Tumgik
saabkoni · 3 years
Text
იციი
მომენატრები.
....
ჩემს სამაჯურს ხშირად ველაპარაკები უკვე და ძალიან მომწონს მასაც მოსწონს ჩემთან რომარის ვგრძნობ. წარმოდგენამაქვს, რომ მარტო არვარ.
შენს ენერგიასაც ვგრძნობ თითქოს....
ვიცი რომ დატოვე ბევრი რამ აქ,
და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ცას ხშირად ვუყურებდი
თუმცა ახლაა....
სხვანაირად კარგად გამოიყურება,
მე ვიპოვი გზას რომელიც ამ ცას გავს.
ღამე/ცა/მუსიკა/ფიქრი/
ფიქრი როგორი ხარ შენ....
თითქოს ჩემს წარმოსახვას რომ გავს და თან რეალურია, შენ სულუნდაიყო.
ჩემს პროფილზე შეგხვდება ჩემი განწყობის მუსიკა/ფიქრები
ამას ყველა ვერგაიგებს თუმცა ყველასთვის არც ხდება ეს.
რაღაცეების ჩანიშვნაც მომწონს.
თუმცა შენ რომ წერ ეგუფრო მომწონს.
შენ ყველაზე კარგად ამბობ/ყვები
მე ყველაზე კარგად გისმენ....
უკან მოხედვა ღიირს,
კი ნამდვილად ღირს.
ბევრი კარგი მომენტი ფიქრი საუბარი და შენ....
შენ წახვალ, მე ვრჩები აქ, ისევ ჩემ თავთან რწმენით, იმედით, მომენტით, და მომავლის იმედით.
ზუსტად ასე მომწერა,
ვკითხე შემეძლო თუ არა თქვენთვის გამეცინო ეს ყველფერი.
დაღლილი ვწვები ოთახში არ ვიცი განწყობა არცისე კარგი მაქვს ახლა, ვერ ველევი თუ დიდად არ მიხარია წს ყველფერი. მოკლედ ვერც იმაზე ვფიქრობ რა მჭირს ახლა, არც ის მაინტერესებს რა იქნება მერე, ქარში სიცივეში ვიდექით და მაქსიმალურად ახლოს ვეცადე მყოლოდა, გულში ჩავიკრი წამიერად მომადო თავი და ჩემთვის ეს ყველზე მნიშვნელოვანი იყო.
მოკლედ მის ტექსტს ვაგრძელებ,
მოკლედ დღეს დროებით დავემშბიდობე, მაგრამ ჩვენ აიცულებლად გადავეკვეთებით ერთმანეთს და მის ხასიათს ყველაფერს ვამცნობ.
სხვაზე არავისზე ვფიქრობ,
სხვაზე არ ვწერ,
სხვაზე არ მემეტებოდა დრო დღეს მთელი დღე მოსვენება დაკრგულმა კილომეტრები იმ სურვილით გავირე რომ ეს ყველფერი მოსაყოლად მქონოდა და კიდეც რასაც ხმამაღლა არ ვამბობ, მისი ნახვა და ახლოს შეგრძნება მინდოდა ძალიან.
ხშირად ვახსენებ გულში გაკოცე,
ხშირად ვეუბნები არ მოწყინო,
ხშირად კიარა ამბოლოდროს სულ მასზე ვფიქრობ.
და ჩვენი მესიჯი იქნება,
- დიახ, ასე.
12 notes · View notes
saabkoni · 3 years
Text
ჩვეულ სტილში გადავეშვი ფიქრებში, იგივე მუსიკა.
თითქოს ახალს ვერაფერს ამბობ ხო?
- არ გინდა ეს დრამატული ბაზარი შეჩემა, წუხელაც იყო სასიამოვნო საღამო, კეთილი ინებე და სხვა დღეები უკეთესი იყოს მაგაზე იფიქრე.
წუხელ,
ხო წუხელ, გამოიცანი სიმღერობანა ვითამაშეთ, სიმართლე თუ მოქმედებას წესებით.
წაიღიღინა,
წავიღიღინე და უნდა დაგვესრულებინა ქართული რეპერტუარები.
ხო რეპერტუერები ის მუსიკა რომელიც 90იან წლებს მოსდევს თან.
- სადღაც მიქრის თეთრი რაში.
