Tumgik
Text
დღემდე მოღწეული ხალხის უმრავლესობას მწარე გამოცდილება აქვს ქალთა უფლებების უთანასწორობისაგან გამოწვეული დანაკლისით. ახალგაზრდა ქალის გამეფება კი შუა საუკუნეების იდეოლოგიისათვის აბსოლუტურ მკრეხელობად ითვლებოდა,სანამ ქართველმა გენიამ,შოთა რუსთაველმა,თავისი ბულბულის მსგავსი ტკბილი ენით არ იღაღადა ჭეშმარიტი სიტყვები;,,ლეკვი ლომისა სწოეია,ძუ იყოს, თუნდა ხვადია". ბუნება მდედრ და მამრ არსებას ტოლად ბადებს,ხოლო ადამიანთა თანასწორუფლებიანობა საზოგადოების მოწყობის პრინციპია,,ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების". ჩვენი ქვეყნის ისტორიის წიგნაკს კი ახსოვს,ქალის გამეფების შემთხვევა,თამარ მეფის სახით. ამ ჭეშმარიტების გამოხატულებაა ვეფხისტყაოსანი და თინათინის გამეფების ამბავი როსტევანის მიერ.
როსტევან მეფე,დიდებულთა შთამომავალი,გვირგვინოსანი, მბრძანებლური ხასიათის მატარებელი,სამშობლოსადმი დიდი სიყვარულითა და პატრიოტიზმის გრძნობით გამოირჩეოდა. ფიქრობდა,როგორც კეთილი მამა,რომელსაც სურს,,რომ თავისი შვილი თვის სიცოცხლეში დასახლკაროს".,,დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს,ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი". ზეგარდმონიჭით მომადლებულ ხელმწიფეს ამაღლებულ უანგარობასთანა და სიძლიერესთან ერთად;,,მეფეთა სიგან სიუხვე,ვით ედემს ალვა რგულია"აცისკროვნებდა პასუხისმგებლობის გრძნობა,რომელიც ვალდებულს ხდიდა,სანაქებო ქალიშვილისათვის ესწავლებინა,,საქმენი სადიდებელნი'':,,უბრძანა ნუ სტირ ასულო,ისმინე ჩემგან თხრობილი". როსტევანი ცხოვრებაში მაღალზნეობრივ პრინციპებს მიჰყვებოდა და ამის გაგება სულ მცირე ერთი აფორიზმით შეიძლება;,,რასაცა გასცემ,შენია,რასც არა,დაკარგულია".ავტორის აზრით კი, გაცემული სიკეთე უკანვე დაგვიბრუნდება. მსგავსს მორალს ჰღაღადებს ძველი ქართული ანდაზაც;,,მადლი ქენი ქვაზე დადე,გაიარე წინ დაგხვდება".
,,მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს,მართ ვითა მზეობა, სიბრძნე,სიმდიდრე,სიუხვე,სიყმე და მოცალეობა". ამ თვისებებს შესანიშნავად გამოხატავს თინათინი. ულამაზესი ასული,,მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული,გონება და სული" სიმამაცითა და სიამაყით იყო სავსე,თუმცა პიროვნული სისპეტაკის ფონზე დანაკლისს განიცდიდა,რადგან,თუ ძალიან ძნელია,გაუძღვე ერთ ოჯახს,მაშინ წარმოვიდგინოთ,რამდენი რამე უნდა ჰქონდეს მაღალი ციდან მომადლებული კარგ მეფეს. მიუხედავად დიდი ძალაუფლებისა და პატივისა,ალალმართალი თინათინი თავისი ხასიათიდან გამომდინარე გულჩვილობას ვერ მალავს და ,,ამად ტირს,ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა". თინათინის სახით ავტორი გვიხატავს ძლიერ,დამოუკიდებელ,მიზნისაკენ მსწრაფველ ქალს,რომელიც ყველაფერს გააკთებს სამშობლოს დასაცავად,თავისი ხალხის უკეთ ცხოვრებისათვის:,,წადით ,გახსენით,რაცა სად საჭურჭლენია, ამილახორო,მოასხი რემა-ჯოგი და ცხენია"
გენიალური ქმნილებანი გენიალურნი რჩებიან მათი ავტორთა სახელის გაუჩინარების შემდეგაად. საბედნიეროდ ასეთია ჩვენი ვეფხისტყაოსანი,სიცოცხლის,სიყვარულისა და შემოქმედების ჰიმნი,რომელიც დღემდე ლიტერატურის მიუღწეველი მწვერვალია. 1662 სტროფი,თექვსმეტმარცვლიანი შაირითაა დაწერილი. ნაწარმოებს განსაკუთრებულობას მატებს შემოქმედის მიერ გამოყენებული ტროპული მეტყველების საშუალებები. ჩვენ გვხვდება ეპითეტი:,, უხვსა ჰმორჩილებს ყოველი,იგიცა,ვინ ორგულია",რომლითაც ჩვენს წინაშე ჭეშმარიტება იშლება,რამეთუ ყოველმა ჩვენგანმა იცის სიუხვისა და სიმდიდრის ძალმოსილების შესახებ. ეპითეტით:,,მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული,ნაერთგულევი" ვგებულობ,თინათინის აღმზრდელის კეთილშობილური დასათნო ხასიათის შესახებ,ხოლო ეპითეტით:,,ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა,იყავი წყნარი და ცნობილი"ვხედავთ,თუ როგორ არიგებს როსტევანი თავის ბრძენ ქალიშვილს. ჩვენ ასევე ვხვდებით მეტაფორას:,,ქალი ტირს და ცრემლებს აფრქვევს,ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა". ,,ამად ტირს,ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა" ავტორი თინათინს მოიხსენიებს,როგორც ვარდს და ამბობს,რომ მისი ცრემლებით ბაღიც კი აივსებოდა.
