Tumgik
#აბსტრაქტული
shenipulsi · 1 month
Link
0 notes
hedoniceuphoria · 3 years
Text
Tumblr media
ერთადერთი ფოტო ამ ბლოგზე, @blog-insomny -ს არტი Vanilla Aroma. ჩემთვის გააკეთა, ძალიან დიდი მადლობა <3
11 notes · View notes
deusexmachina696 · 5 years
Text
ასრულებს სატირ ყრმათა ქორო
სიყვარულო, ყვერებიდან წამოსულო,
მუცლის გავლით გულში ამოსულო,
სულში შესულო,
თავში ჩარჩენილო...
რამდენი დარჩა გაუგებრობა
ჩემს და შენს შორის!
რამდენი ძუძუ,
რამდენი თეძო -
აბსტრაქტული გინდა,
თუ - კერძო,
დამირჩა ფუჭად -
პირში ჩალად, თუ
სპერმიან მუჭად,
თუ გვერდზე ჩავლილ,
თუ სხვასთან გავლილ,
ჩაუხდელსა და აუხდენელ
ოცნებად,
თუ მიუხვედრელ ლოცვებად,
ან უპასუხო თხოვნად,
ცუდად ნახმარი ქალის თვალებში
ჩარჩენილ სევდად და საყვედურად -
ჩუმ გაავებად...
რამდენი დარჩა გაუგებრობა,
რამდენჯერ დავრჩი გაუბედავი!
18 notes · View notes
Text
"მე მხოლოდ ურთიერთობებში შემიძლია საკუთარ თავზე დაკვირვება, რადგან მთელი ცხოვრება არის ურთიერთობა. კუთხეში ჯდომა და საკუთარ თავზე მედიტირება არ არის გამოსადეგი. მე არ შემიძლია ვარსებობდე ჩემით. მე ვარსებობ მხოლოდ ადამიანებთან, საგნებთან და იდეებთან ურთიერთობისას და როდესაც ვსწავლობ ჩემს ურთიერთობებს გარეგანი საგნებისადმი და ადამიანებისადმი, ისევე როგორც შინაგანისადმი, მაშინ ვიწყებ ჩემი თავის გაგებას. ყველა სხვა სახის გაგება არის აბსტრაქცია და მე არ შემიძლია შევისწავლო ჩემი თავი აბსტაქციაში. მე არ ვარ აბსტრაქტული. აქედან გამომდინარე მე უნდა შევისწავლო ჩემი თავი სინამდვილეში, ისეთი როგორიც ვარ და არა ისეთი როგორიც მინდა რომ ვიყო."
Tumblr media
5 notes · View notes
hermines-world · 6 years
Text
Tumblr media
"მაშასადამე, ამ ბოლო კვირების განმავლობაში რაღაც ცვლილება მოხდა, მაგრამ სად? ეს აბსტრაქტული ცვლილებაა, რომელიც არაფერზე ვლინდება. ნუთუ მე შევიცვალე? და თუ მე არ შევიცვალე, მაშინ ეს ოთახი, ეს ქალაქი, ეს ბუნება შეცვლილა.
ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა ავირჩიო."
81 notes · View notes
hierophant1221 · 2 years
Text
.ესაა პასუხები გუშინდელ გაშლაზე ზოდიაქოს 12 სახლის თემებთან დაკავშირებით.
Ეს გაშლა ეხება პირველ სახლს
1) Ვინც აირჩიეთ პასუხი ნომერი 1 თქვენი პირველი სახლი უკავშირდება ფორტუნას ბორბალს, Გარშემომყოფნი მტკიცე ხასიათის, სამართლიან, ავტორიტეტულ და ქარიზმატულ პიროვნებად მიგიჩნევენ, თქვენი სხეული ძლიერია და ამტანი, მრავალ სიტუაციაში დაგეხმარებათ ეს ამტანობა და პრობლემებს გადაგალახინებთ, იღბალი თქვენს მხარესაა, და თუნდაც გზა აგებნეთ ბოლოს მაინც გააღწევთ სინათლეზე.
ინტუიციურად იცით სამყაროს კანონები და ისინიც მხარს გიჭერენ.
Ყოველთვის იღებთ შრომის შედეგს და ვერავინ შეძლებს გაგაცუროთ.
