Don't wanna be here? Send us removal request.
Text
გოთიკურ სტილში შემსრულებელი ჯგუფები
Abruptum Absidia Actus Aendria
Aesma daeva Aeternitas After forever Agathodaimon Age of heaven Aghast Aglarond Aion Alien sex fiend All about eve Amber asylum Amorphis Anathema Anchorage Ancient Angels of venice Angina pectoris Anonymous 4 Anorexia nervosa Anthemon Antichrisis Antimatter Apocalyptica Arcane art Area Artrosis ASP Asgaard Ashes you leave Ataraxia Atrocity Aurora Ausgang Autumn Autumn clan Avrigus Batalion D'amour Bauhaus Bay laurel Bessech Betray my secrets Beyond dawn Black atmosphere Black heaven Black rose Black tape for a blue girl Blackmore's night Blackshine Blazing eternity Bleeding like mine Blind passangers Bloodflowerz Bluteangel Breath of life Brighter death now Cadaveria Caledonian Camereta mediolanense Canvasser Carpice Casket Castrum Catherines cathedral Catholicon Cayne Cemetary Cemetery of scream Century Chandeen Changes Charon Chassalla Christian death Clan of xymox Closterkeller Cocteau twins Collection D'arnell andrea Corona borealis Corpus delicti Corvus corax Cradle of filth Creaming Jesus Crematory Crownhead Crown of autumn Cultus sanguine Current'93 Cybele D'arcadia Dakrua Dalmerot's kingdom Danielle dax Danse macabre Danse society Dark Dark land Dark lunacy Dark reality Dark sanctuary Darklands Darkseed Darkwell Darzamat Dawn of dreams Dawn of oblivion Daylight torn Delvision Dead can dance Dead souls rising Death in june Death sentence December's fire Decoryan Deep inside myself Deep red Deine lakaien Delerium Delight Depeche mode Derriere le miroir Desecration Desire Deutsch nepal Devlin Diabolique Diaokhi Die form Die laughing Die Verbanten Kinder Eva's Diary Of Dreams Diluvium Divercia Dominium Dreadful Shadows Dreams Of Sanity Dunwich Dying passion E Nomine Edenbridg Edera Eisheiling Elbereth Elend Elven Shadows Elijah's mantle Elis Elusive Embraza En Garde End Of Green Endless Endraum Engelstaub Entwine Epica Eros hecropsique Estampie Estatic Fear Eternal Eternal mourning Eterneal travel Even song Ewigkeit Faith And The muse Farewell Fata Morgana Fields of the nephilim Fire & Ice Flowing tears For my pain Forest of souls Forgive me not Forgotten silence Forgotten sunrise Forthcoming fire Fragile hollow Freiburger spielleyt Garden of delight Ghosting Giants causeway Gitane demone Golgotha Gothminister Green Carnation Haggard Hardware Human drama Ikon Iidfrost Illuminate Image transmission In gowan ring In my rosary In the nursery Inchor Inkubus sukkubus Into the abyss Joy division Katatonia Killing Joke L'ame immortalle La Floa maldita La orchestre noir Lacrimosa Lacuna coil Lake of tears Lavra Leave's eyes London after midnight Love is colder then death Love lies bleeding Love like blood Love spirals downwards Lucyfire Lustmord Lycia Macbeth Madder mortem Maniac P Mar de grises March violets Marionetts Mediaeval baebs Mellonta touta Mephisto waltz Merlons Of Nehemian Mizantropia Moonchild Moonlight Moonspell Mordor Morthound Mortiis Mortus Myriads Natacha atlas Nazgul Nefilim Nightingale Nightwish Nocturne Nosferatu Odes of ecstasy Ordo Equilibrio Ordo Equitum Solis Otto Dix Otyg Paradise Lost Paradise Age Passion Noire Pazuzu Penitent Penumbra Phallus Dei Play Dead Prachers Of Neverland Primordia Qntal Raison D'entre Rakoth Ram–zet Red Lorry Yellow Lorry Ronan Quays Rosetta Stone Sacrirersum Saints Of Edan Saltatio Mortis Samsas Traum Sanctum Sand Sanguis et cinis Sarband Saturnus Second Skin Sentenced Sex Gang Children Shadow Project Shadow caster Shape of despair Shinjuku thief Siva in exile Siebenburger Siechtum Silence Gift Silentium Siouxsie & the banshees Sirenia Skeletal family Sleep walk Sol invictus Sons of neverland Sophya Sopor aeternus Sorg Sorrow Soul cages Soul whirling Somewhere Soulgrind Southern death cult Speaking silence Specimen Stoa Stoneman Storm Stream Of Passion Stun Sundown Sunshine blind Switchblade Symphony Syria The 3rd and The mortal The 69 eyes The black league The damnable The deep red The dream side The faces of sarah The gallery The gathering The gothic voices The heretic The last dance The merlons The mission The moon lay hidden beneath a could The process The shround The soil bleeds black The sisters of mercy The virgin prunes The wake Theatre of hate Theatre of tragedy Theatres des vampires This empty flow This mortal coil To die for Trail of tears Tristania Twilight ophera Two witches Uk decay Umbra et imago Undish Vampiria Vendemmian Von thronstahl Vordven Vox Weihan Weltenbrand wish within temptation X-mal Deutschland Yorick
0 notes
Text
ხარ თუ არა გოთი?
თუ პასუხების უმრავლესობა (10 ან მეტი) დადებითია, შესაძლოა, რომ თქვენ აღმოჩნდეთ გოთი, ხოლო თუ 1 პუნქტიც არ გეხებათ, მაშინ შანსი, რომ თქვენ გოთი ხართ, 0–ს ტოლია. ეს ასევე ზუსტია შემთხვევებისთვისაც, როცა ყველა დანარჩენი მტკიცებულებები პირველის გარდა, თქვენ გიახლოვდებათ.
1. უმეტეს დროს ხარჯავთ შემოქმედებაში, მეცადინეობთ მუსიკაში, სახვით ხელოვნებაში, პოეზიაში, ფილოსოფიაში და ლიტერატურაში. 2. თქვენი შემოქმედების ნაყოფს აქვს პირქუში, შოკისმომგვრელი, საშინელი ან უბრალოდ, უცნაური ფორმა. 3. გიყვართ მუზეუმები და კულტურული ცენტრები. 4. თქვენ გესმით და გიყვართ კითხვა შექსპირის, შელის, ბრაუნინგის და სხვა მსგავსი ავტორების, არ გჭირდებათ განმარტების წაკითხვა. 5. კარგად გესმით სხვაობა ნიჰილიზმს და ეკზისტენციონალიზმს შორის. 6. იღებთ სიამოვნებას სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენით. 7. მგრძნობიარე ნატურა ხართ, ღრმად შეიგრძნობთ ფერს, გემოს, ყნოსვას და სმენას. 8. არ გესმით, რატომ ხარჯავს ხალხი ამდენ დროს ტელეპროგრამის თვალიერებაში. 9. თავს უხერხულად გრძნობთ, როცა გაცვიათ ვიღაცის მსგავსად. 10. თავს უხერხულად გრძნობთ მაშინაც, თუ ირგვლივ არავინაა, ვინც თქვენს მსგავსად გამოიყურება. 11. ხშირად უსვამთ თავს კითხვას „რატომ?“ და პოულობთ მასში საინტერესო პასუხს. 12. ხშირად უსვამთ თავს კითხვას „როგორ?“ და პოულობთ მასში საინტერესო პასუხს. 13. თქვენ არ უკუაგდებთ იმიტომ, რომ არ გესმით ეს. 14. ხალხის შესახებ იმის მიხედვით კი არ აყალიბებთ შეხედულებებს, თუ როგორ გამოიყურებიან, არამედ როგორ იქცევიან. 15. არ გეშინიათ შეუცნობლის. 16. არ გეშინიათ სიბნელის. 17. გეშინიათ იყოთ რიგითი.
0 notes
Text
გოთების ტიპები
გოთიკურ სუბკულტურაში ყველაზე რთული სწორედ გოთების აღწერაა. მათი დაყოფა სახეობებად, ტიპებად, გამოწვეულია მათივე გარეგნობით და ხასიათის თავისებურებებით. ამის მიუხედავად შეუძლებელია იპოვნოთ ორი ერთნაირი გოთი, რადგან ადამიანების ეს კატეგორია ყოველთვის მიესალმებოდა მკვეთრ ინდივიდუალიზმს და სხვებისგან გამორჩეულობას. არცერთი გოთი არ გავს ერთმანეთს არც გარეგნულად და არც ხასიათით, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ დაყოფას სახეობებად, თუმცა, ისინი შეიძლება მივაკუთვნოდ რომელიმე კატეგორიას იმ პრინციპით, რომ თითოეული გოთი რომელიმე სხვა გოთის მონათესავე სულია, მაგალითად, რომანტიკოსები ან ვამპირები.
ძირითადად არსებობს 14 სახეობა. მათგან რამდენიმეს კიდევ აქვს ე.წ. "განშტოებები". კატეგორიები ასე იყოფა:
Mopey გოთები Perky გოთები ისტორიული ეპოქის გოთები (Antiquity, Renaissance, Romantic, Victorian) ადრეული პერიოდის გოთები (Punk Goth, Post-Punk, Dark Punk) Corporate Slave გოთები Cyber და Darkwave გოთები Androgyn გოთები Fetish გოთები Glitter და Fairy გოთები Gypsy და Hippie გოთები Tribal გოთები Western გოთები Jeans 'n' T-Shirt გოთები Vampire გოთები
განვიხილოთ თითოეული კატეგორია:
Mopey გოთები
ასე უწოდებენ გოთებს, რომლებზეც ყველაზე მეტად ვრცელდება გოთიკური 4 "წესი". ეს ადამიანები მუდმივად დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებიან, არიან საკმაოდ ჩაკეტილები საკუთარ თავში, ნებისმიერ მოვლენას განსაკუთრებული სერიოზულობით აღიქვამენ... ისინი აღმერთებენ გოთიკურ სამყაროს. შეიძლება ითქვას, რომ Mopey გოთები 100%-იანი, ე.წ. ნამდვილი გოთები არიან. სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენენ გოთიკური სუბკულტურის ფასდაუდებელ განძს, რომელთა რაოდენობა, სამწუხაროდ, თანდათანობით იკლებს...
Perky გოთები
იგივე Perkygoff. ეს ადამიანები Mopey გოთებთან შედარებით მთელ სუბკულტურას გაცილებით მსუბუქად აღიქვამენ. ისინი გოთიკური კლუბების ხშირი სტუმრები არიან, უყვართ გართობა ცხოვრება ისე, როგორც თავად მოსწონთ. მათთვის უცხოა დეპრესია, თავს პირქუში განცდებით არ იტანჯავენ და Mopey გოთებსაც ძალზე მოსაწყენ ადამიანებად მიიჩნევენ. რეალურად მსოფლიოში ყველაზე მეტი გოთი სწორედ Perky-ა და ეს გამოწვეულია იმით, რომ მუდმივ დეპრესიაში ყოფნა, ყველაფრისადმი სერიოზული მიდგომა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და ადამიანებისგან იზოლირება ბევრისთვის მიუღებელია. Mopey-სთან შედარებით Perky შესაძლებელია გოთად არც მიიჩნიოთ, მაგრამ ყველაფრის მიხედავად ისინიც გოთიკური სუბკულტურის წარმომადგენლები არიან. უბრალოდ, Perky-ები არ არიან ისეთი სერიოზულები, როგორც Mopey-ები.
