Don't wanna be here? Send us removal request.
Text
გუშინ, მე და ხვალ
ძილის წინ საუზმეს შემოვუერთდით გუშინ, მე და ხვალ. სამ ღამე ცრემლებს ლიმნით სვამს გუშინ, გაქცეულ აზრებს მისდევს კვალ და კვალ. ერთი ნაჭერი სევდა მეც გადავიღე, ზრდილობის გამო.
გული მერევა.
დილამ გამიფიქრა და ხვალისთვის გადამდო.
ხვალ ცაში უყურებს ნაცრისფერ კორპუსებს, მფრინავი თეფშები ცურავს ღრუბლებზე, კოვზების მწკრივი მოდის და მოდის დაუსრულებლად დახტის ფიქრები სადღაც შორს ვგრძნობ გულის ცემას, მაგრამ არ მესმის. არ მესმის როგორ არსებობს ხვალ მშვიდად სტატიკურ მდუმარებაში.
0 notes
Text
2222
შორს, მზეებს იქით შევერცხლილ კლდეზე ადის პირველი ადამიანი.
ათასწლიანი ნაბიჯი ნელი უკვალოდ ტოვებს მაგნიტურ ქვიშას.
ცაში ჰაერი არ ისმინება.
აქ დრო არ არის განზომილება, არც ჰორიზონტი არის ციანი.
უმზეო დროებს არ აქვს დაისი, აქ დასაწყისი არის გვიანი აქ, სადაც სივრცე ბლანტად ლივლივებს წინ არ არსებობს თავშესაფარი
და ყველაფერი ძაან შორია.
ეიფორია დრო და დრო იკლებს მეხსიერების მუდმივ კოლაფსში აღარ არსებობს არც ისტორია უგზოუკვლობის დასალიერში მითიურ აფსურდს ტაშს უკრავს ექო.
შორს, მზეებს იქით შევერცხლილ კლდეზე დღეა გვიანი, ქრომირებული ტანისამოსით ადის პირველი ადამიანი.
0 notes
Text
უკაცრიელ სხეულში
გაფანტულ საზღვრებს მისდევს ფიქრის გუშაგი, თვრამეტი წელი გასულა ქვეცნობიერში. ამასობაში ჩაიც ადუღდა. მდუმარე ღმერთებს აღარ სცემს თაყვანს არც ერთი ფსკერი, არც ერთი კიდე, არც ერთი ბნელი უსმენს განთიადს. ჩამავალ მზეებს მისტირის ველი, უდარდელობის. ხვალ აღარ ისმის ხმა არსაიდან. სიცარიელე ავსებს აუზებს და ორ-სამ ტრანშად იღვრება თხემში. ამ უკაცრიელ სხეულში აღარ არს ძირი, არც ცის კამარა. ამასობაში ჩაიც გაცივდა. შორს, გაყინული გზების ამარა გაფანტულ საზღვრებს მისდევს ფიქრის გუშაგი.
0 notes
Text
არ მცალია
მიმოვიფანტე ნაწილაკებად მე ჩემ ოთახში ა��ავის ვუშვებ. აზრის საწყისი ჰაერში გდია ზემოთ და მარჯვნივ რაკეტას ვუშვებ. აზრი მეორე ტივტივებს ქვემოთ ჩამქვრალი უხმოდ ფანჯრიდან გავედი. წავედი წავედი საქმეა ბევრი
1 note
·
View note
Text
Invisible man
It’s a regular 3pm today, just like it was yesterday and the day before, and the day before, and the day before. At this time I usually walk on the very narrow street, where it’s almost impossible for men to pass each other without noticing each other. I do believe that one day someone will look into my eyes and feel my existence. The narrow streets are the perfect place for this to happen. It’s less possible at squares and crowded open spaces. They just walk behind, walk ahead, sometimes walk through but as I already understood it’s extremely hard to get their attention. It’s yet impossible I would say. I keep being ignored all the time. No matter what I wear or if I wear anything at all. At first I was disappointed, but then I realized that it’s okay. At least I’m good at something. I’m really brilliant at being invisible. Completely invisible I would say.
1 note
·
View note
Text
more than one
The mist of nothingness came down on my heart tonight and the tears appeared bitter than a bit.
