Tumgik
mygeorgianholidays · 12 years
Text
უკან გერმანიაში
დღეს ჩემი თბილისური არდადეგები მთავრდება და გერმანიში მივდივარ უკან.  ეხლა დაძინებას ვცდილობდი და ვერ დამეძინა. კარგი იყო აქ, დედიკო მომენატრება ძალიან, ბავშვებიც და ქუჩაში წოწილაიც. თეატრი და იაკო <3 ეხლა თებერვალში არდადეგები მეწყება და ჩამოვალ ისევ : ) ასე რომ, ბლოგო, აქ დამხვდი და არანაირი სოპა ! 
0 notes
mygeorgianholidays · 12 years
Text
იმიტომ, რომ ჯავახიშვილის სტუდენტი არ ვარ.
ახლა ვიყავი თსუ – ს მეორე კორპუსში. გადავწყვიტე, ცოტა მემეცადინა. გაგონილი მქონდა, რომ ჯავახიშვილის იურიდიულის ბიბლიოთეკაში გერმანული წიგნებიც ჰქონდათ.  აქვთ კიდეც. კარადაშე გამოკეტილი. მაგრამ ამის გასაკრიტიკებლად არ დამიწყია ამ პოსტის წერა. ვწერ იმიტომ, რომ ძალიან გაბრაზებული ვარ. ბიბლიოთეკის თანამშრომელმა იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელ ბატონ ირაკლი დვალიძესთან გამაგზავნა ნებვართვისთვის, რადგან ჯავახიშვილის სტუდენტი არ ხართ, ვერ გაგიხსნით კარადასო. ბატონმი ირაკლი სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში არ დამხვდა და ტელეფონი მომცეს. დავურეკე და ასე მითხრა, სამწუხაროთ ვერ გაგიხსნით კარადას, აქ არ სწავლობთო.  არაფერი ცუდის თქმა აქ მინდა ბატონ ირაკლიზე და არც ვინმე სხვაზე, მითუმეტეს არ ვიცი ვინ განაგებს "კარადის საქმეს" ჯავახიშვილში. უბრალოდ ძალიან გამიკვირდა. მე ხომ ბიბლიოთეკაში უნდა დავმჯდარიყავი სამეცადინოთ და წიგნების თან წამოღებას ისედაც არ ვაპირებდი (რაც, როგორც მივხვდი, აქ ისედაც შეუძლებელია), უბრალოდ წამეკითხა მინდოდა. ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა აქვს, მე წავიკითხავ, თუ სტუდბილეთიანი ჯავახიშვილის სტუდენტი ? მითუმეტეს, როდესაც თავზე გადგას უამრავი ბიბლიოთეკის თანამშრომელი და პირალობის მოწმობა გაქვს დატოვებული. სულ მინდა ვიფიქრო, რომ ამ ქვეყანაში რამე უკეთესობისკენ იცვლება. მერე ამ ჩემი არდადეგების 2 კვირაშიც კი ისეთ რამეს წავაწყდები, ყველანაირი სურვილი მიქრება რამე შევცვალო და რამით დავეხმარო საქართველოს. ვერ ვიტან, როდსაც საქართველოს ევროპულ ქვეყნებთან მიმართ, ცუდად მოიხსენიებენ დას ამბობენ, აბა ევროპამდე ჩვენ როგორ მივალთო. არ მიყვარს, მაგრამ წოგჯერ ვფიქრობ, რომ სიმართლეს ლაპარაკობენ. ნერვები მეშლება და მწყინს. 
მეორე კორპუსიდან რომ გამოვედი, მეგობარს დავურეკე, რომელიც იურიდიულზე სწავლობს თსუ – ში. ჩემი ამბავი რომ ვუამბე, მითხრა, რატომ უთხარი, რომ არ აქ სწავლობ, მოგეტყუებინა და გეთქვა რომ აქ სწავლობ, სტუდბილეთი დაგრჩა და პირადობა მიგეცაო. შეიძლება ოდესმე ისე იყოს საქართველოში, რომ სიმართლე თყუილზე მეტად ფასობდეს? 
ერთს ვიტყვი, მე ჩემი საკურსო ნაშრომი გერმანიის ბევრ ქალაქში დამიწერია, და ყოველთვის ყველა ბიბლიოთეკაში უპრობლემოდ შევსულვარ, მიუხედავათ იმისა, რომ ამ ბიბლიოთეკის უნივერსიტეტში არ ვსწავლობდი. წარმატებული განათლების რეფორმა თუ გინდათ, იქნებ იქიდან დაგ(ვ)ეწყო(თ), რომ დაბრკოლებები არ შეგ(ვ)ექმნა(თ) სტუდენტებისთვის? რომ წიგნის კითხვა იყოს შესაძლებელი ყველგან და ყველასთვის მიუხედავთ სტუდბილეთისა?  (რაც ამ გლობალიზაციის ჟამს,დამერწმუნეთ, აუცილებელია.) მგონი კარგად ჟღერს, რას იტყვით ? 