- ვიცი, რომ შენ შეიყვარებ..
- წვიმა მოგონებეს ასველებს.
და ახლა თუფაქი, ფულა და სხვა არტისტები ყურსასმენებში ისევ შენზე მაფიქრებს.
ჩვენ ძალიან ვუხდებით ერთმანეთს,
ჩვენ ძალიან კარგად დავალგეთ,
ჩვენ ვიცით რა შევაფასოთ და რა დავაფასოთ.
ხო, ასე.
ზუსტად, ასე.
- ტექსტებს შევკრავ, მერე შენ წაგიკითხავ და თუ მოგეწონება დავდებ ხოლმე.
- წიგნს რომ დაწერ ისიც მე გამომიგზავნე.
- რეცენზიას შენ დამიწერ ანუ, რედაქტირი იქნები ჩემი.
- დიახ.
- სიტყვა რედაქტორსაც ვერ იტყვი გამართულად, რა ტექსტი უნდა ჩააკორეტქირო შენ..
- იუჰუჰიჰუუუუ.
თავისი ჩუმი სიცილით, გამოხატა იუმორის ხარისხი.
ამ მომენტით ძაან ვკაიფობ.
ამ გოგოთი ძან ვინტერესდები.
ამ გოგოთი ყოველდღიურობა შაბლონიდან ამომაქვს.
დღეს მოსული იყო.
დღეს შავები ეცვა.
დღესაც დატოვა ინტერესი.
- ყველფერი რომ დალაგდება წამოხვალ ჩემთან ერთად?
- არაფერს ამბობს.
- დამპირდი რომ ამაზე იფიქრებ.
- გპირდები, ჩემს გზას ვნახავ.
- ოქეი, შენი გზა ნახე.
- აუ რა ცუდად გაიგეე.
დიალოგები რომელიც შიშით დაბრკოლებულ გადაწყვეტილებებს მოიცავს, ხშირ შემთხვევაში გარბის.
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, იცი.
დღეს სამეგობროში.
დღეს სტურმად.
დღეს დავთვერი და ტელეფონს ხშირად ვამოწმებდი.
დავთვერი და შენთან ლაპარაკი მომინდა.
დავთვერი და უფრო თამამი გავხდი.
- უფრო თამამი ხარ, როცა მწერ როდესაც ვლაპარაკობთ ნაკლებად გაბედული ხარ ან არ ამბობ სათქმელს.
- მე ვაკეთებ იმას რაც მინდა და პირიქით, ვერ გამაკეთებინებ რაც არ მინდა.
უნდობლობა დასადგურებულ ქვეყანაში ბოლომდე გახსნილი შენს წინაშე ვდგავარ და ჩემს ყველა პოზიციას გიყვები,
ეს საშიშია,
ეს რისკია,
ეს ფაქტი არ მადარდებს.
- როდესაც ვფიქრობ ბოლომდე გიცნობ თუ არა, ჩემს თავს ვეკამათები ყველაჯერზე იციი?
- ანუ?
- ძალიან კარგად გიცნობ, თუმცა ბოლომდე არა. ანუ, არ მინდა ბოლომდე გიცნობდე, შენი სიგიჟეები და გამოუთვლელი გადაწყვეტილებები ყველაზე მეტად მხიბლავს, თუმცა ყველაჯზე ვხვდები როდის გჭირდება მაქსიმალური ყურადღება, ყურადღების ცენტრში ყოფნას ყველაზე კარგად იხდენ.
- არაფერს ამბობს მისმენს.
- ოუუუ, შიით. რაკარგად დავალაგეძ
- ოუუუ, შიიით? დიდიხანია ეს არ მომისმენია.
სიტყვაზე აზრი სხვა დიალოგიდან იყო თუმცა აქ გადავაწყვე ფიქრები ძაან ჩამაჭირა.
ისევ მიქრის ეს რკინის, ცალმხარეს ოთხკარიანი, თითქმის ცარიელი, მიწისქვეშა ტრანსპორტი,
ისევ ყურსასმენში მუსიკა,
ისევ ვაგონის ბოლოში ადგილი,
ისევ ბოლო გაჩერება,
ისევ შენ,
ისევ ფიქრი შენზე,
ისევ იგივე პროცესი,
ისევ იგივე გოგო შავებში,
ისევ იგივე ბიჭი,
ბიჭი, ფიქრებით/ფიქრში.
