Tumgik
placeforromance · 4 years
Text
რა უნდა ვუყო იმ ძვირფას სიტყვებს,
შენთვის რომ მქონდა შემონახული.
0 notes
placeforromance · 4 years
Text
მძიმე დღეები გადავიტანე უშენოდ კარგო,
და მერე ისევ დაგიბრუნდი ,როგორც ბეღურა,
მინდა,რომ გკითხო,სიყვარული შენც ჩემებრ გათრობს?
ან მონატრება შენს სხეულზეც ტოვებს იარას?
0 notes
placeforromance · 4 years
Text
ისევ ახალი წელი და
ისევ წყლიანი ბურთულებით სავსე თვალები.
რატომ ვუკეთებ საკუთარ თავს ამას და ვანადგურებ ასე ძლიერად,არ ვიცი და ალბათ,ვერც ვერასდროს გავიგებ.
მაგრამ...
მაგრამ
მაგრამ
მიყვარხარ და ამ სიყვარულს უფლებას ვაძლევ ნაწილებად დამშალოს.
აწყობაში კი,რა თქმა უნდა,არავინ მეხმარება საკუთარი თავის გარდა. ისევ მე უნდა მოვიშუშო იარები და შევაწებო დამსხვრეული სულის დარაბები.
თუმცა იგივე აღარ ვიქნები.
ვეღარ ვიქნები.
და მაინც,
როცა დავწვები და იმის გამო,რომ ამ ტკივილს გავექცე,თვალებს დავხუჭავ...
“შენ მომინდები.
შენი თვალები,შენი მკლავები,შენი სინაზე...”
არ ვიცი,რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო სევდიანი
და ამავდროულად, ტკბილი.
“მე ვკვდები,ვკვდები- მისი ხელი მკერდს ელანდება.”
0 notes
placeforromance · 4 years
Text
არაღარასდროს არ ვიქნები შენი ვარდი,
რა ხანია,რაც მაქციე ბეჩავ იად .
ვის ვაჩუქო ,ვის გავანდო ჩემი დარდი ...
ჩემს სიყვარულს უშედეგოდ ჩაუვლია.
0 notes
placeforromance · 4 years
Text
თითქოს ,ჯოჯოხეთისკენ მიილტვი,
თუმცა
სამოთხისაკენ მიმავალი კიბე ხარ თავად.
0 notes
placeforromance · 4 years
Text
...და მე დავწერდი ყველა იმ სიტყვას,
გულში ძვირფასად რომ შემინახავს.
იმ გრძნობებს,წმინდას
მოკვდავთა ენას ვერასოდეს რომ გამოხატავს.
0 notes
placeforromance · 4 years
Text
ჩვენი არშედმგარი სიყვარული.
არდაბადებული ,თუმცა ერთხელ მაინც წარმოდგენილი ლამაზი, ჭკვიანი ბავშვი ,რომელიც სიცოცხლეს გაგვიხალისებდა და რომელსაც იდეალურ მშობლობას გავუწევდით.
აუხდენელი სურვილები.
მოგზაურობები.
ერთად ყოფნები.
დაძინებები.
და დილით,გაღვიძებისას, ერთმანეთის დანახვით გამოწვეული ღიმილისგან გაცისკროვნებული სახეები.
შენი მშვიდი ხმა.
რომელსაც ძილის წინ უნდა ემღერა,
ლექსები წაეკითხა
და ნაზად მომფერებოდა.
იმ სიტყვებით და ეპითეტებით შევემკე,
მხოლოდ შენ რომ მოიფიქრებ
და მხოლოდ შენგან რომ ექნება რაიმე ღირებულება.
“მიყვარხარ,
მენატრები
მეპიტნავები,
მეტუკნავები.”
“ჩემო სევდის მუფახარო
და
ცნობიერების დასტაქარო.”
ამის მაგივრად კი
ყოველდღე ვკვდები .
შენი ლამაზი,გრძელი,თხელი თითები
შეუმჩნევლად მახრჩობს და ყელში მიჭერს ხელს,
რათა არაფერი შემეშალოს და
ტკბილი სიტყვა არ წამომცდეს.
ან ზედმეტად არ მოგეფერო.
ან ზედმეტად არ გელაპარაკო.
ან ზედმეტად არ გნახო.
იმის მიუხედავად,რომ ეს ყველაფერი
მეც და შენც დიდ ბედნიერებას გვანიჭებს.
აღარ შეიძლება,
თურმე.
შორს გაფრენილი,აუსრულებელი ჩანაფიქრები
და ჩამქრალი თვალები
სხეულში კარგად გამჯდარი სიცარიელით.
რომელსაც ვეღარავინ შეავსებს,
და აღარავისი სწამს.
გახსოვს,ჩემი თვალები სულ ანათებდა შენი დანახვისას.