2) ეტლი- თქვენ თავად ხართ მოძრაობა, თქვენი შინაგანი სული წარმართავს თქვენს ემოციებს, მაგრამ რა მიმართულებით ეს ამ სულზეა დამოკიდებული, "ეტლის" არკანის მქონე ინდივიდები ძლიერად არიან თავიანთ შინაგან ნატურაზე დამოკიდებული, არაჩვეულებრივად შეუძლიათ წინამძღოლობა, განსაკუთრებით მაშინ როცა უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, შეჯავშნულები თავიანთ ეტლში. Ამ არკანს აქვს არაჩვეულებრივი ძალა და უნარი დააბალანსოს შინაგანი ქაოსი და გარდაქმნას ის გარეგან მოძრაობად, ამ შემთხვევაში ის მართლაც შეუჩერებელია. ღვთაებრივი დახმარების იმედი კი მუდამ შეუძლია ჰქონდეს, მთავარია კარგად და ბოლომდე აცნობიერებდეს საკუთარი ემოციების სრულ სპექტრს.
3) განდეგილი (ბრძენი) ამ არკანის მქონე ადამიანები გამოცდილებას აგროვებენ, სიბრძნეს და ამას იქამდე აკეთებენ სანამ თავად არ ხდებიან სინათლის და სიბრძნის წყაროები. Არაჩვეულებრივია მათთან ურთიერთობა. Თუმცა ერთი შეხედვით შეიძლება უხეში ადამიანების შთაბეჭდილება დატოვონ, თუმცა თუ ცოტა მეტ ხანს დაყოფთ მათთან აღმოაჩენთ რაოდენ დიდი სიყვარული შეუძლიათ. Ალტრუიზმის განსახიერებები არიან, ისინი ატარებენ ლამპარს, ჩირაღდანს და სინათლესმოწყურებულ ადამიანებს საშუალებას აძლევენ საკუთარ თავებში დაინახონ ეს სინათლე. Ახასიათებთ საზოგადოებისგან გამოყოფა, გარიყვა, ესაც იმიტომ რომ საკუთარ თავზე მუშაობენ, ასკეტები არიან. Როცა ადამიანები მათთან ურთიერთობენ "განდეგილები" გარკვეულ უხერხულობასაც კი გრძნობენ, დისტანციას იჭერენ და ემოციების გამომჟღავნებას ერიდრბიან, თუმცა ეს თავიდან, დროთა განმავლობაში იხსნებიან და საზოგადოებიდან რამდენიმე მათთვის სულიერად ახლო ინდივიდთან იხსნებიან.
4) ჩამოკიდებული კაცი - ძალიან ღრმა არკანია, გამოსახავს შებოჭვას, მსხვერპლს, ამ არკანის მფლობელები ემპათიური, თანამგრძნობი ადამიანები არიან, უსწრაფესად ზეინტუიციურად შეუძლიათ სხვისი ემოციების გაგება.
Გარშემომყოფები ზოგჯერ ვერ იგებენ რატომ არიან ეს ადამიანები დათრგუნულები და რატომ სტკივათ ყველას ბედი ერთდროულად. ისინი არ ხედავენ როგორც სხვები, მათი ხედვა სრულიად განსხვავებულია, უფრო ფაქიზი განზომილებების შეგრძნებაც შეუძლიათ და არის შემთხვევრბი როცა იქაურ არსებებსაც აღიქვამენ, მედიუმის და ნათელმხილველის ნიჭი აქვთ, ზოგჯერ აქვთ ხილვებიც. შეუძლიათ კანის გამოცვლა, თავიდან დაბადება Შებოჭილობიდან გათავისუფლების პოტენცია არის მათში.
5) სამყარო- აქ ყველაფერი ერთადაა, ოთხივე სტიქია, სრული ღვთაებრივი ცნობიერება. Თქვენ ამ კარტის მფლობელებო გაქვთ დალოცვა ზემოდან და ამავდროულად პასუხისმგებლობა რომ არ გაზარმაცდეთ. Მეგობრებისთვის, ნებისმიერი კამპანიისთვის სული და გული ხართ. Კარგი და სასიამოვნო ურთიერთობა გაქვთ ყველასთან, ძალიან გულუხვი ხართ და უღრმესი შინაგანი სამყარო გაქვთ. სხვების თვალშიც ძალიან Იღბლიანი ხართ, მოკლედ რომ ვთქვათ
"ქვაც გაქვთ და კაკალიც".
