georgiancartographersassociation
georgiancartographersassociation
Georgian Cartographers Association
16 posts
ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია (სკა).
Don't wanna be here? Send us removal request.
Text
სტუდენტური პროექტის “ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ლანდშაფტის მდგომარეობათა შესწავლა და ატლასური გეოინფორმაციული კარტოგრაფირების” პირველი ნაწილი - რაჭის საველე ექსპედიცია დაიწყო🗺️💚. პროექტის ხელმძღვანელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დოქტორანტი და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი - საბა მოდებაძე. პროექტს მენტორობას უწევენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი - თენგიზ გორდეზიანი და ვიცე-პრეზიდენტი - ზურაბ ლაოშვილი. 1992 წლიდან დღემდე ანალოგიური ექსპედიციები ობიექტური მიზეზების გამო არ ჩატარებულა. ეს არის იმ დიდი საქმის გაგრძელება, რომელიც 1979 წელს დაიწყო პროფესორმა ნიკო ბერუჩაშვილმა.
0 notes
Text
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
24-26 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმართა გეოდეზიისა და გეოინფორმაციული სისტემების ყოველწლიური გამოფენა – INTERGEO 2024, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დიდი და მცირე კომპანიების (Leica, Trimble, T Opkon, Stonex, RiGel, ESRI, Autodesk, Lidar 360 და სხვ.) მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოები და პროგრამული უზრუნველყოფები.
579 გამოფენით და 17 000-ზე მეტი ვიზიტორით 121 ქვეყნიდან, INTERGEO EXPO ადასტურებს თავის საერთაშორისოობას და ინდუსტრიის სტაბილურობას გლობალური ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად. თავისი ფართო პროგრამით, კონფერენციამ მიიზიდა დაახლოებით 800 სტუმარი 47 ქვეყნიდან.
გამოფენა/კონფერენციას საქართველოდან ესწრებოდნენ საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, სტუ-ს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი და გეოსაინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ლაოშვილი, Tbilisi Group (StoneX -ის წარმომადგენელი საქართველოში), შპს ტექნო (Leica-ს წარმომადგენელი საქართველოში), გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი“ (ESRI-ს წარმომადგენელი საქართველოში), გეოდეზიური კომპანია - "ტერაგრაფიკი", გეოდეზიური კომპანია ჯითი სარვეი - GT Survey.
INTERGEO არის ინდუსტრიაში ინტენსიური გაცვლის ცენტრალური შეხვედრის ადგილი, სადაც ექსპერტები და სპეციალისტები განიხილავენ მომავალ მოვლენებს და ამყარებენ ღირებულ კონტაქტებს. დისკუსიებმა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლებმა ცხადყო, რომ გეოდატების ინდუსტრია არა მხოლოდ იზრდება, არამედ მას ძალუძს მიაღწიოს უზარმაზარ პროგრესს მდგრადობისა და მომავალი სიცოცხლისუნარიანობისთვის, ერთობლივი ძალისხმევისა და თანამშრომლობის გზით.
0 notes
Text
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
სტუდენტური ექსპედიციის გეგმის მიხედვით, რომელიც განხორციელდა თსუ-ს მიერ დაფინანსებული სტუდენტური პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი საინტერესო მარშრუტი მოეწყო კურორტ შოვის მიდამოებში. აქ პირველ რიგში სტუდენტებმა მოისმინეს პროფესორების თენგიზ გორდეზიანისა და ზურაბ ლაოშვილის ლექციები საკვლევი არეალის ლანდშაფტთა სტრუქტურისა და 2023 წლის 3 აგვისტოს აქ განვითარებული სტიქიური უბედურების გამომწვევი მიზეზების შესახებ. სტუდენტებმა, მენტორებთან ერთად ფეხით მოიარეს შოვის გლაციალური ღვარცოფის მთელი პერიმეტრი კურორტ შოვის მთელ ტერიტორიაზე. გადაიღეს ფოტოსურათები. ამის შემდეგ განხორციელდა 3 ექსპერიმენტალური ნაკვეთის დეტალური აღწერა სხვადასხვა ფაციესებში. ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის (სოფლები: გლოლა, ჭიორა და ღები) სოციო-ეკოლოგიური გამოკითხვა, სადაც ერთ-ერთი ცენტრალური კითხვა სწორედ შოვის ტრაგედიას შეეხება. სტუდენტებმა საკუთარი თვალით ნახეს ის სტიქიური ეგზოდინამიკური პროცესი, რომელსაც აუნაზღაურებელი მსხვერპლი მოჰყვა.
