megzuri-blog
megzuri-blog
მეგზური
24 posts
ია გორგიშელი - "მოგზაურის ჩანაწერები" – Traveller's Notes by Ia Gorgisheli
Don't wanna be here? Send us removal request.
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე ოცდამეორე – თავისუფლების ქანდაკება
პარასკევი, 30 აპრილი. დილაა, ნომრიდან ვერ გავდივარ, ხან მიმოწერა მაქვს ინტერნეტში ჩემ მეგობართან, ხან ტელეფონზე ვსაუბრობ, ნიუ ორკში მცხოვრებ თბილისელ ემიგრანტთან. დღეს საღამოს მივფრინავთ, ვბრუნდებით საქართველოში. ამიტომ ბოლოჯერ გავხედე ნიუ იორკის ხედს, სასტუმროს ოცდამეორე სართულიდან. ხვალ ამ დროს, დილით, ალბათ ლონდონის აეროპორტში ვიქნებით, ღამით კი –  თბილისში. რაღაც გული მწყდებოდა, ნიუ იორკისთვის სამი დღე ძალიან ცოტა იყო, თანაც ისეთი დატვირთული გრაფიკით, როგორიც ჩვენ გვქონდა.  თითქმის ცხრა მილიონიანი ქალაქი, უამრავი საინტერესო ადგილით, ჩვენ კი – მარტო მანჰეტენი და ბროდვეი მოვიარეთ. 
Tumblr media
12:30–ზე მოგვაკითხა ავტობუსმა, დავტვირთეთ ჩვენი ბარგი და წავედით ქალაქის დასათვალიერებლად. Staten Island Ferry სამგზავრო ბორანით გადავედით მანჰეტენიდან სტეიტენ-აილენდიზე,  კუნძულზე და Liberty Island–ს და თავისუფლების ქანდაკებას გვერდით ჩავუარეთ.
Tumblr media
კუნძულზე არ გავჩერებულვართ, მალევე მეორე ბორანს გამოვყევით უკან. უკან გზაზე მანჰეტენი წყლიდან ამოსული სასწაულივით მოჩანდა.
Tumblr media
ქარი ქროდა და გვციოდა, მაგრამ მაინც ბორანის აივანზე ვიდექით და მანჰეტენის ფონზე სურათებს ვიღებდით და ვიღებდით.
Tumblr media
გასეირნების შემდეგ შევჩრდით ტურისტებისთვის პოპულარულ უბანში სოჰო, რომელიც მანჰეტენის ისტორიულ უბანს წარმოადგენს. თავისი არქიტექტურით, ძვირადღირებული ბრენდების ბუტიკებით და ევროპული რესტორნებით, ეს უბანი, მართლაც რომ, ევროპული ქალაქის ერთ–ერთ უნბანს გავდა. გამვლელ–გამომვლელები განსხვავებულად მოწესრიგებული და გარეგნულად დახვეწილი გვხვდებოდა. ქუჩაში მხატვრები თავის ნამუშევრებს ყიდნენ, ერთი ქართველიც აღმოვაჩინეთ. ვპოვეთ ყავა სტარბაქსის კაფე, სადაც მივირთვით ყავა, შევიძინეთ საჩუქრად ყავის ჭიქები სატრბაქსის ლოგოთი და მე კი, სტარბაქსის ყავის მარცვლები – თბილისში ვერ ვიყიდი, ვიცი.
ავედით ავტობუსში და წავედით Wall Street–ზე.
Tumblr media Tumblr media
Bowling Green სკვერში ვნახეთ ბრინჯაოს ხარის სკულპტურა, რომელიც ფინანსური ოპტიმიზმის სიმბოლოდ ითვლება.