კარგად იცნობთ თქვენს შინაგან ცხოველებს და შესანიშნავად მართავთ მათ
6) იმპერატორი ქალი-ნამდვილი არისტოკრატი ხართ, დახვეწილი და წარმოსადეგი, ორივე სქესის შემთხვევაში, თქვენ კავშირი გაქვთ ბუნებასთან, და აქ რა თქმა უნდა პირველ რიგში თქვენი შინაგანი ბუნება და დედამიწის სული იგულისხმება,
(ეს არაა აბსტრაქტული ცნებები, მოგვიანებით ამაზეც დაიდება ინფორმაცია,ინფორმაცია თუ რას ნიშნავს დედამიწის სული და რა კავშირი აქვს მას ადამიანებთან), თქვენ თქვენს თავში აშკარად გრძნობთ ძლიერ შემოქმედებით ენერგიას და საზოგადოებაც ამ ტალღაზე გადაგყავთ. თქვენი მოღვაწეობა შეიძლება უკავშირდებოდეს ყველაფერს რაც სიცოცხლესᲗან და ქმნადობასთანაა გადაჯაჭვული, დაწყებული სოფლის მეურნეობით, დამთავრებული ბიოინჟინერიით და ეკოლოგიური გადარჩრნის პროექტებით, თქვენ გიყვართ თქვენი პლანეტა და ცდილობთ რომ სხვებსაც შეაყვაროთ ის.
Tumblr media Tumblr media
0 notes
themidnightsblog · 6 years
Photo
Tumblr media
ყოველთვის ვამბობ რომ იმედი მაქვს მაგრამ ამაში არასდროს ვარ დარწმუნებული და საერთოდ იმედის ქონა ილუზიად მიმაჩნია რისი იმედი უნდა მქონდეს რაც შეიძლებო მოხდეს ან არ მოხდეს? ეს ხომ ფანტაზიაა მაგრამ იმისთვის რომ თავი დავიმშვიდოთ ფანტაზიაშიც ვერთვებით უმეტესად ვამბობთ "ჩემი თავი არმაინტერესებს მთავარია შენიყო კარგად". კი გეთანხმებით ხშირ შემთხვევაში ესეცაა მაგრამ არა ყოველთვის იმიტომ რომ ვერასდროს გაიგებ სინამდვილეში რას გულისხმობს სხვა. ადამიანი ძალიან ამოუცნობი ქმნილებაა შეიძლება უბრალოდ ერთს ამბობდეს მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს. ვერასდროს გაიგებ სინამდვილეში რახდება და თუ არ ვიცი რახდება სინამდვილეში რისი "იმედი" უნდა მქონდეს? მითუმეტეს ჩემს გარშემო ყოველდღიურობაში ხშირად ვაწყდები ისეთ ფაქტებს რაც უბრალოდ მიკარგავს იმის ხალისს რომ საზოგადოებაში გასვლის სურვილი გამიჩნდეს სულ ვცდილიბ რომ გარშემო შემოვიკრიბო ერთგული ხალხი მაგრამ უმეტესწილად სწორე ეს ყველაზე "ერთგული" ადამიანი ჩაქცემს ზურგში დანას. არ არსებობს ადამიანში "შენ" მას მხოლოდ "მე" აინტერესებს და თუ რამეს აკეთებს მხოლოდ იმიტომ რომ თავისი სურვილები და მიზნები დაიკმაყოფილოს. იმედი... ეს უბრალოდ აბსტრაქტული გრძნობა...
29 notes · View notes
ad3liine · 7 years
Text
"საათი, დრო, აბსტრაქტული ცნება, იყოფა წუთებად და წამებად, რომლებიც, რიცხვთა უსასრულოდ მიმატების შედეგად, მარადისობად წოდებულ სხვა  აბსტრაქტულ ცნებას ქმნიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დრო ერთდროულად მოიცავს დასასრულსა და უსასრულობას, ზომვადს და გამუზომელს; წინააღმდეგობისა და, მაშასადამე, არარაობას, ლოგიკური თვალსაზრისით."