ექსპედიციის წევრებს შოვის გეოდინამიურ პროცესთან დაკავშირებით ჩამოუყალიბდათ საკითხის საკუთარი ხედვა, რომელსაც პროექტის ფარგლებში, პრეზენტაციისა და სამეცნიერო სტატიის სახით წარმოადგენენ თავიანთ სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ერთად.
0 notes
Text
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
EuroCarto2024
მიმდინარე წლის 8-11 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ეგიდით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია EuroCarto2024. კონფერენციას უმასპინძლა ვენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია (ICA), ბრიტანეთის კარტოგრაფიული საზოგადოება (British Cartographyc Societ), ჩეხეთის კარტოგრაფიული საზოგადოება (Česká kartografická společnost). კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტი, ვენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, გეორგ გარტნერი. კონფერენციაზე მუშაობდა 20 თემატური სესია: კარტოთეორია, დიზაინი, გეოვიზუალიზაცია, მდგრადობა და კარტოგრაფია, CartoAI, რუკების გამოყენება, გენერალიზაცია, განათლება, ატლასები, თემატური კარტოგრაფია, კარტოგრაფია კატასტროფებსა და მენეჯმენტში, ანალიზი, ისტორია, VGI და კარტოგრაფია, მდებარეობაზე დაფუძნებული სერვისები, შემეცნებითი კარტოგრაფია, Web კარტოგრაფია, აპლიკაციები, ხელოვნება, დიზაინი და კარტოგრაფია, ტოპონიმიკა და ტოპოგრაფია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა მსოფლიოს 50 ქვეყნის 350 მეცნიერი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა 6 წევრიანმა ჯგუფმა ასოცირებული პროფესორის, ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტის, თენგიზ გორდეზიანის ხელმძღვანელობით (დელეგაციის წევრები: თენგიზ გორდეზიანი, გოჩა გუძუაძე, გიორგი დვალაშვილი, მანანა შარაშენიძე, თინათინ ნანობაშვილი და რომან კუმლაძე). კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ასოცირებული პროფესორი რობერტ მაღლაკელიძე. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე წარადგინეს 7 პრეზენტაცია (2 ზეპირი მოხსენება და 5 სასტენდო მოხსენება). ქართველ მეცნიერთა მოხსენებები ძირითადად შეეხებოდა კარტოგრაფიის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: კარტოგრაფიის თეორია, ატლასური კარტოგრაფია და თემატური კარტოგრაფია. ქართველ მეცნიერთა ჯგუფი მომავალი თანამშრომლობისა და განვითარების ნიშნით დატვირთულნი დაბრუნდნენ სამშობლოში. წარმატებები ვუსურვოთ ქართულ კარტოგრაფიულ მეცნიერებას, რომელსაც ძალიან მდიდარი ტრადიციები გააჩნია!!!