Tumblr media
17:30–ზე ავტობუსმა აეროპორტში მიგვიყვანა. აფრენამდე ოთხი საათი ვიცადეთ.  თვითმფრინავში ადგილები ისევ ერთმანეთისგან დაშორებით შეგვხვდა. ექვსი საათი ვიმგზავრეთ ლონდონამდე. ლონდონში დაახლოებით ორი საათი დავყავით და გამოვემგზავრეთ თბილისში. ჩვენთან ერთად თბილისის მერმა, გიგი უგულავამ და მისმა კოლეგებმა იმგზავრეს. ბაქოში, თვითმფრინავი ისევ ერთი საათით დადგა, მგზავრები აკრიფა და თბილისში 1 მაისს, თბილისის დროით ღამის 11:20 წუთზე ჩამოვფრინდა. დავითვალე, ამ მოგზაურობისას თერთმეტჯერ ავფრინდით და თერთმეტჯერ დავფრინდით. ჩემები აეროპორტში დამხვდნენ. გარეთ წვიმდა და ციოდა.
ასე დამთავრდა ჩემი და ჩემი მეგობრებს მოგზაურობა შეერთებულ შტატებში. 
0 notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე ოცდამეერთე – მეტროპოლიტენის მუზეუმი
პარასკევი, 29 აპრილი. დილით, 10:30 წაგვიყვანეს ნიუ იორკის ცენტრში, მანჰეტენში, მეექვსე და მეშვიდე ავენიუებს შორის მდებარე საინფორმაციო და საბიბლიოთეკო მეცნიერებების ინსტიტუტში Pratt–SILS. Pratt Institute დაარსდა 1887 წელს, სადაც 1890 წლიდან, საბიბლიოთეკო მეცნიერება ისწავლება. შეხვედრაზე ორი ქალბატონი დაგვხვდა. სამაგისტრო კურსზე 12 საგანს კითხულობენ, მათ შორისაა არქიტექტურა და დიზაინი. Pratt–SILS–ში ასწავლიან ინფორმაციის შეგროვებას, საცნობარო კურსს, ინფორმაციის ორგანიზების კურსს, Drupal-ს, HTML–ს და ა.შ. არის  სტაჟირების კურებიც, რომელიც ას საათს მოიცავს.
14:30–დან 17:00–მდე გახლდით მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის, თომას ვატსონის სახელობის ბიბლიოთეკაში, რომლის საცავში ვნახეთ მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე გამოცემული წიგნები ხელოვნებაზე. აქ, სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებათმცოდნეებს 2–დან 6 თვემდე სასწავლებლად იწვევენ. ეს ბიბლიოთეკა მუზეუმის შენობაშია.
Tumblr media
შეხვედრის შემდეგ, მუზეუმის დასათვალიერებლად  40 წუთი დაგვრჩა და ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე ექსპონათთან შევჩერდით. ბოლოს ავედით მუზეუმის სახურავზე და იქიდან ნიუ იორკის პანორამით მოვიხიბლეთ. სამი მოხალისე, ელეგანტური ქალბატონი ფეხდაფეხ დაგვყვებოდა, ერთი წუთითაც არ გვტოვებდნენ, რომ არ დავკარგულიყავით. გვაჩუქეს მუზეუმის ექსპონატების ასლების CD–ები, მე პოლ სეზანის ნამუშევრების ასლები შემხვდა.
Tumblr media
მუზეუმის გარეთ, ქუჩაში რამდენიმე მოყვარული მხატავრი და ფოტოგრაფი თავის ნამუშევრებს ყიდდა. ყველამ შევიძინეთ ნიუ იორკის ხედები. საღამოს სასტუმროს ფოიეში სოფო მელოდა.
2 notes · View notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეოცე – ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში
ხუთშაბათი, 28 აპრილი. დილის 9 საათზე წაგვიყვანეს ქვინსის საჯარო ბიბლიოთეკაში, რომელიც 2,2 მილიონ მოსახლეობას ემსახურება. ვისთანაც შეხვედრა გვქონდა დანიშნული, არ დაგვხვდა, ამიტომ უცხო ენების განყოფილების კოორდინატორმა, პრეზენტაცია ამოგვიბეჭდა პრინტერზე, ცოტა ვისაუბრეთ და წამოვედით.
13:00–17:00–მდე შეხვედრები გვქონდა ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში (NYPL), რომელიც თავისი მნიშვნელობით და გრანდიოზულობით  ამერიკაში მეორეა, კონგრესის ბიბლიოთეკის შემდეგ. წიგნადი ფონდის სიდიდით კი, მესამეა მსოფლიოში კონგრესის ბიბლიოთეკის და ბრიტანეთის ბიბლიოთეკის შემდეგ.
