Tumgik
Photo
Tumblr media
1 note · View note
Text
ვიცი... ვხედავ... მე ჩემს თვალებს უფრო ვენდობი, ვიდრე წარმოსახვას... გხედავ... შენს მომავალს ისევე გარკვევით ვხედავ, როგორც ამ ხეს წინ რომ გვიდგას... მე ჩემს გასავლელ გზასაც ვხედავ, შენზე გრძელია. ჩემთან წარმატება შენსავით მალე ვერ მოვა... თავში არ აგივარდეს ეს იმიტომ არ მოხდება, რომ უკეთესი ხარ, უბრალოდ ჩემი მიღება უფრო გაუჭირდება მასას... ბოლოს მეც დაუფასებელ ადამიანთა მარაქას მიმაკუთნებენ... მეც მათ შევუერთდები და სიყვარული,აღიარება წლების, საუკუნეების შემდეგ მოვა... მეც ილიასავით მომკლავენ...მეც ფიროსმანივით დამცინებენ... მეც დავითის მსგავსად 4 საუკუნის შემდეგ მაღიარებს საქართველო... რა ცუდები ვართ ადამიანები... იმდენად გვძულს სიმართლე შეგვიძლია მყრალ ტყუილებში ვიცხოვროთ.... ჩვნ იმდენად გვაღიზიანებს გამბედაობა, სიმამაცე, რომ მზად ვართ გავაქროთ ყველა,ვინც მას ერთი წამით მაინც გამოიჩენს, მათ შორის ჩვენი საყვარელი ადამიანებიც... ბრბო ბრმაა... ბრმაა, მაგრამ ძლიერი... ძლიერი, თუმცა უჭკუოო, უგანაჩენო, უსამართლო, უადამიანო... მე ვხედავ გოლგოთას... მე ვხდეავ ეკლიან და გრძელ, თითქმის უსასრულო და უმისამართო გზას... ვხედავ და მაშინებს... მაგრამ არა იმდენად რომ მასზე არ შევდგე... ვიაზრებ და მინდა.... მეც ვეწამები თქვენს ენას მკითხველო... საკუთარი ნებით... და ვიწყებ! მე თქვენთან მოვდივარ.... და თუ მე, უბრალო გოგონა, უბრალო წარსულითა და "გაურკვეველი" მომავლით, შევძლებ თავი იმდენად შეგაყვაროთ, რომ გძულდეთ, ჩავთვლი რომ მიცხოვრია... მაშ ასე, მე ვიწყებ! კალამი არ დადოთ, ენა არ შეასვენოთ ჩემო, მკითხველო!
0 notes
Text
     პარკი სადაც ყველა ბედნიერია ჩემ (მის) გარდა... პროლოგი -აქ საიდან გაჩნდი? -მგონი დაგავიწყდა, ორივენი გარდავიცვალეთ... -სულაც არა, იმ დღეს მხოლოდ მე მოვკვდი. -მეხსიერება ყოველთვის გღალატობდა. -შენ თავში ნუ გერევი... ახლა შენი დაბრუნების დროა.... დრო შეუმჩნევლად გადიოდა, მესამე პირის გამოჩენას აღარც ველოდით, უბრალოდ ასე მოხდა... კიდევ ერთი დაგვემატა, კიდევ ერთი, ეს იყო არარეალური პიროვნება, უფროსწორად საეროდ არ იყო პიროვნება. ეს იყო პარკი, სადაც ყველა ბედნიერა ჩემ (მის) გარდა....