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ გორდეზიანი
1 note · View note
Text
Tumblr media Tumblr media Tumblr media
საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის წევრები 2018 წლიდან აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. სწორედ 2018 წლის, 23-30 ივლისს, ქართველ დელეგატთა ჯგუფი იმყოფებოდა საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გერმანიის ქალაქ ბონში. ჯგუფში შედიოდნენ თენგიზ გორდეზიანი, ზურაბ ლაოშვილი, თედო გორგოძე, გოჩა გუძუაძე, რევაზ თოლორდავა და რობერტ მაღლაკელიძე. ამის შემდეგ იყო ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქი ოლომოუცი. სადაც 2023 წლის, 3-5 აპრილს ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის ბაზაზე, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი - "ატლასები: მათი დიზაინი და გამოყენება". ამ საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა ქართველ მეცნიერთა 13 კაციანი ჯგუფი ასოცირებული პროფესორის, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტის თენგიზ გორდეზიანის ხელმძღვანელობით. სიმპოზიუმის პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარსდგნენ: ასოცირებული პროფესორი თენგიზ გორდეზიანი, ასოცირებული პროფესორი რობერტ მაღლაკელიძე, ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფიული ლაბორატორიის თანამშრომელი მანანა შარაშენიძე, დოქტორანტები - მარიამ გაგოშაშვილი, გოჩა გუძუაძე, გიორგი მაღლაკელიძე და საბა მოდებაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან - პროფესორი ზურაბ ლაოშვილი, დოქტორანტი გიორგი კაპანაძე; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - ასოცირებული პროფესორი რევაზ თოლორდავა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტიდან - გეოგრაფიის დოქტორი თედო გორგოძე და სოფიო გორგიჯანიძე. მიმდინარე წლის (2024) 16-21 ივნისს, ბულგარეთის ქალაქ ნესებარში, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA) ეგიდით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: "კარტოგრაფია და გეოინფორმაციული სისტემები (GIS)". კონფერენციის ადგილობრივი ორგანიზატორი იყო სოფიის სამოქალაქო არქიტექტურის, ინჟინერიისა და გეოდეზიის უნივერსიტეტი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ქართველ მეცნიერთა 12 წევრიანმა ჯგუფმა. ჯგუფში შედიოდნენ ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის წევრები: ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი, ვიცე პრეზიდენტები: ზურაბ ლაოშვილი, თედო გორგოძე და გოჩა გუძუაძე, გენერალური მდივანი საბა მოდებაძე და სწავლული მდივანი მარიამ გაგოშაშვილი. კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს: თენგიზ გორდეზიანმა, საბა მოდებაძემ, გოჩა გუძუაძემ (2 მოხსენება), რობერტ მაღლაკელიძემ, ნიკოლოზ კაპანაძემ, მარიამ გაგოშაშვილმა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სოფიო გორგიჯანიძემ (2 მოხსენება, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი), რევაზ თოლორდავამ (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ზურაბ ლაოშვილმა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და ნატო მაისურაძემ (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო).
0 notes
Text
Tumblr media Tumblr media
