Tumgik
#დუეტი the w
meromvaris · 1 year
Text
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
1 note · View note
vaqomusic · 2 years
Text
LIVE IN TBILISI/SOKHUMI მცირე ისტორია
პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" დასრულების შემდეგ, (2012-13 წწ.) ცნობადობა ინერციით აგრძელებდა არსებობას, სკოლა ახალი მორჩენილიყო, ყოველ კვირა 700 - 900 000 იანი ტელემაყურებლის და სავსე ფილარმონიის დარბაზის სცენის წინ გამოსვლები გვქონდა, ჩვენ საავტორო მუსიკას ვასრულებდით ქართულ ენაზე, (ქოვერებსაც კი ქართულად) მახსოვდა, 2012-13 წლებში, ნიკოლოზ მემანიშვილი და ნინო ქათამაძე, ასეც ამბობდნენ, დუეტი The W ახალი ქართული მუსიკააო, ესენი იქნებიან ჩვენი მომავალიო. დავიჯერეთ. ბავშვებს სწამთ უფროსების. დღეში ოთხ საათიანი რეპეტიციებიდან 6 საათიანზე გადავედით. ქართულ სიტყვებს, გალაქტიონის ლექსებს გიტარის სოლოებად გავრდაქმნიდით. ვხვდებოდით სხვა ჟღერადობა იყო.
Tumblr media
საქართველოს ვარსკვლავი, პირველი სეზონი. თქვენ გადახვედით ფინალურ სტადიაზე
ამბიციური გეგმა შევასრულეთ, პირველი დუეტი საქართველოს კონკურსების ისტორიაში, ქართულ ენოვანი. რომ ყოფილიყო სხვა ჟიურის შემადგენლობა, იყვნენ: ნინო ხოშტარია ყველაზე ჭკვიანიდან, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ მემანიშვილი, მაშინ ასე ერქვა) ეს არ გამოვიდოდა და არც გავიდოდით. 5000-ე მონაწილე ვიყავით მაისურზე წარწერით. ბევრი მეკითხებოდა, მანდ ჩაწყობითაა ხო? - უმალვე ვპასუხობდი - არა! თუმცა იქ აქვთ პრე ტურითქო, სადაც პირველ ტურამდე, უველას ეძახიან და ცალ-ცალკე ხვდებიან, ასე დაახლოებით 4000 მდე მონაწილეს. ვინ არ ვნახე მაშინ მონაწილეებს შორის? ჯერ კიდევ თინეიჯერი ტელეწამყვანები, მსახიობები, მახსოვს ლიზა ქისტაურიც, ძალიან სურდა დიდ სცენაზე სიმღერა. მოკლედ პრე-ტურის ვალია, იპოვონ თვალშისაქცევი მონაწილეები, ლამაზი, ცხელი, განსაკუთრებული, ან პირიქით, უნიჭო, ცუდი ვოკალის მქონე, უცნაური რეპერტუარის შემსრულებელი - მათთვის წინასწარ იგონებენ სიტუაციებს, იმისთვის რომ გადაცემაში, პირველი ტურის ჩაწერის დროს მაყურებელი გაართონ, ასე აგროვებენ გმირებს, მცირე რეალითი შოუს დასადგამად. რაც ტელევიზორში დიდ რეიტინგს წერდა.
პირველი ტურის მერე გაძლევენ ოქროს ბილეთს, ხოლო მეორე ტურის მერე გიწვევენ გადაცემაში და იქ გეუბნებიან მოხვდი თუ არა რჩეულ ათეულში, იქ შენ იმედგაცრუებას თუ სიხარულს 7 კამერა იღებს, სხვადასხვა რაკურსში.
პირველი კონცერტის შემდეგ მაყურებელი თვლიდა რომ ძლიერი ინსტრუმენტალისტები ვიყავით, მაგრამ არა ვოკალისტები. მეტიც, სუსტი ვოკალისტები გამოვდექით. მაშინ, სიმღერად ითვლებოდა იმათ, რაც ხმამაღალი ხმით იყო ნამღერი. მათ შორის კივილი, კი ყველაზე მაღალ ხელოვნებად. ვინც უფრო ხმამაღალი იყვირებდა, ის იმარჯვებდა.