                                      თავი პირველი    (ანია...ნია) ჩემს ცხოვრებაში იშვიათად თუ იცვლება რამე. ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება. სიმართლეს ვამბობ მე ასე ცხოვრებას მივეჩვიე, აღარ მინდა სიახლეებმა კვლავ ამირიონ ცხოვრება.... არ მინდა მაგრამ მაინც იცვლება. აი, ამ წამსაც, როცა სადღაც შორს და არაფრისმთქმლად ვიხედები, მაინც  ვიპყრობ ადამიანის ყურადღებას....კიდევ ერთი იმედგაცრუება... -გამარჯობა მე ელზა, მეგობრებისთვის კი ლიზა მქვია - კი მაგრამ რაში მაინტერესებს რა ქვია ადამიანს, რომელიც ზუსტად ვიცი ბოლოს გულს მატკენს -მე ანია, მგობრებისთის კი... ისინი უბრალოდ არა არსებობენ. -ჩემთვის ნია იქნები. -შენთვის რიგითი იდიოტი ვიქნები.- ფხზე ვდგები და მივდივარ, მხოლოდ ერთი სიტყვა მაჩერებს, ერთი სიტყვა, სითბოთი გაჟღენთილი... -ნია... -არ შეგიძლია ასე მომმართო! -რატომ? იმიტომ ხომ არა რომ იმედგაცუების გეშნია? -მე მხოლოდ იმი მეშინია რომ კიდევ ერთი უცნობისთვის ვიქნები იდიოტი, აღარ მინდა კიდევ ერთმა ამარიდოს თვალი და შერცხვეს იმის რომ მიცნობს... -შენ პრობლემები გაქვს არ გინდა მიამბო? -რისთვის? -იმისთვის რომ ვიღაც მოგისმენს და შენთვის ძვირფასი გახდება, კიდევ იმიტომ თავი უკანასკნელ იდიოტად აღარ იგრძნო... -მე თავს იმად ვგრძნობ ვინც სინამდვილეში ვარ... -ახლა კი კმარა! -არაფერიც არ კმარა შენი უბრალოდ არავის ესმის -საქმეც ეგაა, მშვიდობით... (ლიზა) -მაგიდიდან ფეხები ჩამოიღე! - რაც შემეძლო აუღელვბლად ვუთხარი ჩემს დას. -ასე თავს კარგად ვგრძნობ. -ჩამოიღე-მეთქი! -თავს კაგად ვგრძნობ. -შენ გამო ნერვებს არ მოვიშლი. - ჩემს კონსპექტებს ხელი მოვხვიე და სხვენში ავედი. საოცარია, ყოველთვის მხიბლავდა ძველი ნივთები, მტვრით დაფარული და ხმარებისგან გახუნებული.... ახლაც ერთმა საგანმა მომჭრა თვალი... კონსპექტები სულ გადამავიწყდა და მისკენ გავწიე... -ლიზა, ლიზა - ნერვიულად მეძახდა დედაჩემი. სხვა დროს გავიცნოთ ერთმანეთი, უცნობ ნივთს თვალი ჩავუკარი... -ბატონო -გავძახე და სხვენის კიბეზე დავეშვი. -ლიზა, აქ ხარ? -კი დედა, რა მოხდა? -ვიღაც გოგონაა, შენ გკითხულობს... -მე მკითხულობს?! - გაოცებისგან დავიბენი - კარგი ოთახიდან გავედი და დერეფანი გავიარე... ვარაუდებმა გამაგიჟეს... სახლიდან გავედი თუ არა გავქვავდი... სიცივისფერმა თვალებმა მარილის ქანდეკებად მაქცია. -ლიზა, შეიძლება რომ ასე მოგმართო?