anaksblog-blog
anaksblog-blog
Mom's blog
2 posts
მოდით, აქაც ვისაუბროთ დედებმა! :) 
Don't wanna be here? Send us removal request.
anaksblog-blog · 7 years ago
Photo
Tumblr media
ბედნიერება აქვეა…
ამბობენ, პატარას ოჯახში ბედნიერება მოაქვსო. ასეცაა! ნანი ნანატრი პატარა არსება გულს გიჩქარებს, ზოგჯერ კი გგონია, საერთოდ გაგიჩერდება გული ამხელა სიყვარულისგან! არც თუ იშვიათად დედა იწყებს ამ პატარას ცხოვრებით ცხოვრებას. სწორედ აქ ვდგებით პირველად ბედნიერების უბედურებად გადაზრდის საფრის წინაშე. არა, უბედურება მთლად ის სიტყვა არ არის. უბრალოდ, დედის ცხოვრებიდან სადღაც ქრებიან პატარ-პატარა სიხარულები, ადრე რომ დიდ ბედნიერებას გვანიჭებდნენ.
დედა ზრუნავს პატარაზე, ვინ ზრუნავს დედაზე?
მზემ გამოაჭყიტა. სტადიონზე ერთმანეთის გვერდით ორი ეტლი დგას. ერთი ლურჯია, მეორე-ვარდისფერი. ორივე ძვირადღირებულია. ათასგვარი მიხვევა-მოხვევის ფუნქციითა და “ნავაროტკით”. ერთში პატარა ბიჭუნა წევს ბრედნულ ჯინსებში და კეტებში გამოწყობილი, არადა კეტები მას ჯერ კიდევ კარგა ხანს არ დასჭირდება. მეორეში - გაპრანჭული პატარა გოგონა!
გახეხილჯინსებიანი, ტყავისქურთუკიანი, დედის საყურით და საღეჭი რეზინით ლამაზი, გაპრანჭული დედიკო უყვება მეორეს, როგორი რიგი დდგას ბებოების, მამიდების, პაპიდების, რომ მისი ბიჭუნა ცოტა ხნით ხელში აიყვანონ, გაასეირნონ.
მეორე თავზე კოსა შეკრული დედიკო კი ხელებს ქურთუკის ჯიბეში იდებს. მალავს. არც შილაკი, არც ფრენჩი, არც ტუჩსაცხი და ტონალური. ისიც კი არ ახსოვს, სად უყრია ეს ყველაფერი. წესიერად არც უსმენს. ხშირად უყურებს მობილურზე საათს, რომ დროზე გაიქცეს სახლში. უფროსი მალე სკოლიდან მოვა. სადილი უნდა დაახვედროს. ამეცადინოს. ცეკვაზე გაუშვას/წაიყვანოს.
პატარა კი გამოპრანჭა, მაგრამ თვითონ ვერაფერში ეტევა ამ ერთი ხელი სამოსის გარდა. ვერც ახალი იყიდა რამე. თავისთვის სადღა სცალია, ის ხომ დედაა! პატარას ხომ ვერაფერს მოაკლებს. ვერც უფროსს დაჩაგრავს. სალონი? ან სად სცალია? ან ფული სადაა მაგდენი? თვითონ აღარ მუშაობს. ქმარმა რამდენს გააწვდინოს ხელფასი?
რატომ ვიქცევით დედები ასე? რატომღაც გვჭირდება, რომ საკუთარ თავს და სხვებს ვუმტკიცოთ, რომ ყველაფერი შვილისთვის გვინდა. ათას სისულელეში ვხარჯავთ ფულს, რაც პატარას არც კი სჭირდება, მაშინ როცა ერთი მანიკიური, ერთი 15 ლარიანი ზედა გაგვახალისებს და ისევ ისე სარკის წინ ტრიალს მოგვანდომებს!
ბედნიერება სათამაშოებში არ არის…
ახლანდელი პატარების მშობლები იმ ბნელი 90-იანიების შვილები ვართ, რომელთაც საჭმელიც გვაკლდა, გართობაც და სათამაშოც. ამ მრავალფეროვანი სათამაშოების რიგებში მოსიარულეებს, როგორ გვინდა, ზოგჯერ გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც,  როგორ გვინდა უკან, ბავშობაში დაბრუნება, გულიანად თამაში…მე მყავს ახლობლები, სამიოდე წლის ბიჭუნათი. მას 200-ზე მეტი პატარა სათამაშო მანქანა აქვს…
მეორე დედამ კი მთელი 31 დეკემბრის საღამო ტირილში გაატარა, იმიტომ რომ თავის გოგონას “ტასო” ვერ უყიდა. ვერ იშოვა, თორემ ღირებულებაზე სამჯერ მეტსაც გადაიხდიდა, ალბათ.
არადა, ამ დროს ჩვენს შვილებს ჩვენი ყურადღება უფრო სჭირდებათ. ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული და დედიკო ან/და მამიკო მაგიდასთან…
აქვს კი დედას უფლება?
აქვს კი დედას უფლება იშოპინგოს თავისთვის? დღეში ერთი საათი წავიდეს სპორტ დარბაზში?  მეგობრებთან ერთად საღამოს რესტორანში წავიდეს? ათასში ერთხელ კინოში ან თეატრში გაატაროს საღამო მეუღლესთან ერთად?  და ეს ყველაფერი სინდისის ქენჯნის გარეშე აკეთოს?!
დიახ, აქვს! ეს აუცილებელიც კია, მაგრამ… შეუძლია კი ყველა ქალს მისცეს საკუთარ თავს ამის უფლება? მე მაგალითად არ შემიძლია!  თეორიულად ეს ყველაფერი მესმის, ვიცი, მაგრამ პრაქტიკულად არ შემიძლია!
