მზის სხივზე მოფარფატე თოლიების ქროლვა მიმზიდველ მორევად ქცეულ რომანტიზმს იმდენად ასულიერებს რომ თითქოს აქაურობის გარდა სხვა არაფერი არსებობს, მომენტით ტკბობა გამჯდარ სინოტივეში და შენს თვალებში ლივლივს ემსგავსება, მზის ყოველი სხივით შემოფარული გუმბათის ანარეკლები ლავიწებზე გეთამაშება, კოცნასავით დატოვებული სიყვითლე დაისის ელფერებს მოქცეულ ჩახუტებაში აქცევს.სილამაზის აღქმადობა ამწამიერ სიყველაფრეში მეფანტება და ერთმანეთში არეული შეგრძნებები შენს თითებს შორის მოქცეულ მომენტებს ეცეკვება.
“რეალისტში რწმენა სასწაულისგან კი არ ჩნდება, არამედ სასწაული ჩნდება რწმენისაგან. თუკი რეალისტი ერთხელ ირწმუნებს, მაშინ მან თავისი რეალისტობის გამო აუცილებლად უნდა დაუშვას სასწაული. თომა მოციქულმა განაცხადა, რომ მანამ არ ირწმუნებდა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა; როცა იხილა, თქვა: „უფალო ჩემო, ღმერთო ჩემო!“ სასწაულმა აიძულა იგი, რომ ერწმუნა? ალბათ, არა! მან ირწმუნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სურდა, ერწმუნა და შესაძლებელია, მაშინაც კი ღრმად სწამდა, სადღაც თავისი სულის კუნჭულებში, როცა გაიძახოდა: „ვერ ვირწმუნებ, სანამ არ ვიხილავო“.
ცის ნათებასავით გამოკვეთილი სიკაშკაშე მოფენილ გზებზე გულშიც იღვრება, სითბო არ ქრება იგი დროებით გამომწყვდეულ ჩიტს ჰგავს, უბრალოდ შემგრძნობი სიუხვე აკლია, გამომხატველობა კომეტების აფეთქებების სიყველაფერს ეკვრება, თვალებში მზის სხივებივით ჩაღვრილი სხივი რომ ლივლივებს, გახელილ გუგებში შეფარულ სიტკბოს რომ ეხლართება, ზაფხულის გემოს ედრება და სინაზეების აკვიატებას ემსგავსება.
ფეხაკრეფილი სიმხურვალე ეკვეთება სუნთქვამოხშირებულ ენერგიას, გადატრიალებული მოცემულობები ხან იქეთ და ხან კვადრატებში შემოკრულ ნაპოვნ წრეთა უამრავობას ერევა, მოციმციმე ფიგურები ყველაფრის სიმსგავსეს ესახება, გამორჩეული ხედვები კი ხან ქრებიან და ხან ისევ ელვასავით ჩნდებიან, ახლოს გასროლილი ქუხილივით ემოციურია ყოველი ნაპოვნი ერთი წერტილი, რომელიც ფაზლებში ჩამჯდარ ერთიანობას ისევ და ისევ აურა-ცხელად ამკვეთრებს, ფოთლებივით მიმსგავსებული ფერები სიკაშკაშეს მოსავს შემობიჯებულ მიმიკრიას, ყველაფერი მსგავსია და იმდენად განსხვავებული, რომ განგრძობადობა პოლარობებში მიღწეულ ათასგვარობას ერთამდე დაყავს და ერთი კი თავისთავად უამრავ წერტილებში მოცულ განსხვავებულობებს ამრავლებს, არაფერია სრული და ამ ქაოსურად დაბრმავებულ ჭრილებში იმდენი სისრულეა, რამდენიც ნეირონთა მიმოსვლისგან შემობიჯებული ქმედებები.