- არ მახსოვს გაოცებისგან ჩემს ხმას რა დაემართა, მარტო ის ვიცი რომ სიტყვა ვერ დავძარი. -ცუდ დროს ხომ არ მოვედი- საოცარი დაძაბულობა სუფევდა ანიას სახესა თუ თვალებში, მე კი როგორც იქნა გონს მოვედი... -არა, რას ამბობ, შემოდი. კარებისკენ აუჩქარებლად წავედით, გზაში ორივენი ვდუმდით. ბოლოს სიჩუმე მე დავარღვიე. -გამიკვირდა შენ აქ ნახვა. -მეც მიკვირს ახლა აქ რომ ვარ და ამას რომ ვაკეთებ -და რას აკეთებ? -ადამიანს ვუმეგობრდები -გაგვეღიმა -ოდესმე ხომ უნდა გამოცადო რა გგრძნობაა გყავდეს მეგობარი, გრძნობდე ვიღაცის ზურგს სიცარიელეში... წამოდი რაღაცას გაჩვენებ...- ხელო მოვკიდე და სხენისკენ გავაქანე -ფრთხილად, მოიცადე.... - მისი თვალები პირველად ასხივებდნენ ბედნიერებას... ხის კარი ჭრიალით შევაღეთ და შევედით. ანია ვერ ხვდებოდა რა ვინდოდა სხვენში, მე კი მხოლოდ იმაზე ვვფიქრობდი როგორ ამეხსნა რას ნიშნავდა ეს ოთახი ჩემთვის. საიდანღაც გაცრეცილი პუფი გამოვათირიე, ანიას მასზე მივუთითე, ისიც დაჯდა. -სახეზე გაოცების გარდა არაფერი გაწერია- სიცილით ვუთხარი. -ხო, ცოტა დავიბენი... -არაუშავს ახლავე აგიხსნი... ამ ხეს ხედავ?- თავით ფანჯრისკენ ვანიშნე- ბავშვობიდან ვოცნებობდი ზეცასთან რაც შეიძლებოდ ახლოს ვყოფილიყავი... მთელ დღეებს მის წვერზე ვატარებდი და ვფიქრობდი... ერთხელაც  მისმა სუსხმა ტოტებმა ვეღარ გამიძლეს და ჩამოვვარდი, ხელი და ფეხი მოვიტეხე... მას შემდეგ მასზე ასვლა ამიკრძალეს... და მეც შორიდან ვუყურებდი ხეს ამ ოთახიდან... მერე შევამჩნიე რომ აქაურობა შემიყვარდა, მიყვარდა ყველაფერი, რაც აქ იყო... ძველი ტანსაცმელი, სკივრები, სათამაშოები და რაც მთავარია ეს...- ოთახს სამხრეთ ნაწილში მდგარი კარებჩამოვარდნილი კარადიდან მოლბერტი გამოვიღე... -ხატავ? -მხოლოდ პორტრეტებს... -მაჩვნებ? -მოიცადე - გაცრეცილი, მტვრით დასვრილი ტილოს ზეწარი ავწიე და რამდენიმე ნახატი გამოვიღე - ჩუმად არავინ გაიგოს -გავუღიმე ყველა პორტრეტი ერთმანეთს გავდა... ყველა მათგანს ცივი, უმეტყველო თვალები ჰქონდა... ანია შეკრთა ეტყობა მისი თვალებიც ამოიცნო... -ამას რატომ აკეთებ? -რას?
                                                                 *** გარეთ წვიმს... ვერავინ ამჩნევს როგორ გროვდება წვიმის წვეთები გუბეებად ჩვენი ცოდვებივით... ისევ წვიმს... მეც რომ თავის დროზე მეფიქრა რას მოასწავებდა ეს წვიმა დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.... დღეს ისევ ბედნიერად გავიღიმებდი... მაგრამ ადამიანის ტრაგედიასაც სწორედ ეს წარმოადგენს... ყველაფერს ხვდებიან ოღონ გვიან...