Tumblr media
ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ცენტრალური Stephen A. Schwarzman–ის შენობა, რომელიც მეხუთე ავენიუზე მდებარეობს, ატარებს მილიარდერი სტეფან შვარცმანის სახელს, რომელმაც 2008 წელს, 100 მილიონი დოლარი შეიტანა ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის გაფართოებისთვის.
Tumblr media Tumblr media
207–ე ოთახში შევხვდით სტრატეგიული განვითარებისა და ციფრული პროექტების პროდიუსერს. გვიჩვენა ახალი ციფრული პროექტები, რომელსაც ანხორციელებენ. ძალიან საიტერესო პროექტია ისტორიული რუკები ბიბლიოთეკის კოლექციიდან, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ბიბლიოთეკის ფონდში დაცული, გაციფრებული ძველი ისტორიული რუკების თარგები გადმოიტანოს და დღევანდელ  რუკაზე ზუსტად დაემთხვიოს.  ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკას, თავის საბიბლიოთკო სისტემაში 2 800 თანამშრომელი ჰყავს. ოფიციალურ ვებ საიტზე ინფორმაციას 300 თანამშრომელი უძღვება, აქედან 100-ს თავის ბლოგი აქვს. საიტზე ინფორმაციის მოსაძებნად იყენებენ SOLR საძიებო ინდექსს. შემდეგმა მომხსენებელმა მიშელ მისნერმა გაგვაცნო ბიბლიოთეკის ვებ საიტის შექმნის და განვითარების ისტორია. შეგვახედეს ინტრანეტშიც http://lair.nypl.org/. საინტერესო პროექტი იყო ასევე მენიუს ბლოგი. ამ ბლოგზე მოხვედრილ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაეხმაროს ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკას, ბიბლიოთეკაში დაცული ისტორიული მენიუების გადაწერაში. შემდეგი მომხსენებელი გვესაუბრა კულტურულ პროგრამებზე და პროექტებზე.
Tumblr media
შეხვედრების ბოლოს,  ბიბლიოთეკარმა რობერტმა მოგვაკითხა და შენობის დასათვალიერებლად გაგვიძღვა. ჩაგვიყვანა საცავში, გვაჩვენა ავტომატური ხაზის მეშვეობით, საცავიდან დარბაზში წიგნის ამოსვლის პროცედურა, მოგვატარა ყველა სართული. ვნახეთ
გუტენბერგის ბიბლიის
ერთ–ერთი ეგზემპლიარი.
Tumblr media
ბავშვთა განყოფილებაში ვნახეთ ნამდვილი ვინი პუჰი და მისი მეგობრები, პროტოტიპი სათამაშოები, რომლებმაც უბიძგეს მწერალს, არტურ მილნს, დაეწერა “ვინი პუჰი და სხვები”. 
Tumblr media Tumblr media
100 წლის წინანდელი შენობის ეზოში ვნახეთ ახალი შემინული კორპუსი, ჩადგმული ისე, რომ ძველი შენობის კედლებს საერთოდ არ ეხება -  მისგან დაახლოებით  ერთი მეტრითაა დაშორებული.
Tumblr media
დავათვალიერეთ გრანდიოზული, ულამაზესი სამკითხველო დარბაზი, სადაც ყველა სამუშაო ადგილზე იდგა პერსონალური კომპიუტერი.
Tumblr media
ბოლოს, შევიარეთ ბიბლიოთეკის მაღაზიაში. 17:00–ზე ბიბლიოთეკაში ჩვენი ვიზიტი დასრულდა და შენობიდან გარეთ გამვედით.
Tumblr media
გარეთ სოფო მელოდა, ჩემი ძველი თანამშრომელი, რომელიც უკვე 10 წელია, ოჯახთან ერთად,  ნიუ იორკში ცხოვრებობს. გავისეირნეთ Brayant Park-ში. 
Tumblr media Tumblr media Tumblr media
სოფომ, ბროდვეიზე მდებარე ლათინო–ამერიკულ რესტორან Applebeen's-ში, სტეიკზე დამპატიჟა. სასტუმროში გვიან დავბრუნდი.