ზემოთ წარმოდგენილი ფოტოები ასახავს პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილისა და მისი საყვარელი მოსწავლის თენგიზ გორდეზიანის ყოველდღიურ ურთიერთდამოკიდებულებას. ბატონი თენგიზი მაქსიმალურად ცდილობს გაიმეოროს იგივე ურთიერდამოკიდებულება ჩვენსა და მას შორის და ასევე მაქსიმალურად გადმოგვცეს ის ცოდნა, რომელიც მას გააჩნია თავისი საყვარელი მასწავლებლისგან. ამის ნათელი დადასტურებაა, 1991 წლის შემდეგ მიძინებული საველე ლანდშაფტური კვლევებისა და კარტოგრაფირებისადმი მიძღვნილი სტუდენტური ექსპედიციები, რომელიც მან მის საყვარელ მოსწავლესთან, დოქტორანტ საბა მოდებაძესთან და სტუდენტთა ჯგუფთან ერთად, ხატია ყველაშვილის კოორდინირებით გააღვიძა 2024 წელს, თსუ-ს სამეცნიერო სტუდენტური პროექტის სახით. პროექტი, თავისი შინაარსით კომპლექსურია და მოიცავს რაჭის რეგიონის არამარტო ლანდშაფტურ კვლევას, არამედ მასში ჩართულია ისეთი საინტერესო თემატიკა, როგორიცაა: რეგიონის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის შეფასებითი კვლევა და კარტოგრაფირება, ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკოლოგიური გამოკითხვა, რეგიონის გეოდინამიური პროცესების აერო გადაღება და კარტოგრაფირება, გარემოზე ადამიანის ზემოქმედების გეოეკოლოგიურ ჭრილში კვლევა და კარტოგრაფირება. პროექტში მენტორის სტატუსით ჩართულია ცნობილი მკვლევარი პროფესორი ზურაბ ლაოშვილი, რომელმაც საველე პირობებში სტუდენტებთან ერთად ჩაატარა გეოდინამიური პროცესების დეტალური კვლევა და კარტოგრაფირება. ზ. ლაოშვილმა ექსპედიციის პირობებში, უკვე კამერალურ პირობებში ჩაატარა ლექციათა ციკლი, რაჭის რეგიონის გეოდინამიური პროცესების შესახებ. ას��ვე მისი ლექციები ეძღვნებოდა თანამედროვე გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას ანალოგიურ კვლევებში. სტუდენტები მენტორებთან ერთად შეხვდნენ ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებს და გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები რეგიონში არსებული სოციო-ეკოლოგიური და გეოეკოლოგიური პრობლემატიკის შესახებ. ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება დაუკავშირდა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და ლანდშაფტურად მრავალფეროვან რეგიონ - რაჭას. ზემოთ წარმოდგენილ ორ ფოტოზე ასახულია ნიკო ბერუჩაშვილი, თენგიზ გორდეზიანი და ალექსეი გუნია, ფოტო გადაღებულია არხოტის უღელტეხილის მიდამოებში, 1985 წელს ჩატარებულ საკავშირო (ყოფილი სსრ კავშირის მასშტაბით) სამეცნიერო-საველე ექსპედიციის დროს, რომლის მუშაობაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ყოფილი სსრ კავშირის 13 უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით. მეორე ფოტოზე კი, ასახულია მიმდინარე წელს რაჭაში ჩატარებული სამეცნიერო სტუდენტური ექსპედიცია, სადაც ვხედავთ პროფესორ თენგიზ გორდეზიანსა და მის საყვარელ სტუდენტ ლამარა (ფოთოლა) ლაგვილავას. მეორე ფოტოწყვილი ასახავს პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის მიერ 1997 წელს განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმში ჩატარებული ექსპედიციის ერთ-ერთ მომენტს, სადაც საირმის სვეტების ფონზე ჩანან მასწავლებელი ნიკო ბერუჩაშვილი და მისი მოსწავლე თენგიზ გორდეზიანი, ხოლო მეორე ფოტო პირველის ანალოგია უკვე სხვა შემადგენლობით, სადაც ასახულია თაობათა ცვლა მეცნიერებაში, თენგიზ გორდეზიანისა და მისი საყვარელი მოსწავლის დოქტორანტ საბა მოდებაძის მონაწილეობით. წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ წამოწყებულ დიდ საქმეს, რომლითაც გეოგრაფიასა და კარტოგრაფიაში გრძელდება ერთგვარი ისტორიის წერა თსუ-ს ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ, პროფესორების თენგიზ გორდეზიანისა და ზურაბ ლაოშვილის ხელმძღვანელობით.