"ოქმი"  ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
3 notes · View notes
lavva3 · 7 years
Quote
მე ხშირად ვფიქრობ, რომ მარტო არ ვარ. დავრჩით მე და შენ ღამის პირისპირ, ისიც არ ვიცი, ხარ თუ არა ხარ... როგორ უხდება რითმას - "ძილისწინ" და ჩემს დაშლილ ძვლებს სიტყვა - "დამარხვა". მე გიცნობ, მაგრამ შენი დანახვა არ შემიძლია, დიდი ამბავი არც ეს არის და იქით გადავხრი სიტყვას, საითაც მზე არ იხრება, შენთვის უცხოა ჩემი ანბანი და წვრილ-ცოდვების ფართო სადახლე. ლოცვის მაგივრად ღვარძლი იღვრება ჩემი ბაგიდან, შენი ბაგე კი აბსტრაქტული და სიმბოლურია - გადმომიყარე სიტყვის საკენკი, არაყი არა - წვიმა მწყურია. უსახურია ჩემი ყოფითი უძრაობა და უმოქმედობა. გამოანგრიე ძვლების გალია - ღმერთს არ ენდობი, ღმერთი გენდობა, ის გიხმობს, მაგრამ შენ არ გცალია. დავრჩით მე და შენ ასე ცალსახად ორსახოვანი ყოფის რაობით... ზოგჯერ ვფიქრობ, რომ კაცი არცა ხარ, ხე ხარ და ხმები უმოძრაობით.
თორნიკე ნაროზაული
4 notes · View notes
sofiaazh · 4 years
Text
***
რა არის ბედნიერება? -სხვათაშორის ბევრჯერ მიფიქრია ამ საკითხზე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ბედნიერება არ შეიძლება რაიმე გრძნობის, ან ქმედების, ან მდგომარეობის ერთობლიობა იყოს. ვერც იმას ვიტყვით, რომ ბედნიერება რაიმე ჩარჩოში ზის, ან რაიმე შაბლონს მოიცავს. ყველა ადამიანს საკუთარი ბედნიერება აქვს, რომელიც მისი გადმოსახედით ისაზღვრება. ზოგისთვის ახალი მანქანაა ბედნიერება, ზოგისთვის უფრო მეტად ძვირიანი და შთამბეჭდავი რამ, ზოგისთვის უბრალოდ ყურადღება და ზოგისთვის უბრალოდ ადამიანი რომელიც მასზე იზრუნებს, უბრალო გრძნობია რომლითაც იგი იცხოვრებს. 
 ჩემი აზრით, ბედნიერება ერთ-ერთი ყველაზე აბსტრაქტული მცნებაა, რომელსაც ესე პირდაპირი დეფინიცია არ გააჩნია. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ვინ როგორ აღიქვავს ბედნიერების არსს. 
 პირადად ჩემთვის ბედნიერება ერთ კონკრეტულ სფეროს არ მოიცავს,  ბედნიერება უნდა მოიცავდეს ყოველდღიურობას თავისი პატარ პატარა დეტალებით, რომელიც ყოველწუთას სხვადასხვა სახით აღიქმება. ბედნიერება უნდა ეხებოდეს ყველაფერს, ყველა დეტალს,  მაგალითად თუ ვარ შეყვარებული და არ ვარ კარიერაში შემდგარი და წარმატებული, ვერ ვიქნები ბედნიერი. თუ ვარ კარიერულად შემდგარი და არ მაქვს პირადი ცხოვრება, ვერც ეს მომიტანს სრულ ბედნიერებას. თუ ვარ კარიერულად შემდგარი, მაქვს კარგი პირადი ცხოვრება , მაგრამ თუ ჩემი ნებისმიერი ახლობელი ადამიანი ცუდად არის, ვერც ეს მომიტანს სრულ ბედნიერებას. ანუ რა გამოდის? ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს , რომ ვთქვა “ეხლა ბედნიერი ვარ?” - არა! უბრალოდ ბედნიერება პატარა დეტალებში უნდა ვეძებოთ და არა ერთიან სურათში. შეიძლება ყოველდღიურობაში არ ჩანდეს ესე მკაფიოდ ბედნიერების შემცველი ნაწილები, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით მივხვდებით, რომ დღის მანძილზე საკმაოდ ბევრჯერ გვეღიმება. და რა არის ამის მიზეზი? ძალიან ცოტა რამ.. მინიმალური დაკვირვება გვჭირდება იმის აღსაქმელად, რომ ბედნიერება დეტალებშია. ბედნიერება სწორედ იმ 1 წუთშია, როდესაც გაგვეღიმა. 
