Tumgik
#ლაშა მარგიანი
bluepsychosuoul · 2 years
Text
Tumblr media
"ვის შეუძლია სიბნელეში შენი დანახვა? მხოლოდ მას ვინც შენზე ფიქრობს.
იმდენი ღამეა, რამდენი ადამიანიც არის, არა უფრო მეტი, რამდენი ტკივილიც. განა დღეები არ უნდა აშიშვლებდნენ შენს სულს, შენს სიჩუმეს? მაგრამ ღამეებიც ხომ დღეებია, სინათლის გარეშე.
არ მაინტერესებს რომ ფხიზელი ვარ, რომ მივდივარ და არ ვიცი საით,რომ ვმეორდები განცდით ათასთა, რომ ვარ ტრაგიკული, რომ ვარ მარტო, რომ ყოველდღე შინაგანად ვცარიელდები, არ მაინტერესებს რომ ცოცხალი ვარ, უბრალოდ ვგრძნობ რომ სიყვარული შემიძლია."
10 notes · View notes
Photo
Tumblr media
“მოვალ, თავს გულზე დაგადებ და მერე, თუ უნდა, აღარც გათენდეს. “
39 notes · View notes
imedisferiworld · 6 years
Photo
Tumblr media
თუ გინდა გახდე უკეთესი, ჯერ უნდა მოკვდე როგორიც ხარ, მაგრამ მკვდრეთით აღდგომა უფრო დიდი ტანჯვაა, ვიდრე სიკვდილი.
104 notes · View notes
Quote
არაფერი მამჩნევია მაჯებზე, საერთოდ არაფერი, თხელი, ღია ცისფრად ამობერილი ვენების გარდა. მაჯებში ცა მაქვს და როცა ჩემი სისხლის შხეფები მეტეორებივით გაგლეჯენ მას და გადაიქცევიან ლაქებად, მე შენ გაჩვენებ წითელ ვარსკვლავებს და შენს ცრემლებში გაქვავდება მათი ციმციმი. ალბათ, მეც რამდენ ადამიანს ვატკინე გული, დატბორილია ჩემი სული ამაოებით.
1 note · View note
lavva3 · 7 years
Photo
Tumblr media
''გული არ არის არყით სავსე ბოთლი, ას-ას გრამობით ჩაცალო და ბოლო ყლუპის შემდეგ, მთვრალმა, შიგნით დამწყვდეული სიცარიელის გარეთ გა��ოსაშვებად, მთელი ძალით მიამსხვრიო კედელს.
გულს ერთი უცნაურობა ახასიათებს, შეიძლება არასდროს გაგივარდეს ხელიდან და მაინც გატყდეს, შეიძლება ყველაზე პატარა ნამსხვრევებადაც დაიფშვნას, მაგრამ იმ ადამიანების დატოვებულ ადგილებს რომლებიც წავიდნენ, ან იმათსას ვინც ვერაფრით შეიყვანე შიგნით, რას მოუხერხებ, უბრალოდ უნდა ადგე და ნამსხვრევებზე ფეხშიშველი სულით იარო, რომ დაგეკაწროს, ან დაგებზაროს, როგორც მოყინული ტბის ზედაპირი, რომ თუ ჩაგიტყდა ისევ საკუთარ თავში ჩავარდე.''
12 notes · View notes
mariamiikh · 7 years
Photo
Tumblr media
არავის უნდა შენი ტკივილის გაზიარება, სანამ გაუვნებელყოფილ ნაღმს არ დაამსგავსებ. ნეტა, როდის უფრო იღლება ცხოვრებით ადამიანი, როცა ბავშვობა მოენატრება, თუ როცა სიკვდილზე იწყებს ფიქრს.