0 notes
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
რაჭის სამეცნიერო სტუდენტური ექსპედიცია • Scientific student expedition of Racha🗺️💚
2 notes · View notes
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
მე-9 საერთაშორისო კონფერენცია კარტოგრაფიისა და GIS-ის შესახებ
9th INTERNATIONAL CONFERENCE ON CARTOGRAPHY & GIS
ცალკე გაიმართა საქმიანი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: ICA-ს პრეზიდენტი გეორგ გარტნერი (ავსტრია), ICA-ს ვიცე პრეზიდენტი, პროფ. დარიუშ დუხაჟევსკი (პოლონეთი), ICA-ს ყოფილი პრეზიდენტი პროფ. მილან კონეჩნი (ჩეხეთის რესპუბლიკა), საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის (სკა) პრეზიდენტი, ასოცირ. პროფ. თენგიზ გორდეზიანი და სკა-ს ვიცე პრეზიდენტი გოჩა გუძუაძე. ქართული მხარის მიერ დაისვა საკითხი ICA-ს შემადგენლობაში თეორიული კარტოგრაფიის კომისიის აღდგენის შესახებ, რასაც ICA-ს ხელმძღვანელობა დიდი ინტერესითა და მოწონებით შეხვდა. ქართულმა მხარემ ითავა, რომ მიმდინარე წლის 8-11 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გასამართ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „EuroCarto2024”-ის მსვლელობისას განიხილება, ქართული მხარის მიერ შეთავაზებული ეს ინიციატივა. A separate business meeting was held with the participation of ICA President Georg Gartner (Austria), ICA Vice President Professor Dariusz Dukaczewski (Poland), former ICA President Professor Milan Konečný (Czech Republic), President of the Georgian Cartographers' Association Associate Professor Tengiz Gordeziani, and GCA Vice President Gocha Gudzuadze. The Georgian side raised the issue of restoring the Theoretical Cartography Commission within the ICA, which was met with great interest and approval by the ICA leadership. The Georgian side took the initiative to discuss this proposal during the international scientific conference "EuroCarto2024" to be held in Vienna, Austria, on September 8–11 this year.
0 notes
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
მე-9 საერთაშორისო კონფერენცია კარტოგრაფიისა და GIS-ის შესახებ
9th INTERNATIONAL CONFERENCE ON CARTOGRAPHY & GIS
ცალკე გამოყოფის ღირსია ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერ-კარტოგრაფის, დოქტორანტ საბა მოდებაძის (თსუ) მოხსენება, რომელიც სასკოლო კარტოგრაფიას ეძღვნებოდა. კონფერენციას წინ უძღოდა საბა მოდებაძის მიერ თსუ-ში ჩატარებული კონკურსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის “ჩემი თვალით დანახული სამყარო“, რომელშიც, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, 159-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ეს იყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული ე.წ. “მენტალური” (აზრისეული) კარტოგრაფიული ნაწარმოებები, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ სამყარო. საბა მოდებაძემ ამ კონკურსის ორგანიზებას წარმატებით გაართვა თავი და ბულგარეთის საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა ამ კონკურსის რჩეული ნამუშევრების დემონსტრირება. მისმა პრეზენტაციამ დიდი მოწონება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა გამოიწვია. საბას კანდიდატურა განიხილება საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ერთ-ერთი კომისიის “საბავშვო კარტოგრაფიის” წევრად, რომელსაც, ბულგარელი პროფესორი და ამ კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პროფესორი სილვია მარინოვა ხელმძვანელობს.
A separate mention should be given to the presentation by young, talented cartographer doctoral student Saba Modebadze (TSU), dedicated to school cartography. Prior to the conference, Saba Modebadze organized a competition at TSU for school-age children called "The World Seen Through My Eyes," in which 159 students of various age groups participated. These were "mental" (conceptual) cartographic works showing how they imagine the world. Saba Modebadze successfully organized this competition and presented selected works at the international conference in Bulgaria. His presentation was met with great appreciation and sparked a lively exchange of ideas. Saba's candidacy is being considered for membership in the "Children's Cartography" commission of the International Cartographic Association, chaired by a Bulgarian professor and one of the conference organizers, Professor Silvia Marinova.