აღნიშნული მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები დამეხმარა,მემოგზაურა რუსთაველის მიერ შექმნილ სამყაროში,იმ დაუვიწყარ გრძნობასთან ერთად,რომელიც ჰარმონიულად დაჰყვება სტროფებს.
0 notes
Text
104,62,128,209
მომხიბვლელად რომ იხუმრო და წვრილმანებზე თავშესაქცევად ისაუბრო,დახვეწილი გემოვნება,უშუალობა და ამასთან ერთად მდიდარი წარმოსახვის უნარიც უნდა გქონდეს.ამგვარი ენაკვიმატობა შემოქმედებაა,არაფრისაგან რაღაცის შექმნა. ადამიანთა საზოგადოებრიცი მდგომარეობა კი ერთმანეთისაგან იმდენად განსხვავება,რომ მათი ჭკვიანი აზრების დაახლოება ან გააზრება ისეთივე შეუთავსებელია,როგორც შეუხამებელი ფერები თვალისათვის. დიდებულნი გაკეთებულნი არიან,გლეხები და მასხარები კი შექმნილნი.დიდებულები დაბლანდულები არიან,ისინი კი ბუნების მიერ გვრისტით შეკერილნი და ბუნება ხომ ვიცით რა ოსტატია;
შექმნის პიროვნებას,რომელიც გადმოაფრქვევს უაღრესად დახვეწილ სიტყვებს და ბრძნულ დაკვირვებებს,თავაზიანად დასძენს,,თქვენს მოსაზრებას ვერ დავეთანხმები",თუმცა იქნება იგი მარტოსული და უმეგობრო;,,შავშამშე, მეფის მასხარა, ხელგამხმარი და მარღი,''რომელიც ფიქრობს,რომ ყოველგვარ უბედურებას მცირეოდენი ბედიერება გადაწონის:,,„რაც ქვეყნად ცრემლია, ობოლ ღიმილად არ ღირს“. ნურავის ეგონება,რომ მას მხედველობაში არ აქვს სიმართლე ან სიყალბე, არ არის:, ვთქვათ და ყველაზე სულელი, ვთქვათ და ყველაზე ბრძენი"რამეთუ მისი ერთადერთი მიზანია სხვებსავით არ ფიქრობდეს,სხვას არ ჰგავდეს.მასხარა თავისი განსწავლულობით უტოლდება მეფესა და შესჩივის და უსწორებს ნათქვამს:: „სხვა იყო გვირგვინი, გარნა იცვალნენ დრონი, დღეს ეგეც მასხრის ჩაჩია, რომელს რომელი წონის"და სწორედ მისი სულიდან გამოსჭვიპოდა პატრიოტიზმის გრძნობა და სინანული სამეფოსადმი:აწვიმს ტახტსა და ტახტრევნებს, ფარებს, ეტრატებს, ქნარებს". ,,თურმე რამდენი ფარული სიბრძნე გჭირდება, იდგე!",რადგან როგორც სულხან საბა ორბელიანი იტყოდა:,,მეფისა თანამყოფი კაცი და ზამთარ დიდ ცეცხლთან მჯდომი სწორია.თუ ახლოს ზის,სიცხე დასწვავს და თუ თუცა შორს წავა,ყინვა დაჰზრავს"და მერე ;,,ამ ქვადქცეული ღამიდან, ამ ბნელეთით და მკვდრეთით, სხვა რა გააღწევს ნამდვილი, მწარე ძახილის მეტი...