ახლა სინათლეს ვეღარ აღიქვამს და გარშემო სულ სიბნელე, ბურუსია.
უშენობით გამოწვეული,
უმზეობით განპირობებული
ნისლი,
რომელსაც ვეღარაფერი გაფანტავს
და ვეღარასდროს განათდება
ძველებურად.
მაგრამ როცა ვწვები და ვითიშები,
სწორედ მაშინ გხედავ ყველაზე ნათლად.
წარმოგიდგენ.
გიხსენებ.
ვიხსნებ თანმიმდევრულად:
ჯერ
ლამაზ თვალებს,
წამწამწამებს,
ნეკნებს,
თხელ სახეს,
მბზინვარე თმას,
უნაკლო ტანს.
შემდეგ ხმას და სიტყვებს.
იმ სიტყვებს,რომლებსაც ვერასდროს დავივიწყებ
და იმ წინადადებებს,რომლებიც
შენთვის უნდა მეთქვა,
მაგრამ ვერ გითხარი
და გონებაში ყოველ ღამე ვიმეორებ.
“შენ შეცდი.
დამკარგე.
ჯერ კიდევ არ იცი ჩემი ფასი.
შეიძლება,ვერც გაიგო.
თუმცა ისიც შეიძლება,გაიგო
და ინანო.
ყველაფერი.
ის,რომ ქალს,რომელმაც ყველაფერი მოგიძღვნა,გაჩუქა და გაპატია,
ყველაზე სასტიკად მოექეცი.
მან კი ესეც არ გაგაგებინა,
რომ შენი დამძიმებული გული
კიდევ უფრო არ დაემძიმებინა
და თავი დამნაშავედ არ გეგრძნო.
თუმცა ... ორივემ ვიცით.
არსებობს ზეციური სამართალი,
რომელიც აუცილებლად გაგამტყუვნებდა
და მკაცრად დაგსჯიდა,
მაგრამ მე გპატიობ,
რადგან მიყვარხარ
რადგან ჩემი ნაწილი ხარ
და რადგან მე შენ ხარ. “
განა,შესაძლებელია,ამაზე ძალიან ვინმეს უყვარდე?
როცა ეგოიზმს ვთრგუნავ,
ვეცლები ,
მხოლოდ შენზე ვფიქრობ
და გულისტკივილს საკუთარ გულშივე ჯერ დიდხანს ვატარებ, ვინახავ,
შემდეგ კი ჩემივე ნებით ვკლავ.
და ასე გრძელდება
უსასრულოდ.
2 notes · View notes
placeforromance · 4 years
Text
ძვირფასო,მე ხომ რამდენიმე საათია შენთან არ მილაპარაკია და უკვე მენატრები. მენატრები,რადგან არ ვიცი,კიდევ როდის შევხვდებით და როდის შევძლებ ტკბილად მოგეფერო, ჩემი გრძელი თმა გადმოგაფარო და თავი ძველებურად სახლში გაგრძნობინო. ო,სიტყვები,სიტყვები! როგორ მერევა ახლა ყველაფერი ერთმანეთში და რა მარტივად შევძლებდი ჩემი გრძნობები თვალებით რამდენიმე წამში გადმომეცა ,იმ თვალებით,შენ რომ ძალიან გიყვარს და მხოლოდ შენი დანახვა რომ ანათებს , აციმციმებს და კოსმიურ სიყვარულს აზიარებს,გრძნობას,რომლის გემო,მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით. მოგონებების თაროდან წიგნებივით ვიღებ ჩვენს შეხვედრებს, საუბრებს და ვიხსენებ ყველაზე ძვირფასს,რაც გამაჩნია. სულზე უტკბესო,როდის შეგხვდები? ისევ გეყვარები? არ დამივიწყო,გთხოვ. მეც შენს სათუთ გულში სამუდამოდ აღმბეჭდე და შემინახე ისე ,როგორც სულისშემძვრელ ლექსებს,წიგნებსა,მუსიკასა და ფილმებს ინახავ ხოლმე. ო,ნეტა ვიყო შენი საყვარელი პოემა,რადგან თავად ვერასდროს გავხდები ხელოვნების შემოქმედი, არავის და არაფერს ძალუძს შენი სრულყოფილად გამოსახვა და ამ ამოცანას ვერ შევეჭიდები,თუმცა სურვილი კი მკლავს...
0 notes
placeforromance · 4 years
Text
კვლავ ერთგულად გელოდება მაისში მისი,
შენ კი არ ჩანხარ...
რა ხანია,ხარ უკვე სხვისი.
0 notes
placeforromance · 4 years
Text
1 წლის წინ ამ დღეს ჩემი დაღლილი ხელი შენს მშვენიერ წელზე ესვენა.