სატელევიზიო პროექტს აჰყავხარ მწვერვალზე, შენზე სიუჟეტებს აკეთებენ რეიტინგული იუმორისტული შოუები, პოლიტიკური გადაცემაშიც კი გახსენებენ, ასე მახსოვს ინგა გრიგოლიას გადაცემაში ერთმა თქვა, თუ რუსეთში უშვებთ მუსიკოსებსო, დაბლიუ გაუშვითო, ახალი ქართველებიო, ლივერპულელებს რომ გვანანო, იცოდნენ სად ვართო! და არა ეს წარსულიო. ვანო ჯავახიშვილმაც თქვა თავის შოუში, ახალი მუსიკააო ეს. გვცნობდნენ ყველგან, ავტობუსში, ქუჩაში, სოფლებში ქალაქებში, დამოკიდებულებასაც კი იწვევს ცნობადობა.
Tumblr media
არაკომერციული გამოსვლა, საქველმოქმედო. ილიაუნში
ასე ერთხელ ქართული ტური იყო, მშობლიურ ენაზე კივილი არ გამოდის მარტივად, დაძაბულები იყვნენ პროექტის მესვეურები, ხალხს შეეძლო რაიმეს მიხვედრილიყო. კივილს კონკურსანტებიც ვერ რისკავდნენ. მენტორებიც კი უკრძალავდნენ, საშიშიაო. ტელევიზიის ვოკალის პედაგოგს დასცდა და თქვა, სიმღერა არისო, იმ ხმაზე რა ხმაზეც ლაპარაკობო. ჩვენს დაკრულ თოლიას დღემდე თბილად იხსენებენ. კონკურსის დროს, თემურ ყვითელაშვილმა გვითხრა, სამი ნაწილიანიაო ეგ სიმღერაო და არა ორი, "ოთხი გიის" წევრს დაურეკა და დაუმოწმა, კი ეგრეაო.
Tumblr media
კულისებში კითხულობდნენ რატომ არ იღიმით. ეკრანს სჭირდება ღიმილიო.
რუსთავი 2-ს კონკურენტი არხები თავის ვარსკვლავებს ქმნიდნენ. ის სივრცე დახურული იყო. საქართველოს ვარსკვლავი იმხელა ისტორიაა, ცალკე წიგნი დაიწერება.
სამ წელიწადში, დრამატული ვარდნა, 30 კაციან ბარებში დავიწყეთ კონცერტების ჩატარება, არ ჩანხარ ტელევიზიაში აღარ არსებობ. გივიწყებენ. მაშინ ჯერ კიდევ ტელევიზორს უყურებდა ახალგაზრდობა. არ შეიძლება სულით ასე უცებ დაეცე გავიფიქრეთ. ბოლნისში, რუსთავში, და სხვა ქალაქებში ვცადეთ ბედი. ვოკალის პედაგოგმა, ჟანა თოიძემ, (შორეული ნათესავი, რამდენჯერმე ვოკალის გაკვეთილები ავიღეთ, სავარჯიშოები სიტყვის გამოთქმისთვის) რომელიც ირაკლი ჩარკვიანს, მერაბ სეფაშვილს, ლადო ათანელს ბაკურ ბურდულს და სხვას ვოკალის გაკვეთილებს აძლევდა, გადაგვამისამართა ბაკურ ბურდულთან, და ერთი კონცერტიც ჩაგვატარებინა, თავის ბარში, მგონი "წარმატება" Success ერქვა. 3 საათი ვუკრავდით. ყველაზე დიდი გამოსვლა ცხოვრებაში.
Tumblr media
ფოტოს ავტორი ციცი ბოდოკია. 2014-15 წელი. მაღლივის მიმდებარედ.