თავი მეორე (ანია) როგორც ვიცი 60 საათი მეძინა... ძილში მხოლოდ იმას ვხედავდი, რაც იმ დღეს მოხდა. არ ვიცი ელიზას თუ ვნახავ კიდევ, მაგრამ მისი  სიტყვები ახლაც მაშინებს, ნუთუ კიდევ დარჩა ადამიანი, ვისაც ჩემნაირი არარაობა ჭირდება? არ ვიცი, თითქოს არანორმალური ვარ... თითქოს რატომ? მართლა არანორმალური ვარ... ჩემი თავის მეთვითონ მიკვირს... გავურბივარ იმას  რაც ყველაზე მეტად მჭირდეა.... ადამიანები არც ისე სასურველები ვართ, როგორც ჩვენ გვგონია.... მაშინ ატომღა მივიჩნევთ თავს იმად, რაც არ ვართ? ჩვენ ყველაზე განვითარებული ძუძუმწოვები ვართ, ადამიანობის აღარაფერი გვცხია... კი გამოერევა ჩვენშიც რამდენიმე, მაგრამ რად გინდთ? ბოლოს მასაც ყველა ისე ექცევა, როგორც ნივთს. ამის ამო გავხდი ასეთი, ერთი შეხედვით უმწეო, სინამდვილეში კი... ეგ მეთითონაც არ ვიცი, სხვამ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა იმას ვერავინ დმაჯერებს რო მეც ცხოველი ვარ, ისევე როგორც ეს ბრბო. ხალხი ერთნაირად აზროვნებს, მათ ერთი გასაჭირი აქვთ...  მე კი მათგან განვსხვავდები და ეს განსხვავება მეც მაშინებს და მათაც. ცხოველებად ქცეული ადამიანებისგან გარიყვას მივეჩვიე... აღარც მინა უბადუკი მასის მსხვერპლად ვიქცე.... მე ერთი რიგირთი პიროვნება არ ვარ, არც არასდროს ვყოფილვარ და არც მომავალშ ვიქნები . ლიზა სულ თვალწინ მიდგას, მისი ადამიანური სახე, თბილი მზერა გონებიდან აღარ ამოდის. ჩემი ამოცნობა რთულია. დღეს ხომ ყველა ნიღაბს ატარებს... ჩემი ნიღაბი კი უმწეო სახე და არაფრისმთქმელი თვალებია... მხოლოდ ელიზამ შეძლო მასში შეღწევა და რაღაცის წაკითხვა... ერთი ვიცი, კიდევ ერთხელ მინდ აშევხდე.. ა���იტომაც მივდივარ იქ სადაც არ უნდა მივდიოდე...  *** მარტი... წლის ყველაზე მშვენიერი, მაგრმ ამოუცნობი თვე...ვერაფრით გაიგებ რა სურს მას, ვერც იმას მიხვდები როგორ გაიღვიძებს იგი მომდევნო დილით და თუ მეორე დღისთვის ტანსაცმელს სინოპიკოსების მიერ დადგენილი ამინდის პროგნოზით აარჩევ, ჩათვალე რომ გიჟი ხარ... მარტი ისეთივე ცვალებადია, როგორც ჩვენ, ადამიანები... ვერც კი ვიგებთ ისე გვეცვლება განწყობა... მანაც ასე უეცრად დაიწყო ხასიათში ნაღველის გარევა... ნელ-ნელა შორდებოდა ყველას... ისე შორდებოდა რომ ვერც კი ხვდებონენ... ან და ხვდებოდნენ რატომ? ვერც კი ვხვდებოდით....                                                   თავი მესამე (ლიზა) -ლიზა, ლიზა -ბატონო! -რას აკეთებ ამდენხანს სხვენში? -ვუსაქმურობ... -ლექციაზე გაგვიანდება. -რა? არა, არა - ავნერვიულდი, არ  მიყვარდა დაგვიანება, თუმცა ყოველთვის ვიგვიანებდი... -სულ აგვიანებ - დამცინოდა დედაჩემი -ოოო, გთხოვ... მოიცა, სად არის ჩემი წინდა? -დაიწყო - სიცილს განაგრძობდა დედა - კარგი რა... - ფეხსაცმელში საჩქაროდ ჩავყავი ფეხი და თასმები შეუკვრელად გავემართე კარისკენ... -უი, ჩანთა დამრჩა... - ნუ ღელავ პირველია- გაიცინა -უხხხ - დავუბღვირე და სახლიდან გავედი „არა, რადროს ლექციაა“ ვბრაზობდი ჩემთვის... ....