9 notes · View notes
neipha · 7 years
Quote
შენ იცი, უცხოპლანეტელად არავინ იბადება, მერე უუცხოვდებიან პლანეტას, ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. აქ არ მოხვიდე, აქ ყველაფერი განადგურდა, ნუ იქნები ჩემს იმედად, მე გავანადგურე. აქ არ მოხვიდე, აქ სანთლით ეძებენ სიბნელეს, გაგსვრიან, შეგჭამენ. აქ არ მოხვიდე, აქ ისე ვიწროვდება გზები ფეხსაცმელებს ახრჩობს. აქ არ მოხვიდე, აქ ისე ცოტაა ჰაერი, რომ სიყვარულის სათქმელადაც არ გეყოფა. აქ არ მოხვიდე, აქ თვალებიდან მხოლოდ ცრემლები იყურებიან. აქ არ მოხვიდე, აქ სიზმრები ცარიელ ჯიბეებს ჰგვანან, ჯიბეებს რომლებიც ხელებს ბორკილებივით ადევთ. აქ არ მოხვიდე, აქ ყველა ქუჩა ხაფანგია და ქალაქები ხორცის მაგივრად იმედებს კეპავენ. აქ არ მოხვიდე, აქ ადამიანების ამონარიდები დადიან ქუჩებში, შემხედე რას დავემსგავსე. აქ არ მოხვიდე, აქ შესაძლოა ნარკომანები, ალკოჰოლიკები, მათხოვრები, ბომჟები შეგიყვარდეს, შენ კი არავინ მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ. აქ არ მოხვიდე, აქ მოკვდები და ვეღარ მოგაბრუნებენ უკან, ტკივილს მოითმენ და დაგკარგავენ. აქ არ მოხვიდე, აქ იმისთვისაც განგიკითხავენ, თვითონ რომ არავინ განიკითხო. აქ არ მოხვიდე, აქ დაგაბრმავებენ, დაგაყრუებენ, დაგამუნჯებენ და თუ შეგატყვეს სიცოცხლე გინდა, გიჟად ჩაგთვლიან. აქ არ მოხვიდე, აქედან ღმერთი წავიდა.
3 notes · View notes
middle0fmymind · 7 years
Text
ეს ჩემი ქალაქია და აქ არაფერია ჩემი.
ვდგავარ და ლექსებს ღერებზე ვყიდი, იქ სადაც არ ეწევიან, იქ სადაც ზუსტად იციან, რომ მოწევა კლავს.
არ მჯერა სახურავების, ხიდების, ღრუბლების, საიდანაც არავინ გადმომხტარა.
არც მდინარეების, ზღვების, ოკეანეების, სადაც არავინ დამხრჩვალა.
არც სახლში დაწერილ ლექსების, რომლებიც უსახლკაროებზეა, არც მაძღარზე დაწერილ ლექსების, რომლებიც მშივრებზეა, არც სითბოში დაწერილ ლექსების, რომლებიც გაყინულებზეა და არც პოეტების, რომლებიც ყველას უყვართ.
მე არც იმ ჰაერს ვენდობი, ბუშტებს რომ გახეთქვამდე ბერავს და გზას რომელიც მთავრდება.
ჩემი ყველა საქმე ცუდად არის, გარდა ერთისა ვკვდები.
დიდი ხანია ჭიანჭველისთვისაც არ დამიდგამს ფეხი, ჭიანჭველებიც გაიშვიათდნენ ამ ქალაქში, მაგრამ ამას შვება არ მოუტანია ჩემთვის.
ეს ჩემი ქალაქია და ამ ქალაქში არაფერია ჩემი.
9 notes · View notes
redstrawberryyblog · 2 years
Text
Tumblr media
- სად მიდიხარ?
- სადღაც.
- მალე დაბრუნდები?
- არ ვიცი.
- თუ ვინმემ გიკითხა, რა ვუპასუხო?
- არაფერი... უთხარი, რომ მოვკვდი.
ლაშა მარგიანი
28 notes · View notes
adrast3ia · 4 years
Text
Tumblr media
სულ ვფიქრობ,
ნეტა, როგორ შევხვდით ერთმანეთს,
რომ არ ავცდით, არათუ გზაზე,
არამედ დროსა და სივრცეში,
საუკუნეებში,
ნეტა, რომელმა დავიმსახურეთ ჩვენი ერთად ყოფნა.
