Don't wanna be here? Send us removal request.
Text
ფერი ეცვალოს - /მარინა გოგოლაშვილი/
სამყარომ უნდა ფერი იცვალოს, სამყაროს ელის ფერისცვალება. კაცობრიობამ აღარ იწვალოს!- მისია ქრისტეს დაევალება. მისტერიული დიდი ცვლილება, განზომილების სხვა გაბრწყინების, სამყარო ვინც ქმნა, მანვე ინება ფერისცვალება კაცობრიობის. სიბნელე ვეღარ დაიმალება სინათლის სხივში, მორჩა წვალება და მოდის, როგორც მარადი შვება სულ სხვა, ახალი��

View On WordPress
0 notes
Text
მარინა გოგოლაშვილი (არჩილ ბადრიაშვილის ხსოვნას)
მთამსვლელი უკეთეს სიკვდილს ვერ ინატრებს – შხელდიდან თვით ზევსმა აიყვანა ზეცად, რომელიც იმ ღამეს ჩამოვიდა ფეხად, ელვად და მეხად! იქ ორი გურამი, მიშა ხერგიანი – „კლდის ვეფხვი“ და უშბის ბიჭები არიან. საგმიროდ „სხვაც ბევრი მამცდარა ჭკვიანი“… ეგ არის, ადრე იყო ძალიან! 18.08.2024
View On WordPress
1 note
·
View note
Text
წვიმს - მარინა გოგოლაშვილი
დილანდელი წვიმის ექო წვიმსნისლი ჩამოდგა ზღაპრად,როგორ ლამაზად წვიმს.ფრთები გავშალე, როგორცგოგომ – 16 წლის! არ მომაკაროთ ბოღმა,ეს წვიმა მტრობას შლის.ჰოდა, დავდივარ, როგორცგოგო – 16 წლის! წვიმა ჩავიცვი ჯავშნად,ფანტასტიკურად ცრის.დამიცავს, ქალს კი არა,გოგოს – 16 წლის! მე – როგორც წვიმის ჰანგი…მე – როგორც ნისლი ცის…არ მომაკაროთ შურიგოგოს – 16 წლის! განვლილი წლების სევდასეს წვიმა ლაღად შლისდა…
View On WordPress
0 notes
Text
გადაძახილი - ანნა ახმატოვა
xxx ამ ქვეყნად სამი რამ უყვარდა: თეთრი ფარშევანგი, საღვთო გალობა და რუკა გაცრეცილი – ამერიკის. ბავშვის ტირილი არ უყვარდა, არც ჟოლოს ჩაის სწყალობდა, სძულდა ქალური ისტერიკა. …მიწევდა მე მისი ცოლობა. Анна Ахматова: xxx «Он любил три вещи на свете: За вечерней пенье, белых павлинов, Истертые карты Америки. Не любил, когда плачут дети, Не любил чая с малиной И женской истерики. …А я…
View On WordPress
0 notes
Text
ტარიელი - ქრისტე ქრისტემდე(ფიქრები მურაზ მურვანიძის საოცარი ნახატის ირგვლივ)/მარინა გოგოლაშვილი/
მურაზ მურვანიძის ნახატი „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილ ნახატთაგან უმრავლესობა პორტრეტულ ჟანრს განეკუთვნება, ზოგიც ბატალურ სცენებს ასახავს, მაგრამ ყველა მათგანისგან გამორჩეულია მურაზ მურვანიძის მისტიკურ-კოსმიური ქმნილება. ამ განაცხადით სულაც არ მინდა სხვათა ღვაწლი დავაკნინო. მამუკა თავაქარაშვილისგან დაწყებული ვიდრე რუსუდან ფეტვიაშვილამდე ნებისმიერი ნახატი, რასაკვირველია, გარკვეული ინფორმაციისა…

View On WordPress
0 notes
Text
ანნა ახმატოვა(თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)
хххპარმაღთან დავმტოვე მეგობარი, ჩამოდგა ოქროსფერი მტვერი.მეზობლად რეკავდა ზარიქვეტექსტიანი ბგერით. გადაგდებული! შეთხზული სიტყვა,- რა ვარ? წერილი თუ ყვავილი? თვალების სარკეში -ტყვია, წყვდიადი ნამდვილი.Проводила друга до передней…Проводила друга до передней,Постояла в золотой пыли.С колоколенки соседнейЗвуки важные текли.Брошена! Придуманное слово, —Разве я цветок…