0 notes
mygeorgianholidays · 12 years
Photo
Tumblr media
0 notes
mygeorgianholidays · 12 years
Text
ეხლა 6:45 ია და გილოცავთ ახალ 2012 წელს !
ეხლა 6:45 ია და გილოცავთ ახალ  წელს ! ეხლა მოვედი სახლში. პიჟამო ჩავიცვი და თვალები მეხუჭება, მაგრამ გადავწყვიტე მოკლე პოსტი დამეწერა.  ახალ წელს სახლში შევხვდი, დედიკოსთან ერთად, მერე ბავშვებთან ერთად დუნაში წავედი. იქ ანი გავიცანი, (ნუ საერთოდ გუშინ გავიცანი, მარა წესიერად დღეს გავიცანი) ძალიან საყვარელია <3 მარკუსა მოვიდა, ჩემი დებილი <3 როგორ მიყვარს <3 კიდევ ელენე იყო : ) არაყი შევაპარეთ ბარში :დ მაგიდის ქვეს ვასხავდით :დ მერე იაკოს მეგობები მოვიდნენ  კიდევ, კარგი როჟები.  გარეთ დავლიეთ, სიგნით შემოვედით, გადავიხადეთ და პაკსი წავედით : ) ერთი სიტყვით ძალიან ნორმალური მაგრამ სასიამოვნო ახალი წელი მქონდა. კიევ დიდი ხანი დავრჩებოდი ბავშვებთან პარკში ასე რომ არ ციებოდა. ეხლახანს ვერლაპარაკე ბესოს, დავიშალეთო. მართლა ციოდა. ახალი ხალხი გავიცანი, კარგი ხალხი. ერთი ბიჭიც მომეწონა. რა აზრი აქვს ეხლა აქ დაკონკრეტებას. ვინც ჩემი გემოვნება იცის, ისედაც მიხვდება რომელი :დ წავედი ეხლა დავიძინო, სანამ არაყი სულ გადამსვლია :დ გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერების და წარრმატების და ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს ! bye. 
0 notes
mygeorgianholidays · 12 years
Text
ახალი წელი და სალარო დიპლომატებისთვის
მოკლედ, იმიტომ, რომ დროის ამ გარკვეულ მომენტსი არაფერი საქმე არ მაქვა, იმის მიუხედავად, რომ ახალი წელია დავწერ ახალ პოსტს.  ჯერ იმას გეტყვით, რომ აზრი არ მესმის ახალი წლის ასე  გრანდიოზულად აღნიშვნის.  რა აზრი აქვს ? რატომ ? რაღაც ახლის დასაწყისია ხომ ? ყველაფერი შეიცვლება აწი ? რას მელაპარალები ! ყოველ დღე და ყოველ წამს შეიძლება დაიწყო რამე ახალი და შეცვალო რამე ძველი და ახალი წელი ამისთვის არ არის საჭირო. საქართველოში ახალი წელი, როგორც მე ამდენი ხანია ვაკვირდები, მარტო ერთს ნიშნავს: ჭამა მანამ, სანამ სასწრაფო დახმარრების მანქანას გამოიძახებენ. სატირალია. ხალხი დიეტას იწყებს ახალ წლმადე, რომ ახალ წელს ჭამოს. თონეში გამოვიარე წეღან, ვიფიქრე ერთ პურს წავიღებ მეთქი. რიგი დამხვდა. პური ერთ საათსი იქნებაო და ხალხი ფეხს არ იცვლიდა. გეგონება დღეს რომ არ ჭამონ ეს პური. იქ რომ არ გაათიონ, 364 დღე იმ პურს არ ჭამდნენ. 1 ცალი შემინახეთ და მოვალ – მეთქი 1 საათში, მცხობელს ვუთხარი. აჰ, აწიკვინდა ვიღაც ქალი, როგორ გეკადრება, აქ უნდა დადგე და ჩემსავით გაათიო პური თუ გინდაო ! ხოდა წამოვედი.  კიდევ ერთი რაღაც, რამაც ძალიან მომიშალა ნერვები დღეს. გუდვილში ვიყვი, წვრილმანი რაღადები მქონდა საყიდელი. რაც მინდოდა, რომ ავიღე, სალაროს მივაშურე. შემოსვლისას უკან სალარო დავინახე და იქ მივედი, წინა სალაროებთან უშველებელი რიგი იდგა.  მივედი და თანამშრომელმა გოგონამ მითხრა, ეს სალარო დიპლომეტებისთვისაა და იქით, სხვა სალაროებთან მიბრძანდითო.  დ ი პ ლ ო მ ა ტ ე ბ ი ს თ ვ ი ს.  ს ა ლ ა რ ო   დ ი პ ლ ო მ ა ტ ე ბ ი ს თ ვ ი ს.  ამიხსებით რა ვინმენ. გამიგია პასპორტის კონტროლი დიპლომატებისთვის და მესმის მისი ფუნქცია.  მაგრამ ეს ? რა დიპლომატი ადამიანი არ არის ?  როდესაც ახალი წელია, მეორედ მოსვლაა სუპერმარკეტში და სალარო დიპლომატებისთვის ? არ ვიცი. პირი დამრჩა ღია და თავი ვიგრძენი საშინლად დისკრიმინირებულად.  წავედი, დავდექი უბრალო მოკვდავთა სალაროსთან. სულ რაღაც 40 წუთი ველოდე ჩენს რიგს (სარკაზმი) , როესაც დიპლომატების სალარო სულ ცარიელი იყო.    მეც გილოცავთ ახალ წელს.