შემდეგ კი,როგორც ჭილაძე იტყოდა,აღმოაჩინე , რომ ეს შეცდომით იყო და გაწიე.
თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გასწიე და თავი მას მერე ვეღარც დამაღწიე.
ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვიყავი მე და მგონია,რომ შენთვისაც უბედნიერესი დღე და საღამო იყო. ნათლად შევიგრძნობდი სიყვარულს და მასში ვცრურავდი,ვიცლებოდი და ხელახლა ვღდგებოდი ,რათა კიდევ უფრო ძლიერად მეგრძნო და შემესისხლხორცებინა. მიყვარდი, ო,როგორ მიყვარდი და შენც გიყვარდი, ნამდვილად გიყვარდი,მაგრამ შენი სიყვარული იმ ოთახში დატოვე,ალბათ. ჩემგან განსხვავებით. მე კი გამყვა მარად....
ხშირად მიფიქრია,შევცვლიდი რამეს? გადავდგამდი ამ ნაბიჯს ისევ? თან თუ დაზუსტებით მეცოდინებოდა რაც მოყვებოდა?
პასუხზე სულ მეღიმება. კი. აუცილებლად და კიდევ მრავალჯერ,რადგან ეს ჩვენი იყო, ჩემი და შენი, ჩვენი სიახლოვე იყო,ემოციური და ხორციელი კავშირის ზეიმი, ღრუბლებზე ძილი და ნამდვილი ზღაპარი.
კვლავ მინდა შენი სული,სხეული...
მე იმ ოთახიდან არ გამოვსულვარ. ისევ იქ ვ��ივარ და გელოდები. შენც აქვე ხარ,მაგრამ ვერ მამჩნევ, სხვა რამით ხარ დაკავებული. მაგრამ რომ წავიდე, შეამჩნევ და გული დაგწყდება. თან იმაზე მეტად გეტკინება,ვიდრე თავად გგონია და ალბათ, ოდესმე გააცნობიერებ კიდეც რა დაკარგე და ვისთვის. და იტირებ. ისე იტირებ,როგორც ახლა მე მევსება ცრემლებით თვალები. როგორც მე ვტირი,როცა არ მიფრთხილდები და სულში ისარს მასობ. იმ ისარს,რომელიც ჩემი ხელით დავამზადე და საჩუქრად გადმოგეცი. შენ მიერ ნასროლ ისარს კი საკუთარი ნებით ისე ვატრიალებ მთელ სხეულსა და სულში, სანამ ყველაფერს არ მოივლის და თითოეული წერტილი არ გასისხლიანდება.
მიყვარხარ,
ისევ მიყვარხარ
და სულ მეყვარები.
ჩემი ნაწილი შენშია და შენს ნაწილებსაც ვპოულობ ჩემში. ჩვენ ისევ ერთნი ვართ და სულ ასე იქნება,რაც არ უნდა ეცადო და მომიშორო .
მე შენთვის,
შენ ჩემთვის.
ორივენი ჩვენს იასამნისფერ ოთახში.
გძინავს და ჩემი ხელი წელზე ისევ გეხვევა...
მე კი ხელს გკიდებ.
და აღარ გიშვებ.
0 notes
placeforromance · 4 years
Text
სევდის სიო წინდაუკან დაქრის,
გულში დარდი წვეთ-წვეთებად მაწვიმს.
მახსენდები.ძველებურად, ისევ.
ძილი მინდა უშენობით დაღლილს.
ნუთუ ,სხვაგან გამეპარე დღესაც?!
ნუთუ,შენთვის აღარავინ არ ვარ?!
...
მე კი მაინც გელოდები ჯერაც,
მე ხომ შენი დაბრუნების მჯერა.
0 notes
placeforromance · 4 years
Text
ბევრჯერ გამჩენია სურვილი , აღმეწერა ჩემი გრძნობები და ემოციები შენთან ყოფნისას. თუმცა, “მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობის გამოთქმა” . და მეც ვეზიარე უკვდავ გრძნობას,შენი წყალობით. გრძნობას,რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული ექნება ოდესმე,რადგან ყველგანაა, ყველაფერშია და რაც ყველაზე მთავარია,ჩემშია- მთლიანად მისით ვარ სავსე.
