Don't wanna be here? Send us removal request.
coolmaridavitashvili-blog · 8 years ago
Text
მიმოხილვა - დაპირისპირება ნაც. მოძრაობაში
ბოლო პერიოდში ნაციონალურ მოძრაობაში არეულობაა. მისი წევრები ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყვნენ. ერთი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მომხრეა, მეორე ნაწილი კი გიგა ბოკერიას უჭერს მხარს. არეულობა რამდენიმე თვეა გრძელდება თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში უკვე სერიოზული სახე მიიღო. იყო სიტყვიერი დაპირისპირებები.
ეს პროცესი კიდევ უფრო გაართულა 6 იანვარს ციხიდან  ყოფილი მერისა და ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას გათავისუფლებამ.  როგორც მან განაცხადა აპირებს სააკაშვილთან საუბარს და ყველანაირად ეცდება პარტიის შეკვრას.
ამ პროცესებს ბეჭდური მედია სხვადასხვაგვარად გადმოსცემს. მაგალითად  გაზეთ რეზონანსში ნაც. მოძრაობის  ცვლილებების შესაძლო შედეგებს განიხილავენ.  სათაურებით: „უგულავას ჯგუფს დასავლეთისგან მხარდაჭერა ექნება“, „შერკინება სააკაშვილსა და უგულავას შორის“  სტატიები ძირითადად დაფუძნებულია პოლიტოლოგების ვახტანგ ძაბირაძისა და ხათუნა ლაგაზიძის მოსაზრებებზე.  ისინი აფასებენ ამჟამინდელ მოვლენებს და ცდილობენ ახსნან შესაძლო ცვლილებები.
გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა ამ ფაქტს ცინიკურად იხსენიებს: „ნაციონალური პარტია ნაკერებზე ირღვევა, ნიკანორი შეიჭმევა!“, „ნაციონალური მოძრაობის ახალი ლიდერი ციხიდან გამოვიდა...“.  ��რთ შემთხვევაში პარტიაში დაპირისპირების სცენაა აღწერილი, მეორე შემთხვევაში კი სტატიის ავტორი ვრცლად საუბრობს გიგი უგულავაზე. სტატია ძირითადად მოსაზრებებზეა აგებული და მოყვანილია რამდენიმე ციტირება რომლის ავტორებიც მითითებული არაა.
კვირის პალიტრა ასე ეხმაურება ამ პროცესს: „ნაცპირველობის“ საფინიშო რბოლა! ანუ დიდი რღვევა“. მოცემული იყო ვრცელი ინტერვიუ გიგი უგულავასთან და ელენე ხოშტარიასთან. კითხვები მიმდინარე პროცესებს ეხებოდა და ძირითადად  უგულავას და სააკაშვილის შესაძლო შეხვედრას.
საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო გაზეთმა ,,PRIME TIME”_მა  ამ თემას ყდაზე. მოცემული იყო სააკაშვილის და უგულავას ფოტოები  წარწერით „სააკაშვილი vs უგულავა“ სასამართლო საქმის ექსკლუზიური დეტალებიდან პოლიტიკურ ნაცკულისებამდე. ვის გადაბირებას ცდილობს მიშა, სად მიდის რომან გოცირიძე, რა მიზანი აქვს გიგის.
დაუფარავად სუბიექტური იყო გაზეთ ასავალ დასავალის სტატიები სათაურებით: „არ გაგიკვირდეთ, თუკი უგულავას მალე „ოცნების“ მთავრობაში იხილავთ“, „სულ მალე ციხიდან მერაბიშვილს და ახალაიასაც გამოუშვებენ“, „გიგი უგულავას ციხიდან გამოშვება ნაც-ქოცური გარიგების ნაწილია“, „ჩამოეთრეს! ჩამოშავდეს! ჩამობნელდეს!“, „ოც-ნება და ნაც-ნება“.
არანაკლებ სკანდალური სათაური გააკეთა გაზეთმა ალიამ: შიშის სასახლის თამაშები, გიგი უგულავას განთავისუფლების საიდუმლო,  რას ამოაყირავებს ყოფილი მერი პოლიტიკაში? რა ფარული გარიგება შედგა ამერიკის ელჩსა და ივანიშვილს შორის გიგი უგულავას საქმეზე?   სტატია ძირითადად სუბიექტური იყო. მიმოხილული იყო ეს საკითხები, მოხსენიებული იყო ექსპერტის შეფასებას, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობის სიახლე მოცემული არ ყოფილა.
 მარინე დავითაშვილი
0 notes