ამიტომ საჭიროა სწორად დავაკვირდეთ ჩვენს თავებს და მივხვდეთ, როდის რომელ მომენტში ვართ ბედნიერები და უბრალოდ ჩავისუნთქოთ და შევიგრძნოთ ეს ღიმილი ბოლომდე.. ^_^ 
0 notes
blueann · 5 years
Text
undefined
youtube
ჩვენ გვიყვარს მუსიკა იმიტომ,რომ გვავსებს. მელოდიაში და სიტყვებში ვპოულობთ იმას,რაც რეალობაში გვაკლია.
ჩვენ გვეშინია გრძნობების და ვცდილობთ, სახელი დავარქვათ. სახელს რომ ვარქმევთ,მერე ამ სახელის გვეშინია. მერე ყველაფერის ამ სახელის მიხედვით ვაკეთებთ.
ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე და ეს მოგვწონს.
ჩვენ გვიყვარს რაღაცების კეთება, მაგრამ ხანდახან ამაზე უარს ვამბობთ.
ჩვენ ვქმნით ჩვენს რეალობას და მერე გვინდა მისგან გაქცევა იმიტომ,რომ არ მოგვწონს. გვავიწყდება,რომ რეალობა ისაა,რასაც ვხედავთ.
ჩვენ ვურთიერთობთ ადამიანებთან,რომლებიც არ მოგვწონს. რომლებსაც აქვთ თავიანთი სახელები და სწორედ სახელების გამო გვიჭირს მათთან ურთიერთობის გაწყვეტა.
ჩვენ გვეშინია და ვცდილობთ გავიქცეთ.
ჩვენ ყოველ ღამე ვფიქრობთ იმაზე,რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ,თუმცა მეორე დღეს მაინც არ ვაკეთებთ ამას.ჩვენ არარაობები ვართ,მაგრამ მუდმივად ვცდილობთ ჩვენს თავს და ადამიანებს დავუმტკიცოთ,რომ ასე არ არის. რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაცის გაკეთება – იქნება ეს ლექსის სწავლა, გახდომა თუ სხვაზე კარგობა.
ჩვენ ვიღებთ რჩევებს , რომლებიც არ გვჭირდება იმიტომ,რომ სინამდვილეში ყველამ ვიცით,როგორ უნდა მოვიქცეთ. უბრალოდ რჩევის მიღებისას გვგონია,რომ ვიღაც გვყავს გვერდით.
ჩვენ გვრცხვენია გრძნობების გამოხატვის იმიტომ,რომ შეიძლება საპასუხოდ არაფერი მივიღოთ.
ჩვენ მოგვწონს ილუზიები,რომლებიც გვაგრძნობინებენ თავს ადამიანებად. ხშირად ეს სიყვარულის ილუზიაა.
ჩვენ გვიყვარს მსჯელობა იმაზე,რაც ისედაც ცხადია იმიტომ,რომ ეს ერთ-ერთი გზაა მეგობრის საპოვნელად. თუმცა მუდმივი მეგობრობაც არ არის.
ჩვენ ვეძებთ დასაყრდენს,რომელიც დედამიწის წარმოსახვით ღერძს ჰგავს – წარმოსახვითია.
ჩვენ გვინდა ვიყოთ კარგები და არა ისეთები,როგორებიც ვართ. მაინც ისეთები ვრჩებით,როგორებიც ვართ.
ჩვენ გვინდა ბედნიერება,რომელიც იმდენად აბსტრაქტული რამეა, რომ მისი ძებნა სისულელეა.
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ,რამით გავამართლოთ ჩვენი არსებობა დედამიწაზე. გულის სიღრმეში ყველამ ვიცით,რომ ჩვენი დანიშნულება ჩვენვე უნდა შევქმნათ. ან არ უნდა შევქმნათ და ვიარსებოთ ისე,უბრალოდ.
ჩვენ ვჩხუბობთ ადამიანებთან,რომლებიც ჩვენთვის რაღაცას ნიშნავენ. ეს ჩვენვე გვტკენს და გვაზიანებს.
ჩვენ ვუყურებთ ფილმებს იმისთვის,რომ რამე ვისწავლოთ. იმისთვის,რომ სიყვარულზე წარმოდგენა შევიქმნათ. იმისთვის,რომ განწყობა გავიუმჯობესოთ. იმისთვისაც,რომ დრო გავიყვანოთ. ჩვენი ცხოვრება კიდევ ყოველთვის რომელიღაც ფილმს ჰგავს და ეს მოგვწონს.