3 notes · View notes
anaksblog-blog · 7 years ago
Photo
Tumblr media
ბედნიერება აქვეა...
ამბობენ, პატარას ოჯახში ბედნიერება მოაქვსო. ასეცაა! ნანი ნანატრი პატარა არსება გულს გიჩქარებს, ზოგჯერ კი გგონია, საერთოდ გაგიჩერდება გული ამხელა სიყვარულისგან! არც თუ იშვიათად დედა იწყებს ამ პატარას ცხოვრებით ცხოვრებას. სწორედ აქ ვდგებით პირველად ბედნიერების უბედურებად გადაზრდის საფრის წინაშე. არა, უბედურება მთლად ის სიტყვა არ არის. უბრალოდ, დედის ცხოვრებიდან სადღაც ქრებიან პატარ-პატარა სიხარულები, ადრე რომ დიდ ბედნიერებას გვანიჭებდნენ.
დედა ზრუნავს პატარაზე, ვინ ზრუნავს დედაზე?
მზემ გამოაჭყიტა. სტადიონზე ერთმანეთის გვერდით ორი ეტლი დგას. ერთი ლურჯია, მეორე-ვარდისფერი. ორივე ძვირადღირებულია. ათასგვარი მიხვევა-მოხვევის ფუნქციითა და “ნავაროტკით”. ერთში პატარა ბიჭუნა წევს ბრედნულ ჯინსებში და კეტებში გამოწყობილი, არადა კეტები მას ჯერ კიდევ კარგა ხანს არ დასჭირდება. მეორეში - გაპრანჭული პატარა გოგონა!
გახეხილჯინსებიანი, ტყავისქურთუკიანი, დედის საყურით და საღეჭი რეზინით ლამაზი, გაპრანჭული დედიკო უყვება მეორეს, როგორი რიგი დდგას ბებოების, მამიდების, პაპიდების, რომ მისი ბიჭუნა ცოტა ხნით ხელში აიყვანონ, გაასეირნონ.
მეორე თავზე კოსა შეკრული დედიკო კი ხელებს ქურთუკის ჯიბეში იდებს. მალავს. არც შილაკი, არც ფრენჩი, არც ტუჩსაცხი და ტონალური. ისიც კი არ ახსოვს, სად უყრია ეს ყველაფერი. წესიერად არც უსმენს. ხშირად უყურებს მობილურზე საათს, რომ დროზე გაიქცეს სახლში. უფროსი მალე სკოლიდან მოვა. სადილი უნდა დაახვედროს. ამეცადინოს. ცეკვაზე გაუშვას/წაიყვანოს.
პატარა კი გამოპრანჭა, მაგრამ თვითონ ვერაფერში ეტევა ამ ერთი ხელი სამოსის გარდა. ვერც ახალი იყიდა რამე. თავისთვის სადღა სცალია, ის ხომ დედაა! პატარას ხომ ვერაფერს მოაკლებს. ვერც უფროსს დაჩაგრავს. სალონი? ან სად სცალია? ან ფული სადაა მაგდენი? თვითონ აღარ მუშაობს. ქმარმა რამდენს გააწვდინოს ხელფასი?
რატომ ვიქცევით დედები ასე? რატომღაც გვჭირდება, რომ საკუთარ თავს და სხვებს ვუმტკიცოთ, რომ ყველაფერი შვილისთვის გვინდა. ათას სისულელეში ვხარჯავთ ფულს, რაც პატარას არც კი სჭირდება, მაშინ როცა ერთი მანიკიური, ერთი 15 ლარიანი ზედა გაგვახალისებს და ისევ ისე სარკის წინ ტრიალს მოგვანდომებს!
ბედნიერება სათამაშოებში არ არის...
ახლანდელი პატარების მშობლები იმ ბნელი 90-იანიების შვილები ვართ, რომელთაც საჭმელიც გვაკლდა, გართობაც და სათამაშოც. ამ მრავალფეროვანი სათამაშოების რიგებში მოსიარულეებს, როგორ გვინდა, ზოგჯერ გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც,  როგორ გვინდა უკან, ბავშობაში დაბრუნება, გულიანად თამაში...მე მყავს ახლობლები, სამიოდე წლის ბიჭუნათი. მას 200-ზე მეტი პატარა სათამაშო მანქანა აქვს...
მეორე დედამ კი მთელი 31 დეკემბრის საღამო ტირილში გაატარა, იმიტომ რომ თავის გოგონას “ტასო” ვერ უყიდა. ვერ იშოვა, თორემ ღირებულებაზე სამჯერ მეტსაც გადაიხდიდა, ალბათ.
არადა, ამ დროს ჩვენს შვილებს ჩვენი ყურადღება უფრო სჭირდებათ. ფერადი ფანქრები, სახატავი რვეული და დედიკო ან/და მამიკო მაგიდასთან...
აქვს კი დედას უფლება?
აქვს კი დედას უფლება იშოპინგოს თავისთვის? დღეში ერთი საათი წავიდეს სპორტ დარბაზში?  მეგობრებთან ერთად საღამოს რესტორანში წავიდეს? ათასში ერთხელ კინოში ან თეატრში გაატაროს საღამო მეუღლესთან ერთად?  და ეს ყველაფერი სინდისის ქენჯნის გარეშე აკეთოს?!
დიახ, აქვს! ეს აუცილებელიც კია, მაგრამ... შეუძლია კი ყველა ქალს მისცეს საკუთარ თავს ამის უფლება? მე მაგალითად არ შემიძლია!  თეორიულად ეს ყველაფერი მესმის, ვიცი, მაგრამ პრაქტიკულად არ შემიძლია!
3 notes · View notes