ესკლატორზე ვდგავარ,
ეს მუსიკა ჩემს ტელეფონში რატომ უკრავს ვერ მივხვდი,
შეიძლება ტრანსპორტს ვერ მივუსწრო.
არ მადარდებს.
შენ მადარდებ,
- თავს როგორ გრძნობ?
- სხვათაშორის არცისე კარგად.
თბილი ესემესით დავაიმედე და დროებით დავემშვიდობე,
შემდეგ ტეანსპორტში ვზივარ,
ახლა მოგიკითხავ,
ახლა შენს მდომარეობას გავიგებ,
ახლა აქ დავასრულებ და ვფიქრობ ამ ყველაფერს ისევ მოგიყვები.
ჩვენი ისტორიები დუბლი შვიდიათასრვაასოცდაექვსი.
95% ჩავიწერე ფიქრის,
სხვა დანარჩენი უბრალოდ ვერ აღვიდგინე.
95% აქ იცინის,
ესეც იუმორი,
ესეც მხოლოდ მე და შენ ვიცით,
ესეც ფაქტი, მხოლოდ მე და შენ ვიცით და ვიცინით,
ესეც ფაქტი ვით მთელი ტექსტი რომელიც მედაშენ გვეხება და მესამე სუბიექტისთვის მხოლოდ პერსონაჟების დონეზე იქნება გასაგები.
და ჩვენ კიდევ ვილაპარაკეთ.
23:54
არ მიპასუხე,
აბანოში ხარ,
არ ვბრაზდები,
არ გცალია,
არ დააგვინებ პასუხს,
არ გამოვრიცხავ არსებულს.
2 notes · View notes
saabkoni · 3 years
Text
- პრობლემები მაქვს, ფიქრებში ქრის.
პრობლემას ხმამაღლა თუ ამბობს აშკარად სანერვიულო გაუჩნდა, ადრე პირისპირ ვლაპარაკობდით,
სამსახურში,
გარეთ,
სამსახურამდე,
სამსახურის შემდეგ.
ახლა მხოლოდ ტელეფონით თუ ვაგრძნობინებ გვერდში დგომას.
- და რას ელი?
ის მაღალი არსელი,
და არა მარსელი.
მუსიკას ბოლომდე ავუწიე,
ვკლავ ფიქრს თუ არ ვწერ შენზე, ბევრი გადათენებული ღამის შემდეგ ბევრს ვერ ვიმახსოვრებ როგორც კი ვახერხებ ვიწერ, ხშირად
სულ მოვყვები შენზე.
გოგონა შავებში,
გოგო მოგონებებიდან,
გოგო თავ აწეული,
გოგო თავდაჯერებული გამოხედვით.
და საით მიდის გზას უთარიღო ქუჩებზე ყველა გადადგმულ ნაბიჯს გაგახსენებ, მერე შენზე დავწერ,
როდესაც ვეუბნები მოსწონს და მაშინვე აინტერესებს
რას
როგორ
რამდენს
და/ვწერ.
- გინდა გული გამიჩერდეს?
ჩემს გარშემო არსებული იტნერესის ვერ გაგება ბოლოს მიღებს და ამას ხშირად გეუბნები გიგა.
- ან არ მითხრა მერე წავიკითხავ.
- მართლა ძაან მაინტერესებს ის მითხარი როდის წავიკითხავ.
- კარგი ალბათ მერე, ერთ დროს აუცილებლად წამაკითხებ.
- იქნებ მაინც წამეკითხა ცოტა.
ასე გრძელდება დაუსრულებლად სანამ თავისას არ დაიკმაყოფილებს და მონაკვეთს მაინც არ წაიკითხავს.
ჩვენ წერილებს ვუგზავნით ერთმანეთს რომელსაც მერე თან ვატარებთ.
რაცარუნდა მოხდეს შენ სულ იქნები.
და მინდა შენ სულ იყო.
- მაგას მე გადავწყვეტ.
შემდეგში ისტორიებს მოგიყვებით.
0 notes
saabkoni · 3 years
Text
მერამდენედ გავცდი გაჩერებას,
ეს გაფანტული ფიქრებიც
შენ
თვის
ბრალია.