მაინც ვეცადეთ ჩვენი სახელი გამომეყენებინა ყოველმხრივ, დაახლოებით 5 წელიწადი ვცდილობდით, რომელიმე ფესტივალზე მოხვედრას, ყველგან უარი იყო, ასე დაახლოებით 50 მდე - არა. ის ადამიანებიც კი ვინც მეპატიჟებოდა, ვეღარ, აღარ მცნობდა. მაშინ ყველაფერი პროექტი იყო, და ამ პროექტში მეგობრების ყოლაც პროექტის ნაწილი იყო. ქართულ ენაზე მაშინ "ჯინგლსების" სტილში იწერებოდა სახუმარო სიმღერები, ილიზიური ეროვნული პროცესი იყო. უფრო დაცინვა ეროვნულობის, დღეს სარეკლამო მუსიკას უწოდებენ ამას, ზეპოპულარული იყო ესტრადა და რეპი, ჰიპ ჰოპი, დი ჯეი, ბენდის მუსიკა ქოვერებ��თ და ინგლისურ ენოვანი მუსიკით შემოიფარგლებოდა, ქართულ ენაზე კი პანკი იწერბოდა, უმი.
ძალით ვცდილობდით სცენაზე გამოსვლებს, 10 ზარისა შემდეგ, განცხადებებით ვახერხებდით. რექტორი თვითმართველობას თხოვდა დააკვრევინეთო ჩვენივე სტუდენტებსო, ისინი უარზე იყვნენ, ფული არააო, უკვე სხვები ვიქირავეთო. (ჰონორარს არ ვითხოვდით, არც აგვიღია არსად პრაქტიკულად, უჰონორარობა ყველაზე დიდ პრობლემად იქცა მოგვიანებით) ერთ-ერთი ასეთი გამოსვლისას, ჩვენამდე უკრავდა ძალიან ძალინ პოპულარული ინგლისურ ენოვანი ქართული ბენდი, ჩვენ რომ დავიწყეთ მათ მერე, სივრცე დაცარიელდა, გვითხრეს მორჩითო, ��რგანიზატორებმა, დი ჯეის გამოსვლას ელოდებოდნენ. მაშინ დი ჯეის უხდიდნენ სამჯერ მეტს ვიდრე ბენდს, ხოლო ჰიპ ჰოპ/რეპერს ბენდთან და დიჯიესთან ერთად აღებულს მეტს. ფასები დღემდე მახსოვს.
Tumblr media
გაფრთხილება რომ მოვრჩეთ დაკვრას, გაბრაზებული ჩავხტი.
სხვათაშორის ორგანიზატორებმა ჩემ დროს არ იცოდნენ როგორ უნდა მიეწოდებინათ მუსიკა ხალხისთვის. ძმამ თქვა მორჩა, საკმარისია, აღარ მინდა მუსიკაო, ღარიბები ვიქნებითო, ხალხი ამ მუსიკას ვერ გაიგებსო, უბედურები ვიქნებითო, გაჭირვებულები და მონებიო, ის წავიდა. 10 წელი გიტარაზე სწავლობდა დაკვრას მუს. კოლეჯში, კონსერვატორიაში კონცერტებიც ქონდა კამერულ ორკესტრთან ერთად, მოკლედ მასზე კარგი გიტარისტი არ მეგულებოდა. აღმოჩნდა არც რეალისტი. ვეცადე დაბლიუს ჩანაწერები დამეგზავნა ყველასთვის, დაწყებული კახა თოლორდავას გადაცემისთვის დამთავრებული ყველაზე ნაკლებად ყურებადი დილის შოუებისთვის, ყველა ყველა საპროდიუსერო თუ საფესტივალო ცენტრისთვის, მაგრამ "საქართველოს ვარსკვლავის" შოუს ინერციამ დაამთავრა მოძრაობა 2017 წელს. მუსიკაც დაძველდა იმედთან ერთად.
Tumblr media
ელენე მაისურაძე დედოფალი. ლოგო 2017-18 წწ. ვაქომდელი ფსევდონიმი.