View On WordPress
0 notes
Text
ბორის რიჟი (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)
*** იღვიძებ შუადღით, აღებ სარკმელს – დგას შუქით სავსე ოცდაცხრა მაისი: ცეკვავს ოქროსფერი მტვერი ხალისით. დომინო ვეტერანთ აზარტს ამხელს. ტელეში კვლავ უჩვენებენ ნაგავს. სულელი რაია კი ფარდულთან დგას, უხეშ გინებას რომ ასწავლიან მას ჩემი მეგობრები – დაცინვას ჰგავს. სამია. იწყება კინო – დრო მიაქვს, ნთქავს. ეზოში მხოლოდ შტერი რაია დგას. წამწამშეურხევლად გასცქერის ცას. წამს ხსოვნის ფსკერისკენ…

View On WordPress
0 notes
Text
გენიოსის ადამიანური ყოფა მარინა ცვეტაევასა და გიორგი ეფრონის დედაშვილობის ტრაგიზმი /მარინა გოგოლაშვილი/
ხშირად წერენ, რომ მარინა ცუდი დედა იყო, რადგანაც ჯოჯოხეთური გაჭირვების ჟამს, ორი გოგონა ბავშვთა თავშესფარში მიაბარა, რომელთაგან უმცროსი, ირინა (რომელსაც მენტალური პრობლემებიც ჰქონდა), გარდაიცვალა. შეშინებულმა ��არინამ, უფროსი შვილი, არიადნა, მაშინვე დაიბრუნა სახლში… და მაინც, როგორი დედა იყო იგი? – გულგრილი და თავკერძა, რომელმაც თავისი პატარა გოგონა სასიკვდილოდ გაწირა, თუ დედა, რომელმაც…
View On WordPress
0 notes
Text
ტერენტი გრანელის ფიქრები / მოისმინა მარინა გოგოლაშვილმა/
სულში ზეიმობს ტანჯვა, როცა სამყაროს სძინავსდა ღრუბელაშლილ ცაზე ერთი ვარსკვლავი ბრწყინავს.შეშინებული, უცებ, ისე მოწყდება ციდან,თითქოს დრო, გაქცეული, მას აღარ დაუცდიდა.სხივოსა��ი ცა როცა სამყაროს უძღვნის ღამეს,ვუმზერ ტკივილით, რასაც ვერავინ დამიამებს.მზის ცეცხლი, რითაც თბება ამ ქვეყნად მთაც და ბარიც,ჩემთვის არასდროს გახლდათ ნამდვილი მეგობარი.ეს სიმარტოვეც არის ნიშანი რაღაც ავის.მკრთალი და ბნელი…
View On WordPress
0 notes
Text
მაქსიმილიან ვოლიშინი - როცა დრო ჩერდება (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)
სურათზე (მარცხნიდან): ყირიმი, ვოლოშინის აგარაკზე კოკტებელში: დედა – ელენა გლაზერი, მაქსიმლიან ვოლოშინი, სერგეი ეფრონი -მარინა ცვეტაევას მეუღლე და თავად მარინა ცვეტაევა თავის უფროს გოგონასთან, არიადნასთან (ალია) ერთად. წრედ იქცა ჩემი სამყარო ვიწრო აქ მარადისი წამით ინთება. სახეში მძაფრად მიბერავს მე დრო – მიქრიან წლები დიდრონ ჩიტებად. ნისლთა ბღუჯები – ახლოც… შორია… რა სწრაფად…
View On WordPress
0 notes
Text
12 მონა - მარინა გოგოლაშვილი
სურათზე: მე-16 საუკუნის უცნობი მხატვრის ილუსტრაცია. მცირე ჩანაწერები „ვეფხისტყაოსანზე“ რატომ 12 მონა?! (დეტალების საიდუმლო) რატომ ჰყავს მეფე როსტევანს მაინცადამაინც 12 მონა?! არც მეტი, არც ნაკლები -ზუსტად 12 „უმხნესი“ მონა! განა უფრო რეალური და ბუნებრივი არ იქნებოდა, მათი რაოდენობა ყოფილიყო 10-20 ან სხვა მრგვალი ციფრი?! საჯარისო ნაწილები ხომ, ძირითადად, მრგვალი ციფრებით არის წარმოდგენილი!…
View On WordPress
0 notes
Text
ვლადიმერ ვისოცკი - არ მიყვარს (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)
არ მიყვარს გზა ხსნისა ფატალური,ვერ დამღლის დრო-ჟამი შესაფერი;არ მიყვარს წლის იმ დროს ალიყური,როცა ლაღ სიმღერას ვეღარ ვმღერიარ მიყვარს ცინიზმის ცივი ჯიღაც,აღტაცებისაც აღარ მჯერა;ან თუ ჩემს წერილს კითხულობს ვიღაცდა მხრის ზემოდან აპარებს მზერას.არ მიყვარს, აზრი თუ სიტყვის ტყვეა,არც როცა სიტყვის მოჭრა იციან;როდესაც ზურგში გესვრიან ტყვიას,ანდა საერთოდ როცა ისვრიან.ვერ ვიტან ჭორებს, ვერსიებს ვითომ,ვერც…