3 notes · View notes
saabkoni · 3 years
Text
იფიქრებ მეორდები, არა უბრალოდ მერამდენე გადათენებული დღის მერე ვხვდები რომ რით ვერ შევეშვით ერთმანეთს.
ეს ყოველ შემთხვევაში ჩავწერე დასაწყისი თორე თავში შენზე მეტი ფიქრები მაქვს.
ვეღარ ვკაიფობ ჩვენი მიმოწერით შენ გარბიხარ თუმცა თვითონვე ვერ გაგიგია
რატომ?
სად? გარბიხარ!
მე თავდაჯერებული ჩემს აზრებს იმ სიტყვით ვაჯერებ რომელიც უკვე მითქვამს, არ მოგესმა როცა ვთქვი
- შევეცი სიტყვას თუ ნიშნის მოგებით გვითქვამს.
4 notes · View notes
saabkoni · 4 years
Text
Tumblr media
ქალაქის ხმაური.
ოქსიმირონს და ბარამას ვუსმენ გადაბმულად ყურსასმენებში.
გარეთ ყოფნას მონატრებული ხალხი მიმოფანტულია ბაღში.
შეყვარებული სუბიექტებიც ზიან კუთხის სკამებზე.
სიგარეტს ვეწევი და ვაკვირდები საზოგადოებას რომლის ნაწილიც მე ვარ, შედარებით დამშვიდებულია ხალხი და ქაოსი ნაკლებად იგრძნობა.
სურვილი მქონდა მე და ელა ვმჯდარიყავით და გველაპარაკა თუმცა ყველას თავის მიზეზები აქვს რატომ არ გამოვიდა.
- ახლა არ მინდა გარეთ გასვლა.
ასე მოკრძალებულად მიპასუხა და შემდეგ სხვა თემაზე ვილაპარაკეთ, ვუთხარი
- იმის დედას შევეცი ვინც შენს მაგივრად გადაწყვეტილებას მიიღებს თქო.
მოპირდაპირედ ასე 20-21 წლის ორი ქალბატონი/გოგონა ზის რომლებიც ერთი შეხედვით მონატრებული არიან ერთმანეთს ისე გადაბმულად ლაპარაკობენ, თუმცა ქალებისას რას გაიგებ ყოველთვის შეუძლიათ ასე გაუჩერებლივ ერთმანეთში ლაპარკი.
კარგია გრძნობდე ადამიანს შენი ფიქრის ბოლოშიც კი.
ეს პატარა ბავშვი რომელიც თავის პატარა ხელებით, პატარა ნაბიჯებით სურვილს გაგიჩენთ გააჩეროთ ლოყაზე მოეფეროთ, გამოელაპარაკოთ, უკან მოყვება მშობელი რომელიც გამვლელთან ჩერდება და კადრში პატარა ბავშვიღა რჩება.
წაბორწიკდა,
წამოვხტი,
ხელი მოვკიდე,
გამიცინა,
ყოჩაღ მამა შენ არც შეგიმჩნევია ეს ყველაფერი.
იცვლება ადამიანები, შეხედულებები მაგრამ მე და ჩემი ოცნება უცვლელი ვრჩებით, რომ ჩემ შვილს ასე მივსდევდე კუდში და დარწმუნებულიც კი ვარ არცერთ ნაცნობთან არ გავჩერდები.
ამ მოცემულობას თავისი ხმა აქვს, რომელიც არ ჩამესმის თუმცა შემიძლია მოგიყვე, თუმცა ახლა არა ყურსასმენს არ მოვიხსნი. არ მინდა ეს კომფორტი უცებ დამთავრდეს.
რა ცოტა უნდა ადამიანს კმაყოფილებისთვის და რატო ითხოვ ყოველთვის მეტს და კარგავ მოცემულობას. იგივე სიტყვებით ვმეორდები რადგან იდეა ერთია,
- შეჩემა.
მუსიკა გაჩერდა და მერე ისევ ფულამ ბითი და ქალაქის ხმაური ერთად მოკლა.
- არც კი დაგაცდი შენს სიტყვებს ისე ავაგდებ ბანზე.
ფულას მხოლოდ გეგეთი ჩავანაცვლებ.
მოუსმინე ქართულს, ქალაქის ხმაურში.