ვერცერთი სიტყვა გამოხატავს სრულყოფილად შენი ნახვით გამოწვეულ ბედნიერებას. იმ ემოციას,რომელსაც შენი შეხებისას ვგრძნობ და სხვა სამყაროში მივყავარ. შეუძლებელია ისეთი მჭიდრო, ახლო კავშირის აღწერა,რომელიც შენთან მაქვს, რომელიც ემოციურ სფეროს, სულიერებას, ფიზიკურ ლტოლვას და ყველაფერ საუკეთესოს მოიცავს ცუდთან ერთადაც.ვერაფერი შეედრება შენი წარმატებით გამოწვეულ ღიმილს ჩემს სახეზე და შეუძლებელია ამხელა გრძნობისა თუ სიახლოვის მხოლოდ ერთ სიტყვაში - მიყვარხარში ჩატევა. რადგან სიყვარული მეტისმეტად ბანალურად ჟღერს ჩვენი ერთობისთვის, რადგან ეს გრძნობა თავისთავად მოიცავს მასაც,ნდობასაც ,ერთგულებასაც და გულწრფელობასაც. შენი ერთგული ვარ სამარადისოდ და ღრმად მწამს,რომ შენ უფრო გიერთგულებ,ვიდრე საკუთარ თავს... ვცდილობ, ხშირად არ გითხრა და არ დაგაფრთხო “მიყვარხარით” , თუმცა ეს ხომ ისედაც ცხადია და ყველაფერში გამოიხატება,სულზე უტკბესო... “უკეთ ხარ?” -ში, “ყველაფერი ხომ რიგზეა”-ში, “ რო რამე, აქ ვარ”-ში,უბრალო სიტყვათა წყობებში,რომლებსაც განსაკუთრებულად და მნიშვნელოვნად მხოლოდ ის გრძნობა აქცევს,რასაც შენ მიმართ განვიცდი. მიყვარხარ, მიყვარხარ,მიყვარხარ, შემიძლია , დაუსრულებლად ვიმეორო ყოველ დღე , ყოველ წუთას და თუ ოდესმე გავა დღე ისე,რომ ამას ვერ იგრძნობ, მინდა , იცოდე,რომ არაფერი შეცვლილა და უბრალოდ ამ სიჩუმით გამოვხატავ ჩემს სიყვარულს.
ვიცი, ალბათ , უკანასკნელი ადამიანი ვარ,ვის შეყვარებასაც იფიქრებდი და შენს შეყვარებულებთან შედარებით ჩემთვის ყველაზე ნაკლებად გითქვამს ეგ სიტყვა , თუმცა დამიჯერე, თვალები, ემოციები და გულწრფელობა ზოგჯერ იმაზე მეტს და ღირებულს ამბობს,ვიდრე 3 ბგერიანი ასოთა თანწყობაა.
და რომ არ მეგრძნო შენგან იგივე,
ან შენ არ გეგრძნო ჩემი ხელი შენს წელზე იმ სიმძაფრით,
ახლა არაფერი იქნებოდა ამ ღვთიური კავშირიდან დარჩენილი.
1 note · View note
placeforromance · 4 years
Text
ოკეანე ხარ,ყველაზე ღრმა, ემოციებით სავსე. მე კი ცურვა არ ვიცი და ვიძირები შენში... მაგრამ ღმერთო,ჯერ არასდროს ყოფილა სიკვდილი ასეთი ტკბილი.
1 note · View note
placeforromance · 4 years
Text
გული ნამსხვრევებად მექცა. უკვე მერამდენედ. სხეულში აუტანელი გრძნობა მივლის,ჯერ ქვევით ჩადის,შემდეგ ზემოთ ამოდის და მთლიანად მისით ვივსები. თვალებში მარილიანი ბურთები მიდგება და წამწამებს მთელი ძალით ვხუჭავ.მინდა,დასრულდეს . მინდა, ერთხელ მაინც ვიყო ბოლომდე ბედნიერი. მინდა, ერთხელ მაინც იფიქრო ჩემზე, გოგონაზე , რომელიც ყოველთვის და ყოველმხრივ გიფრთხილდება,შენ კი ისე ყოველ ჯერზე ისე უპობ გულს,რომ არც უფიქრდები. გულში ისარი მხვდება,თუმცა უკვე ისე აღარ მტკივა,რადგან მივეჩვიე ამ ისრებსაც... ჩემი ხელით მოწოდებულ ისრებს დაუფიქრებლად მესვრი. და გგონია,რომ ვერაფერს ვგრძნობ. მაგრამ ცდები.ცდები,თან როგორ. ყოველთვის ყველაფერს განვიცდი,განსაკუთრებით კი შენთან დაკავშირებულს. პატარა ჩხუბზეც პატარა ბავშვივით მეტირება. ზოგჯერ ვფიქრობ,რომ მეტს ვეღარ გავუძლებ და მორჩა... მაგრამ მაინც ვუძლებ ��ენთვის. თან ისე,რომ ამ ტკივილსაც არ გიზიარებ და გიფრთხილდები. თუმცა საკუთარ თავს ვამსხვრევ. მერამდენედ. არ ვნებდები. არ მინდა, დავნებდე ,ხელი გაგიშვა და ნება მოგცე,უბედურების უფსკრულში გადაეშვა. მაგრამ სხვა გზას აღარ მიტოვებ...
1 note · View note