ჩვენ ყველაფერს საშინლად ვართულებთ.
ჩვენ ვცდილობთ კარგად შევიფუთოთ,რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ.
ჩვენ გრძნობების ნაკლებობას განვიცდით და გვეშინია ამის.
ჩვენ გვინდა რაღაცის გვწამდეს, გვჭირდება. იქნება ეს ღმერთი, სიყვარული, ადამიანი თუ რამე სხვა.
ჩვენ ყველას ერთი სახელი გვქვია – ჩვენ ადამიანები ვართ.
0 notes
starli9ht · 6 years
Text
მხატვრული მიმდინარეობები
აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი
აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი (ინგლ. abstract expressionism) — ხელოვანთა მიმდინარეობა (სკოლა), რომლის წევრები სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით, ემოციების სრული გამოვლენისთვის. ღებვის (ხატვის) ექსპრესიულ მეთოდს ამ შემთხვევაში ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თვით ნახატს. მიმდინარეობის საწყისი ფორმა — აბსტრაქტული სიურრეალიზმი (abstract surrealism) გაჩნდა 1940-იან წლებში, ანდრე ბრეტონის გავლენით, მისი მთავარი მიმდევრები იყვნენ ჰანს ჰოფმანი, არშილ გორკი, ადოლფ გოტლიბი და სხვ. მიმდინარეობამ კულმინაციას 1950-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის მისი ყველაზე გამოჩენილი მიმდევრები იყვნენ ჯექსონ პოლოკი და მარკ როტკო.
ავანგარდიზმი
ავანგარდიზმი XIX საუკუნიდან ნიშნავს ახალ, ექსპერიმენტალურ წამოწყებებს, განსაკუთრებით ხელოვნებასა და კულტურაში. იგი შთაგონებულია საფრანგეთის რევოლუციის იდეებით. ავანგარდი არის აკადემიზმის საწ���ნააღმდეგო მიმართულება. ხშირად ამ ტერმინს იყენებენ იმ შემოქმედთა აღსანიშნავადაც, რომლებიც წინ უსწრებენ თავიანთ ეპოქას. ავანგარდიზმი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მშვენიერების მარადიული მოდელი, შემოქმედმა თავის ნაწარმოებში თანამედროვეობის არსი უნდა ჩადოს, უარი თქვას ხელოვნების ხელოსნობის კონცეფციაზე, ბუნების კულტსა და ფიგურატიული ხელოვნების რეალიზმზე. ავანგარდიზმი შემოქმედების ინდივიდუალისტურ კონცეფციას აღიარებს. ყველაფერი შეიძლება ხელოვნებად იქცეს თუ ამას ხელოვანი გადაწყვეტს. ეს უკანასკნელი კი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სოციალური და ესთეტიკური სტერეოტიპებისგან.
ავანგარდისტული მიმდინარეობები
კუბიზმი  — მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში. კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული აესთეტიური მიმდინარეობა. ისტორია ჟორჟ ბრაკი და პაბლო პიკასო, რომლებიც იმჟამად პარიზის მონმარტრის უბანში ცხოვრობდნენ, მიმდინარეობის მთავარი სულისჩამდგმელები იყვნენ. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და კუბიზმის განვითარებაზე მუშაობა 1908 წელს დაიწყეს. ერთობლივად მუშაობდნენ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა ტერმინი ”კუბიზმი” ან "bizarre cubiques" (უცნაური კუბები) პირველად 1908 წელს გამოიყენა. ეს მოხდა ბრაკის ნახატის ნახვის შემდეგ, რომელიც ”სავსე იყო პატარა კუბებით”. ტერმინი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს იგი კარგა ხანი არ გამოუყენებიათ. კუბისტური მოძრაობა სწრაფად გაფართოვდა მონპარნასზე მხატვართა თავყრილობებზე, რომელსაც ელიტარულ წრეებში რეკლამას უწევდა სამხატვრო დილერი ჰენრი კანვეილერი. მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1910 წელს კრიტიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც ბრაკისა და პიკასოს გავლენის ქვეშ მყოფ ხელოვანთა ”კუბისტურ სკოლას” . კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას, როგორიცაა ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი. დადაიზმი (ფრანგ. dadaisme. dada – ჯოხის ცხენი; გადატანითი მნიშვნელობით – ბავშვური ტიტინი) — ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიკური ავანგარდული მიმდინარეობა 1916-1922 წლებში. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით. დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს, I მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ემიგრანტ ინტელიგენციაში. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (dada) და დაუმატეს დაბოლოება ism, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ. დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიკურ ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიკურ ნორმებს. დადაისტური დრამატურგია აგებულია სკანდალზე და ეფუძნება პუბლიკაში აგრესიის გამოწვევას. ამის მაგალითია ბრეტონისა და სუპოს სკეტჩები. და ცარას კოლაჟები. დადაიზმის ემბლემად იქცა ისეთი „ხელოვნების ნიმუშები“, როგორიცაა მარსელ დიუშანის ღამის ქოთანი და პიკაბიას პაროდიული მექანიზმები. ეს მიმდინარეობა ფართოდ უხსნის კარს ქვეცნობიერს და ამით გზას უთმობს სიურრეალიზმს. ექსპრესიონიზმი, ხელოვნების მიმდინარეობა, აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში და განვითარდა ხელოვნების ისეთ დარგებში, როგორებიცაა: მხატვრობა, ლიტერატურა, თეატრი, კინო, არქიტექტურა და სხვ.