18:19
6 notes · View notes
saabkoni · 4 years
Text
ავტობუსში ყურსასმენით მოძრაობა და შემდეგ ვიღაც გოგოს სურნელი რომელიც შეიძლება თვალსაც აპარებს ნაწერს. არვიცი არ შემიხედავს თუმცა ვატყობ რაღაცნაირად დაძაბულია.
- რამე ხო არ გაწუხებს მეგობარო?
- არა უბრალოდ დამაინტერესა ისე ინტერესით იყავი ჩართული.
- იქნებ ოდესმე წაიკითხო ეს ნაწერები სადმე გადავეკთოთ ერთმანეთს, ყველაფერი პირობითია.
- არ დაველოდოთ იქნებს და ჩამიგდე რას წერ.
- ცოტა დავიბენი ახლა, თუმცა მომე შენი ინსტაგრამი, ჩემი გაჩერებაა უკვე.
- ...
გავცვალეთ ინსტაგრამი და სამომავლოდ ჩვენი კარგი ურთიერთობა დავაანონსეთ.
ხო შეიძლება ერთხელ ასე რომანტიკულად განვითარდეს მოცემულობა.
რეალურად თვალს კი აპარებდა ნაწერს თუმცა მე არცკიშემიხედავს.
როგორც ავღნიშნე მთელი ინტერესით ვიყავი ჩართული ჩემს ტექსტში და აქაც ალბათ შენ გწერ.
- რით ვერ შევეშვი.
- რაიყო საფუძველი.
- მოგენატრე.
- თავისთავად.
და აქ ჩავდივარ ახლა.
შენ უბრალოდ მექანიკურ შეცდომებს შეამჩნევ სხვა დანარჩენი და ის დანარჩენი არაფრად გეჩვენება!
8 notes · View notes
saabkoni · 4 years
Text
როგორც ყოველთვის დაწყება მიჭირს, შემდეგ კი ვგრძნობ თუ როგორ მომენატრა მოცემულობა, სადღაც ოთახის კუთხეში კომფორტულად ჩამჯდარი ნაფიქრს რომ წერ.
ქუჩაში ნაცნობ სახესაც ვერ შეამჩნევ ჩაფიქრებული სიარული დაგჩემდა, თავი აწიე მაღლა შეჩემა.
ბევრი აზრია თავში, ხშირ შემთხვევაში ვფიქრობ როდესაც ჩაწერას მოვინდომებ თუ გამახსენდება ან თუ მოვახერხებ ისე გადმოცემას როგორც დაალაგე.
გაჩერებაზე აღმოვჩნდი.
როგორც ყოველთვის ავტობუსი ჯერ არ მოვა.
რამოდენიმე მეტრს გავივლი, სიგარეტით ხელში.
გაჩერებაზე არ ვეწევი, არ შეიძლება.
ისევ უძინარი.
- პრივეტ
თბილი მისალმება იცის ამ გოგომ, გითხარი თავი აწიე მაღლათქო შეჩემა, მიაქცია ყურადღება შეიძლება ვინ ჩაგიარა გვერდი.
- გამარჯობა
- შენ და შენი უცნაურობები
ბარამა გამოვრთე და ახლა ჩემს წინ მდგარი ნაცნობის საყვედურნარევი ლაპარაკი უნდა მოვისმინო. თან მიღიმის თითქოს არ წყინს, არა საკუთარ თავს არ ვიპრავებ მართლა მითხრა
- გასაგებია, ისევ შენ და შენი უცნაურობები.
არვიცი ეს კარგი იყო თუ ცუდი მაგრამ მაშინ ცუდად ნამდვილად არ მიმიღია გამეღიმა, მოვიკითხე, ვილაპარაკეთ, დავემშვიდობე.
- მგონი ორსულად ვარ.
დღემდე უცნაური განცდა მაქვს, თუმცა მახსოვს პირველი გაფიქრება მე და ჩემი შვილი
ვთამაშობდით,
ვძმაკაცობდით,
ვზრუნავდი
და დიახ ძალიან კარგი მამავიყავი.
ეს ხო ის ოცნება/მიზანია რომლის შემდეგაც ვიტყვი რომ ჩემი ცხოვრება შედგა.