სრულიად მარტომ, მაშინ როდესაც მონარქთა და ეკლესიის სურვილით, საქართველოში მონარქიის აღდგენის თემამ წინ წამოიწია, ავირჩიე ყველაზე გავრცელებული ქართული გვარი, მაისურაძე ფსევდონიმად, და დავირქვი "ელენე მაისურაძე დედოფალი" ჩავატარე რამდენიმე კონცერტი, ელექტრო დრამის სემპლებისა და ჩემი ვოკალი-გიტარის ქვეშ. 20-მდე სიმღერა დავწერე სახლში და გარეთ გავიტანე. მაშინ ხშირად წუხდნენ, კონცერტები არ არისო, არტისტი სცენაზე უნდა დაიბადოსო, და მსგავსი. გადავწყვიტე დროათქო. პირველ კონცერტზე ცოტა მოვიდა. ბარმენიანად და დამლაგებლიანად 8 კაცი. შუა დაკვრისას გავაცნობიერე - დამლაგებელ ქალს, ასე დაახლოებით 50 წლამდის - მოსწონდა გამოსვლა. ცოცხს ათამაშებდა. ალბათ კონცერტის შემდეგ, ცოცხითვე გაფრინდა სახლში.
Tumblr media
ელენა მაისურაძე დედოფალი - უკრავს მაკულატურაში. სიმღერას - წინ მივიწევთ, უფსკრულს ვერ ვშორდებით.
ასე დაახლოებით 4000 ლარის ღირებულების აპარატურით დავდიოდი ბარიდან ბარში. პირველ ჯერზე ჩანაწერი საშინლად გამოვიდა. აპარატურამ დამაღალატა. თუმცა მე ვიყავი სივრცეში, სადაც შეცდომების გამგონიც კი არ იყო. პატარა სოლოლაკური-ვერელური-ვაკეური კლუბები, იქ სამეგობროები თუ დადიოდნენ. დასალევად. უკანა ხმების ჩაწერა (რომელიც მომდევნო პერიოდში კიდევ გადავამუშავე) ძვირი სიამოვნება გამოდგა, 100 ლარი ერთი საათი - ძვირი იყო. სტუდიის 7 საათიანი ქირაობის შემდეგ, თვითონ დავიწყე ხმის რეჟისურის სწავლა.
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
დიდი სტუდია ძვირი სიამოვნებაა
ჩემი მიზანი ჟღერდა ბუნდოვნად: ჩავწერ ცოცხალ ჩანაწერებს, უკანა ფონოგრამით, პატარა კლუბებში, შევკრავ და გამოუშვებ ალბომის სახით. რაც უფრო მეტი სიმღერა გამოვა, მით უკეთესი. ამით შევმქმნიდი პრეცედენტს, წყალქვეშა მიმდინარე პროცესს ქალაქ თბილისში, რომელიც ბევრს გამორჩებოდათ დიდი ალბათობით, (მაშინ კი იაძხდნენ კონცერტები ცოტააო, მაგრამ როდესაც იყო, არ მოდიოდნენ) ვიცოდი დარჩებოდა აფიშები, და აუდიო ჩანაწერები, რამდენიმე მსმენელი-მოწმე, ვისი ნახვაც მეც გამიმართლა. ალბომისთვის მსურდა ბარების სახელები დამერქვია, თუმცა გავფლიტრე ჩანაწერები. ამიტომ ჯამში Live in Tbilisi და მოგვიანებით Live in Sokhumi დავარქვი, (დედამიწაზე, უკიდურესი რასიზმის მსხვერპლთა მხარდაჭერა-თანაგრძნობა, ყველა ეროვნების და აღმსარებლობის)
Tumblr media
მზადება ჩაწერისთვის. ლეპტოპი აუდიო ბარათი მზადაა, პროგრამა გაშვებულია. რამდენიმე ტურისტი შემოვიდა და მალევე გავიდა. ვფიქრობ მუსიკა არ მოეწონათ
კონცერტებზე ჩემი ნაცნობები ძვლივს მოდიოდნენ, ხან დრო, ხან ამინდი, ხან "მუღამი", ჯამში კი სურვილი არ იყო. მიზეზს ადამიანი ადვილად მოიგონებს, თუ საჭიროა დაიღლება, გაცივდება ამას დაიჯერებს და გეტყვის. ადვილად ეჩვევი უარს და წყენას - საქმეში. წარმოვიდგენდი, რომ მოჩვენებები და სულები ისხდნენ, და ისინი მისმენდნენ, თბილისის 20 იანი წლების ინტელიგენცია, ბავშვობაში მომწონდა როგორც ეცვათ. ქალებს გრძელი კაბები, კაცებს პიჯაკები. რაკი ძალიან ბნელოდა ხოლმე, ამის წარმოდგენა რთული არ იყო. სიბნელე, კონსპირაციას ქმნის.