2 notes · View notes
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
მე-9 საერთაშორისო კონფერენცია კარტოგრაფიისა და GIS-ის შესახებ
9th INTERNATIONAL CONFERENCE ON CARTOGRAPHY & GIS
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ქართველ მეცნიერთა 12 წევრიანმა ჯგუფმა. ჯგუფში შედიოდნენ ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის წევრები (ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ გორდეზიანი, ვიცე პრეზიდენტები: ზურაბ ლაოშვილი, თედო გორგოძე და გოჩა გუძუაძე, გენერალური მდივანი საბა მოდებაძე და სწავლული მდივანი მარიამ გაგოშაშვილი). კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს: თენგიზ გორდეზიანმა, საბა მოდებაძემ, გოჩა გუძუაძემ (2 მოხსენება), რობერტ მაღლაკელიძემ, ნიკოლოზ კაპანაძემ, მარიამ გაგოშაშვილმა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სოფიო გორგიჯანიძემ (2 მოხსენება, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი), რევაზ თოლორდავამ (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ზურაბ ლაოშვილმა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ნატო მაისურაძემ (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო). ქართველ მეცნიერთა მოხსენებებმა მოიცვა შემდეგი სფეროები: თეორიული კარტოგრაფია, თემატური კარტოგრაფია, საკადასტრო კარტოგრაფია, გეოინფორმაციული სისტემები პრაქტიკაში, სასკოლო კარტოგრაფია, სამხედრო კარტოგრაფია, თანამედროვე გეოდინამიური პროცესების კარტოგრაფირება, გეოეკოლოგიური კარტოგრაფირება. ქართველ მეცნიერთა პრეზენტაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის ფორმატში, რომელიც ინდექსირებული იქნება საერთაშორისო ბაზაში Web of Science-ში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველოს დელეგაცია რაოდენობრივად მხოლოდ კონფერენციის ორგანიზატორ ბულგარეთის დელეგაციას და ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას ჩამორჩებოდა.
The conference was attended by a 12-member group of Georgian scientists. The group included members of the Alexander Aslanikashvili Georgian Cartographers Association (Association President Tengiz Gordeziani, Vice Presidents Zurab Laoshvili, Tedo Gorgodze, and Gocha Gudzuadze, General Secretary Saba Modebadze, and Scientific Secretary Mariam Gagoshashvili). Presentations were made by Tengiz Gordeziani, Saba Modebadze, Gocha Gudzuadze (2 presentations), Robert Maghlakelidze, Nikoloz Kapanadze, Mariam Gagoshashvili (Ivane Javakhishvili Tbilisi State University), Sofio Gorgijanidze (2 presentations, Institute of Hydrometeorology), Revaz Tolordava (Sokhumi State University), Zurab Laoshvili (Georgian Technical University), and Nato Maisuradze (Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia). The presentations covered areas such as theoretical cartography, thematic cartography, cadastral cartography, GIS practice, school cartography, military cartography, the cartography of modern geodynamic processes, and geoecological cartography. The presentations by the Georgian scientists were well-received. The conference materials will be published in a collection indexed in the international database Web of Science. Among the countries participating in the conference, the Georgian delegation was quantitatively behind only the delegations of Bulgaria, the conference organizer, and the Czech Republic.
0 notes
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
მე-9 საერთაშორისო კონფერენცია კარტოგრაფიისა და GIS-ის შესახებ
9th INTERNATIONAL CONFERENCE ON CARTOGRAPHY & GIS
17 ივნისს მოეწყო კონფერენციის საზეიმო გახსნა, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ კონფერენციის ორგანიზატორები, პროფესორები ტემენუჟკა ბანდროვა და სილვია მარინოვა (ბულგარეთი), პროფ. მილან კონეჩნი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ICA-ს პრეზიდენტი, პროფ. გეორგ გარტნერი (ავსტრია), ICA-ს ვიცე პრეზიდენტი დარიუშ დუხაჟევსკი (პოლონეთი) და სხვები. გამომსვლელებმა ისაუბრეს კარტოგრაფიისა და გეოინფორმაციული სისტემების მნიშვნელობის შესახებ თანამედროვე მეცნიერებასა და პრაქტიკაში. On June 17, the official opening of the conference took place, with welcome speeches from the organizers, Professors Temenoujka Bandrova and Silvia Marinova (Bulgaria), Professor Milan Konečný (Czech Republic), ICA President Professor Georg Gartner (Austria), and ICA Vice President Dariusz Dukaczewski (Poland), among others. The speakers discussed the importance of cartography and geographic information systems in modern science and practice. 