რამდენჯერ გამომცადა ბედმა, თავთანაც მედგა მედდა თუმცა ვიგრძენი, რომ რადიკალურად სხვა რეალობაში მიწევდა ჩართვა.
ამდენი მკვდარი დღის მერე ეს ყველაფერი ძალას გაძლევს თუმცა არცთუ ისე მარტივი იქნება პრაქტიკულად.
ახლა შიშის, პანიკის, ფილოსოფიის დრო არ არის.
ეიფორია
ენერგიული მე
დაგეგმილი ხვალინდელი დღე
წარსულს ფირივით ვახვევ.
14:22 პასუხი უარყოფითია.
რათქმაუნდა და ცხადია რა თავისთავად მოკვდა ის დღეც.
და რამდენი მკვდარი დღეა.
თითქოს დალაგდა ყველაფერი?
დღემდე უცნაური განცდა მაქვს!
ნახვამდის.
Tumblr media Tumblr media
7 notes · View notes
saabkoni · 4 years
Text
Tumblr media
არასდროს ვიღლები შენზე ლაპარაკით, თუმცა არ ვლაპარაკობ.
პარადოქსია!
გეგეს ვუსმენ, მერამდენედ ვამბობ უკვე.
შორი გზაა ბათუმამდე ყურსასმენში მუსიკას, ჩაწეული ფანჯრიდან შემოსული ხმაური ეჭიდავება, გეგე იმდენად საკაიფოა, მაინც თავისი გააქვს.
- ესეც ადამიანი ვინც გვიყვარს სწორედ იმას ვნებით.
7 notes · View notes
saabkoni · 4 years
Text
Tumblr media
- საერთოდ ყველაფერს შევეცი რაც უკან მწევს.
დაუდეთ ეს ტვირთი ნებისმიერს
- აბა თუ გაწევს?!
3 notes · View notes
saabkoni · 4 years
Text
01/04/20
ვუყურებ კედლებს და ყველა გადატრიალება მახსოვს, ყველა ფიქრი, ოცნება, ბრაზი, სიხარული, ტკბილი, ბედნიერება რა ადვილია შენს ბავშვობას გადაავლო თვალი როცა შინ ხარ.
ვერასდროს ვერ იპოვით ადგილის უკეთესს, ვერასდროს იპოვი სითბოს უკეთესს, ვერასდროს იპოვი მოგონებებს უკეთესს რომელსაც ინახავს სახლის ის ოთახი რომელშიც ბავშვობა გაატარე.
ახლა სხვანაირია ყველაფერი, მოუვლელობისგან ფერცვლილი, ხელაღებული ხის რამოდენიმე ოთახიანი სახლი, ქოხი.
მოსაღამოვდა, რამოდენიმე ხელი ბურა ითამაშეს და ბიჭებიც წავიდნენ, ცეცხლი დავანთე, გათბა რკინა, ოთახი, სახლი.
კარადის ჭრაჭუნა კარი გამოვაღე და ვფიქრობდი თუ რა უნდა დამხვედროდა შიგნით, ჩაიც კი არ მქონდა სახლში არაუშავს გავიფიქრე და ფეჩთან კომფორტული კუთხე მოვიწყვე ფეხი ფეხზე გადადებული ისევ ჩემს ფიქრებს დავუბრუნდი.
23:39 აქ გამიწყდა.
გაუჩერებლივ წკაპუნებს მესენჯერი ყველა ერთად ინტერესნო უჟე თუ რაღაც ასეთი მომაფიქრდა როდესაც გავბრაზდი და ვთქვი ახლა მოგინდათ ყველას კითხვა პასუხითქო. მერე უმადური ნუ იქნები გიგა რამდენს ნიშნავს ადამიანს რომ აინტერესებთქო ეს უკვე სენტიმენტალური იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ სახლში მარტო ვიყავი გრძელი ღამეც გველოდა ��ინ, მოიცა რაღაც ისევ გამოვტოვე.
- ჯანდაბა ძმაო.
მომწონს ეს სიტყვა გაურკვევლობაში ყოფნისას საშუალებას მაძლევს გავაქრო ფიქრები.
დროებით
4 notes · View notes
saabkoni · 5 years
Text
19.02.2020
- შენს გონებაში ვნებების ქარიშხალია, რომელიც ამინდად ვაქციე!
11 notes · View notes