ძმა დამყვებოდა, ახალ უკვე მე ვუყურებდი მას სცენიდან. მეგობარიც თან ახლდა ხოლმე, გოგო. ორივე მისმენდა და მაკრიტიკებდნენ, ესე ესე ჯობიაო, ეს ისეო. ასე კლუბ გენერატორ 9.5 ში დიდი ტაში დამიკვრიეს. ყველაზე დიდი რაოდენობით მსმენელიც მანდ იყო. - 17 კაცი. შარიანი ბიჭებიც იყვნენ, მთვრალები, მოსულმა მეგობრებმა წაიყვანეს, უსიამოვნოდ მიყურებდა, კომენტირებდა, ჩხუბი სურდა. მე ვემზადებოდი, რომელი გიტარა ჩამერტყა, იაფიანი მაგრამ იშვიათ ხმიანი? თუ ძვირიანი (400₾), მაგრამ სტანდარტულ ხმიანი.
Tumblr media
ერთადერთი მსმენელი კონცერტზე. სიმღერა გააძვირეს.
ჩანაწერში ტაშების პრობლემა მაწუხებდა, სამი კაცის ტაში სასაცილოდ ჟღერდა, ამიტომ აქციებზე ვიწერდი ხალხის ტაშს, იქიდან კი ვარჩევდი ყველაზე ნეიტრალურ ტაშს, შეძახილების გარეშე, ასეთი ცოტა იყო. და ვადებდი უკვე ალბომის გამოსვლისას. მახსოვს ��რთ-ერთი ბარის მესვეურებმა, გადამყვანი კაბელი არ დამახვედრეს, წავიდა ველოსიპედით ბარმენი, სხვა ბარს გამოართვა. გახარებული იყო, საქმე მოაყუმარა.
Tumblr media Tumblr media
მეცვა ყველაზე დიდი ზომის შარვალი და პერანგი, რაც კი ვიპოვე სახლში. ვიფიქრე მერე გარდავიქმნებოდი კონტრასტულად.
მეორე ბარის მესვეურმა მითხრა, დამწყებებს (ეს ჩემთვის უსიამოვნო სინამდვილედ გამოდიოდა) ხელს ვუწყობო, სერია მინდა გავაკეთოო კონცერტებისო, და დაუკარიო კიო. ნაკლებად ცნობილი ბენდებისა და ალტერნატიული მუსიკის მხარდასაჭერადო. მე შევთავაზე კონცერტი მას. სხვათაშორის ეს ტერმინებია - ნაკლებად ცნობილი ნიშნავს, არაკომერციულ შემოთავაზებას. ალტერნატიული ხელოვნება ნიშნავს - გარისკვას, ყველა მიმართლებით. ასეც ითარგმნებოდა - მე ვრისკავ შენი გამოყვანით სცენაზე, ამიტომ არაკომერციული იქნება ჩვენი ურთიერთობა. სხვათაშორის, მაშინდელმა პანკ სცენამ, კლუბების მესვეიურები დააშინა, რამდენიმე ჩხუბის, გინებების და ნივთების მტვრევის გამო, უფრო სათუთად არჩევდნენ ვინ დაუკრავდა მათთან. მაცხოვრებელ მეზობლებთან სასამართლოს თავი ბევრს არ ქონდა.
Tumblr media
დამსწრეთა სრული რაოდენობა ელენე მაისურაძე დედოფლის კონცერტზე
ერთი კონცერტი მეორე დამლაგებელსაც მოეწონა, ნამდვილად მისმენდა. ასეც ვიფიქრე, ეტყობა მის შვილს ვგავართქო, მუსიკა აშკარად არაფერ შუაში იყო. აქა იქ გამოჩნდებოდა გოგოც, რომელისაც ახსოვდა ვინ ვიყავი, და გასეირნებას მთავაზობდა, იშვიათად ვთანხმდებოდი, ადვილად ვხვდებოდი, რა შარიც იყო.