Suddenly I felt two inside my body, The louder and the doubled was my heartbeat.
Who I’m breathing for beside me? Another errant soul, full of anxiety now I fit.
But my body is too much Small sized, too much rough place, not that great for two to meet.
The heart attack and the lack of lack. I can not be more than one. It’s such a pity we should split.
0 notes
Text
Arctic syndrome
“What’s gone, is gone” - they said. “It never was. What’s left it has to be appreciated”. So they find another light, when the last one’s shaded by the night. But I’m afraid that They’re not right.
What’s gone is left, but deep inside Hiding right behind the pride. But they’re damn good in thinking lies, so they believed They’re cold as ice.
And now there is no other way. “It never was” - they may say But I’m afraid that they’re wrong Also maybe disappointed Cause they’re driven by the arctic syndrome and their body can’t be home. And their anger won’t be anger And their love will not be love. Though they think they know that bullshit often called as ‘being strong’ Everyone who thinks the same way I’m afraid that they are wrong.
0 notes
Text
ერთი ღმ
- გამარჯობა, ჩემი სამყარო გაფუჭდა. აღარ მუშაობს. - მიკარნახეთ თქვენი სამყაროს კოდი. - ერთი, ნული, ერთი, ნული, ნული, ერთი, ნული - კონკრეტულად რა პრობლემა აქვს თქვენს სამყაროს? - განვითარება სხვაგან წავიდა, უნდათ, რომ ვაკუუმიდან გამოძვრნენ... - ვაკუუმიდან ვერ გამოძვრებიან, მერწმუნეთ. - ძაან მოსაწყენი გახდა ეს სამყარო. - თქვენ შეგიძლიათ ხარვეზი გაასწოროთ... - აზრი აღარ აქვს, ამ სამყაროს არაფერი ეშველება. ახალი მინდა შევიძინო. - ამ შემთხვევაში შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენს ვებ გვერდზე და აარჩიოთ სასურველი სამყარო. დავამატეთ ახალი აგრეგატული მდგომარეობები და ფორმულები, რაც საშუალებას მოგცემთ აქამდე წარმოუდგენელი ფაქტურები შექმნათ. აქვე, ვალდებული ვარ გაგაფრთხილოთ, რომ სხვა საიტებზე მეორადი სამყაროების შეძენა ძალიან სახიფათოა და ჩვენი კომპანია პასუხს არ აგებს ესეთ შენაძენზე. - ამ არსებულ სამყაროს რა ვუყო? - ჩვენი ტექნიკური ჯგუფი იზრუნებს თქვენი სამყაროს სრულიად გაწმენდაზე, რის შემდეგაც გადაიტვირთება და გაიყიდება თავიდან. თქვენი პირადი ინფორმაცია იქნება სრულიად წაშლილი. თუ თქვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, შედით სისტემაში და მთავარ მენიუში აირჩიეთ დეაქტივაცია. - დამელოდეთ... დავაჭირე. უი რაღაც აფეთქდა შიგნით... - დიახ, თქვენი სამყარო აღარაა.
0 notes
Text
ორგანიზმში წამის მეათასედების ნაკლებობა
გაღვიძება გახდა საჭირო. შოკური თერაპია, მედიკამენტოზური მკურნალობა უდროობის განსაკურნებლად. გამოვიძახე დროის სპეციალისტი და მირჩია წამის მეათასედების გადასხმა. თქვა, რომ სწრაფი და ეფექტური მეთოდია, მაგრამ მე ცუდი ვენები მაქვს და უჭირთ ხოლმე მათი დანახვა. მოიტანეს ვენების დეტექტორი. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გავხდი სრულიად ხილვადი. ყველა ვენა, ყველა სისხლძარღვი სხეულის თეთრ ზედაპირზე გამოიფინა და ჩემი კანი გახდა გამოფენა ჩემი შიგთავსის. რა უხერხულია. მაგრამ უკვე გვიანია, წამის მეათასედების უფორმო პაკეტს ამზადებენ გადმოსასხმელად. დროის სპეციალისტი მირჭობს ნემსს და ამაგრებს ხელზე. ამბობს, რომ ჩემს ორგანიზმს წამის მეათასედები აკლია და ამიტომ არ მაქვს დროის შეგრძნება. ამიტომ ვაგვიანებ სამსახურში, ლექციებზე, დაბადების დღეებზე, მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, აეროპორტში...
