ambitiousss
ambitiousss
Hattori Hanzō
3 posts
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის და ჩვენ ამ ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს..
Don't wanna be here? Send us removal request.
ambitiousss · 4 years ago
Text
“გულუ გულუ”
“ სიყვარული რო კილოგრამებში იზომებოდეს რამდენის ატანას შეძლებდა ადამიანი ? “ 
ალბათ სიყვარული თავის ფორმებში უკიდეგანოდ მძიმეა , არა ამას არ ვამბობ მხოლოდ საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით, რასაკვირველია ამ ჩემს ფანტაზიაზეც დიდ გავლენას სიყვარული ახდენს, მაგრამ კითხვა ამაში არარის. 
შეუძლია თუ არა ადამიანს დაინახოს შენი სიყვარული, რომელიც მოიცავს სამუდამოებას და თუ შეუძლია მას აიტანოს ეს ამ ფორმებში , მინდა უფრო კორეკტული ვიყო საკუთარ აზრში , და შევეცდები ჩამოვაყალიბო თუ რას ვგულისხმობ ამაში..
ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთის სიყვარული რაღაც დოზით , რაც ნორმის ფარგლებშია , რაც ყველასთვის მისაღებია, მაგრამ რასაკვირველია ყველა ადამიანი ერთნაირი არარის, ჩვენ ყველანი სხვადასხვა ინდივიდები ვართ და აქედან გამომდინარე ყველას ჩვენთვის დამახასიათებელი სიყვარული გვაქვს და გვახასიათებს და რასაკვირველია ვუზიარებთ ერთმანეთს. და ისმის კითხვა რა არის ნორმის იქეთ , ალბათ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ექნება ერთი პასუხი “არანორმა” იგივე არანორმალური, რაც საზღვრებს სცდება, რაც არარის დამახასიათებელი ყველასთვის და რაც არ ჯდება ჩარჩოში, ჩემი აზრით ჭეშმარიტი სიყვარული სწორედ ამ ჩარჩოს გაღმა იმალება , გამომდინარე აქედან ჩარჩოს მიღმა სიყვარული რთული , კოსმოსურად მძიმე და განსხვავებულია , ჩემი აზრით სწორედ აქ იმალება ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება , რომლის ატანაც ყველას არ შეუძლია.. ჩვენ ჰო ყველანი ერთნაირები არ ვართ.. და სავსებით ლოგიკურია ყველა ვერ აიტანს ჭეშმარიტ სიყვარულს.. 
იბადება კითხვა , რა არის ჭეშმარიტი სიყვარული..
ჭეშმარიტი სიყვარული არის სიყვარულის ის ფორმა რომელიც დღითი-დღე იზრდება , რომელსაც არ აქვს არც ჩარჩო არც საზღვარი , არც დრო , მითუმეტეს დრო ალბათ ვისაც ჭეშმარიტად უყვარს მიხვდება თუ რატომ არა დრო , ალბათ ყველაზე კარგი სიტყვა ამის დასახასიათებლად იქნება მუდმივობა.
უბრალოდ ჭეშმარიტი სიყვარული კლავს დროს. არის ზრდადი და მუდმივი. 
ალბათ უკვდავების წყაროც ჭეშმარიტ სიყვარულშია , რაც არ უნდა აკრძალული იყოს ეს ხილი ჩვენთვის, ვისაც გაუმართლა და შეძლო და მიიღო ეს გრძნობა თავისი მინუსებით პლიუსებით ალბათ უნდა ვაღიაროთ , რომ როცა გრძნობ იმ მომენტს როცა შეგიძლია სიყვარული უფრო დიდი და დიდი დოზებით აჩუქო ადამიანს რასაკვირველია პირველ რიგში მისგანაც იგივეს მოითხოვ , და როცა ეს არ ხდება აქ უკვე იჩენს თავს ჭეშმარიტი სიყვარულის პირველი მინუსი ტკივილი.. გტკივა რომ მას ეს სხვანაირად ესმის.. ან სხვანაირად მიიღებს.. 