ისტორიული ეპოქის გოთები (Antiquity, Renaissance, Romantic, Victorian)
ამ ტიპის გოთების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ჩაცმულობა და გარეგნობა, რაც მთლიანობაში ულამაზეს ეფექტს ქმნის. სამოსი შედგება ხავერდის, ფარჩის და აბრეშუმის კორსეტებისგან, შარვლებისგან, მაქმანებიანი კაბებისა და პერანგებისგან, წვეტიანი გოთიკური ჩექმებისგან... ასეთ სტილში არ გამოიყენება შავი ფერი, თუმცა, არსებობენ ისეთი გოთები, რომლებიც მხოლოდ შავ სამოსს ანიჭებენ უპირატესობას. რაც შეეხება აქსესუარებს, ესენია დიადემები, ხელთათმანები, პატარა ჩანთები... ძირითადად ისტორიული ეპოქის გოთები ძალზე მეოცნებე და რომანტიკული ადამიანები არიან, რომლებისთვისაც რენესანსის პერიოდი უფრო ძვირფასია, ვიდრე თანამედროვე ცხოვრება.
ადრეული პერიოდის გოთები (Punk Goth, Post-Punk, Dark Punk)
ესენი არიან გოთები, რომლებსაც 80-იანი წლების ნოსტალგია აქვთ, იმ პერიოდის, როდესაც გოთიკური სუბკულტურა განვითარებას იწყებდა. ისინი აღმერთებენ ამ პერიოდის გოთიკურ მუსიკას, იკეთებენ ისეთივე ვარცხნილობას, რასაც პირველი გოთები და მათსავით გამოიყურებიან. იცვამენ დახეულ ჯინსებს, ტყავის ქურთუკებს, პირსინგების მაგივრად კი ინგლისურ ქინძისთავებს იყენებენ. ფაქტიურად, ისინი პანკები არიან, თუმცა, უფრო მუქ "ფერებში".
Corporate Slave გოთები
გოთების ეს სახეობა ჩამოყალიბდა 90-იან წლებში, როდესაც გოთიკურ ტალღას უამრავი ადამიანი შეუერთდა. ამ პერიოდში სხვადასხვა სერიოზულ კომპანიებში მომუშავე ხალხს, რომლებისთვისაც გოთიკური სუბკულტურა აბსოლუტურად მისაღები აღმოჩნდა, შეექმნა გარკვეული პრობლემები საკუთარი სურვილების გამოხატვასთან დაკავშირებით. სამსახურის გამო მათ უარის თქმა უწევდათ გოთიკურად ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე ამ კატეგორიას ეწოდა Corporate Slave, ანუ "კორპორაციის მონა". ეს გოთები იძულებულები იყვნენ, ეტარებინათ ის სამოსი, რომელიც მათ გარეგნობას არანაირად შეესაბამებოდა. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ასეთი გოთებისთვისაც მოიძებნა გამოსავალი. დღედღეობით მათ სამოსს სიმკაცრის მიუხედავად გოთიკური იერი აქვს შეძენილი. აქსესუარებიდან და სამკაულებიდან მხოლოდ ვერცხლის ბეჭდები და თითქმის შეუმჩნეველი სამაჯურები გამოიყენება, მაკიაჟი კი მინიმალურ დონემდეა დაყვანილი. რაც შეეხება ამ ტიპის გოთების ცხოვრების წესს, ყველაფერი დამოკიდებულია თავად ინდივიდზე. მათი უმეტესობა ძალას არ იშურებს, რომ როგორმე შეუთავსოს ერთმანეთს კარიერა და გოთიკური ცხოვრების სტილი.
Cyber და Darkwave გოთები
მათ ბევრი რამ აკავშირებთ Cyber პანკებთან და ასევე ძალიან გვანან გარეგნულად Fetish გოთებს, თუმცა, მათ აქსესუარებში უფრო მეტი ლითონი ჭარბობს. ეს გოთები გარეგნულად ხშირად საკმაოდ პირქუში, მაგრამ ამავდროულად "ფერადები" არიან. უპირატესობას ანიჭებენ ლატექსის, ტყავის და ტყავის შემცვლელი ქსოვილებისგან დამზადებულ სამოსს. ზოგჯერ იყენებენ ფოსფორიან პლასტიკატსაც, მაგალითად, კორსეტებში. ვარცხნილობა უმეტესად ან ძალიან მოკლე აქვთ, ან ძალიან გრძელი. ხშირად წითელ, მწვანე, იისფერ ზოლებადაც იღებავენ თმებს და ფერად ლენტებს იმაგრებენ. მოსწონთ უხეში მაკიაჟი (მთლიანად ამოშავებული თვალები, შავი ტუჩები, თეთრი სახე), თვალის არაბუნებრივი ლინზები და ეკლიანი, ბასრი სამკაულები. იდეოლოგია Cyber პანკების აქვთ, თუმცა, გოთიკურ მსოფლმხედველობასაც შესანიშნავად ითვისებენ.
Androgyn გოთები
მიუხედავად იმისა, რომ Androgyn-ები გოთები არიან, შეიძლება ისინი ცალკეულ ესთეტიკადაც ჩაითვალონ, ისევე, როგორც Fetish და Vampire ესთეტიკის წარმომადგენლები. ანდროგინობა ითვალისწინებს ადამიანთა უსქესობას, თუმცა, ეს არანაირად არ არის ასექსუალიზმი. ორივე სქესის გოთები იმდენად არ გვანან საკუთარი სქესის წარმომადგენლებს, რომ ძალზე რთულია და ხშირად შეუძლებელიც იმის გარკვევა, ჩვენს წინ ქალი Androgyn დგას თუ მამაკაცი. მათი გარეგნობა გათვლილია თავიანთი სქესის შენიღბვაზე, ამიტომ მამაკაცი Androgyn-ები ხშირად ატარებენ კაბებს, კორსეტებს, ბადისებრ კოფთებს, ე.წ. Combat Boot-ებს... ქალი Androgyn გოთები შედარებით იშვიათად გვხვდება, მაგრამ მათი გარეგნობაც ამ სტილის შესაბამისია. მიუხედავად ამისა, ქალი Androgyn-ების გარეგნობა იმდენად მამაკაცური არ არის, რამდენადაც სექსუალური. ზოგადად ეს კატეგორია Fetish ესთეტიკასთან ძალიან ახლოსაა, ამიტომ სამოსიც ამ სტილის გამოიყენება.
Fetish გოთები
ფაქტიურად, ეს არის გოთიკური სუბკულტურის და Fetish ესთეტიკის შერწყმა. ადამიანები, რომლებიც ამ კატეგორიაში შედიან, საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სექსუალურ, გამომწვევ სამოსს, რომელიც სხეულს მჭიდროდ ეკვრის. თავის მხრივ, Fetish ესთეტიკა ახლოსაა BDSM "კულტურასთან" (Bondage/Discipline/Sado-Masochism). აქედან გამომდინარე, Fetish გოთები არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მისაღებია სექსუალური სიამოვნების განცდა სადო-მაზოხიზმის ფონზე. ისინი ხშირად ატარებენ ე.წ. "Fetish Party"-ებს. არსებობს ასევე სხვადასხვა კლუბები ამ ტიპის ადამიანებისთვის. განსხვავება ფეტიშიზმის მიმდევრებს და Fetish გოთებს შორის ისაა, რომ გოთები ამ ესთეტიკას შედარებით სხვა კუთხიდან უყურებენ, ანუ ამ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი გადატანილია არა BDSM-ზე (რაც მიღებულია ფეტიშიზმის მიმდევრებისთვის), არამედ გარეგნულ სექსუალურობაზე, თუმცა, არც მცირე რაოდენობით BDSM-ა Fetish გოთებისთვის მიუღებელი...
Glitter და Fairy გოთები
ამ კატეგორიაში მხოლოდ გოგონები შედიან. შერეული, მხიარული ფერები, ბრწყინვალება მაკიაჟსა და აქსესუარებში, ბავშვური იერი და სინაზე - ეს ყველაფერი Glitter და Fairy გოთებს ახასიათებთ. ამ ტიპის გოგონები უმეტესად მოზარდები არიან, რომლებისთვისაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა ბავშვური ცხოვრება, თუმცა, მათი შინაგანი სამყარო მაინც სევდიანია. ეს გოთები ატარებენ ფერიების სტილის სამოსს (მაგალითად, მხრებზე პეპლის პატარა ფრთებით), ერთმანეთს უხამებენ მკვეთრ და ნაზ ფერებს, ხშირად ვარდისფერ, ცისფერ ან სალათისფერ პარიკებსაც იკეთებენ. თუმცა, არსებობენ პირქუში Glitter და Fairy გოთებიც, რომლებიც ლამაზი და ნატიფი სამოსის ფონზე მკვეთრად იშავებენ თვალებს ან ტუჩებს, ან სულაც შავი ფერის სამოსს ანიჭებენ უპირატესობას. მიუხედავად ამისა, ამ ტიპის გოთების გარეგნობა ისეთივე ნაზია, როგორც მათი ხასიათი.
Gypsy და Hippie გოთები
ეს კატეგორია ძირითადად ასაკოვანი და ხანდაზმული გოთებისგან შედგება. უმეტესობა რელიგია Wicca-ს მიმდევარია. მათი სამოსი საკმაოდ რთული კონსტრუქციისაა და ამავე დროს - სხვადასხვა ქსოვილისა და ფერის (მუქი წითელი, მუქი მწვანე, ლურჯი). ატარებენ თავიანთი რელიგიის შესაბამის სამკაულებს ამულეტების და თილისმების სახით, რომლებიც ძირითადად ხისგან და ლითონისგან მზადდება. გარეგნულად ძალიან გვანან ბოშებს და ჰიპებს, გათავისებული აქვთ მათი იდეოლოგია და ცხოვრების წესი, თუმცა, ამავდროულად იზიარებენ გოთიკური მსოფლმხედველობის არსს.
Tribal გოთები
ეს სახეობა ახლოსაა Modern Primitives-ის ესთეტიკასთან. ეს გოთები მთელ სხეულს პირსინგებით, ტატუებით და იარებით იფარავენ. სამოსის სტილი განსაზღვრული არ აქვთ. არც მაკიაჟს მიმართავენ ხშირად (თუმცა, თუ Tribal გოთი მაკიაჟს იკეთებს, აუცილებლად უხეშ და შემაძრწუნებელ შტრიხებს მიმართავს). თმას ძირითადად საფეთქლებთან იპარსავენ და იღებავენ არაბუნებრივ ფრად... უპირატესობას ანიჭებენ მასიურ ლითონის სამკაულებს და აქსესუარებს, ჯაჭვებს, ეკლებს და ა.შ. ამ გოთების "სისუსტე" - პირსინგები, ტატუები და იარები მათ სხეულზე ზოგჯერ იმდენად დიდი რაოდეობითაა და თან ისეთ უცნაურ ადგილებში, რომ ასეთი რამის მოფიქრებას მხოლოდ შეშლილი ფსიქიკის ადამიანი თუ მოახერხებს...