ძახილის,რომლის პატრონსაც თავი ჰგონია სრულყოფილებით აღსავსე,რომელსაც აქვს:,,საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები",თვალუწვდენელი მამულნი,მაგრამ ვერ წარმოუდგენია სხვას თუ შეიძლება ახასიათებდეს საზრიანობა და იყოს გონებაგამჭრიახი. რომელმც დათმო სამეფო და;,,სკივრში ჩაკეტა გვირგვინი, ჩალმით შეიმკო თავი" ჩემი აზრით ,ეს ყოველივე ხელმწიფეს ააწუხებდა ;,,არ კი ეტყობა, რა ვი..."და მართლაც,მეფეები წრფელი,მართალი აზრების გამპ, იმ პიროვნებებს,რომელნიც თავიანთი მოღვაწეობის სფეროში ერთადერთნი და შეუცვლელნი იყვნენ,პირმომთმენი თავგამოდებით იყუებდნენ ცალ ყურსა და იბრმავებდნენ ცალ თვალს,გალაკტიონის მიერ ნახსენებ მესაფლავეზე მალეც კი ივიწყებენ მათი არსებობის ჩრდილს, განა გასაკვირია იმ მეფისაგან ეს ყოველივე,რომელმაც შეიცვალა რწმენა,ის ერთადერთი,რითაც ხალხი ერთიანობას ინარჩუნებს და უკუღმა დაატრიალა სამეფოს ბედი სადაც:წვიმს, ნაწვიმარზე ძაღლები ვეღარ დაკვლევენ ნადირს"
დავით წერედიანის შემოქმედების გაცნობისას მკითხველი ემოციებითა და ინტერსით გამოწვეულ საოცარ აღმაფრენას განიცდის. მისი ფრაზები სხარტი,ზუსტი და პირდაპირია,დავითის ნაშრომების განსაკუთრებულია იმით,რომ მათი დასასრულუ ყოველთვის სახტად ტოვებს ადამიანს. ამ ყველაფერში კი პოეტის სტილთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღვის იმ მხატვრულ-გამომსახველობით საშულებებს, ლექსში ვხვდებით ეპითეტს;,,შავშამშე, მეფის მასხარა, ხელგამხმარი და მარღი",რომლითაც შემოქმედმა დაგვიხასიათა მასხარა,ეპითეტით;,ვთქვათ და ყველაზე სულელი, ვთქვათ და ყველაზე ბრძენი,,ნათლად ვხედავთ ხუმარას შეუცნობელ პიროვნულობას,ეპითეტით;ცრის... რა უღრანი ღამეა..."ავტორმა აღწერა სასახლიდან გამოქცეული ხუმარას გარშემო არსებული გარემო. ჩვენ ასევე ვხვდებით რიტორიკულ შეკითხვას,მეტი სიმძაფრისა და ემოციების აღსაქმელად;,,დღეს ეგეც მასხრის ჩაჩია, რომელს რომელი წონის“!
ამრიგად,აღნიშნული მხატვრული ხერხები მწერლის სტილის შეცნობასთან ერთად გვეხმარება ჩავწვდეთ პერსონაჟების სულიერ სამყაროს,ზრახვებს,აზრებსა თუ აღმაფრენის მიზეზებს.
0 notes
Text
,,some people think woman should be allowed to join the army,the heavy and the air force just like man.
      Even  though the modern world is becoming increasingly complex and knowledge is becoming more and more specialized, there still is an ongoing debate between people about gender equality and if woman should be allowed to do the things that man can do. however many people think that woman are strong enough to be allowed to join army,air force etc.in this essay i shall explain my point of view about the subject.
the first aspect to point out is that,  For the first time in U.S. military history, as long as they qualified and met specific standards, women were able to contribute to the mission with no barriers in their way.It would be unfair not to mention the fact that; in all developed countries there are strong effort to raise women role in the society by employment  females in ,,men’job.   for example; nowadays in the U.S the Air Force is changing the way it designs weapons To get more female pilots.  We cannot ignore the fact that, Eileen Marie Collins along with a member of the air force, also is  a NASA  astronaut.  Collins was the first female pilot and first female commander of a space shuttle.
     It would also be interesting to introduce the story about Harriet Tubman,who was the  example of strong, Independent woman. she  proved as early as the eighteenth century during the civil war, that women could serve in the army and even more, they can be a  a military leader. In 1862  Tubman became the first woman to lead an armed assault during the Civil War, that's how she showed everyone that, gender does’not  matter if u wanna be a hero,do your dream job, or have as many opportunity as man has.    
   However many people think that women can not do military or hard work. I will mention the three main claims; first, that women are physiologically incapable of handling combat; second, that women cannot meet physical standards and the third, men’s and women’s bodies are different. We are physiologically different and, on average, a man’s body can handle more weight and physical hardship than a woman’s.   
     Most satisfactory conclusion that we can come to this is that, woman definitely should be allowed to join in the army. heavy ,and the air force jobs , because we all are equally and we all have unlimited opportunities.                                     
0 notes