ნახევარ საათში იცლება წამის მეათასედების პაკეტი და როგორც კი ნემს იღებენ ვენიდან, მეღვიძება. 10 საათია. 12ზე ლექცია მაქვს.
0 notes
Text
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
ბანაობისას ვფიქრობდი, რომ აბაზანა უნდა იყოს ლოგინი. ლოგინი მაინც რამე სხვაც შეიძლება იყოს, მაგალითად ჩემოდანი. ჩემოდანი დაე იყოს ტოსტერი. ტოსტერი იყოს რადიატორი. რადიატორი - რძე. რძე - თოვლი. თოვლი - ტამპონი. ტამპონი აუცილებლად უნდა იყოს კოსმოსური რაკეტა. კოსმოსური რაკეტა შეიძლება იყოს ნემსიც. ნემსი იყოს სარკე. სარკე - წყალი. წყალი შეგვიძლია საერთოდ არ იყოს. რა საჭიროა.
0 notes
Text
მიხვედრილობითი მიხვედრილობამდე
მერე მიხვდა, რომ არ უნდა დაერეკა, მაგრამ მერე მიხვდა რომ აუცილებლად უნდა დაერეკა, მარტო იმიტომ რომ მიმხვდარიყო, რომ არ უნდა დაერეკა.
0 notes
Quote
and the morning usually starts with google search: how to fall asleep
night
0 notes
Text
გადავდექი
დასასრულები არაა ცუდი გამოგონება. პირიქით, დასასრულები არის მიღწევა. დასასრულები არის მონაპოვარი. საბუთი იმის, რომ უნარი გვაქვს ფიქრის, ან არფიქრის. დასასრულები შეიძლება იყოს დასანანიც, ანდა სულერთიც. მაგრამ უშედეგო არასდროს არის დასასრულები. გულები ისედაც აღარ გვტკივა რაც მეტ დროს ვითვლით უსივრცო ოთახში, რომელიც უფრო და უფრო პატარავდება თუ ჩვენ ვიზრდებით უფრო და უფრო არ ვიცით. დასასრულები არაა ცუდი იდეა. მეტიც, დასასრულები არის როგორც ნულზე გამრავლება - ნებისმიერ შემთხვევაში ვნულდებით და ვხდებით იძულებული დავიწყოთ დათვლა ერთიდან, თუნდაც ოცამდე. ოცის მერე კი ვიხილები და მოვდივარ.
0 notes
Text
ვიხდი 100 დოლარს რეალობის გაყალბებაში
ვიხდი 100 დოლარს ვიხდი ტანსაცმელს მე რეალობის გაყალბებაში. შევიძენ სხვა გზას რომელიც არაა არცერთ არსებულ რეალობაში. ვიხდი 100 საათს ყველაზე ძვირფასს, რაც გამაჩნია მოგონებაში. ვიხდი ას სიზმარს, ვიხდი ქარიზმას ალტერ-სისტემის მოგონებაში. ვიხდი მომენტებს, ვენდის მონეტებს სხვა არსებობის წარმოდგენაში. ვიხდი ბარათით და მე პარადით ვმონაწილეობ წარმოდგენაში.
0 notes
Text
არც მე
მე არ მწვავს ცეცხლი, დიდი გრძნობების, უკიდეგანო მარტოობისას. შენ წამებს ითვლი, მე დროს ვეღარ ვფლობ და მაქვს შეგრძნება უდროობისა. მე არ მკლავს ყინვა და არც სიშორე არც გულგრილობა შენი მატირებს. მე ძილს არ მიფრთხობს არც უგულობა, არც ფიქრი ცრემლად მოსვლას აპირებს. მე არც ნიავს ვგრძნობ შენი აზრების, არც ქარიშხალი მანგრევს ძლიერი. მე არც გულს მირღვევს მუდმივი სეტყვა და არც შემიჩნდა ფიქრი მშიერი. მე არც გრიგალი მიძნელებს სუნთქვას, არც გულს მიჩქარებს ემოციები. არც მელოდია არ მესმის გრგვინვის, არც შენგან ჩემამდე ვიბრაციები.
0 notes