Western გოთები
შესაძლებელია, უცნაურად მოგეჩვენოთ გოთიკური და ვესტერნის სტილების ერთმანეთთან შერწყმა, მაგრამ ასეთი რამე რეალურია. Western გოთების გარეგნობა მოიცავს როგორც გოთიკური, ასევე Cowboy-ს სამოსის და აქსესუარების გარკვეულ ელემენტებს. ტყავის ჟილეტები, დეზებიანი ჩექმები, შლაპა - ეს ყველაფერი Western გოთების განუყრელი ატრიბუტებია, რომლებსაც შესანიშნავად უხამებენ გოთიკურ სამოსს. რეალურად კი მათი ცხოვრების სტილი გოთიკური უფროა, ვიდრე Cowboy-ს. მართალია, ამ ადამიანების რიცხვი არც ისე ბევრია, მაგრამ ეს იმის საფუძველს არ იძლევა, რომ Western გოთების კატეგორია წარსულს ჩაბარდეს და სამუდამოდ გაქრეს, რადგან დღესაც არსებობენ Fields Of The Nephilim-ის თაყვანისმცემლები. სწორედ იმ ჯგუფის, რომლის წ���ალობითაც ჩამოყალიბდა გოთების ეს სახეობა.
Jeans 'n' T-Shirt გოთები
გოთებს შორის ყველაზე უბრალო და არაფრით გამორჩეული ტიპია. ამ კატეგორიაში შედიან გოთები, რომლებისთვისაც გარეგნულ იერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი იცვამენ ჯინსის შარვლებს, საყვარელი ჯგუფის მაისურებს და საერთოდ არ აინტერესებთ ის, თუ როგორ სამოსს, აქსესუარებს, სამკაულებს, ვარცხნილობებს და მაკიაჟს ანიჭებენ უპირატესობას სხვა კატეგორიის გოთები. ამ ადამიანებს საკუთარი შინაგანი სამყარო, ხასიათი და სულიერი მდგომარეობა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის, რომ სხვის თვალში გოთებად გამოჩნდნენ. Jeans 'n' T-Shirt გოთები მაკიაჟსაც კი არ იკეთებენ, ან თუ იკეთებენ, მაშინ ის მინიმალურ დონემდე დაყავთ. აქედან გამომდინარე, ეს კატეგორია თითქმის ყოველთვის შეუმჩნეველია, რადგან ადამიანთა უმეტესობა მათ გოთებად ვერ აღიქვამს.
Vampire გოთები
საკმაოდ ახლოს არიან Vampire ესთეტიკასთან. გოთების ეს სახეობა გარკვეულწილად ისტორიული ეპოქის გოთებსაც გავს. ეს ადამიანები საკუთარ თავებს ვამპირებს უწოდებენ და ყველანაირად ცდილობენ, მათ დაემსგავსონ - იგრძელებენ და ინერგავენ ეშვებს, ან უბრალოდ, იყენებენ სპეციალურ კბილის პროთეზებს, უპირატესობას ანიჭებენ რომანტიკულ სტილს (ხავერდის და ფარჩის გრძელი კაბები, კორსეტები, მაქმანებიანი პერანგები და ა.შ.), იკეთებენ ვერცხლის(!) სამკაულებს სიმბოლური გამოსახულებებით, რომელთა შორის გამრჩეული ადგილი უჭირავს ანხს - მარადიული სიცოცხლის სიმბოლოს (რადგან ვამპირები უკვდავები არიან)... Vampire გოთების მაკიაჟი ძირითადად შეუმჩნეველია, თუმცა, ტუჩებს ყველაზე ხშირად სისხლისფრად იღებავენ. ასევე, თვალებში ისვამენ სხვადასხვა სახის და ფერის სპეციალურ ლინზებს, მაგალითად, კატის თვალისებრს, წითელს, თეთრს, შავს და ა.შ. ზოგიერთი Vampire გოთი უარს არ ამბობს სისხლის გასინჯვაზეც, თუმცა, მათ საყვარელ სასმელად მაინც წითელი ღვინო რჩება (კი აბა! თ. მ.). ფაქტიურად, გოთების ამ კატეგორიას ყველაზე მეტად აქვს დაკაგული რეალობის აღქმა (საიდან დაასკვნეს? თ. მ.). ისინი საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ და მიუხედავად "ვამპირიზმისა" (ბრჭყალები ზედმეტია. თ. მ.), არავის ერჩიან. თუმცა, სწორედ მათ მიერ შექმნილი ხელოვნებაა ყველაზე "სისხლიანი", რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანები ორ სამყაროს შორის არიან მოქცეულები. ისინი მთელი მონდომებით ცდილობენ, გაექცნენ რეალური ცხოვრების სიმახინჯეს და იცხოვრონ იქ, სადაც თავს მეფეებად და დედოფლებად იგრძნობენ, თუნდაც ოცნებების სამყაროში...
დღესდღეობით მთელ მსოფლიოში Perky გოთების გარდა ყველაზე გავრცელებულები არიან Antiquity, Fetish, Androgyn და Vampire გოთები, თუმცა, სიმცირე არც სხვა კატეგორიებში შეიმჩნევა.
0 notes
Text
გოთების მსოფლიო დღე
22 მაისი მსოფლიო გოთების დღეა. ოფიციალური მსოფლიო გოთების დღის საიტი აღწერს მას როგორც „დღეს როდესაც გოთური სცენა აღნიშნავს მის არსებობას და შესაძლებლობას, გახადოს მისი არსებობა ცნობილი მსოფლიოსთვის“ მსოფლიო გოთების დღეს საფუძველი ჩაეყარა ბრიტანეთში, 2009 წელს. BBC რადიო 6 ეძებდა რიგ მუსიკალურ სუბკულტურებს. ღონისძიებას გოთი დიჯეები Cruel Britannia და Martin OldGoth გაუძღვნენ. გადაწყდა, რომ 22 მაისი გახდებოდა ამ ღონისძიების რეგულარულად გამართვის დღე. ტრადიცია გაგრძელდა და გავრცელდა ბრიტანეთის გარეთ, ვებსაიტის ინიციატივით, ღონისძიების მსოფლიო მასშტაბით კოორდინაციისა და რეკლამირების შესახებ. მსოფლიო გოთების დღე აღნიშნავს გოთური სუბკულტურის სუბ კულტურულ ასპექტებს. კულტურის ასპექტებს, როგორიცაა მოდა, მუსიკა და ხელოვნება, აღინიშნავენ მოდური ჩვენებები, ხელოვნების გამოფენები და მუსიკალური შესრულებები. მრავალი ღონისძიება შეიცავს ადგილობრივ გოთურ ჯგუფებს, ზოგიერთი ჩართულია საქველმოქმედო ღონისძიებებში, ბრიტანეთისა და ავსტრალიის წამყვანი საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, როგორიცაა ბრიტანეთის სოფი ლანკასტერის ფონ��ი, საქველმოქმედო ორგანიზაცია რომელიც ცდილობს შეებრძოლოს დისკრიმინაციას სუბკულტურების მიმართ. ღონისძიება განვითარდა და აღინიშნება მთელს მსოფლიოში გოთების მიერ, ბრიტანეთის, აშშს, ავსტრალიის, სინგაპურის და სამხრეთ აფრიკის ჩათვლით.
0 notes
Text
ტატუ
სიტყვა „ტატუ“ მოდის ტაიტური ენიდან, სადაც „ტა“ — სურათს, ხოლო „ატუ“ — სულს ნიშნავს.ტატუს სხვადასხვა სახეობები არსებობდა ოდითგან დაწყებული და თანდათანობით ცვალებადი... აქ ჩამოთვლილია რამდენიმე მათგანი: ტატუ თილისმა ტატუს ძველად მაგიური თვისებები მიეწერებოდა და გარკვეული სიმბოლოების სხეულზე დახატვით, ადამიანები თავიანთი რწმენით გარშემო დამცავ ველს იქმნიდნენ. ტატუს იყენებდნენ გათვალვის, შურის, ავადმყოფობის და სხვა უარყოფითი მოვლენების ჯადოსნურ ამულეტად. ტატუ როგორც სასჯელი ტატუს ძველად გარკვეული კატეგორიის დამნაშავეებზე დამსჯელ ნიშნადაც გამოიყენებდნენ.1603–1867 წლებში იაპონიაში ნებისმიერი პირველად ჩადენილი დანაშაულის გამო დამნაშავეს შუბლზე სწორხაზოვან ტატუს ავლებდნენ, განმეორებითზე — თაღოვანს, მესამეზე — კიდევ ერთ სწორს ქვემოთ და ეს სამი ხაზი შეადგენდა იეროგლიფს, რაც აგნიშნავდა სიტყვას „ძაღლი“.ასევე პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეტში დეზერტირებს აგნიშნავდნენ D ასოთი...გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში კი ტყვეებს ტატუს დახმარებით ნომრავდნენ. რიტუალური ტატუ არ არის განკუთვნილი უცხო თვალისთვის, არამედ გარკვეული სულების სამართავად, ღმერთების სამსახურად და აღნიშნავს მფლობელის მიერ იდეების ერთგულებას.გამოიყენებდნენ სხვადასხვა სექტები, ასევე ერთმანეთის ამოცნობის მიზნითაც. ეროტიული ტატუ ტატუს ეს ტიპი განკუთვნილია სექსუალური მომხიბვლელობისა და მიზიდულობის ასამაღლებლად. ამ ტატუს ყველაზე ინტიმურ ადგილებზე იკეთებენ. კაცები, უმეტეს შემთხვევაში, ირჩევენ ისეთ წარწერებს, როგორიცაა: „sex machine“ „f**k all“ (თუმცა, ამით უფრო აგრესია გამოიხატება, ვიდრე ეროტიკა) და ა.შ.ქალები იხატავენ ყვავილებს, ხვლიკებს და ობობებს...ასევე არსებობს კომერციული, სამახსოვრო, პროფესიული, პატიმართა და სხვა სახეობის ტატუ...
0 notes
Text
ვამპირები
ყველასთვის ცნობილია რას წარმოადგენენ ვამპირები მითებში, მაგრამ ცოტამ თუ იცის რეალური ვამპირების შესახებ, რომლებიც არ გვხვდებიან მხოლოდ ცხოველთა სახეობებს შორის.