რომ არ შეგხვედროდი,
ჩვეულებრივად ვიცოცხლებდი,
მაგრამ შეგხვდი
და შენ გარეშე,
უკვე მკვდარი ვარ ჩვეულებრივად,
მხოლოდ ჩვენი ერთად ყოფნა არის არაჩვეულებრივი.
იცი,
რა მიყვარს ჩვენს სიყვარულში?
ის, რომ დაუჯერებელია.
განა სასწაული არ არის,
მე და შენ რომ ერთმანეთი გვყავს?
რამდენი ვარსკვლავია ცაზე
და ყველა მარტოა.
ერთმანეთზე მეტია: მე - შენთვის და შენ - ჩემთვის.
შენზე ფიქრი სუნთქვაა, სულის სუნთქვა.
შენზე ფიქრი ამოძრავებს,
ჩემს ფილტვებში გაქვავებულ,
ჩახუთულ ჰაერს.
ჩემს ფილტვებს იმაზე მეტი ჰაერი არ სჭირდება,
რამდენიც შენს გაყინულ თითებს ჰყოფნის გასათბობად.
ჩემი სიცოცხლის ხაზი
შენს ხელისგულზე გრძელდება.
სიარული რომ გინდა და გზას იგრძელებ,
აი, ისე მინდა, გითხრა მიყვარხარ,
მაგრამ არ არსებობს, სიყვარულზე მოკლე მანძილი
და მიყვარხარ-ზე გრძელი სიტყვა.
მიყვარხარ,
მაგრამ ეს არ არის ყველაფერი.
ყველაფერი ხარ - შენ.
საკმარისია,
შენი მიმართულებით გადმოდგმული ერთი ნაბიჯი,
რომ ერთდროულად,
ჰორიზონტის ოთხივე მხარეს დაიძრას სული.
შენ იმაზე დიდი ხანია რაც ჩემს გულში ხარ,
ვიდრე ცაში ვარსკვლავები,
ზღვებში თევზები,
მთებში ბილიკები,
ტყეებში ხეები,
ვიდრე მინდვრებში ბალახები.
წარმოდგენა არ მაქვს,
სიყვარული გარედან შედის გულში,
თუ შიგნიდან ამოიზრდება ხოლმე,
უბრალოდ, ის გამჭოლ ჭრილობით დაჭერილი ქარია.
ვფიქრობ,
რა მოხდება,
თუ ერთი დღით არ მეყვარები,
ან ერთხელ მაინც შეგაქცევ ზურგს.
ზუსტად იგივე,
ერთი დღით რომ არ ამოვიდეს მზე,
ან ერთხელ მაინც რომ დატრიალდეს დედამიწა საპირისპირო მხარეს.
როგორი უცნაურია,
რომ შენს სუნზე,
გემოსა და სიშიშვლეზე მეტად,
უშენობა მანდომებს შენს თავს.
შენი მოფერება თოვლზე ფეხაკრეფით სიარულს ჰგავს.
გეხები, რომ დავრწმუნდე,
ვარ თუ არა ნამდვილი, ვარ თუ არა ცოცხალი.
ლაშა მარგიანი
2 notes · View notes
almostcoldsweets · 4 years
Text
Tumblr media
მიკვირს,
როცა ამბობენ,
ჯერ ისევ ცრემლიანი თვალებით,
ტკივილები კვდებიანო
და
უხარიათ.
მიკვირს,
რადგან ყველა ტკივილი,
რომელიც ჩემში იყო
და
მოკვდა,
ვერ მივაქციე ყურადღება,
ვერ გამოვასვენე გარეთ,
ვერ ავუგე წესი,
ვერ დავუტირე
და
ვერ დავმარხე.
ყველა ტკივილი,
რომელიც ჩემში იყო
და
მოკვდა,
ძალიან ნელა
და
მძაფრად გაიხრწნა.
მათი საშინელი სუნი
ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ჩემი სულის ბათქაშჩამოყრილ კედლებს,
მეშინია,
ერთ დღესაც გულში ჩამიკრა
და
იგრძნო,
მაშინვე მკვდრეთით აღსდგებიან.
