Photo
მოხეტიალე კინოთეატრი ∞ კომუნიკატორში
► მოხეტიალე კინოთეატრი ∞ გადაცემაში კომუნიკატორი / KOMUNIKATORI ◆ ლევან კურტანიძე – „მოხეტიალე კინოთეატრის“ იდეის ავტორი და დამფუძნებელი;
#სტუდენტური ფორუმი#საქართველოს სტუდენტური ფორუმი#მოხეტიალე კინოთეატრი#კომუნიკატორი#პირველი არხი#პირდაპირი ეთერი
0 notes
Photo

ნარკოპოლიტიკის საჯარო განხილვა
24 ივნისს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (USAID), ნარკომანიასთანბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობდა და სტუდენტური ფორუმის გარდა, მოწვეული იყვნენ რეგიონში მოქმედი რვა პოლიტიკური სუბიექტი და არასამთავრობო სექტორი. პოლიტიკურმა პარტიებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ და ისაუბრეს იმ ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებასაც გეგმავენ ამ კუთხით ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მოუწოდეს პარტიებს პარტიულ ინტერესზემაღლა დააყენონ საზოგადოებრივი ინტერესები და გაერთიანებული ძალებით იბრძოლონ, როგორც არსებული ნარკოპოლიტიკის ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ასევე ნარკომოხმარების პრობლემის მოსაგვარებლად.
0 notes
Photo

შეხვედრა რუსთავის მერთან
სტუდენტური ფორუმის წევრები, რუსთაველ სტუდენტებთან ერთად შეხვდნენ ქალაქის მერს, ბატონ დავით ჯიქიას.
შეხვედრაზე სტუდენტებმა განიხილეს ,,მერიის სოციალური სტიპენდია”, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან რუსთავში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტებისთვის ამოქმედდება.
პროგრამის მიხედვით, მერია სტუდენტებს რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსიზე მგზავრობისთვის პირად საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად 60 ლარს ჩაურიცხავს.
მომავალში ბენეფიციართა რიცხვი გაიზრდება და პროგრამით სხვა სოციალური კატეგორიების წარმომადგენლებიც ისარგებლებენ.
შეხვედრას ა(ა) იპ ,,რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის’’ ხელმძღვანელი გიგა ჯღარკავა და თვითმმართველობის სხვა წევრებიც დაესწრნენ.
#სტუდენტური ფორუმი#საქართველოს სტუდენტური ფორუმი#რუსთავი#რუსთავის მერია#დავით ჯიქია#გიგა ჯღარკავა#ახალგაზრდობის ცენტრი#სტუდენტები
0 notes
Photo

შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან
საქართველოს სტუდენტური ფორუმის წევრები, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად თავდაცვის მინისტრს, სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის“ გაცნობა იყო.
პროექტის დეტალებზე კონცეფციის ავტორმა, რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ ისაუბრა.
ასევე სტუდენტების კითხვე��ს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა უპასუხა.
0 notes
Photo
საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა
საქართველოს სტუდენტური ფორუმის, საქველმოქმედო ფონდ “ღვთისშვილების”, უნივერსიტეტ “გორგასალის” სტუდენტური თვითმმართველობისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებას პატრონაჟს უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
გამოფენაში მონაწილეობდა 70-მდე თანამედროვე ქართველი მხატვარი. შემოსული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდ “ღვთისშვილების” ბაზაზე მყოფ იმ 16 ოჯახს გადაეცემა, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჰყავთ, თანხის მეორე ნაწილი კი – 2008 წლის აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული მრავალშვილიანი სამხედროების ოჯახებს.
0 notes
Photo

ფორუმელები ბორჯომში
სტუდენტური ფორუმი • UG-ის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, პროექტ მოხეტიალე კინოთეატრი ∞-ს ფარგლებში, იმყოფებოდნენ ბორჯომში. ღია ცის ქვეშ ფილმის ჩვენების გარდა, სტუდენტებმა დაათვალიერეს მწვანე მონასტერი და ბორჯომის პარკი. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად იყვნენ UG-ის ამერიკელი და ირანელი სტუდენტებიც.
0 notes
Photo

