმარი და ცოლი, ახალი სიცოცხლე არ გაჩნდება. უფრო მეტიც, ისინი შეერთებულნი უნდა იყვნენ იმისთვისაც, რომ სწრაფად იზარდონ შინაგანად თვისებების ურთიერთგაცვლის წყალობით, რომ ერთმანეთი გაამდიდრონ იმ თვისებით, რომელიც თითოეულს აკლია. ორივე ნახევარი ერთმანეთში უნდა გაითქვიფოს და თავიანთ ერთობაში ადამიანის სულიერი შესაძლებლობები გამოავლინონ. ისინი უნდა გახდნენ სახე სრულყოფილი ადამიანისა, რომელშიც ორივე ელემენტი – სული და მატერია – სრულყოფილად იქნება განვითარებული და სრულ ჰარმონიაში იქნება ერთმანეთთან. უნდა გახდნენ სახე იმ ღმერთკაცისა, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ქმარსა და ცოლს, ბუნების მამაკაცურ და ქალურ ელემენტებს, როგორც „ღმერთი და ადამიანი ერთიანი არიან ქრისტეში“.
ვისაც ქორწინების საიდუმლოება ასე ესმის, მან იცის, რელიგიები ქორწინებას რატომ აღიარებდნენ ყოველთვის, როგორც ურღვევს და მიაჩნდათ, რომ კაცობრიობა ნაკლებს დაკარგავს, თუ ზოგიერთი, ერთმანეთისთვის ნაკლებად შესაფერისი წყვილი დაზარალდება, ვიდრე ქორწინების მაღალი იდეალი დამცირებული იქნება სამარადისოდ და ყველასთვის. დაე, ხალხმა აირჩიოს, რა არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი, როგორც ეროვნული იდეალი: სულიერი თუ ფიზიკური კავშირი ქორწინებაში, სულერი ერთიანობის ძებნა მასში თუ მხოლოდ ფიზიკური კავშირის. პირველი არის ქორწინების, როგორც საიდუმლოების, რელიგიური იდეა, მეორე კი ქორწინების მატერიალური გაგება, როგორც ჩვეულებრივი, სასწრაფო კონტრაქტისა. მაგრამ მცირე მისტერიების შემსწავლელმა მასში წმინდა რიტუალი უნდა დაინახოს და არა სხვა რამ.
ანი ბეზანტი
1 note
·
View note
Text
”თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი ფანტაზია ბედნიერებისთვის და არა მწუხარებისთვის”.
1 note
·
View note
Text
1 note
·
View note