0 notes
mygeorgianholidays · 12 years
Photo
Tumblr media
0 notes
mygeorgianholidays · 12 years
Photo
Tumblr media
0 notes
mygeorgianholidays · 12 years
Text
გია დვალის საჯარო ლექცია
 რას ვიფიქრებდი,რომ გია დვალის ლექციაზე აღმოვჩნდებოდი ოდესმე.  სულ რაღაც ეხლა, რამდენიმე თვის წინ, სექტემბერი იყო მგონი, მის ლექციებს ვუყურებდი იუთუბზე და არც კი მომსვლია თავში, რომ ოდესმე ასეთ ლექციაზე მეც შეიძლება აღმოვჩენილიყავი.  მერე მიუნხენის აეროპორტში, ჩასხდომის მოლოდინში, ერთი ადამიანი მეცნო. სათვალე რომ გავიკეთე, კიდევ უფრო მეცნო. მერე დავგუგლე და აღმოვაჩინე, რომ ბატონი გია თურმე კათედრას ხელმძღვანელობს LMU–ში. მოკლეთ,ერთად ვიფრინეთ. 9453439 ვიფიქრე დალაპარაკებოდი და 9453439 – ჯერვე გადავიფიქრე. აბა რაზე უნდა მელაპარაკა ?! იმაზე,სკოლაში რომ ფიზიკა მიყვარდა და ბოლო 2 თვე რომ არაფერი მიკეთებია The Big Bang Theory – ს ყურების მეტი ? ისე გავჭედე ამ სერიალზე, რომ ფიზიკის მოყვარულთა ლექციაზე დავიწყე თავისუფალ დროს სიარული.  მოკლეთ, წამოვედი სახლში აეროპორტიდან.  გუშინ ერთმა კეთილმა ადამიანმა მოწვევა გამომოგზავნა. გია დვალის საჯარო ლექცია თავისუფალ უნივერსიტეტში. ასე ძალიან კარგი ხანია არაფერი გამხარებია.  გუშინ საღამოს ერთ მეგობარს უნდა შევხვედროდი და ენა არ გამიჩერებია, ისეთი  ბედნიერი ვიყავი. მეგობარი შეწუხდა და ბოლოს მკითხა, ეგ გია დვალი ვინ არის და ახალგაზრდაა და კარგად გამოიყურებაო ასე რომ ხარ აფორიაქებულიო.  ამ თემაზე აღარ გვილაპარაკია ამის შემდეგ :დ გუშინ ღამე ბავშვებთან ჩამოვრეკე, დვალის ლექციაა და წამოდითთქო. ძალიან გავილანძღ– გავითათხე. გომელამ  – რა მეიადვალება, თავზე მაყრია იმუნოლოგიაო – ასე მითხრა.  ხოდა მერე ნინო გამახსენდა. მე და ნინოს  ფიზიკა გვქონდა არჩეული სკოლაში და მეთქი ნინო უნდა მიშველოთქო და მიშველა <3 გამომყვა.