იღვიძებ გიყვარს , იძინებ გიყვარს , მუშაობ გიყვარს , სწავლობ გიყვარს, სექსი გაქვს უკიდეგანოდ გიყვარს , ჭამ გიყვარს, დადიხარ გიყვარს, სხვასთან ხარ გიყვარს , საუბრობ გიყვარს , თამაშობ გიყვარს , მღერი გიყვარს, ტირი გიყვარს , ჩხუბობ გიყვარს... ცოცხლობ იმიტო რო გიყვარს.. გიყვარს და გიყვარს და უფრო გიყვარდება და ხვალ ამაზე უფრო მეტად შეგიყვარდება ვიდრე გუშინ, და ამას ვერ გაექცევი , და თუ ეცდები ჩათვალე მოკვდები, და თუ ეცდები ჩათვალე რო წააგე, წააგე ბრძოლა ის მთავარი ბრძოლა რის გამოც ხარ ადამიანი რის გამოც ცოცხლობ , რის გამოც უნდა გიყვარდეს.. და უნდა  გაიგო რა არის ჩარჩოს მიღმა.. ალბათ სული.. სული რის გამოც ყველაფერზე უარის თქმა ღირს.
მე ასე მიყვარხარ  ∞ 
50 notes · View notes
ambitiousss · 4 years ago
Video
youtube
11.03.2021 2:51 and I Miss you 
2 notes · View notes
ambitiousss · 4 years ago
Text
27 წუთია რაც მას უკვე დაბადების დღე აქვს.. ალბათ უკვე ყველამ მიულოცა ან მიულოცავს.. მე კიდე ვფიქრობ რა ვქნა , არა ვიცი რაც გავაკეთე, ვუყვირე.. პირველად დავუყვირე..  და ის თვალები დავინახე ის თვალები რომლებმაც ერთხელ უკვე შემხედეს და ბოლო მომიღეს.. გუშინ კი ეს თვალები ისევ ისე მიყურებდნენ როგორც ადრე... როცა ბოლო მომეღო..  არადა საკუთარ თავს შევპირდი რო მის ეგეთ თვალებს აღარ დავინახავდი აღარასოდეს.. აზრი არ აქვს იმაზე რაზე ვიფიქრებ, ის აცრემლიანებული თვალები მისით ჩნდება და მიყურებს ისევე როგორც მე.. ჰო თან რა გავაკეთე ისევ დავტოვე და წავედი ..  იქ ხო ვერ გავჩერდებოდი.. ჩემი იქ ყოფნა მე გამანადგურებდა .. მერჩივნა აცრემლიანებული თვალები ქარისთვის მეჩუქნა რომელიც თან დაგვსდევდა უკან როცა მე და ის ერთად დავდიოდით.. ოღონდ მარტომ.. როცა გიყვარს უკვე აღიარებ და ღმერთს პოულობ ..  და დღეს მე ღმერთის თვალები მიყურებდა რომლის ატანაც ვერ შევძელი.. ისევ ის ცრემლიანი თვალები.. გიჩნდება კითხვა საკუთარი თავის მიმართ მის ცხოვრებას უკეთეს ხდი თუ უარეს და იჭედები იმიტო რო გაცნობიერებული გაქვს რო ატკინე გული ატკინე და ვერ პატიობ ამას საკუთარ თავს იმიტო რო მუდამ შენშია ეს და იქნება... მისი თითოეული ცრემლი შენში განიდგამს ფესვს როგორც ხე მიწაში.. და აცნობიერებ უკვე რო შენც გტკივა და ეს ტკივილი არის ყველაზე ცუდი.. სიყვარული ... სიყვარული მხოლოდ მოქმედება, ვნება, ურთიერთობა არ ყოფილა.... სიყვარული ერთგვარი აღიარებაა იმისა რომ მარტო ტკივილს უბრალოდ ვერ აიტან. 
10 notes · View notes