რეალური ვამპირები
ჯულია კეპლსი
პენსილვანიის შტატის მკვიდრი ჯულია კეპლსი 30 წელია სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (არ ვიცი რამდენად აახალგაზრდავებს სისხლი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მის დალევაზე საუბარი სასაცილოა, ვინაიდან შესაძლოა სისხლი დაავადებული აღმოჩნდეს) თვეში 2 ლ ადამიანის დონორულ სისხლს სვამს. 45 წლის ჯულიას ორი შვილი და მეუღლე ჰყავს. მისი თქმით, ამ უჩვეულო რაციონის მიმართ ლტოლვა პირველი კოცნის შემდეგ გაუჩნდა. კეპლსმა სისხლს გემო პირველად 15 წლის ასაკში გაუსინჯა, როდესაც „ბოიფრენდს“ შემთხვევით უკბინა. მალე გოგონას წითელი სითხის მიმართ ნამდვილი ლტოლვა გაუჩნდა, მოგვიანებით კი ჩვევა დამოკიდებულებად ექცა. „ეს რაღაც გაურკვეველმა ინსტინქტმა მაიძულა. როდესაც კანს ვუკბინე, მაშინვე ეს მიმზიდველი გემო შევიგრძენი, - იხენებს ჯულია, - სამწუხაროდ, ამ „კოცნის“ შემდეგ ჩემი საყვარელი აღარ გამოჩენილა“. ახლა კეპლსი იძულებულია დონორის სისხლი დალიოს, რათა თავი კარგად იგრძნოს. მისი თქმით, თუ სისხლს დიდი ხნის განმავლობაში არ სვამს, ეს მის განწყობაზე უარყოფითად აისახება, ხოლო მისი სილამაზე ჭკნობას იწყებს. „ვიცი, რომ ადამიანის სისხლი არც ისე ნოყიერია, მაგრამ მისი რეგულარული მიღებით თავს უკეთ ვგრძნობ სულიერადაც და ფიზიკურადაც“, - აცხადებს კეპლსი. მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ჯულია იმ ადამიანებს უკავშირდება, რომლებიც მზად არიან მისთვის საკუთარი სისხლის გაიღონ. გარდა ამისა, ის სისხლს ოკულტურ მაღაზიებშიც ყიდულობს, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქშია. ამერიკელი დარწმუნებულია, რომ მისი ცხოვრება ვამპირიზმთან არის დაკავშირებული. მომავალი მეუღლე, დონალდ ლაზაროვიჩი სწორედ ვამ��ირებისა და ადამიანის სისხლის მიმართ საერთო ინტერესების წყალობით გაიცნო. მათი ქორწინებაც შესაბამისი იყო: სახლი გოთიკურ სტილში, საზეიმო კუბოებით იყო მორთული. დაქორწინებას და შვილების გაჩენას ჯულიასთვის ხელი არ შეუშლია სისხლის რეგულარულ მოხმარებაში. მეუღლის თქმით, რომელმაც „ვამპირიზმზე“ ცოტა ხნის წინ თავად თქვა უარი, 11 წლის ალექსიმ და 24 წლის არიელმა დედის მისწრაფების შესახებ იციან, თუმცა საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. „მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის ვალდებული არაა ჩემს მაგალითს მიბაძოს, - ამბობს დონალდი, - უჩვეულო გატაცება ჯულიას ხელს არ უშლის, იყოს შესანიშნავი დედა და კარგი მეუღლე“.
სტეფან კაპლანის ვამპირიზმის კვლევის ცენტრი
ნიუ–იორკში არსებობს ვამპირიზმის კვლევის ცენტრი. იქ მომუშავე დოქტორი სტეფან კაპლანი, პარანორმალური მოვლენების რესპექტაბელური მკვლევარი და ამ ცენტრის დირექტორი, აღიარებს, რომ მისი ყურადღების ქვეშ იმყოფება 25 ვამპირი. გარდა ამისა, ის იცნობს დაახლოებით 500–მდე რეალურ, ცოცხალ ვამპირს. 300 მათგანი ცხოვრობს აშშ–ში, 3 კი — ინგლისში. ერთი ვამპირი, 20 წლის ქერა გოგონა, სახელად მისტი, მის ლექციაზე გამოჩნდა 1985 წლის 10 ნოემბერს, გვიან საღამოთი. როდესაც მსმენელებმა შეიტყვეს, რომ გამოცხადდა ნამდვილი ვამპირი, თანაც ძალიან სიმპათიური, დაიწყეს თხოვნა, რომ ვამპირს მათთვის ეკბინა. დოქტორი კაპლანი თავის ვამპირებს უწოდებს სისხლის კულტის თაყვანისმცემლებს. საერთოდ ისინი სვამენ ცხოველების სისხლს — ხარის ან წიწილისას. ზოგიერთები — ერთმანეთის სისხლსაც. ლონდონელი ქერათმიანი გოგონა კეროლ ბოგენენი მეორე ცნობილი ქალი ვამპირია მისტის შემდეგ. დღისით ის მუშაობს მოტოციკლების მაღაზიაში, ღამით კი ვამპირების წრეში ტრიალებს. მისი ეშვები განსაკუთრებული სახითაა დამუშავებული და ალესილი. კეროლის სტომატოლოგი ამაოდ ცდილობდა გადაეფიქრებინა მისთვის ამგვარი მოქმედება. — ჩემს მშობლებს ეს ამბავი დიდად არ გაჰკვირვებიათ, — ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში კეროლი, — რადგან იციან, ჩემს წარმოდგენაში ვამპირები ყოველთვის არსებობდნენ. ბავშვობაშიც კი მე არასოდეს მეშინოდა საშინელებათა ფილმებისა. კეროლი იცვამს დედოფალ ვიქტორიას სტილში. ჩვეულებრივ, ესაა შავი, წითელი და მეწამული ფერის ჩაცმულობა, როგორც ვამპირს შეეფერება. კეროლს არ უყვარს მზის სინათლე. „მე მომწონს სისხლის გემო, — აღიარებს იგი, — როცა ის ცივია, მეტალის გემო დაჰკრავს და ცხელზე ძლიერი გეჩვენება“. მისი ოცნებაა გახდეს მფლობელი გოთური კოშკის, დოღის ცხენის და კუბოსი, რომელშიც შეიძლება ძილი. დოქტორი კაპლანი აღნიშნავს, რომ ვამპირები, ჩვეულებრივ, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ, ჰყავთ ოჯახები, აქვთ სოლიდური სამსახური, მათ პატივს სცემენ. იმ ვამპირებისგან განსხვავებით, რომლებიც საშინელებათა ფილმებში გვხვდებიან, ამ ვამპირებს, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ სიკვდილის შემდეგ მიწაზე დაბრუნება ან თავიანთ მსხვერპლთა ვამპირებად ქცევა, ან ადამიანისთვის, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, სისხლის ამოწოვა, ან კიდევ იმდენი სისხლის ამოწოვა, რომ მსხვერპლს სიკვდილი დაემუქროს. „დონორის“ მოკვლა — მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება. სისხლისკენ სწრაფვას ფსიქოლოგიური ბუნება გააჩნია, — ამტკიცებს დოქტორი კაპლანი. ცნობილი მკვლელი ჯონ ჰეიმი, მას შემდეგ, რაც თავის მსხვერპლს სისხლს ამოსწოვდა, აბაზანაში მჟავათი სპობდა „ნივთიერ მტკიცებებს“. ვამპირების ტესტირებისას დოქტორი კაპლანი იყენებს ჯვარს, წმინდა წყალს და ნიორს. ამგვარად შეიძლება ნამდვილი ვამპირების განსხვავება მათგან, ვინც ამას იბრალებს. ნამდვილ ვამპირებს არ ეშინიათ ჯვრის და წმინდა წყლის. ნიორს კი ისინი გაურბიან (Srsly?), რადგანაც ის სისხლიდან ცხიმებს გამოყოფს და შლის მათ. შესაძლოა, რომ ვამპირებს ქვეცნობიერად სწორედ ამ ცხიმების გამო სწყურიათ სისხლი (აბა სისხლისკენ სწრაფვას ფსიქოლოგიური ბუნება გააჩნიაო? :v). რა თქმა უნდა, ნიორი დღეს არ არის ერთადერთი საშიშროება ვამპირისათვის. მას შიდსიც ემუქრება (მგონი ყველაზე უსაფრთხო ფრინველის სისხლია). დოქტორ კაპლანის ვამპირების უმრავლესობა ცდილობს „შეინარჩუნოს ერთგულება“ ერთი და იმავე დონორის მიმართ. დოქტორ კაპლანის სტატისტიკა კი გვთავაზობს შემდეგ საინტერესო ფაქტებს: ვამპირებს, უმეტეს შემთხვევაში, აქვთ შავი თმა და მუქი ფერის თვალები; მამაკაცი–ვამპირები, როგორც წესი, 5 ფუტი და 10 დიუმის სიმაღლისები არიან, ქალი–ვამპირები კი 5 ფუტი და 6 დიუმისა; მამაკაცთა საშუალო ასაკი 26 წელია, ქალებისა კი — 23 წელი; (მეტი არც იქნება, დაავადებულ სისხლს თუ შთანთქავენ) ვამპირები უფრო დიდხანს ვერ ცოცხლობენ და თავიანთ თანატოლებზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან. (უჰ კაი კაცო ერთი ) P.S. ეს სტატია ძველი გაზეთიდანაა გადმოღებული, შესაბამისად არ მომეპოვება ინფორმაცია, რა ბედი ეწია ვამპირიზმის კვლევის ცენტრს სტეფან კაპლანის გარდაცვალების შემდეგ.
Hematophagy ჰემატოფაგია (ბერძნული სიტყვებიდან, haima სისხლი და phagein შთანთქმა, ჭამა). იხილეთ ასევე Blood as food და Taboo food and drink. ჰემატოფაგუსი (hematophagous) ეწოდება არსებას, რომელიც სისხლით იკვებება.
Vampire lifestyle, Vampire Goths ვამპირიზმთან ასევე კავშირშია: ვამპირი მანიაკები, პორფირიის ან სხვა დაავადებების მქონე ადამიანები (რომლებსაც როგორც წესი, სისხლის სმასთან კავშირი არ აქვთ) და სისხლის დალევა რელიგიური რიტუალებისას (რასაც ვამპირიზმად ვერ აღვიქვავ). ზემოთ მოცემულ ბმულებში რეალური ვამპირების ყველა ფორმაა ჩამოთვლილი, რაც შეეხება მითიურ ვამპირებს, რომლებიც სხვადასხვა ზებუნებრივი ძალით არიან დაჯილდოვებულნი, ისინი არ არსებობენ და მხოლოდ მითებში, თამაშებში, წიგნებსა და ფილმებში გვხვდებიან.
შესაძლებელია თუ არა ვამპირად გადაქცევა? - რა თქმა უნდა, არა! ეს არაა ვირუსი, რომ გავრცელდეს, არც მემკვიდრეობით გადაეცემა სისხლის სმის მოთხოვნილება.
სიმპტომები
ხშირად ადამიანები წერენ სხვადასხვა სიმპტომებს და და კითხულობენ, არიან თუ არა ისინი ვამპირები - საინტერესოა, თავს მითიურ ვამპირებთან აიგივებენ თუ რეალურად არსებულ ვამპირებთან? თუ მითიურ ვამპირებთან, რა თქმა უნდა, ცდებიან. ხოლო თუ რეალურებთან, მაშინ შესაძლოა, პასუხი დადებითი აღმოჩნდეს.
ის ფაქტი, რომ სისხლის გემო მოგწონთ, საგანგაშო არაა. მთავარია, მისი მოთხოვნილება, სისუსტის შეგრძნება და გაღიზიანება არ გქონდეთ. მოთხოვნილება ძირითადად მოზარდ ასაკში იჩენს თავს და ბოლომდე არასდროს ქრება. თუმცა შესაძლოა შესამჩნევად დასუსტდეს ის.
ღამით თუ არ გძინავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვამპირი ხართ რეალური ვა��პირები თითქმის ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისეთივე ძილ-ღვიძილის რეჟიმით, როგორც სხვა ადამიანებს აქვთ... და არც სინათლე სწვავთ (საუბარი არ მაქვს პორფირიით დაავადებულ ადამიანებზე, მე მათ ვამპირებად არ ვთვლი ).
0 notes
Text
ჰიპები
ჰიპები იყვნენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ამიტომ ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი.
ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებული იყვნენ 16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. ჰიპებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი თემი. ისინი ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს. ჰიპების ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე, განეწყე და განუდექი“. hippy-დასავლური ახალგაზრდობის სტიქიური მოძრაობა XX საუკუნის 60- 70 წლებში. რომელიც პროტესტს აცხადებდა საზოგადოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და არ სურდა ევლო მამების გზით, პირველ რიგში კი ეშრომათ. ისინი გატაცებული იყვნენ აღმოსავლური კულტებით, უარყოფდენ ოჯახს და ცხოვრობდნენ კომუნებად, რომელშიც სქესობრივი აღვირახსნილობა მეფობდა.სანოვაგეს შოულობდენ მათხოვრობით, მიესალმებოდენ ალკოჰოლს,ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ნარკოტიკს. ქადაგებდნენ პაციფიზმს და უარს აცხადებდნენ ემსახურათ ჯარში დევიზით დაკავდი სიყვარულით და არა ომით. ჰიპი – ახალგაზრდული ფილოსოფია და სუბკულტურა, პოპულარული აშშ-ში 60–70-იან წლებში, რომელიც გამოხატავდა პროტესტს საზოგადოებაში მიღებული მორალის მიმართ და მისწრაფებას ბუნებრივი სისუფთავისკენ, თავისუფალი სიყვარულის და პაციფიზმის პროპაგანდით. პირველად სიტყვა ჰიპიმ გაიჟღერა ერთ-ერთ, ნიუ-ორკის ტელეგადაცემაში. ტელეწამყვანს სტუდიაში ყავდა მოწვეული ახალგაზრდების ჯგუფი, გახეხილი ჯინსებით, გრძელი თმებით, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო გამოთქმა (სლენგზე) ‘to be hip' რაც ნიშნავდა ‘იყო საქმის კურსში’ და ნიუ-ორკელ კონტრკულტურის მხარდამჭერებს “გრინვიჩ ვილიჯიდან” უწიდებდნენ ‘hips’ ამ შემთხვევაში კი წამყვანმა იხმარა ეს სიტყვა იმისთვის რომ ხაზი გაესვა ახალგაზრდების, შეგნებულად, საზიზღარ ჩაცმულობაზე, რომლებიც მოვიდნენ ნიუ-ორკის გარეუბნიდან და უნდათ, რომ იყვნენ ‘hips’. ჰიპების მოძრაობა ათვლას იწყებს 1965 წლიდან. რა თქმა უნდა აშშ-ში . უსმენდნენ როკ’ნ’როლს, ხშირად ეტანებოდნენ მარიხუანას. მოგზაურობდნენ – ავტოსტოპით ფოლცვაგენის ფურგონებში, რომლებიც მოხატული იყო ყვავილებით,უყვარდათ აღმოსავლური მისტიკა, ძალიან ხშირად მედიტირებდნენ და ძირითადად იყვნენ ვეგეტარიანელები. ჰიპები ხშირად იმაგრებდნენ ყვავილებს თმებში, ჩუქნიდნენ ყვავილებს გამვლელებს, უყოფდნენ ყვავილებს პოლიციელებს და ჯარისკეცებს, იარაღის ლულებში და ხმარობდნენ ლოზუნგს “Flower power” სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ‘ყვავილების შვილები’. ჰიპების დევიზი იყო "ყვავილების ძალაუფლება" !"გამოეთიშე" ნიშნავს ზურგი აქციო საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს."განეწყე" — ჩაუღრმავდი თავს, მონახე ცხოვრების აზრი და მიზანი."განუდექი" — უარყავი სწავლა, თვალთმაქცი საზოგადოება, გააკეთე ის, რაც გსურს და როგორც გინდა. მიუძღვენი თავი როკს, ნარკოტიკებსა და თავისუფალ სიყვარულს.თავიანთი შეხედულებებით, გარეგნობითა და ქცევებით ისინი ცდილობდნენ პროტესტი გამოეთქვათ დაკანონებული წესებისა და ნორმების წინააღმდეგ, მაგრამ ხერხები და საშუალებები, რომლითაც ისინი ცდილობდნენ საზოგადოების მარწუხების გარღვევასა და თავისუფლების მოპოვებას, იმავე საზოგადოების დანარჩენი ნაწილისათვის გამაღიზიანებელი და მიუღებელი იყო. საბოლოოდ, უკონტროლო და უპასუხისმგებლობამ ჰიპების მოძრაობა უმართავი გახადა, რამაც მისი მარცხი გამოიწვია.
0 notes
Text
სიმბოლოები
ეგვიპტური იეროგრაფიური ფიგურა, რომელიც იკითხება როგორც „სამარადისო სიცოცხლე“. ეგვიპტურ ღმერთებს ბევრ სურათში უჭირავთ ანხი. ის ასევე ცნობილია როგორც, სიცოცხლის გასაღები, ნილოსის გასაღები, ან „კრუქსატა“ — ლათ. ჯვარი სახელურით. ანხი ხშირად გვხვდება ძველი აკლდამების ნახატებში. მას ხშირად ატარებდნენ ეგვიპტელები, როგორც ამულეტს. ანხს არასდროს გამოსახავდნენ ვერცხლისფრად, იგი მზის სიმბოლო იყო, მას ჭედავდნენ იმ მეტალისგან, რომელიც ეგვიპტელების აზრით, მზესთან იყო დაკავშირებული, მაგ. ოქრო და სპილენძი. ეს სიმბოლო ხშირად გვხვდება ძველი კვიპროსის მონეტებში.
პენტაგრამა — ძირითადი სიმბოლო სატანიზმში. ის თავისთავად წარმოადგენს ხუთქიმიან ვარსკვლავს, მიმართულს ბოლოთი ქვემოთ, და ჩასმულს წრეში. პენტაგრამის თითოეული დაბოლოება შეესაბამება თითოეულ სტიქიას: მიწას, ცეცხლს, წყალს, ჰაერს და სულს. სტიქია მიწა: — ესაა დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი. ესაა ჯანმრთელობა და სექსუალობა. ესაა ბუნებრივი ინსტინქტები, მხეცი ადამიანში. სტიქია ცეცხლი: — ეს ძალა ცვლის ყველაფერს ცხოვრებაში. ცეცხლის გაჩენა, როგორც შექმნა, ასევე ნგრევაა, და ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია. გარდა ამისა, ცეცხლი ფიზიკური ძალის და ენერგიის სიმბოლოა. სტიქია წყალი: — ეს ყველაფერი იდუმალის, შეუცნობელის, ჩარჩოებიდან გამოსულის გაერთიანებას წარმოადგენს. წყალი — ესაა იდუმალი ძალა, მოქმედება, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია. ესაა მაგია, და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. სტიქია ჰაერი: — ესაა ინტელექტის ძალა, ცოდნის ფლობის ძალა. გარდა ამისა, ჰაერი — ესაა თავისუფლება, ღია სივრცე. ჰაერი — ესაა ყველაფერი ახალი, ნორჩი. უკუგდება ყოველგვარი ნორმის და საზღვრის. და ბოლოს, სული... ამ სიტყვით ძალიან ბევრი სპეკულირებს რელიგიაში, და ცოტა წარმოადგენს თავად მის რეალურ მნიშვნელობას. სატანიზმში სული — ესაა ნების ძალა, სურვილის ძალა და თვითონ პიროვნების დაქვემდებარების პროცესი სამყაროში. სახელდობრ სული მართავს სტიქიის ძალებს საჭირო კალაპოტში. ყველა პენტაგრამის მნიშვნელობა — სტიქიების ერთობლივი ქმედება და მათი სულების დაქვემდებარებაა. ნების ძალა. პენტაგრამის ბოლო, წარმოადგენს სულს, ქვემოთ მიმართული, ესეიგი ჩვენსკენ. მისი მეორე მხარე მდებარეობს ზემოთ — შეიცავს სტიქიის დამორჩილების მნიშვნელობას. ასეთებია უცხო, გარეშე ძალები, სატანიზმში მთავარი როლი. პიროვნება განიზიდება, ამიტომ გამოიყენება პენტაგრამა, მიმართული ბოლოთი ქვემოთ.
პენტაგრამა: — იგივე პენტალფა, პენტაგერონი, პენტაკლი. პენტა: — ნიშნავს ხუთს, გრამა — ხაზს, შტრიხს. პირველი ცნობილი პენტაგრამები თარიღდება 3500 წლით ჩვენს ერამდე. ისინი ნაპოვნია უძველესი ქალაქის, ურუქის ნანგრევებში, ფირფიტებზე აღბეჭდილი. პენტაგრამა გვხვდება ძველ ეგვიპტეშიც, სადაც მას ,,ანუბისის ვარსკვლავს“ უწოდებდნენ. პენტაგრამა, ზოგადად ცნობილი იყო, როგორც ბოროტებისგან დამცავი საშუალება, ძველ ბაბილონში იმდენად ღრმად სწამდათ მისი ძალის, რომ მას მაღაზიებისა და საწყობების კარზე გამოსახავდნენ ქურდებისგან დასაცავად. ებრაელებთან პენტაგრამა ასოცირდებოდა მოსეს მიერ ღმერთისგან მიღებულ ხუთწიგნეულთან. პირველ ქრისტიანთათვის პენტაგრამა ქრისტეს ხუთი ჭრილობის სიმბოლო იყო. პითაგორელებისთვის ის მათი საზოგადოების ნიშანი და სამყაროს 5 საწყისი ელემენტის სიმბოლო იყო. გნოსტიკოსთათვის — ინტელექტუალური ყოვლისშემძლეობის ნიშანი. ევროპელი მაგები და ჯადოქრები პენტაგრამას ,,სოლომონის ბეჭედს“ უწოდებდნენ, რომელიც არაბულ მანუსკრიპტებში წრეში ჩასმული აღმოაჩინეს. რომის იმპერატორმა, კონსტანტინე პირველმა, პენტაგრამა თავის ამულეტად და ბეჭდად აქცია, რადგან თვლიდა, რომ მისი დახმარებით ჩაწვდა და მიაგნო ქრისტიანობის არსს. პენტაგრამის საზეიმო სვლა საუკუნეების მანძილზე ინკვიზიციის ეპოქაში დასრულდა, როცა ბოროტებისგან დაცვის ეს სახალხო სიმბოლო თვითონ აქციეს ბოროტებად და ახალი სახელი ,,ალქაჯის ფეხი“ შეარქვეს. აღორძინების ეპოქაში ცნობილმა მაგმა, კორნელიუს აგრიპამ, პენტაგრამა შუაში ჩასმული ადამიანის ფიგურით მიკროკოსმოსის სიმბოლოდ შერაცხა, ხოლო ასტროლოგმა, ტიხო ბრაგემ, გამოაქვეყნა მესიის კაბალისტიკური სახელით აღბეჭდილი პენტაკლი. რაც შეეხება გადაბრუნებულ პენტაკლს, ის ცნობილი მაგის, ელფიას ლევის, დამსახურებაა. იგი ამბობდა: ,,ეს არის მაგების ვარსკვლავი, ნიშანი სიტყვისა, რომელმაც შექმნა ხორცი და მისი სხივების მიმართულების მიხედვით იგი გამოხატავს წესრიგს, ან უწესრიგობას, წმინდა კრავს, ორმუზდს და წმინდა იოანეს, ან დაწყევლილ თხას, მენდესს. ის ლუციფერია, ან ვენერა, ცისკრის ან მწუხრის ვარსკვლავი. ის მარიაა, ან ლილითი. გამარჯვება, ან დამარცხება. დღე ან ღამე. პენტაგრამა 2 წვერით ზემოთ მიმართული გამოხატავს სატანას, თხის ფორმით, იგივე ბაფომეტს, ხოლო როცა პენტაგრამის 1 წვერია ზემოთ — ის მესიის ნიშანია“.
