Don't wanna be here? Send us removal request.
Text
ბნელ ოთახში , თითები რიტმულად კაკუნებდა მაგიდაზე , ორი თითით გადაწვდა სანათურს და კარის საკეტის ხმას დაამთხვია ოთახის განათება… გრძნობდა , რომ სახლში იმედგაცრუების სუნი შემოვიდა , თითქოს გულისრევის შეგრძნება ქონდა , ��აგრამ დიდი თავშეკავებულობის ხარჯზე , გასაოცარი სიმშვიდით გაიარა ბნელი ოთახები , სადაც მის სახეს მხოლოდ ღამის ნათელი ეცემოდა ,მაინც იკითხებოდა დაცემული , უნებისყოფო ქალის ფიქრები , რომლისთვის ერთი ჩვეულებრივი ღამის დასაწყისი იყო … ვერ შეძლო ჩაბღაუჭებოდა მის საყელოს , ვერ მოასწრო , რადგანაც სურვილები მსხვრევის , ჯახუნისა და მტკიცე ნაბიჯების ხმამ ჩაახშოოbr> ღამე კი მწარე ქვითინის ექოთი აყრუებდა ქვეყანას ..
1 note
·
View note
Text
მძიმე და ტკივილიანი ნაბიჯებით მიუყვებოდა საფეხურებს , თითქოს გული ამოგლიჯესო , ვერც კი იფიქრებდა აქ თუ აღმოჩნდებოდა, ვერც კი იფიქრებდა, რომ ბუნება ცივ , ბურუსიან და სუსხით გაჟღენთილ ემოციას უსახსოვრებდა , მაგრამ ზედმეტი ბედნიერებაც , ხომ ტრაგიკულ განსაცდელს გიმზადებს . იხსნებდა მისი სახის ელვას , მწველ მზეს . ზუსტად ისე თეთრი კანი რომ იცვლის ნაზად ფერს და შიგნიდან წვავს , მაგრამ ესეც უყვარდა . უყვარდა კი ? განა მართლა შეუძლია სიყვარული ? თითქოს ყველა საფეხურზე მისი სხეულის , რაღაც ნაწილს ტოვებდა და კედლების ექო გამოგვძახოდა ბღავილის ბგერებს , რომელიც ისევ მას უბრუნდებოდა , უფრო მძლავრად . საფეხურებიც დაილია და მიხვდა რომ აღმართის დასაწყისში დაშლილა დარჩენია მხოლოდ სევდა . ბუნებისგან ნახსოვარ ცივ და ბურუსიან ემოციებში , მძიმე და ტკივილიანი ნაბიჯებით გზას იკვლევდა ვიღაც.
1 note
·
View note
Text
გზები , ბილიკები , შენთან მოახლოების წუთები , შეხების წერტილები და ბევრი რამ... რაც უთქმელად დარჩა ან დარჩება უთქმელად , რადგან მხოლოდ მოგონებათა კრებული დაგვრჩა, მაგრამ გიხაროდეს , გჯეროდეს ბებერი ძვლების ზლაზვნა აღმართებზე , რათა ყოველ ჯერზე დავამატკიცოთ და შეგამოწმოთ , როგორც ადრე სიფხიზლეში, იქ ხარ თუ არა სადაც დაგტოვეთ. ალბათ იქ ხარ ან სულაც არ გამიკვირდება , რომ სადმე წახვიდე , მაგრამ წინდახედულს სასაცილოდ შენ სახეს გვიტოვებ შავ- თეთრს , რატომ გადაწყვიტე ? უნდა გკითხო , მოგიძიე მაგრამ უკვე წასულხარ.
1 note
·
View note
Text
ბურიდანის ვირი
ყოველი დილა , ყოველი ღამე , რომელიც მრავალფეროვანი, ემოციებით დახუნძლულია , ერთ წამს შეუძლია , რომ დაანგრის. სამყაროს შენეულ ცაზე ელავდეს მხოლოდ , შენეულ ცაზე წვიმდეს და გონება თავისთავად იკეტებოდეს. რა იქნებოდა ცხოვრება , რომ არ არსებობდეს სიკდილი , კაცთა მოკვდინება , ან თუნდაც რა იქნებოდა არსებობდეს შესაძლებლობა გადარჩენის ,თუნდაც იმ იდეაფიქსით , რომ დღეს მე შევეგებები ყინულივით ცივ ახალ სახლს და გაბლიგვულ მიწას, ისიც ეგოისტური სურვილით , რათა ტანჯვა ავიცილოთ . არჩევნის უფლება არ არსებობს , არჩევანი არ არსებობს .ამას სწორედ მაშინ ხვდები , როცა ადამიანის გაყინულ თვალებს , გაცრეცილ ხელებს , მექანიკურ სხეულს, და ჩაწყვეტილ იოგებს აწყდები , აწყდები და ესეც ჩვეულებრივი ხდება . თითქმის წარმოუდგენლად გეჩვენება , რომ სხეულისა და სულის ნაწილი გწყდება , გეგლიჯება და კითხვის დასმაც კი გეძნელება , როგორ დავიბრუნო ან თუნდაც როგორ დავბრუნდე?