ექსპრესიონიზმი არის სუბიეტურობის გამოვლინება, რაც მიზნად ისახავს რეალობის დეფორმირებას რათა პუბლიკაში ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. წარმოდგენები ხშირად მტანჯველი ხასიათისაა, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას და ამგვარად აღწევს ძლიერ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს ყოველივე არის იმ პესიმისტური ხედვის შედეგი, რომელიც გააჩნდათ ექსპრესიონისტებს თავიანთი ეპოქის შესახებ, კონკურეტულად კი პირველი მსოფლიო ომის მიმართ. ექსპრესიონისტული ნაწარმოებები ხშირად წარმოაჩენენ ფსიქოანალიტიკურ სიმბოლოებს.
XX საუკუნის დასაწყისში ეს მიმდინარეობა, რომელმაც ძირითადად ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში მოიკიდა ფეხი, ფრანგული იმპრესიონიზმის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუკი იმპრესიონიზმი მაინც ფიზიკურ რეალობას აღწერს, ექსპრესიონიზმი ამ რეალობას შემოქმედის სულიერ მდგომარეობას უმორჩილებს. ექსპრესიონიზმი იმპრესიონიზმთან შედარებით გაცილებით აგრესიულია და ახასიათებს ძლიერი ფერები, მკვეთრი ხაზები. ამით იგი ფოვიზმის გამგრძელებელიცაა. ხშირად ექსპრესიონიზმს განიხილავენ არა იმდენად მიმდინარეობად, რამდენადაც რეაქციად აკადემიზმისა და საზოგადოების წინააღმდეგ.
ფუტურიზმი — მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში. წარმოიშვა XX საუკუნის დასაწყისში, იტალიაში. ფუტურიზმი რეალისტური ხელოვნების უარყოფის საფუძველზე შეიქმნა 1907—1909 წლებში იტალიაში. ფუტურისტული ხელოვნების მიზანი არის არა გარემომცველი სინამდვილის ასახვა და შეცნობა, არამედ ახალი რეალობის შექმნა. ფუტურიზმი ავანგარდისტულ მიმდინარეობებს შორის ყველაზე რადიკალურია. ფუტურიზმის პირველი (1909 წ.) და მეორე მანიფესტის (1910 წ.) ავტორია მარინეტი, იტალიელი პოეტი. მანიფესტში ხაზგასმულია მოძრაობისა და სიჩქარის სილამაზე, საფრთხისა და ამბოხის სიყვარული. ომი მიჩნეულია სამყაროს დასუფთავების საშუალებად. მარინე��ი პოეზიაში მოითხოვდა სიტყვათა თავისუფლებას, განცდისა და გამოხატვის თანადროულობას, პუნქტუაციის რღვევას, სინტაქსის უარყოფას. ფუტურისტები აცხადებენ, რომ თანამედროვე ცხოვრებას მეტყველების მხოლოდ ტელეგრაფიული სტლი უხდება: წყვეტილი სიტყვები, ამოძახილები, ზმნების გამოტოვება, მრავალწერტილი. ყოველივე ეს დაძაბული ნერვული მდგომარეობის და დინამიზმის გამოხატვის საშუალებაა. ფუტურისტები უარყოფდნენ მთელ კლასიკურ მემკვიდრეობას. მათი აზრით ფუტურისტული სურათის ან ნაწარმოების მშვენიერება რომ გაიგო, საჭიროა ადამიანის სული განიწმინდოს, გონება გათავისუფლდეს წარსულის კულტურის გადმონაშთებისგან. რუსულ ლიტერატურაში ფუტურიზმი კუბოფუტურიზმის სახელით შევიდა. მისი წარმომადგენლები არიან ვლადიმერ მაიაკოვსკი, კაზიმირ მალევიჩი და ა.