''ციცინათელებივით ინთება სულის ღამე და ნათურასავით იწვის მასში არსებობა''
Don't wanna be here? Send us removal request.
Text
საკუთარ თავთან დადებულ პირობას არ ვარღვევ - "ნაკლები ალკოჰოლი, მეტი სიფხიზლე."
ცივ იატაკზე ვწევარ
და
ვუყურებ ნახევრად განათებულ ოთახის ჭერს
ახლა
არარსებულ ვარსკვლავებს ვითვლი და
ჩემიდან შენამდე სამი თანავარსკვლავედია
სიგარეტის ბოლშია გახვეული აქაურობა
მისი სუნიც კი ცუდად მხდიდა ახლა კი ეგეც აღარ მოქმედებს
ახლა რომ ავდგე
ფანჯარასთან მივიდე
ბოლო ხმაზე ვიყვირო
შენ გაიგონებ ჩემს ხმას?
რომ არ არსებობ?
იქნებ საკყთარ თავს მივაწვდი��ო ხმა და ვუთხრა რომ ეს ყველაფერი დროებითი მასკარადია.
სასაცილოა
მაგრამ
ფხიზელზე უფრო მარტივია არ გეტკინოს
0 notes
Text
სულში რომ გიფათურებენ ხელებს და
ეგეც აღარ იწვევს შენში რაიმე ემოციას
ხვდები, რომ
მაშინ?...
0 notes
Text
სასაცილოა არა?! წლები გადიოდა და ჩემს გადაწყვეტილებას ყოველთვის ეჭვქვეშ ვაყენებდი.. ვფიქრობდი რომ არასწორად მოვიქეცი.
მეგონა გავძლიერდი მაგ ყველაფრის შემდეგ.
წლების შემდეგაც
ვერ გაგიმეტე
საკუთარი თავი შევიძულე ამისგამო
რატომ?!
ყველაფერი ჩემს ხელში იყო
მაგრამ ვერ შევძელ��
რატომ არის ეს ასე რთული?!
რატომ არ შემიძლია უბრალოდ მეც შენსავით ბოროტი ვიყო?
რატომ?!
აღარშემიძლია
ვკვდები!
ამ სახლში ცოტა რამ არის რაც ბედნიერს მხდის.
მაშინ რახდება როცა წარსული ერთ დიდ ყუთში ჩაკეტე და შორს მოისროლე, მაგრამ მაინც იჩენს თავს თითოეული მოგონება შენს ყოველდღიურობაში.
ხშირად ვფიქრობ
თვეების წინ მიღებულ ჩემს გადაწყვეტილებაზე,
სასამართლოში მდგომ მეზე, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეეძლო, გამბედაობა რომ ქონოდა.
ანუ გამოდის რომ საკუთარი ვერ გაბედულობის მსხვერპლი ვარ.
იმ შეცდომის მსხვერპლი ვარ, რომელსაც ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს.
ჩემს სიმართლეში ვერდარწმუნებული კითხვა ხელმეორედ დამისვა და კიდევ ერთხელ და მტკიცედ გადავდგი ნაბიჯი სიცრუეში, ტკივილსა და იმედგაცრუებაში.
იქნებ ეს ყველაფერი დროულად რომ გამეაზრებინა, იქნებ უფტო მეტი რომ მეფიქრა, არა იმ ადამიანებზე რომლებისთვისაც ეს უბრალოდ სტატუსის შელახვა იყო, არამედ იმ ადამიანებზე რომლებსააც ისევე ტკიოდოთ ის ყველაფერი როგორც მე.
ახლა უკვე გვიანია,
ახლა ვერაფერს შევცვლი, მაგრამ მინდა რომ შევცვალო..
მინდა რომ სიარულისას ჩემს ჩრდილში მხოლოდ ჩემი ანარეკლი იყოს და არა მისი... მისი შეცდომების...
ამ სახლში ცოტა რამ არის რაც ბედნიერს მხდის...
და მაინც, რა შეიძლება იყოს ახლა ჩემი ბედნიერების მიზეზი?!