შენეულ ცას შესცქერი პასუხებს ელი , ამასობაში კი დარდი და სევდა შენ სხეულში დადის ადგილს ეძებს სად დაბინავდეს , ისეთ ადგილს ეძებს კარიბჭე რომ ექნება , ისეთ ადგილს გრძნობა რომ ვერ გამოჟონავს ნაპრალებიდან , ნუთუ არსებობს კი ? ნუთუ სიკვდილი არსებობს ? .... „მიწას ადგია ცა გარინდებით, და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.“ ჟამთასვლა ალბათ ყველაზე საშინელი სიტყვაა, რადგანაც დროს შენი ნაწილი მიაქვს , ხვდები , რომ უფრო დიდხანს მოგიწევს შეეგუო აუტანელ გარემოს , თითქოს მშვიდად ხარ მაგრამ , აუცილებლად ამოხეთქავენ და წაგვლეკავენ მიცვალებულთა გაყინული გულების გაცხელებული სისხლის ვეება ზღვები და მარად ჩაგვიყოლბენ სამუდამო მწუხარებასა და გლოვაში , ძაძისა და შავის სამყაროში , უბედურებისა და სასოწარკვეთის ორომტრიალში ჩავიხერგებით ,თანაც უკან მოხედვას და ბოლო სიტყვის დაძახებასაც ვერ მოვასწრებთ . ისე წავალთ , რომ ბუნდოვანი იქნება წარსულისა და აწმყოს კვეთა, მაგრამ დაგვრჩება მოხეტიალე სული . „ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია ვარსკვლავები, სიმბოლო თეთრი მარადისობის.“ მართლაც , რომ პარადოქსია ცოცხალ ადამიანთა ამგვარი ყოფა და პროცესი იპოვო სამოსელი პირველი. „და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა ,და უცებს ზეცა ნახეს თვალებმა , რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან , ეს უკე ნიშნავს გარდაცვალებას.“
o�B��ς��^�T+
0 notes
Text
სიყვარულისთვის ანუ ღამე
გარდაუვალი სიბნელე , რომელიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაშია თითქმის ყოველღამ მოდის ჩვენთან . მოდის და ტოვებს ნაკვალევს, მთელ შენ ცხოვრებას , ანუ ღამე. ფიქრები ,რომელიც შიგნიდან გჭამს გაფიქრებს მარტოობაზე და ზოგჯერ გულის შეფართხალების უიმედო მიზეზიც კი , საიმედოდ გეჩვენება ადამიანს . დასაფიქრებელია და რა უცნაურია ადამიანი . ზოგჯერ გეჩვენება , რომ შენია , ზოგჯერ კი სხვისი , მაგრამ მაინც საბედნიეროა დაღლილ მჯოდომარე , ლოდინით დაქანცულ თვალთა მზერაში კითხულობდე პასუხებს , მაინც სასიხარულოა გულში გაღვივებული ნაპერწკლები , რომ გწვავს შიგნიდან თითქოს ვიღაც ძალით გიკიჟინებს , გაწვალებს , შემდეგ კი ძალიან ახლოს სახესთან მოდის , დაუზარელად მოათრევს ნაკვერჩხალს , რათა გაახუროს და ღაწვები შეგიფერადოს .
მაგრამ ზოგჯერ გავრბივართ, რადგანაც უიმედოთო გზა გვღლის , ლოდინი გვღლის , მაგრამ გვავიწყდება კაცობრიობის ოპტიმისტური გამოგონება დრო , რომელიც თავის სანუგეშოდ ოპტიმალურ ვარიანტად გვევ��ინება , ზემოთ ავღნიშნე და კვლავ განვმეორდები რა უცნაურია ადამიანი. ასე რომც, მარტოსულობის გზაზე დამდგართ , ცრემლით გაღჟენთილ პალტოთი მხოლოდ ღამესთან საუბარი დაგვრჩენია . “საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით , ვით ამ ღამეს ჩემი გული “
1 note
·
View note