სამყარო ზედმეტად ამოუცნობი იყო ჩემისთანა უმწეო გოგონასათვის... ვფიქრობდი ყოველთვის, ყველგან და ყველაფერზე... განსაკუთრებით მუსიკასთან ერთად ფიქრი მიყვარდა... ამ დროს შეუმჩნვლად მიჩნდებოდა ხელში ფუნჯი და მეც უბრალოდ ხატვას ვიწყებდი.... მაშნაც ასე მოხდა... ნეონის საღებავები ახალი ნაყიდი მქონდა და ტილოს ზეწრის ქვეშ ამაოდ ვაფათურებდი ხელს... მძულდა მომენტები, როცა სასურველი ნივთი მისთვის განკუთვნილ ადგილას არ მხვდებოდა ხოლმე... უცებ კარის ხმა გაისმა -ჭამას არ აპირებ?- ბრაზიანად მიყურებდა დედა. -დიეტაზე ვარ -ეგ ტყუილი აღარ ჭრის -კარგი, ჩამოვალ -10 წუთში მაგიდასთან გელოდები... მშვენიერია... ათი წუთი მქონდა ყუთის მოსაძებნად... „კარგი დამშვიდდი“- უაზროდ ვუმეორებდი ჩემს თავს. ან კი რა იყო დასამშიდებელი? „კარადაში ნახე?“- ვაგრძელებდი თავთან საუბარს... „კარადაში არ ვინახავ მსგავს ნივთებს...“ „ეგეც მართალია“ „იმ სკივრში?“ „რომელ სკივრში?“ „რომლის გაცნობაც ვერ მოასწარი....“ და უცებ საღებავებიც გადამავიწყდა და თავიც... სკივრი... ნივთი, რომელიც ადრე არასდროს შემინიშნავს.... „მოიცა სად იდო?“ „მოლბერტის უკან“ „ხო, მართალია.“ ფეხმომტვრეულ მაგიდას მივუახლოვდი, რომლის უკანაც ვმალავდი ხოლმე მოლბერტს... იქ ამ ორი ნივთის გარდა სხვა ბევრი საინტერესო რამ შეგხვდებოდათ... ძველი სათამაშები, დოკუმენტები, საწერი კალმები, ფირსაკრავი თავისი ფირფიტებით.... ჩემი მოლბერტი... და აი, ისიც... მწვან ძველებური სკივრი, საინტერესო კი ის იყო რომ არაფერი ეტყობოდა რამე განსაკუთრებულის.... ერთი ჩვეულებრივი ყუთი იყო აქა-იქ აქერცლილი საღებავითა და დროისგან დაჟანგებული რკინი ელემენტებით... საკვირველი იყო მხოლოდ ერთი ფაქტი... რატომ მაოცებდა მისი არსებობა.... -ეზილა.... - უკვე ყვიროდა დედაჩემი... „ღმერთო ჩემო აბა 10 წუთშიო...“- საათს დავხედე, ნეტავ არც დამეხედა... -ბოდიში დედა... -ასე ვეღარ გააგრძელებ.... იქ ასვლას გიკრძალავ გესმის? -კი მაგრამ დედა -არავითარი დედა... ბიძაშენს ვთხოვ და ამოვჭედავთ კარს...- ამ სიტყვებზე სისხლის ნაკადმა სასწრაფოდ გაიარა მარცხენა პარკუჭი, აორტა, არტეტია, არტერიოლები, კაპილარები, მოიცვა ყველა ვენა და სასწრაფოდ ავარდა თავში... ეს ყველაფერი მოხდა წამის მეასედებში... სიმშვიდის შენარჩუნების საოცარი უნარი მონდა და ერთადერთი რაც გავაკეთე ის იყო რომ სენდვიჩი ავიღე, ვუთხარი „ვნახოთ“ მეთქი და სასწრაფოდ ავედი სხვენში....                                                      ანია -ზღვა მშვიდია... შენსავით მშვიდი - ვებნები ლიზას და ბატი-ბუტს ვუწოდებ -დღეს ჩემზე მშვიდადაც კი გამოიყურება...- რაღაც ნაღვლიანი ხმაა აქვს... -რა ხდება? -ბიძაჩემი ჩამოვიდა... ***
0 notes
Photo
Tumblr media
92K notes · View notes
Photo
Tumblr media
12K notes · View notes
Photo
Tumblr media
742 notes · View notes
Photo
Tumblr media
The waiting.
469 notes · View notes