საქართველოს სტუდენტური ფორუმის ორგანიზებით გაიმართა დებატების ჩემპიონატი 16- 25 წლამდე ახალგაზრდებს შორის. მსაჯების გადაწყვეტილებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ლუკა სუთიაშვილი, ვახო ხაჩიაშვილი და ვერიკო ქარდავა. ყველა მონაწილე გუნდის წევრს გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი, ხოლო პირველ ადგილზე გასული მონაწილეები დამატებითი პრიზებთან ერთად, უფასოდ იმოგზაურებენ მოხეტიალე კინოთეატრი ∞-ს ტურზე ბორჯომში.
0 notes
Photo

საქართველოს სტუდენტური ფორუმის წევრებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას.
ეს დღე ქართველი ერისთვის გმირობისა და თავისუფლების სიმბოლოა, რომელიც მაგალითს გვაძლევს თითოეულ ახალგაზრდას.
ვიდეო
0 notes
Photo

სტუდენტური ფორუმი | სხდომა #2
0 notes
Photo

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს !
საქართველოს სტუდენტური ფორუმი დაუნის სინდრომის კვირეულს უერთდება. 21 მარტი – 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ შორის საქართველოში.
#მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს
0 notes
Photo

დღეს გაიმართა სტუდენტური ფორუმის პირველი განცნობითი ხასიათის შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი და ჩვენმა წევრებმა განიხილეს სამოქმედო გეგმა.
0 notes
Photo

საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა
საქართველოს სტ��დენტური ფორუმი მონაწილეობას იღებს ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ბაიდოშვილის ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში.
გამოფენა 2 მარტს გაიხსნა და 11 მარტამდე გაგრძელდება.
ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი “ღვთისშვილები”. გამოფენას პატრონაჟს უწევენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კალათბურთელები და მათი მეუღლეები.
შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
გამოფენის დათვალიერება და სასურველი ნახატის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში, ალ.ყაზბეგის 21-ში, 11:00-დან 17:00სთ-ს ჩათვლით.
0 notes
Photo

გადაცემა”შუადღე ერთსულოვნებაზე”
გადაცემის სრული ვერსია
0 notes
Photo

მზადება საქველმოქმედო საღამოსთვის
2 მარტს, 19:00 საათზე, გაიმართება ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრის, მარიამ ბაიდოშვილის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება 22 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვსა და მათ ოჯახებს.
მისამართი: ალ. ყაზბეგის 21, (პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი)
გამოფენა გაგრძელდება 10 მარტის ჩათვლით.
გახსნილია სპეციალური ანგარიშიც: N: GE 72 PC 0133 6001 0006 0819 ასევე შეგიძლიათ დარეკოთ: 0 901 700 035 – ზარის ღირებულება 1 ლარი.
ვიდეო დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
0 notes
Photo

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს სტუდენტურმა ფორუმმა პატივი მიაგო საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ იმ იუნკერთა ხსოვნას, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ თბილისის დასაცავად, კოჯორთან და ტაბახმელასთან. მათი თავგანწირვა არის ერთ-ერთი გმირული ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში და ჭეშმარიტი მამულიშვილობის ნათელი მაგალითი.
0 notes
Photo

1 მილიონი ლარი ახალგაზრდების დასაქმებისთვის
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ახალგაზრდული იდეების კონკურსის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სტუდენტური ფორუმის წარმომადგენლები გაეცნენ ფონდის ძირითად საქმიანობას, საგრანტო კონკურსის წესებს, პროგრამულ პრიორიტეტებსა და უკვე განხორციელებულ პროექტებს.
შეხვედრა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორ – ირაკლი ჟორჟოლიანთან და მის მოადგილე მათე გაბიცინაშვილთან ერთად კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
#სტუდენტური ფორუმი#საქართველო#თბილისი#რუსთავი#სტუდენტები#ახალგაზრდული#ორგანიზაცია#საქართველოს სტუდენტური ფორუმი
0 notes