შ. ფუტურიზმმა გამოძახილი ჰპოვა ქართულ ლიტერატურაშიც. 1924 წელს საქართველოში დაარსდა პირველი ფუტურისტული ჟურნალი H2SO4. ფუტურისტი მხატვრები, ჯაკომო ბალლა, უმბერტო ბოჩონი, კარლო კარა, ჯინო სევერინი, ლუიჯი რუსოლო იყენებენ დივიზიონისტურ ტექნიკას და კუბისტურ ელემენტებს, ერთმანეთში ურევენ ფორმებს, რიტმებს, ფერებსა და შუქ-ჩრდილებს რათა დინამიური შეგრძნება, სულიერი მდგომარეობისა და ხილული სამყაროს მრავალგვარი სტრუქტურების თანადროულობა გამოხატონ. ლეტრიზმი, ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა 1945 წელს საფრანგეთში. მის ფუძემდებლად ითვლება იზიდორ იზუ. ლეტრიზმი ინტერესდება ბგერების პოეტიკით, ონომატოპეებით, ბგერათა შემთხვევითი, მაგრამ მუსიკალური განლაგებით. მისთვის მეორეხარისხოვანია აზრი. ლეტრიზმი არ უპირისპირდება სიურეალიზმს, არამედ მიზნად ისახავს გააგრძელოს ის, რაც სიურეალისტებმა წამოიწყეს: კაპიტალიზმის წყალობით დამკვიდრებული ცხოვრების წესისადმი გათავისუფლებული მეტყველების მთელი შესაძლებლობების დაპირისპირება. ლეტრიზმმა ხელოვნების ყველა დარგში შეაღწია, მათ შორის კინემატოგრაფიაში, ცეკვასა და მხატვრობაში. ლეტრიზმი უარყოფს მეტყველების ორგანიზაციის ყველანაირ კრიტ��რიუმს, რამაც გამოიწვია ფორმალური ჩიხი, ერთგვარი ელიტიზმი, რომელსაც ზოგჯერ დიქტატორულსაც კი ეწოდებდნენ.
ახალი საგნობრიობა
ახალი საგნობრიობა, მიმართულება დასავლეთი ქვეყნების ფერწერაში, რომლის მიმდევარი იყო XX საუკუნის 20-იან წლებში ექსპრესიონისტებისაგან გამოყოფილი ვერისტების ჯგუფი. ამ მიმართულების მხატვართა უმრავლესობა ნატურალისტურად ასახავს ხალხის მძიმე ცხოვრებას და სოციალურ ყოფას. ძირითადი წარმომადგენლები არიან: ოტო დიქსი, ჯორჯ გროსი, ჰანს გრუნდიგი.
ბაროკო
ბაროკო (ფრანგ. baroque - უსწორმასწორო მარგალიტი) — პერიოდი და სტილი ხელოვნებაში. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალიაში, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო. ბაროკოს პოპულარობა და წარმატება წახალისებულ იქნა რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, იმ მოსაზრებით, რომ ბაროკოს ხელოვანთა დრამატული სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად. სეკულარული არისტოკრატია ბაროკოს არქიტექტურისა და ხელოვნების დრამატულ სტილში სტუმართა და სხვა დიდგვაროვანთა მოხიბვლის საშუალებად ხედავდა. ბაროკოს სასახლეები ნაგებია შემსვლელზე ეტაპობრივი ეფექტის მოხდენის მიზნით - ეზო, წინაოთახი, გრანდიოზული კიბეები და მისაღები ოთახები ერთმანეთის მიყოლებით სულ უფრო დიდებული ხდება. ბაროკოს კულტურულ მიმდინარეობაზე ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და ლიტეტრატურის მრავალმა ფორმამ იქონია გავლენა.
0 notes