ეს ნიმუში წარმოადგენს ბალანსს. პენტაგრამის მსგავსად ისიც სტიქიებს უკავშირდება. ოთხი გარე წრე არის ოთხი ელემენტის სიმბოლო: მიწის, ცეცხლის, წყლის, ჰაერის. შუა წრე აერთიანებს ყველა ელემენტს ბალანსის მიღწევის მიზნით ოთხივე ელემენტს ან ენერგიას შორის...
სამმაგი მთვარე ან სამმაგი ქალღმერთი
სამმაგი მთვარის სიმბოლო წარმოადგენს მთვარის სამ ფაზას. ეს სიმბოლო ასევე ცნობილია როგორც სამმაგი ქალღმერთი და გამოხატავს ქალის ცხოვრების სამ ეტაპს - ქალწულს, დედას და მოხუცს.
პირველი ნახევარმთვარე, მზარდი მთვარე განასახიერებს ახალ ცხოვრებას, გაახალგაზრდავებას და ახალ წამოწყებებს. შუა წრე წარმოადგენს სავსე მთვარეს, როდესაც მაგია იკრებს სრულ ძალას. ბოლო, მეორე ნახევარმთვარე წარმოადგენს მთვარის მილევის პერიოდს. მთვარის ეს ფაზა საუკეთესო დროა გადარჩევისთვის, არასაჭირო რამეების წასაშლელად თქვენი ცხოვრებიდან ან რამის დასასრულებლად.
1 note
·
View note
Text
ალბინიზმი

ალბინიზმი — ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ნორმალური პიგმენტების უქონლობაა. ცხოველისა და ადამიანისთვის ეს არის კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის, მცენარისათვის კი (მთლიანად ან მისი რომელიმე ნაწილისთვის) მწვანე შეფერილობის უქონლობა.
ალბინიზმი მემკვიდეობითი ნიშან–თვისებაა. გადადის გენით, რომელიც ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში ხელს უშლის პიგმენტის (მცენარეებში — ქლოროფილის, ცხოველებში — მელანინის) სინთეზს. სრული ალბინიზმის შემთხვევაში მცენარეს ფოტოსინთეზის უნარი არა აქვს და იღუპება. ნაწილობრივი ალბინიზმი, რომელსაც იწვევს ალბინიზმის გენის არსებობა ფოთლის უჯრედთა ერთ ნაწილში, ჭრელფოთლიანობით გამოიხატება. მცენარეებში გვხვდება ალბინიზმის სხვა ფორმაც, რომელიც გენების ცვლილებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ შეპირობებულია ქლოროპლასტების მემკვიდრეობითი ცვლილებებით. გამოანგარიშებულია, რომ ალბინიზმის გენს ატარებს ყოველი 70 ადამიანიდან ერთი. ალბინიზმით დაავადებულ ადამიანებს აქვთ თეთრი კანი (ეს განსაკუთრებით თვაშისაცემია არაევროპეიდული რასის წარმომადგენლებში), თეთრი (ან ქერა) თმა და წითელი თვალები. ალბინიზმი სრულიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. განასხვავებენ ნაწილობრივი ალბინიზმის რამდენიმე სახეს:კანის ალბინიზმი — კანის ზოგიერთ უბანში პიგმენტის თანდაყოლილი უქონლობა, რასაც ამ ადგილებში თმების სითეთრე სდევს თან;თვალის ალბინიზმი — კანისა და თმის ფერი ჩვეულებრივია, თვალის ფერად გარსში კი პიგმენტები არ არის.ალბინიზმის მკურნალობა უშედეგოა. მელანინის ნაკლებობის აღდგენა და მხედველობის დარღვევების ნორმალიზება შეუძლებელია. ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, ერიდოს მზეს, ხოლო მზეზე გასვლისას გამოიყენოს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი ფილტრი, მუქი სათვალე ან ლინზები (ჩვეულებრივ, ამ ფუნქციას მელანინი ასრულებს). სიელმის შემთხვევაში თვალის მამოძრავებელი კუნთის კორექციის მიზნით ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ. ბადურა გარსსა და თვალის ნერვში არსებული პათოლოგიის აღმოფხვრა არ ხერხდება.
0 notes
Text
სიმბოლოები
⁰0 ¹1 ²2 ³3 ⁴4 ⁵5 ⁶6 ⁷7 ⁸8 ⁹9
♜♞♝♛♚♝♞♜ ♟♟♟♟♟♟♟♟ ▄▀▄▀▄▀▄▀ ▄▀▄▀▄▀▄▀ ▄▀▄▀▄▀▄▀ ▄▀▄▀▄▀▄▀ ♙♙♙♙♙♙♙♙ ♖♘♗♕♔♗♘♖
𝔄 𝔅 ℭ 𝔇 𝔈 𝔉 𝔊 ℌ ℑ 𝔍 𝔎 𝔏 𝔐 𝔑 𝔒 𝔓 𝔔 ℜ 𝔖 𝔗 𝔘 𝔙 𝔚 𝔛 𝔜 ℨ 𝔞 𝔟 𝔠 𝔡 𝔢 𝔣 𝔤 𝔥 𝔦 𝔧 𝔨 𝔩 𝔪 𝔫 𝔬 𝔭 𝔮 𝔯 𝔰 𝔱 𝔲 𝔳 𝔴 𝔵 𝔶 𝕬 𝕭 𝕮 𝕯 𝕰 𝕱 𝕲 𝕳 𝕴 𝕵 𝕶 𝕷 𝕸 𝕹 𝕺 𝕻 𝕼 𝕽 𝕾 𝕿 𝖀 𝖁 𝖂 𝖃 𝖄 𝖅 𝖆 𝖇 𝖈 𝖉 𝖊 𝖋 𝖌 𝖍 𝖎 𝖏 𝖐 𝖑 𝖒 𝖓 𝖔 𝖕 𝖖 𝖗 𝖘 𝖙 𝖚 𝖛 𝖜 𝖝 𝖞 𝖟 აბგდევზთიკლმნოპჟრსტუფქღყშჩცძწჭხჯჰАБВГДЕЁЖЗИЙКЛМНОПРСТУФХЦЧШЩЪЫЬЭЮЯабвгдеёжзийклмнопрстуфхцчшщъыьэюяzʎxʍʌnʇsɹbdouɯlʞɾıɥƃɟǝpɔqɐαβδφδγΓηιλκμνωπσρυτθχξΩքՁեաջՆգձነኑኒ ሊሎሉእአለሰሲክስ ረሪራ ዎዋቀዊቅቃ ኖጀሮየያይድዮዩፎጂደዴዲሬፊ ሶሳኮካላገጎጉጊ ርናፍ ጻጽጹፈ ሑሐሕ ግ ጋ ዙዜዘዚዝዞዛ ኬከ ምሞማመሙሚሜወው :ፈን ቶ☥ ቦባ ታቻቺትተቸችቲቱቴ ህዕጥፒፔፖሥሴሌሎልኳ ሽሸሺቪቬ ብበቢቤጠጡጣሁፉ፣፦።፡ኛኪኋጓጫቆሄሂำเใแโกขฃคฅฆงจฉชซฌญฎฏฐฑณดถทธนบพฝภยรมฤลฦวศษสฬหอฮ๊๋็์่้ๆ฿ิีืะาج ح خ ٢ ب ت ث ى آ ٣ ط ظ ع غ ٤ س ش ص ض ٥ه د ذ ر ز ٦ و ي ء ة أ إ ئ ؤ ٧ م ن ه ٨ ف ق ك ك ل٩لاإله إلاالله محمدرسول الله¤أشهدألاإله إلاالله،وأشهدأن محمدرسوالله صلى الله عليه وسلم.بسم الله الرحمن الرحيم…بسمك اللهم اهي وبسمك اموت الســــلام عليكموعلــــيكم السلام بسم الله الرحمن الرحيموعليكوم سلام ورحمة الله وبركاتهوبركاتهדאבגז را ¢ηÿ٩۶µחט ЊґЏєჲჶ ﻬAA a ə Ä ä Æ æ Å å À à Á á  â à ã @ Ə ə α Ā ā Ă ă Ą ąBB b ß Ɓ ɓ βCC c Ç ç ¢ Ć ć Ĉ ĉ Ċ ċ Č čDD d ð Ð Þ þ Ɗ ɗ Ď ď đEE e ə Æ æ È è É é Ê ê Ë ë £ ₤ € Œ Ē ē Ĕ ĕ Ė ė Ę ę Ě ě ε зFF f ƒ ₣GG g Ğ ğ ɠ Ĝ ĝ Ġ ġ Ģ ģ ցHH h ɦ Ĥ ĥ Ħ ħ Ђ ի հII i ı ¡ ! Ì ì Í í Î î Ï ï İ ı I ł Ĩ ĩ Ī ī Ĭ ĭ Į į IJ ijJJ j IJ ij Ĵ ĵKK k Ƙ ƙ Ķ ķ ĸLL l ı £ Ĺ ĺ Ļ ļ Ľ ľ Ŀ ŀ Ł łւ լMM m ɱNN n Ñ ñ ɲ Ń ń Ņ ņ Ň ň ʼn Ŋ ŋ ₦ ո ր տOO o Ö ö Ø ø Ò ò Ó ó Ô ô Õ õ Θ Ō ō Ŏ ŏ Ő ő Œ œPP p Þ þQQ qRR r Ŕ ŕ Ŗ ŗ Ř řSS s $ § Ś ś Ŝ ŝ Ş ş Š šTT t Ţ ţ Ť ť Ŧ ŧUU u Ù ù Ú ú Û û Ü ü ʋ Ũ ũ Ū ū Ŭ ŭ Ů ů Ű ű Ų ų Ա վ ն մ կ տVV vWW w Ŵ ŵXX xYY y ¥ Ý ý Ƴ ƴ λ Ŷ ŷ ŸZZ z Ź ź Ż ż Ž ž&.,’?!”-()@/:_;+&*=<>£€$¥¤[]{}~^`¡¿§#|÷× ¹²³ ¾ ½ ¼ ⅛ ⅜ ⅝ ⅞ ℅ ‰ %№ º ± ≤≥↕↔↑↓→← ►◄▼▲»« ›‹ ➤ ¨ ჻ ˙ · ̣ … ‘ ’ ‛ „ “ ” ‟ −–—¯ `´¡¿☺☻💌💋🐾✨☼☀◦ °ᴥ° •๏ ♥♣♠♦◊△∆◆٠ 🐣 ♀♂ ψΞ⠀⠀₪ ♪♫†‡≠¦¬ ª ™ ®© ≈̃ ˇ๊๋ ˆ ¸̉ ¶∞√๊๊๋็์่้๑ ₧ Ωʊ ∂∏∑ ∕ ∩ 卐✞♐
0 notes
Text
ფონის ფერის შეცვლა
<script type="text/javascript">function bgChange(bg){document.body.style.background=bg;}</script><table border="1" width="100%" height="40"><tr><td onclick="bgChange('')" bgcolor="white"></td><td onclick="bgChange('#FAFAD2')" bgcolor="#FAFAD2"></td><td onclick="bgChange('#F0E68C')" bgcolor="#F0E68C"></td><td onclick="bgChange('#E0FFFF')" bgcolor="#E0FFFF"></td><td onclick="bgChange('#98FB98')" bgcolor="#98FB98"></td><td onclick="bgChange('#B0E0E6')" bgcolor="#B0E0E6"></td></tr><tr><td onclick="bgChange('#87CEFA')" bgcolor="#87CEFA"></td><td onclick="bgChange('#FFDAB9')" bgcolor="#FFDAB9"></td><td onclick="bgChange('#FFC0CB')" bgcolor="#FFC0CB"></td><td onclick="bgChange('#E6E6FA')" bgcolor="#E6E6FA"></td><td onclick="bgChange('#D3D3D3')" bgcolor="#D3D3D3"></td><td onclick="bgChange('#fff000')" bgcolor="#fff000"></td></tr></table>
0 notes
Text
ემო
დღევანდელ დღეს ხშირად წააწყდებით ხალხს, რომლებიც ყოველ განსხვავებულად ჩაცმულ ადამიანს ემოს უწოდებენ და წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ემო.