დიდიხნის შემდეგ ისევ შემოგიჭვრიტინე აქ. დილიდან ვფიქრობდი შენს nicknamზე და როგორღაც 15 წთის უკან ამომიტივდივდა გონებაში, ალბათ მონატრება ადამიანს ყველაფერს გააკეთებიებს. ყავა მოვიმზადე ,მუსიკა ჩავრთე , დავჯექი ჩემს ლეპტოპთან და ერთი ა���ოსუნთქვით დავიწყე შენი ''ცალკე სამყაროს'' ამოკითხვა. ბოლომდეც ვერ ჩავედი თურმე რამდენი ადამიანისთვის ყოფილხარ სადღაც შენი ფიქრებით , რომლის შესახებაც არ გამეგება და არც მიზიარებდი. სამწუხაროდ ისევ იმედგაცურება ვიგრძენი შენგან. თურმე ცალკე სამყარო გაქვს სადღაც,რის შესახებაც არც ვიცოდი. ჩემი ბრალიც არის ალბათ რაღაც რომ გამომრჩა შენგან მაგრამ ადამიანი სადამდეც მიშვებს იქამდე მივდივარ. ბოლოს მითხარი რომ ყველაფერი გამომივა და მართალი ყოფილხარ. ამ წამიდან ვფიქრობ რომ ყველაფერი გამოვიდა . კარგია რომ აქ შემოვედი და კარგია რომ დროულად გავიაზრე რომ შენთვის ყველაფერი დამთავრდა და არსად მეძებ. როცა მემილიონედ გემშვიდობებოდი გეცინებოდა მერამდენედო? ჰოდა ბოლოა . მშვიდ ცხოვრებას გისურვებ <3
გეთანხმები, მონატრება ადამიანს ყველაფერს გააკეთებინებს რაც ღირებულია.
არ ვიცი კონკრეტულად რა მომენტში გაგიცრუვდა კიდევ ერთხელ იმედი და სხვანაირი ჩემობის აღქმაში რამ მიგიყვანა მაგ დასკვნამდე და ფიქრებით სხვებთან ყოფნას რას ეძახი ეგეც საინტერესოა, თუმცა ჩემი ეგ “სამყაროსეულობის სიშორე” არც შენი ბრალია და არც ჩემი ბრალი,უბრალოდ ადამიანები ვსრულდებით რაღაც პერიოდში და იკარგება შინაგანი ღიაობის ქმედითუნარიანობა და ზუსტად ეგ არის მწარე დასასრულის შეგრძნება.
მიხარია, თუკი მართლა გულწრფელად გამოგივა და მჯერა ამის.
“გულის სწორნი ერთმანეთს სადღაც ბოლოში კი არ ხვდებიან. ისინი ყოველთვის ერთმანეთში არიან.
სიყვარული ეს არის: ფრენით ესწრაფვოდე იდუმალ ზეცას, რათა ყოველ ჯერზე ასეულობით ფარდა შეხსნა. ჯერ ცხოვრება უნდა მიუშვა. ბოლოს კი იარო მოძრაობის გარეშე.
სიყვარული კი არ უნდა ეძიო, არამედ ის ზღუდეები იპოვო, რომლებიც მის წინააღმდეგ აღმართე საკუთარ თავში.
განიშორე ათასობით ნახევარსიყვარული, რათა ერთი მთლიანი გულით დაბრუნდე შინ.
რაც უფრო მეტად აღვწერთ და განვმარტავთ სიყვარულს, მით უფრო გვრცხვენია ჩვენი სიტყვების, როცა გვიყვარდება.
სიყვარული ხიდია ჩვენსა და ყველაფერს შორის.
თუკი ვერ მიპოვი საკუთარ თავში, ვერასოდეს მიპოვი. რამეთუ მე დასაბამიდანვე ვიყავი შენთან.
სიტყვიერი განმარტება საგანთა უმრავლესობას გასაგებს ხდის, მაგრამ კიდევ უფრო გასაგებია სიყვარული ლაპარაკის გარეშე.
გონება უძლურია სიყვარულის გამოსახატად.
მხოლოდ გულით ეხები ზეცას.
დაე შენი საქმენი ისეთი მშვენიერნი იყვნენ, როგორც შენი სიყვარული.
მე შენი ვარ. ნუ მომცემ უკან საკუთარ თავს.