7 notes
·
View notes
Text
"იმედი მაქვს განიკურნები იმისგან, რაზეც არ ლაპარაკობ..."
7 notes
·
View notes
Text
ნაცნობია შეგრძნება, როცა შენივე თავთან უცხოვდები?
1 note
·
View note
Text
ამდენი წლის შემდეგ ნანახი დედა მეუცხოვება…
ვუყურებ და მის თვალებში უწინდებურ სიკაშკაშეს, რომ ვერ ვამჩნევ გული მიკვდება…
მისი გაუხეშებული ხელებით, რომ მეფერება ტანში მცრის…
მისი ტალღოვანი შავი თმა მენატრება, ნაზი ხელები და ღიმილიანი სახე…
ახლა დედაჩემი უფრო მეტად სევდიანია, ვიდრე ბედნიერი…
თავი უსარგებლო მგონია, რომ არ შემიძლია მისი გაბედნიერება…
ჩემი ბრალია რომ სიშორის გამო უცხოებად ვიქეცით?
ეს დუმილი ჩემი ბრალია?
უთქმელი სიტყვები…
ვერ გაღიმებული სახეები…
მარადიული სევდის შეგრძნებები..
წლიდან წლამდე, და მერე სამარადისოდ…
ვერ შეგეჩვიე…
მე მაპატიე.
ჩემი ბრალია.

29 notes
·
View notes
Text
იმედგაცრუების დახატვა რომ შემეძლოს იცი რას დავხატავდი?
შენს აღმაფრენას ჩემზე
გახსოვს მითხარი ყველაზე ღირებული რამ რაც კი გამიკეთებია შენი გაცნობააო
მე კი ყველაზე დიდ იმედგაცრუებად გთვლიდი საკუთარ თავთან
ვიცოდი რომ შემოვაღწევდი შენი სულის მიძინებულ წიაღში და სიცოცხლეს გაგიხალისებდი
ვიცოდი როგორ გატკენდი მაგრამ უკან არდავხეულვარ
შენც საშუალება მომეცი ახლოს მოვსულიყავიდა ყველა ფერი გვეგრძნო სრულ სიკაშკაშემდე
ჩემი ციცინათელა ჩაქრა
აღარ ანათებს
იმიტომრომ დავიღალე შენნაირი ადამიანებით
დავიღალე იმით რომ საკუთარ თავს სიყვარულის უფლებას ვართმევ
დავიღალე იმით რომ არ შემიძლია შენს პირისპირ ყოფნა და იმაზე საუბარი რაც ორივეს გადაგვარჩენდა.
ალბათ ოდესმე მეც შეგიყვარებ
2 notes
·
View notes
Text
რამხელა ძალაა ადამიანებში
და როგორ უგზოუკვლოდ იფანტებიან როცა გჭირდება
0 notes
Text
ყვირილს ვიწყებ, რადგან ვგრძნობ, ყოველ წამს კიდევ უფრო და უფრო მეტად როგორ ვიღვიძებ.
ყველაფერს ვგრძნობ, გარშემოც და ჩემშიც.
ვგრძნობ გზას, ჩემს სისხლს.
გულისცემა საოცრად ამიჩქარდა და თითქოს უკვე ყელში მაქვს მომდგარი.
აი აქ შეიძლება დავამთავრო, დაჭეჭყილი მეტალითა და აფეთქებით.
გაზის პედალს კიდევ უფრო მაგრად ვადგამ ფეხს და აი ახლა ვეღარ გავჩერდები, რადგან ამწუთას დედამიწაზე ყველაზე სწრაფი ვარ.
ამწუთას მხოლოდ წინ სვლაა მნიშვნელოვანი და ის, რასაც მე ვგრძნობ ახლა, როდესაც სწრაფად და უკონტროლოდ მივისწრაფი დიდებული მანიფესტისკენ.
12 notes
·
View notes
Text
მელოდიებს შორის აჩქარებული რიტმი გრძნობს შენს არსებობას ჩემში...
2 notes
·
View notes