Tumblr media
სად ჯანდაბაშია თურმე ეს თავისუფალი უნივერსიტეტი. იმის იქით არაფერი არ არის.  არა,კი კეთილმოწყობილია, მაგრამ ძალიან შორსაა,მართლა. ტაქსის მძღოლმა მითხრა, შვილო, აქედან ჩამოსვლა რომ დაგჭირდებათ, ერთი 15 წუთით ადრე მაინც დარეკეთ ტაქსის ნომერზეო. მოკლედ, მივედით, დავსხედით. ხალხი დავზვერეთ, იმის იმედით,რომ ამრტო ფიზიკოსები არ იყვნენ დარბაზში. 20 წუთით  დიგვიანეს დაწყება ( ძალიან რომ მეჩქარებოდა, 1 ხელით თმას რომ ვიმშრალებდი და მეორეთი შარვალს რომ ვიცვამდი, დედაჩემმა მითხრა, სად გეჩქარება, საქართველოა ეს დაწყება მაინც დააგვიანდებათო, რაზეც მე დიდი პროტესტით ვუპასუხე, დედა, ია დვალი გერმანიში ასწავლის და გერმანული პუნქტუალობით დაიწყება ლექცია – მეთქი. როგორც ყოველთვის, დედა მართალი აღმოჩნდა).
Tumblr media
ლექციის თემა კლასიკური და კვანტური სამყარო იყო.დაიწყო და,ჰოი საოცრებავ, რაღაცეები  გავიგე (მგონი) ^^
ეხლა აქ ნამდვილად ვერ დავწერ (სულაც რომ მოვინდომო), თუ  რაზე ისაუბრა ბატონმა გიამ დეტალებში. ერთი ვაგიგე,რომ თუ დედამიწას 1 სანტიმეტრით შევკუმშავთ, დედამიწა შავ ხვრელად გადაიქცევა.  მეორე გავიგე რომ, კლასიკური ფიზიკა კვანტური ფიზიკის ზღვარია. და მესამე გავიგე, რომ თუ "ავიღებთ ორ სპილოს (რას ვერჩი სპილოებს. მაგრამ თუ ავიიღებთ 2 სპილოს" და ერთმანეთზე გავაბნევთ და შავ ხვრელს შევქმნით, თუ ამ შავი ხვრელიდან ბოლო კვანტს ამოვიღებთ, მაშინ ალბათობა არის ძააააალიან მცირე (ასე რომ თითქმის არ ხდება) რომ შავი ხვრელი ისევ 2 სპილოთ გადაიქცევა (ანუ კვანტები ისევ ისე განლაგდებიან,როგორც მანამდე).
ვინმე ოდესმე ამას თუ წაიკითხავს,ძალიან გთხოვთ,  ჩემი ნაბოდიალებით ნუ შეაფასებთ ბატონი გიას ლექციას. მართლა ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ბევრი ვიცინე კიდეც. და კიდევ ბატონი გია ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს. მიუხედავათ იმისა, რომ ლექციის ორგანიზატორებს აშკარად ეზარებოდათ ლექციის ასე გაწელვა(1 საათის ნაცვლათ 2 საათი გაგრძელდა),ბატონმა გიამ დაიჟინა,ყველა კითხვაზე ეპასუხა.
კარგად "გავერთე". ხო, მე ასე ვერთობი ხოლმე :შ
 once a nerd always a nerd.
აზრზე არ ვარ, ეს პოსტი ასეთი სერიოზული რატომ გამოვიდა, ბლინ :/ აი, ჩემი ტელეფონი "ვირზე რომ არ იყოს შემჯდარი" (არსდროს გამოიწეროთ ჩინეთიდან კაბელი იბეიზე ! იმიტომ,რომ არ იმუშავებს!) კიდევ ბევრ საინტერესო ფოტოს დავურთავდი, რომელიც დაფას გადავუღე : ))
2 notes · View notes
mygeorgianholidays · 12 years
Photo
Tumblr media
0 notes
mygeorgianholidays · 12 years
Photo
Tumblr media
0 notes
mygeorgianholidays · 12 years
Text
გამარჯობა, ჩემო ბლოგო !
გამარჯობა ჩემო ბლოგო !  გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი, სადაც ჩემს თბილისურ თავგადასავლებზე დავწერდი ^^ ხოდა ტამბლერი (როგორც ყოველთვის) ახლაც აქ იყო ჩემთვის ! ( ასკარად რაღაც სჭირს ამ წინაადადებას. ვგონებ, ე.წ. "კაპიროვკაა" ინგლისურიდან მაგრამ ჰუ ქერზ, ძალიან მეძინება.  დღეს 3 რამე მოხდა (ქრონოლოგიურად):
1) თმა შევიჭერი
2) ტაქსით ვიმგზავრე ( რაც საქართველოში ასევე ტაქსის მძღოლთან საუბარს მოიცავს)
3) თეატრში ვიყავი ( ამაზე ვრცლად მერე დავწერ, ეხლა ძალიან მეძინება, მართლა) ღამე მშვიდობის, ჩემო ბლოგო <3
2 notes · View notes