შენს ნათელში ვსწავლობ, თუ როგორ მიყვარდეს. შენს მშვენიერებაში, თუ როგორ შევქმნა პოეზია. ჩემს მკერდში ცეკვავ, სადაც არავინ გხედავს, მაგრამ ზოგჯერ ჩემი ხედვა გწვდება, რომელიც ამ ხელოვნებად გარდაიქცევა.
ერთმანეთს ემშვიდობებიან ისინი, ვისაც ერთურთი თვალებით უყვართ. რამეთუ არ არსებობს განშორება იმათთვის, ვინც ერთმანეთს გულით და სულით ყვარობს.
მხოლოდ ორი რამ ვერ ივსება ბოლომდე – სამყაროსა და ცოდნის ტრფიალი.
სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, გიყვარდეს.
მიეცით საშუალება ჩუმად გამოგაქანდაკოთ იმ უცნობი მიზიდულობის ძალამ, რომელიც სინამდვილეში გიყვართ. ეს თქვენ მართებულ გზაზე გატარებთ.
მართებული და მცდარი გზების იქით არის ველი. იქ შეგხვდები.”
“It’s dark because you are trying too hard. Lightly child, lightly. Learn to do everything lightly. Yes, feel lightly even though you’re feeling deeply. Just lightly let things happen and lightly cope with them. Lightly, lightly – it’s the best advice ever given me.
"ვის შეუძლია სიბნელეში შენი დანახვა? მხოლოდ მას ვინც შენზე ფიქრობს.
იმდენი ღამეა, რამდენი ადამიანიც არის, არა უფრო მეტი, რამდენი ტკივილიც. განა დღეები არ უნდა აშიშვლებდნენ შენს სულს, შენს სიჩუმეს? მაგრამ ღამეებიც ხომ დღეებია, სინათლის გარეშე.
არ მაინტერესებს რომ ფხიზელი ვარ, რომ მივდივარ და არ ვიცი საით,რომ ვმეორდები განცდით ათასთა, რომ ვარ ტრაგიკული, რომ ვარ მარტო, რომ ყოველდღე შინაგანად ვცარიელდები, არ მაინტერესებს რომ ცოცხალი ვარ, უბრალოდ ვგრძნობ რომ სიყვარული შემიძლია."
სივრცული განზომილებები მეხვევა ტვინზე, თუმცა ყოველი მათგანი იმდენად საინტერესო და ჩამთრევია, რომ ვერ ვაღწევ, განზომილებათა ცვლა იწვევს ჩემი სიმარტოვისა და ერთდროულად გალაქტიკის ერთიანობის შერწყმას. ჩემი და გონების კვალი სულს იმდენად ატყვია, რომ დამახსოვრებას ვერ ასწრებს და ზოგჯერ ტყვიასავით ნასროლ ტკივილს ჰგავს გამოღვიძება.
სულის კივილი თუ გაგიგიათ, გეცოდინებათ თუ რამდენად ღმამაღალი და იმავდროულად ჩამკვდარია ფიზიკურ სისრულეში. არაფერია იმაზე ძლიერი ან სუსტი რასაც განვიცდი მსგავს აზროვნებათა და განზომილებათა ცვლის დროს. საბოლოოდ კი ყველაფერი იმ დასკვნით სრულდება, რაც საკუთარი თავის დაკარგვასა და ერთდროულად პოვნის ინსტინქტს ჰგავს. არ ვიცი, რამდენად აბსურდულად ჟღერს ფაქტი, რომ ერთდროულად შესაძლოა იპოვო და დაკარგო ის რაც არასდროს გინახავს, თუმცა იცი რომ შენი განუყოფელი ნაწილია.
მწუხარება მთავრდება მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს გაგების შუქი. ეს შუქი რაღაც ერთი განცდით და გაგების ერთი გაელვებით არ ინთება: ეს გაგება თვითონ ანათებს მთელი დროის განმავლობაში. და არავის არ შეუძლია თქვენ ის მოგცეთ – არც წიგნს, არც ტრიუკს, არც მასწავლებელს არც მხსნელს. საკუთარი თავის გაგება არის მწუხარების დასასრული.