View On WordPress
1 note
·
View note
Text
მარინა ცვეტაევა - უფლისწული და გედები (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)
როცა ჩაქრება სხივთა თამაში, ხალხით გადაღლილ სულს მოვიბრუნებ,- დიდებულ ბაღის ოქროს მარმაშში მშვენიერ გედებს ვკვებავ, ვაპურებ. დღესასწაული ილევა ცაზე (წვით დაღლილი ცა შვებას დაეძებს!), ვფანტავ ვარდისფრად ლაპლაპა წყალზე დაფხვნილი პურის ციცქნა ნამცეცებს. ცურავენ თეთრად დანამცეცებით, დაბზრიალებენ ოქროს ფოთლებში. მიკოცნა წყნარად სხივმა ფეხები, მერე ათრთოლდა ჩემს…
View On WordPress
1 note
·
View note
Text
მარინა ცვეტაევა ალიას* (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)
და როცა – ოდესმე – როგორც წყალში, წაგიღებს, გაჰყვები დინებას გზის, გველივით დაფერფლე საკუთარ ტყავში სახლი – მე -ლექსი — რაც შენში ზის. გახსოვდეს: დაბერდები ხელად. აჭენე დროგი, ღვინო სვი Яრში.* ლურჯთვალა ბოშად იცხოვრე ქარში. იცოდე, ცალად ხარ, ვიდრე ჰხვალ – და მოიშორე ხელისკვრით ყველა. პარიზში იწვიან ბულვარები! (ხომ გესმის, მილიონი თვალი!) მადრიდში გრიალებენ გიტარები! (ჩანს ჩემს…
View On WordPress
0 notes
Text
„ალუდა ქეთელაურის“ ერთი პასაჟის გააზრებისთვის. ჩანაცვლების გაბედულებიდან ამაღლებამდე - მარინა გოგოლაშვილი
მაინც რა არის ალუდას განსაკუთრებულ მდგომარეობაში ყველაზე ფასეული? მტრის ხელის მოჭრის უაზროდ გაუგებარ ტრადიციაზე უარის თქმა, თუ მაჰმადიანი მუცალის სულის საოხად მოზვერის შეწირვა? არც ერთი და არც მეორე! მისი მეტამორფოზის უმაღლესი მწვერვალი ჩანაცვლების გაბედულებაა, რაც, ფაქტობრივად, ქრისტიანული არსის ის მდგომარეობაა, რომელიც ქრისტეს გარდა ჯერ არავის/ვერავის გაუმეორებია და რომელიც ადამიანის…
View On WordPress
1 note
·
View note
Text
მარინა ცვეტაევა - ვიყავ მწყაზარი (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა
…ვიყავ მწყაზარი (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა) ვიყავ მწყაზარი, შმაგი, მჩქეფარე, -ყოფნა მწყუროდა!- ვიყავ ჭკვიანი, ვიყავ მღელვარე და მიხაროდა! სინაზე ერქვა ჩემ ირგვლივ არეს, არცოდნა ცოდვის… გვათანასწორებს ყველას სამარე,- ვშფოთავდი როდის?! არმოსაწონი გავხდი არსება, -ო, ვიქეც ყინვად. რა მოხდა ადრე, ან რა მოხდება, არ მქონდა ხილვად. გადავივიწყე, რომ გატყდა…
View On WordPress
0 notes
Text
რობერტ როჟდესტვენსკი - ბავშვობის ქალაქი (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)
სადღაც ქალაქია სიზმრისფერი,ლამის მკერდამდე მოცურავს მტვერი,ნელ მდინარეში კამკამებს წყალი.არსებობს სადღაც თბილი ქალაქი,ის – ჩვენი ბავშვობის ალაგი. ღამით სახლიდან გამოვალ ჩქარადა ბილეთს მოვთხოვ მოლარეს წყნარად.,ათას წლის შემდეგ პირველად… კარგი:„მომეცით ბავშვობამდე პლაცკარტი“.მოლარე მომიგებს: „არ არის!“ბილეთი არ არის! აბა, ძმობილო, დავბრუნდეთ როგორ?გზა ბავშვობისკენ ვიპოვნოთ როგორ?ეგებ, უბრალოდ,…

View On WordPress
1 note
·
View note