1 note · View note
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
მე-9 საერთაშორისო კონფერენცია კარტოგრაფიისა და GIS-ის შესახებ
9th INTERNATIONAL CONFERENCE ON CARTOGRAPHY & GIS
მიმდინარე წლის 16-21 ივნისს, ბულგარეთის ქალაქ ნესებარში, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA) ეგიდით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „კარტოგრაფია და გეოინფორაციული სისტემები (GIS)“. კონფერენციის ადგილობრივი ორგანიზატორი იყო სოფიის სამოქალაქო არქიტექტურის, ინჟინერიისა და გეოდეზიის უნივერსიტეტი. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდნენ საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი მეცნიერ-კარტოგრაფები: პროფესორი გეორგ გარტნერი (ICA-ს პრეზიდენტი, ავსტრია), პროფესორი მილან კონეჩნი (ICA-ს ყოფილი პრეზიდენტი. ჩეხეთის რესპუბლიკა), პროფესორი დარიუშ დუხაჟევსკი (ICA-ს ვიცე პრეზიდენტი, პოლონეთი). ადგილობრივ მეცნიერთაგან კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები იყვნენ, პროფესორი ტემენუჟკა ბანდროვა და პროფესორი სილვია მარინოვა (ბულგარეთი). კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 28 ქვეყნის 300-მდე მეცნიერმა. კონფერენციაზე მუშაობდა 19 თემატური სესია. მოეწყო ვორკშოპი, რომელიც 3D კარტოგრაფირებას და სივრცეში ვირტუალურ ორიენტირებას მიეძღვნა. ეს ღონისძიება ჩატარდა ჩეხეთის დელეგაციის მიერ. კონფერენციის მსვლელობისას ანგარიში წარმოადგინა ICA-ს ოთხმა თემატურმა კომისიამ. გაიმართა დისკუსიები, აღნიშნული კომისიების პრეზერნტაციების შემდეგ. დისკუსიები შეეხებოდა თემატური კომისიების კვლევების შედეგებს.
კონფერენცია ჩატარდა ქ. ნესებარის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სამეცნიერო ცენტრის ლამაზ და თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილ შენობაში. 16 ივნისს კონფერენციის მონაწილეებმა გაიარეს რეგისტრაცია.
From June 16 to 21 of this year, an international scientific conference titled "Cartography & GIS" was held in Nessebar, Bulgaria, under the auspices of the International Cartographic Association (ICA). The local organizer of the conference was the University of Architecture, Civil Engineering, and Geodesy of Sofia. The organizing committee included internationally renowned cartographers: Professor Georg Gartner (ICA President, Austria), Professor Milan Konečný (former ICA President, Czech Republic), and Professor Dariusz Dukaczewski (ICA Vice President, Poland). From the local scientists, the heads of the organizing committee were Professor Temenoujka Bandrova and Professor Silvia Marinova (Bulgaria). The conference was attended by around 300 scientists from 28 countries. The conference featured 19 thematic sessions. A workshop dedicated to 3D cartography and virtual orientation in space was held by the Czech delegation. During the conference, reports were presented by four thematic commissions of the ICA. Discussions were held following the presentations of these commissions, focusing on the results of their research. The conference was held in a beautiful and modernly equipped building of the scientific center located in the central part of Nessebar. On June 16, participants registered for the conference.
0 notes
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
კონკურსის “ჩემი თვალით დანახული სამყაროს” 13-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის გამარჯვებულები.
Winners of the age group from 13 to 15 years of age in the competition “The World Seen Through My Eyes”.
0 notes
0 notes
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
კონკურსის “ჩემი თვალით დანახული სამყაროს” 9-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის გამარჯვებულები.
Winners of the age group from 9 to 12 years of age in the competition “The World Seen Through My Eyes”.