Tumblr media
პამ პამ კლუბი. ვაკე. სიმღერა სექსი არჩევნები გვინდა
პამ პამში, ძალიან მხიარული მეპატრონე იყო, კეთილი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. სიმღერა ახალი თაობა მოდის პირველად შევასრულე. ერთ მაგიდიდან უფროსმა კაცმა თქვა, ჩვენ უფროსები აღარ ვითვლებითო? ჩამოგვწერეთო? ნამდვილად ნაწყენი იყო, ბრაზნარევიც კი. მისმა მეგობარმა გამომხედა და ასე მითხრა: უნდა მოდიოდეთო აბა რა, წარმატებები შვილოო. ასეთ ისტორიებს რა დათვლის.
Tumblr media
აქ ფოტოს ვიღებ. ისე დასარტყამზე ვუკრავდი. ერთ ბიჭს მოეწონა კონცერტი და მითხრა დავუკრათო. და ასე უცებ, ძმაც ავიყოლიეთ. ბენდმა 20 წუთი იარსება.
Tumblr media Tumblr media
პატარა ბარები, ძალიან უფრთხილდებოდნენ სასმელებს, ამიტომ არაფერზე მპატიჟებდნენ. ეს ანერვიულებდათ, ის თუ ვკითხავდი თუ არა, მეკუთვნის თუ არა სასმელი? მე არასდროს ვსვავდი ისედაც.
Tumblr media Tumblr media
სიმღერა სექსი არჩევნები გვინდა ყველაზე საცეკვაო მელოდიად გამოდგა
მსმენელი კმაყოფილი რჩებოდა სიმღერებით, სიტყვებსაც აყოლებდა და ხელ ფეხსაც. ხმის სიმძლავრე დაბალზე მქონდა დაწეული სარეჟისორო მიქშერიდან, მსურდა ყურის და მუცლის ტკივილისგან მსმენელი დამეცვა. პარალელურად მიჭირდა სხვა ბენდების მოსმენა ცოცხლად, იმავე პრობლემის გამო, ხმა ზედმეტად აწეული მეჩვენებოდა. ბგერის და ნოტის გარჩევა მიჭირდა.
Tumblr media
Live in Tbilisi/Sokhumi -ის ყოველი ეტაპი ჩემი ნახელავი იყო. ხმაც და საორგანიზაციო საქმეებიც. შეძენილი აპარატურაც და ფინანსებიც. მარტო. მოგვიანებით სტუდიური მუსიკაც დავამატე ალბომებს, რომელიც ცოცხლადაა ჩაწერილი, მაგრამ გადამუშავებული არაერთხელ. თუმცა ზუსტად ასახავს იმას რასაც ვუკრავდი მაშინ.
ამდენი არას და უარების მოსმენა ტელევიზიებისგან, რადიოებისგან, ფესტივალებზე, კონცერტებზე, ცუდად მახსენდება, ამდენი დრო, ამდენი მუსიკა, აპარატურის აქა იქ წაღება წამოღება, ეს როგორც 2015-2019 (2020) წლები ისეა უკვე, წარსულია. როდესაც რაღაც ძალიან გსურს, და ამისთვის უნდა დახარჯო ცხოვრება, აცნობიერებ რომ ცხოვრება აღუდგენელი რამაა. ცხოვრება რეპეტიცია არაა.
კონცერტის ჩემი საყვარელი ნაწილი კონცერტის დაკვრაა. Live in სერია გავს ველოსიპედს, ველოსიპედი კურიოზული მანქანაა. მისი მგზავრი მისი ძრავაა. ასე დასრულდა Live in სერიაც.
Tumblr media
კატების მოფერება უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე კონცერტის შეთავაზება და არას მოსმენა.
მადლობა ყურადღებისთვის.
P.S. დარწმუნდით, რომ მომყვებით:
Spotify - vaqo
spotify - Vakhtang Kantaria
Youtube - Vaqo music
facebook - Vaqo music
0 notes