ემო კულტურა
ემო XXI საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. ემო კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა არსებული კონტრკულტურებისგან, ძირითადად იმით, რომ ის ასაკობრივია: ემო ძირითადად თინეიჯერული მოძრაობაა, რა თქმა უნდა, არსებობენ ემო ჯგუფები, სადაც თინეიჯერებზე ბევრად უფროსი მუსიკოსები არიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ემოები არიან, ემო არამარტო გარეგნულ, არამედ მსოფლმხედველურ ერთიანობასაც გულისხმობს.
იმიჯი
ემოები თავს ბავშვებად მიიჩნევენ, შესაბამისად, ისინი გამოიყურებიან და იქცევიან როგორც ბავშვები. მათი ჩაცმის სტილი ძალიან კონტრასტულია: შავისა და ღია, ძირითადად, ვარდისფერი და იისფერის შეხამება, რომელიც იგრძნობა არა მარტო ტანსაცმელში, არამედ მათ გარეგნობაშიც. ეს ორი ფერი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს: შავი — დეპრესიულობის, ღია კი პირიქით — პოზიტივისა და ბედნიერების სიმბოლოა. ემოების ჩაცმულობაში ასევე შედის ვიწრო შარვალი, ტანზე მომდგარი მაისური, რომელიც ხშირად შავ და ვარდისფერ ფერებშია და კედები. ასევე ემოების სტილი არის გრძელი თმები რომელიც 75% სახეს ფარავს, ზოგ რაოდენობას გაწეწილი აქვს.ემოები საწყენი მოვლენებისას თავიანთ თავს ისერავენ, ეს იგივეა, რომ აგრესია და სტრესი ტკივილით გადაიტანონ. ემოებში ასევე პოპულარულია პირსინგები, რომელსაც ხშირად იკეთებენ, ყველაზე პოპულარული პირსინგი არის „Snake Bites“, სადაც ორი ბეჭდის ფორმის რკალი არის გაყრილი ქვედა ტუჩზე. ზოგი უბრალოდ სტილის გამო ატარებს ან მოსწონთ, ასევე Snake Bites არის იმის სიმბოლო, რაც მისი სახელიდან გამომდინარეობს: „გველის ნაკბენი“ — ამ პირსინგით ასოცირება ხდება ცხოვრებაზე, ცხოვრება გაიგივებულია გველთან და პირსინგი გამოხატავს ცხოვრების ნაკბენს... აქსესუარებიდან ისინი ხშირად იყენებენ სათვალეებს, დიდ ჩანთებს, სხვადასხვა სათამაშოებს და სხვა. ემოების გარკვეული ნაწილი Straight edger–ია, თუმცა ეს ახსნადია: ეს ორი სუბკულტურა ჰარდკორიდან მოდის, თუმცა Straight Edge მაინც განსხვავებული და თვითმყოფადი მოვლენაა. ასევე ემოების დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია და ბევრი მათგანი გაწევრიანებულია სხვადასხვა გარემოს დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებში.
კონფლიქტები
ეს სუბკულტურა იმითიც გამოირჩევა სხვებისგან, რომ ალბათ ალტერნატიულ კულტურებს შორის ყველაზე დიდ აგრესიას იწვევს არამარტო მასაში, არამედ ალტ–კულტურის სხვა წარმომადგენლებშიც, რაც ძირითადად იგრძნობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ ჩანასახის დონეზეა ნებისმიერი სუბკულტურა და არც ემოა გამონაკლისი. ასევე აგრესიას იწვევს ემო კულტურის სუიციდურობა, კერძოდ, ძალიან გახშირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სუიციდის ფაქტები ემო კულტურის წარმომადგენლებს შორის. ხშირია ფაქტები, როცა სუიციდის მცდელობები კონცერტის მიმდინარეობისას ხდება.
ნამდვილი ემო
მიუხედავად იმისა, რომ ემო კულტურა ძალიან ახალგაზრდაა, უკვე ფაქტიურად ორად გაიყო. ერთი ნაწილი თავს ნამდვილ ემოს უწოდებს და დანარჩენები პოზიორებად მიაჩნია, რომლებიც სახელს უტეხენ ემო მიმდინარეობას. ამის გამო ხშირია დაპირისპირებები, თუმცა ეს ძირითადად დასავლეთის ქვეყნებში ხდება, სადაც უკვე ემო კულტურა მყარად დგას ფეხზე. ცხოვრების წესი ემოები მშვიდობისმოყვარე ხალხია, მათი გართობა უფრო ცელქობას ჰგავს. უმეტესობას აქვს დღიური, რომელსაც "ზინს" უწოდებენ. ზინი მათი მესაიდუმლეა, სადაც წერენ ემო ცხოვრების არც თუ ისე ბედნიერ დღეებზე. ემოები ასევე ხშირად წერენ ჩანახატებს, ლექსებს, კითხულობენ ნაწარმოებებს, სადაც ძლიერ ემოციურ განცდებზეა საუბარი, ძირითადად დოსტოევსკის "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" ან ჩაკ პალანიკის "მებრძოლთა კლუბი". თუმცა მათი ძირითადი გართობა მაინც მუსიკაა - ემო-როკი, ემო-პანკი, ემო-ჰარდკორი. როცა ემოს ეკითხებიან, თუ ვინ იქნება ის ვთქვათ, 10 წლის შემდეგ, მათი დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ემო ბავშვობა დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც აპირებენ ცხოვრების ბოლომდე უერთგულონ ემო კულტურას, მაგრამ როგორები იქნებიან ისინი 35-40 წლის ასაკში, ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ემოები ხშირად თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს.
ემო მუსიკა
ემო მუსიკის ისტორია და თანამიმდევრობა
ემო ანუ ემოციური მუსიკა ჰარდკორის ერთ–ერთი განხრაა, გამოირჩევა ძლიერი ემოციურობით როგორც ინსტრუმენტალური კუთხით, ასევე ვოკალის ჟღერადობითაც, საერთოდ, ემო მუსიკა აქცენტს სწორედ ემოციაზე აკეთებს და აქ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას დაკვრის ტექნიკის სირთულესა თუ მის მრავალფეროვნებას. ლირიკა პირადულია, ზოგჯერ პოლიტიკურიც, მუსიკა მელოდიური და ზოგჯერ ქაოტური. დღეისათვის ამ სტილის ქვე ჟანრებს მიეკუთვნება: 1. ემოკორი2. ემო–ჰარდკორი3. სკრიმო4. ფრენჩ სკრიმო ჟანრი სათავეს 80ანი წლებიდან იღებს, როცა ეგრეთ წოდებული DIY ჯგუფები (Do It Yourself — 50 წლებიდან ინგლისში გაჩნდა მთელი თაობა ჯგუფებისა, რომლებიც შინ მუშაობდნენ და გიტარით დაწყებული გამაძლიერებლით დამთავრებული ყველაფერს თავისი ხელით აწყობდნენ) შეეცადნენ მაშინდელი ჰარდკორი ჯგუფებისგან განსხვავებული მუსიკა შეექმნათ, მათ მუსიკას ემოტიონ უწოდეს, მაგრამ ეს მაინც არ იყო ემო მუსიკა. ნამდვილი ემო 1984 წელს ჯგუფმა Rites Of Spring–მა დაუკრა, რომელმაც ჩვეულ ჰარდკორს ემოციური ვოკალი და განსხვავებული ლირიკა დაუმატა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ემო ჯგუფი სწორედ „Rites Of Spring“–ია. იმავე წელს გამოვიდა ჯგუფ Hüsker Dü–ს ალბომი Zen Arcade, რომელმაც მხარი აუბა Rites Of Sprong–ს და ასე დაიწყო ემო მუსიკის განვითარება და პოპულარიზაცია. ემო მუსიკის პირველი ტალღა დაიწყო 1984 წელს და დასრულდა 1994–ში, პირველი ტალღის ემო ჯგუფებად ითვლებიან: Gray Matter, Soulside, Ignition, Marginal Man, Fire Party, Rain, Shudder to Think მეორე ტალღა დაიწყო 1994–ში და დასრულდა 2000 წელს, ამ პერიოდში მოხდა ემო მუსიკის პოპულარიზაცია, ემო გახდა ცნობადი ჟანრი. ამ პერიოდის პოპულარული ჯგუფებია: Christie Front Drive, Braid, Boys Life მესამე ტალღა 2000 წლიდან იწყება; ემო ჩამოყალიბდა როგორც პოპულარული სუბკულტურა. ამ პერიოდში ემომუსიკოსებად მოიხსენიებენ პოსტ–ჰარდკორ და პოპ–პანკ ჯგუფებსაც.დღეისათვის ემომუსიკა ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია ალტერნატიულ სცენაზე.
0 notes
Text
Geek Goth
ესაა ხალხი, ვინც თაყვანს სცემს ბნელ ესთეტიკას, მაგრამ ამავდროულად თაყვანს სცემს ვიდეო თამაშებს, კომიქსებს, კონვენციებს, ანიმეს, ქოსფლეის, და ყველაფერ სამეცნიერო ფანტასტიკასთან ან წიგნთან დაკავშირებულს, იქნება ეს ინფორმაცია თუ ფიქციური ლიტერატურა. ბევრი, თუ არა პრაქტიკულად ყველა გოთი ერთობა ქოსფლეით, როლფლეით, კითხვით, ფანტასტიკით და სამეცნიერო ფანტასტიკით (მაგ. Cyber, Romantic, Fairy, Medival, Victorian Goth და სხვა), მაგრამ Geek გოთი სხვა დონეზე აყენებს ამას. გოთების ეს კატეგორია ჩაცმულობას დიდ მნიშვნელბას არ ანიჭებს, თუმცა მათ მოსწონთ თმის არაბუნებრივ ფრად შეღებვა და მუქი მაკიაჟის ტარება. უბრალო მაისური ფავორიტი ჯგუფის გამოსახულებით და შავი შარვალი მათთვის საკმარისია, პირსინგებთან და შესაძლოა სათვალეებთან ერთადაც, თუკი აქვთ. ამ ტიპის გოთების ძირითადი მახასიათებელია შეპყრობილობა ვიდეოთამაშებით და როლფლეით, ასევე ბეჭდების მბრძანებლის ან რამე ამგვარის ფანად ყოფნა.