0 notes
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
კონკურსის "ჩემი თვალით დანახული სამყაროს" 8 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის გამარჯვებულები.
Winners of the age group under 8 years of age of the competition "The World Seen Through My Eyes".
1 note · View note
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
ალექსანდრე ასლანიკაშვილის მონოგრაფია "მეტაკარტოგრაფია. ძირითადი პრობლემები" გამოიცა 1974 წელს რუსულ ენაზე. კონცეფცია მოიცავს კარტოგრაფიის ზოგად თეორიას. მასში განხილულია თეორიული კარტოგრაფიის საკვანძო საკითხები: კარტოგრაფიის კვლევის საგანი, მეცნიერების კვლევის კარტოგრაფიული მეთოდი, კარტოგრაფიის შინაგანი სტრუქტურა, კარტოგრაფიის კავშირი სხვა მეცნიერებებთან და მისი ადგილი მეცნიერებათა ზოგად საკლასიფიკაციო სისტემაში, რუკის ენის სემიოტიკური ასპექტები, რუკათა კლასიფიკაციის პრინციპები, მასშტაბის პრობლემატიკა, კარტოგრაფიული გენერალიზაცია.
სამწუხაროდ ამ ორიგინალური მონოგრაფიის თარგმანი ინგლისურ ენაზე ვერ შესრულდა. 1999 წელს საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის "თეორიული კარტოგრაფიის" კომისიის თავმჯდომარემ, იაპონელმა პროფესორმა ტოსიტომო კანაკუბომ ჯგუფთან ერთად იაპონურ ენაზე თარგმნა, ზემოაღნიშნული მონოგრაფია. რაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ალექსანდრე ასლანიკაშვილის მეტაკარტოგრაფიის კონცეფციის საერთაშორისო აღიარებად.
ქართველ კარტოგრაფთა ჯგუფის მონაწილეობისას ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში, 2023 წლის, აპრილში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე ალ. ასლანიკაშვილის მონოგრაფიის იაპონური თარგმანი ბეჭდური სახით გადმოგვცა პროფესორ ტოსიტომო კანაკუბოს ერთ-ერთმა მოსწავლემ ალექსანდრე ვოლოდჩენკომ (გერმანია). ეს ეგზემპლარი ამჟამად ინახება თსუ-ს გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრაზე.
საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ალექსანდრე ასლანიკაშვილის ფუნდამენტური შრომების თარგმანის შესრულება ინგლისურ ენაზე, რათა მისი იდეები და შრომები უფრო ახლოს გაიცნონ დასავლეთის სამეცნიერო კარტოგრაფიულმა წრეებმა.
Alexander Aslanikashvili's monograph "Metacartography: Main Problems" was published in 1974 in Russian. The concept includes the general theory of cartography. It discusses the key issues of theoretical cartography: the subject of cartographic research, the cartographic method of scientific research, the internal structure of cartography, the connection of cartography with other sciences and its place in the general classification system of sciences, the semiotic aspects of map language, the principles of map classification, the problem of scale, and cartographic generalization.
Unfortunately, the translation of this original monograph could not be done in English. In 1999, the Chairman of the "Theoretical Cartography" Commission of the International Cartographic Association, Japanese Professor Tositomo Kanakubo, together with his group, translated the above-mentioned monograph into Japanese. Which can be considered an international recognition of Aleksandre Aslanikashvili's concept of metacartography. 
During the participation of the group of Georgian cartographers at the international symposium held in the Czech city of Olomouc in April 2023, one of the students of Professor Tositomo Kanakubo, Alexander Volodchenko (Germany), conveyed to us the Japanese translation of Al. Aslanikashvili's monograph in printed form. This copy is currently kept at the Department of Geomorphology-Cartography at TSU.
One of the important goals of the Association of Cartographers of Georgia is the translation of Alexander Aslanikashvili's fundamental works into English, so that his ideas and works can become more familiar to the scientific cartographic circles of the West.
2 notes · View notes