მათ ვეღარავინ ანუგეშებს,
მათ ვეღარავინ გაიზიარებს,
მათ ვეღარავინ დანებდება,
მათ ვეღარავინ მოითმენს.
ისინი მხოლოდ უნდა გახსოვდეს,
როგორც
სიბერეში შესულს უკანდასაბრუნებელი გზა.
ნუ ჩაიხედავ ჩემს თვალებში,
ჩემი თვალები ტკივილების სასაფლაოა.
▪︎ლაშა მარგიანი
17 notes · View notes
bluepsychosuoul · 5 years
Text
Tumblr media
შენ ვერ გამიძელი
და მიმატოვე,
რადგან ჩათვალე,
ასე უფრო ბედნიერი იქნებოდი,
მაგრამ ჩემზე მეტად შენ მოგაკლდა,
ის ყურადღება რომელსაც მაქცევდი,
ის სითბო რომლითაც მათბობდი
და ის სიყვარული რომლითაც გიყვარდი.
საშინელება კი ის არის ალბათ,
რომ ამას მხოლოდ მე ვგრძნობ...
26 notes · View notes
Text
"როგორი სასაცილოები ვართ ადამიანები, რამდენჯერ გვითხოვია უფლისთვის ჩვენი უგულო ლოცვებით სამოთხეში მოხვედრა, ისე თითქოს რომელიმე სატელევიზიო გათამაშებისათვის ანკეტას ვავსებდით, სადაც ხუთვარსვკლავიანი სასტუმროს ორი ბილეთი თამაშდება, არა და ხუთი წუთიც ვერ ვძლებთ შენს გვერდით, უფალო, თუ ცუდად არ ვართ და თუ რაღაც ძალიან მაგრად არ გვტკივა. ჩვენი ტკივილის სიძლიერესა და ხანგძლივობაზეა დამოკიდებული შენდამი ჩვენი სიყვარულის სიმტკიცე, მაგრამ შენი ჩვენდამი სიყვარული ქრისტეშობიდან ან ჩვენი დაბადებიდა��� კი არ დაწყებულა, ის დაუსაბამოა, არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული."
ლაშა მარგიანი.
7 notes · View notes
imedisferiworld · 7 years
Photo
Tumblr media
ისინი წავიდნენ, წინ წავიდნენ და შენთან დარჩენა თუ უკან გადადგმული ნაბიჯია, მე მაინც ვრჩები.
63 notes · View notes
Text
Tumblr media
ზოგჯერ,
ყველაფერი ერთბაშად მინდა,
სიცოცხლეც...
სიკვდილიც...
ყოფნაც...
და
არყოფნაც...
▪️ლაშა მარგიანი
24 notes · View notes
lavva3 · 5 years
Quote
როგორც ალაგებ, ისე ეწყობა ცხოვრება, თუმცა სხვაგვარად მოხდა ჩემთან, აირია ყველაფერი, თითქოს ძვლებმაც კი გაუცვალეს ადგილები ერთმანეთს, ვეღარ ვპოულობ მუხლებს, იდაყვებით რომ დავეყრდნო და ხელისგულები ცისკენ გავიშვირო. ბოლო რამდენიმე თვეა, სისხლი გადამდის ყელში, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია, რადგან არ მაქვს იმის განცდა, რომ ის გარეთ უნდა იღვრებოდეს. ვფიქრობ მეგობარზე, რომელსაც გადარჩენისთვის სუფთა ჰაერის ნაცვლად, ფული სჭირდება და ვერ შოულობს. მისი მეზობლის ქარის წისქვილი კი კვლავ საათის ისრების საპირისპიროდ ტრიალებს. გუშინწინ ერთი პატარა გამოუქვეყნებელი ლექსი წავუკითხე, გაეღიმა და მითხრა, მშობლიურ სახლს ყოველთვის აქვს იმხელა სიკეთე, რომ უკუნეთ ღამეშიც ერთი ამოსუნთქვით აგარბენინოს კიბე. მისი