როგორც ზემოთაა აღნიშნული, ჩაცმულობის ყველაზე გავრცელებული ტიპია მაისური ან პერანგი საყვარელი ჯგუფის გამოსახულებით, თამაშის პერსონაჟით ან მახვილგონივრული გამონათქვამით, შარვალთან და ყელსაბამთან ან საყელურთან ერთად. სათვალეები აუცილებელი არაა, მაგრამ ისინი უდაოდ ხდიან „Geek“ შესახედაობას ოდნავ უფრო თვალსაჩინოს.

გაქვთ მსგავსი თვისებები?
გიყვართ ვიდეო თამაშები (RPG ან MMORPG)
გიყვართ ანიმე, მანგა ან სხვა კომიქსები მოგწონთ ტექნოსმაგვარი მუსიკა ან Voltaireს მსგავსი შემსრულებლები
მოგწონთ უბრალო პერანგის და შარვლის ტარება განსხვავებით ზედმეტად დახვეწილი ტანსაცმელისა მოგწონთ როლფლეი და (ან) ქოსფლეი
მოგწონთ ფანტასტიკური ან სამეცნიერო-ფანტასტიკური რამეები როგორიცაა დოქტორი ვინ ან ბეჭდების მბრძანებელი ესაა მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმის გასარკვევად, გაქვთ თუ არა მსგავსი ინტერესები, რამაც შასაძლოა გაგრძნობინოთ სიახლოვე გოთების ამ კატეგორიასთან.
გახსოვდეთ, არ არსებობს წესები, თუ რა კრიტერიუმებში უნდა ჯდებოდე, რომ გოთურ სუბკულტურას მოერგო. თქვენ შესაძლოა შეურიოთ ასპექტები სხვადასხვა კატეგორიებიდან და შექმნათ საკუთარი, ან მიჰყვეთ ერთ კონკრეტული სტილს, რომელიც ნამდვილად მოგწონთ. არჩევანი თქვენზეა!
წყარო: gothtypes.wikia.com, ნათარგმნი და ჩასწორებულია ჩემს მიერ.
1 note
·
View note
Text
მნიშვნელოვანი დღეები
30 აპრილი - 1 მაისი ვალპურგის ღამე და ლავეის სატანისტური ეკლესიის დაარსების თარიღი.
22 მაისი მსოფლიო გოთების დღე.
19 სექტემბერი ცნობილი ვამპიროლოგის, სტეფან კაპლანის დაბადების დღე.
31 ოქტომბერი - 1 ნოემბერი ჰელოუინი.
0 notes
Text
გოთების 69 წესი (სახალისო)
1. ილაპარაკე ცოტა. 2. თუ ლაპარაკობ, ილაპარაკე საქმიანად. 3. და რაც შეიძლება პათეთიკურად, ტრაგიკულად და სასტიკად. 4. წაიკითხე ინტელექტუალური წიგნები. 5. შეისწავლე ლათინური, უცხოური ლიტერატურა, პათოლოგოანატომია ან ქიმია. 6. ოთახის ინტერიერი მოაწყე კლასიკურ სტილში — არავითარი პლაკატები და ფოტოები კედელზე!
7. თუ უარს ვერ ამბობ სურათებზე, ჩასვი ისინი მონოგრამებიან ჩარჩოებში, ისევ ძველებურ კლასიკურ სტილში. 8. წარმოიდგენ ფაუსტის ოთახს? ასე უნდა გამოიყურებოდეს შენი ოთახი. 9. და თუ არ იცი, ვინ არის ეს, ე.ი. არ ხარ ჭეშმარიტი გოთი. 10. მოიპარე ნამდვილი თავის ქალა მუზეუმიდან ან სასაფლაოდან და გამოიყენე მობილურის ან კალმების ჩასადებად. 11. იშოვე შავი ფრთა და ჩადე შენს სათავსოში (თავის ქალაში). 12. დაწერე პოემა, რომანი და საშინელი ისტორიები. 13. შენი საყვარელი ფერები უნდა იყოს შავი, ბორდოსფერ–წითელი, ვერცხლისფერი, იისფერი, მუქი მწვანე და მუქი ლურჯი. 14. შენმა მაკიაჟმა არ უნდა დაფაროს უპეები. მან უნდა გამოკვეთოს ისინი. 15. შენმა მაკიაჟმა უნდა დაფაროს ვარდისფერი ტონები. 16. გოთების განმასხვავებელი ნიშანი — არისტოკრატული სიფერმკრთალე. თუ მუქი კანი გაქვს, გაითეთრე ლიმნის წვენით ან წყალბადის ზეჟანგით. 17. შენი ფრჩხილები უნდა იყოს გრძელი და გულდასმით შეღებილი შავად. 18. ატარე მინიმუმ ორი ბეჭედი. რაც მეტი, მით უკეთესი. 19. შენი ბეჭდები უნდა იყოს ვერცხლისფერი ან მოვერცხლილი. 20. არ ატარო ოქრო და ბრილიანტი. უპირატესობა მიანიჭე ძოწს, ოპალს, ნეფრიტს, მალაქიტს და ყველა ქვას საყვარელ ფერებში. 21. კითხვაზე „რატომ ხარ ასეთი სევდიანი?“ უპასუხე „Goth's undead!“ ან „ვგლოვობ“ ან ხელები მკერდზე დაიწყე და თვალები გადაატრიალე. 22. არ იმეგობრო „R'N'B–ისტებთან“ და „ძველებთან“. არ იარო მათთან. უნდა გეშინოდეს მათი! 23. შეხედე მათ ზიზღით. 24. თუ ქუჩაში მიდიხარ, უნდა იმზირებოდე სადღაც მიღმა. 25. შენი ნაბიჯი უნდა იყოს რაც შეიძლება ნელი, მტკიცე და მძიმე. 26. იყავი სერიოზული, მტკიცე და ამაყი. 27. უფრთხილდი სტერეოტიპებს. გაეცანი მათ, მაგრამ ნუ მიჰყვები. 28. სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდე, ვინ არიან Manson–ი და Lacrimosa და რას მღერიან. 29. მაგრამ ვალდებული არ ხარ დღე და ღამე მხოლოდ მათ უსმინო, მხოლოდ იმიტომ რომ ყველა გოთი ამას უსმენს. 30. გოთები დადიან სასაფლაოზე ესთეტიკის გამო და არა დასალევად და სექსისთვის. ნამდვილი გოთები სექსით კავდებიან მხოლოდ საწოლზე, ან საერთოდ არ კავდებიან. 31. ვისაც სასაფლაოზე აქვს სექსი, ის სატანისტი და სადო–მაზოხისტია, ეს კი სულ სხვა ისტორიაა. 32. იყიდე კბილის პროთეზი და დაემშვიდობე მათ! 33. იყავი გამორჩეული. შენ არ უნდა ჰგავდე სხვებს. 34. შენი საყვარელი სასმელი უნდა იყოს წითელი ღვინო და აბსენტი. უკიდურეს შემთხვევაში არაყი და Red Devil. 35. არავითარი Red Bull და Burn! 36. გინდა მოწიე, გინდა — არა. მაგრამ სჯობს მოწიო — ასე უფრო ლამაზია. 37. მოიხსენი ჯვარი და არ მოუსმინო Rammstein–ს. 38. იმიტომ რომ ისინი სულელი, ბინძური და მახინჯი ფაშისტები არიან. 39. უნდა იყო პოლიტიკის წინააღმდეგი. 40. უნდა მოღვაწეობდე კულტურის და მეცნიერების სფეროში. 41. უნდა იყო მოსაწყენი! თუ არ ხარ ნუ გააგრძელებ კითხვას. არ ხარ ჭეშმარიტი გოთი. 42. გოთი — არ ნიშნავს მაინცდამაინც მეტალისტს. 43. იყავი გამბედავი. იარე სასაფლაოზე მარტომ. 44. მაგრამ უმჯობესია — თანამოაზრეთა კომპანიასთან ერთად. 45. წაიკითხე ლექსები საკუთარ თავთან და დალიე ღვინო მარტომ — არანორმალურად. 46. იყავი ცოტა შეშლილი, ამ სიტყვის ლამაზი მნიშვნელობით. 47. ან ფანატიკურად უნდა გწამდეს ღმერთი, ან ათეისტი უნდა იყო. 48. მაგრამ არა სატანისტი ან მუსულმანი. ეს არაგოთიკურია! 49. ფერები, რომლებისაც უნდა გეშინოდეს — ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი და ფორთოხლისფერი. ეს მზის ფერებია. შენ უნდა გეშინოდეს მზის! 50. გოთები არ ირუჯებიან!!! 51. უფლება გაქვს შეიყვარო ვინც გინდა, გარდა „R'N'B–ისტებისა“ და „ძველებისა“ — გახსოვდეს, რომ ისინი შენი მტრები არიან! 52. სჯობს არ იარო ეკლესიაში. 53. ილოცე სახლში (თუ ჯერ კიდევ არ შეგიძლია ათეისტი გახდე). 54. და თუ ათეისტი ხარ — დიდება შენ! შენ უკვე ჭეშმარიტი გოთი ხარ! 55. ქერები — ასევე შენი მტრები. მხოლოდ თუ ისინი არ არიან ჭაღარები. 56. თუ არაალკოჰოლურ სასმელს სვამ — ეს უნდა იყოს წყალი ან შავი ყავა. 57. თუ ჭამ — ხორცს, მაგრამ მცირე რაოდენობით. ან შოკოლადს — ასევე მცირე რაოდენობით. 58. თუ იღებ ნარკოტიკს — მხოლოდ სასიკვდილო დოზას. 59. გინდა სიკვდილი? — მოკვდი გიჟურად და ლამაზად: გადმოხტი ბოლო სართულიდან, ჩაიხრჩე ტბაში, დაიწვი თავი სახალხოდ. მაგრამ, არ გადაიჭრა ვენები სააბაზანოში! 60. და შემდეგ დიდხანს ილაპარაკებენ შენზე. 61. გოთები არ ცეკვავენ, ისინი ტკბებიან მელოდიით. ან დგანან გულხელდაკრეფილები და თავჩაღუნულები. 62. საუკეთესო კომპლიმენტი — „დღეს უბრალოდ საშინლად გამოიყურები“. 63. შენი იუმორის გრძნობა — შავი. სტილი — განსაცვიფრებელი. 64. შეგიძლია უყურო იუმორისტულ გადაცემებს, მხოლოდ ჩუმად და მხოლოდ „ადამსების ოჯახს“ და „შობის წინა ღამეს“. 65. შენი სიცილი — ბოროტი სულის სიცილი. 66. გახდი პესიმისტი. დაკარგე მეგობარი, მოკალი ან გააგდე შინაური ცხოველი — ეს მისცემს შენს იერსახეს დამაჯერებლობას. 67. იშიმშილე, დაიტანჯე ამით. არ ღირს საკვებში ფულის დახარჯვა. შეაგროვე თანხა და იყიდე ბეჭედი „ბრჭყალი“ ან კუბოს ფორმის გულსაკიდი. 68. იყავი მოსიარულე გვამი. 69. არავითარი Ville Valo!!!
წყარო: spaces.ru ნათარგმნი და შესწორებული ჩემს მიერ
1 note
·
View note