გული ასეა მოწყობ���ლი, იქ არაფრისთვისაა ადგილი, სიყვარულის გარდა, მაგრამ მაინც ტკივილითაა სავსე. ერთხელ ისიც მითხრა, რომ საკუთარი ცოდვების შეცნობა, არ ნიშნავს ღმერთთან უეჭველ სიახლოვეს. ის უკანასკნელი პოეტია, რომელიც მიყვარს, ის უკანასკნელი პოეტია, რომელსაც ვუყვარვარ. მისი ცხოვრება იმ ლექსებს დაემსგავსა, რომლებიც დაკარგა, ან დაავიწყდა. მის აწმყოს მომავალში აღმოაჩენენ და ის არ იქნება წარსული. მისი ქუჩის შესახვევი მისივე სიტყვებით იწყება - "შენ არავინ გგავს" და მისი ოთახის კედლებამდე მიჰყავხარ, რომლებმაც შესაძლოა ვერ გითხრან, როგორი ფერის თვალები აქვს, რა სიმაღლისაა, რამდენს იწონის და ა.შ. თუმცა გეტყვიან მთავარს - ვინ არის მათი პატრონი. როცა ერთმანეთს ჩვენს ნაწერებს ვუკითხავთ ხოლმე, თითქოს ლუკმა-პურს ვუყოფთ და ხშირად ხდება, რომ ეს გვყოფნის მთელი დღის მშივრებს. როცა დაბალძირიანი ბოტასები მაჩუქა, თასმები თავის მაღალყელიან ბათინკებს შეხსნა, იმ ბათინკებს, რომლებსაც ყოფილი მეგობრებივით არ გასძრომიათ ძირები და არასდროს დაუღალატებიათ. მე ტკივილით გაცვეთილი ნივთები მიყვარს, აღარაფერი რომ აქვთ დასამალი. ჩვენ ისე შეგვიძლია მივცეთ სისხლი ერთმანეთს, რომ არ ვფიქრობდეთ ჯგუფი ემთხვევა თუ არა. მის ამ სიტყვებში იგრძნობა რაღაც ცხოვრებაზე მეტი: ნუ გძინავს გვიან შუადღემდე, დილით ადრე ადექი და საქმეც რომ არაფერი გქონდეს, უბრალოდ გეღვიძოს. წლებია ალბათ, რაც სანთელი არ ამინთია, გუშინ კი სამი ერთად ავანთე, ისიც მეგობრისთვის და რადგან, მხოლოდ ჩემი სიტყვები არ ეყოფოდა ლოცვას ცამდე ასასვლელად, მისიც დავიხმარე - “ შენ ადამიანი არ ხარ. შენ ვერასოდეს შეძლებ ჩვენს მიტოვებას, ღმერთო! ,, ლოცვა ხომ არ ჰგავს ოცნებას. მას ფოიერვერკივით ვერ ისვრი ცაში, პირიქით, სიტყვები ყველაზე ღრმა ხევში ნაპოვნი ყვავილებივით ამოგდის ყელიდან. ვუყურებ და საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ მთელ ამ სიბინძურესა და ჭუჭყს ისე ვერ ჩამოიცილებ, თუ საკუთარი ხელით არ გაიტყავე თავი. ბოლოს კი, რაც შენგან რჩება, იმდენად ცოტაა, როგორც ფრჩხილებში ჩარჩენილი მიწა, მაგრამ ისეც ხდება, ღერი სიგარეტი გადაწონის ხოლმე სავსე კოლოფს, თუმცა ერთი ღერი ცარიელ კოლოფზე მჩატეა. ჩვენი გზები ჩვენივე შარვლების ტოტებს ჰგავს, ჩვენივე მაისურების სახელოებს, ისეთივე დარღვეულია და გაცვეთილი. მართალია სხვადასხვა სახლებში, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, ერთი ფანჯრიდან ვიყურებით, ერთ იატაკზე ვწევართ და შესაძლოა ზოგჯერ თავს უიმედოდ გრძნობს, მე მაქვს მისი იმედი.
ლაშა მარგიანი
4 notes · View notes