0 notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეცხრამეტე – ნიუ იორკი
ოთხშაბათი, 27 აპრილი. დილის 9:00–ზე მოგვაკითხა ავტობუსმა და წაგვიყვანა ქალაქ რალის აეროპორტში. 10:00 საათზე ავფრინდით და 12:15–ზე ჩავფრინდით ნიუ იორკში, ამერიკის უდიდეს და ეთნიკურად მრავალფეროვან ქალაქში. ქალაქს ხუთი უბანი აქვს  ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და რიჩმონდი (სტეიტენ-აილენდი). ჩვენი სასტუმრო მანჰეტენზე  Wyndham Garden Hotel Midtown, ყველაზე პატარა და ძვირი აღმოჩნდა, იმ სასტუმროებთან შედარებით, სადაც ვიყავით. თანაც, დილის საუზმეზეც ჩვენ უნდა გვეზრუნა. ჩემი ოთახი  24–ე სართულზეა, რომლის ფანჯრიდან  მარცხნივ ცათამბჯენები, მარჯვნივ – ოკეანე ჩანს. 
Tumblr media Tumblr media
წავედით ქალაქის დასათვალიერებლად, სადაც სხვადასხვა რასის, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები, ჭიანჭველებივით ირეოდნენ. იყო დიდი ფუსფუსი და ნაგვის ბევრი პარკი კორპუსების წინ.
Tumblr media
საღამოს, რვა საათზე ფეხით ჩავისეირნეთ ბროდვეიზე. გერშვინის თეატრში ვნახეთ სპექტაკლი Wicked, რომლის ბილეთებიც,  სახელმწიფო დეპარტამენტმა შეგვიძინა. 
Tumblr media Tumblr media
ძალიან დავიღალე და სპექტაკლის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდი. თიკა, დიანა და ბესო სტეიკის დასაგემოვნებლად რესტორანში Carnegie Deli წავიდნენ.
Tumblr media
0 notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეთვრამეტე – ჩაპელ ჰილი
სამშაბათი, 26 აპრილი. დილის 8:00–ზე რალის მოშორებით, ჩაპელ ჰილში გავემგზავრეთ. ეს გახლავთ პატარა, სტუდენტური ქალაქი. წვიმდა. შევხვდით ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ინფორმაციისა და საბიბლიოთეკო მეცნიერების ფაკულტეტის დეკანს, დოქტორ ჰარი მარჩიონინის. ეს ფაკულტეტი ცდილობს ხელი შეუწყოს ბიბლიოთეკარის პროფესიის განვითარე���ას. მას აშშ–ში წარჩინების მაღალი რეიტინგი აქვს, ქვეყნის მასშტაბით ხუთეულში შედის. დოქტორმა ჰარიმ გვითხრა, რომ ბოლო პერიოდში ფაკულტეტი პოპულარობით სარგებლობს და სულ უფრო მეტი სტუდენტი მიდის სასწავლებლად. ეს აიხსნება იმით, რომ ინფორმაციისა და საბიბლიოთეკო მეცნიერების ფაკულტეტის კურსდამთავრებულები სხვადასხვა საინფორმაციო ცენტრებში და ინტერნეტ პორტალებზე (მაგ.: Best Buy, I-MARKET) თავისულად საქმდებიან, რომ არაფერი ვთქვათ ბიბლიოთეკებში დასაქმებაზე. აშშ–ს ბიბლიოთეკებში მაგისტრატურის კურსდადამთავრებულს ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებენ. როგორც დოქტორმა გვითხრა, ამ ფაკულტეტის მაგისტრატურაზე ამჟამად  სამაგისტრო პროგრამას 250 სტუდენტი გადის.
ლანჩის შემდეგ 13 საათისათვის დავათვალიერეთ ვილსონის ბიბლიოთეკა და ამავე ბიბლიოთეკაში შევხვდით სამკუთხედის კვლევითი ბიბლიოთეკების ქსელის (TRLN)-ს დირექტორს მონა კაუტს. TRLN არის დუკის უნივერსიტეტის, ჩრდილოეთ კაროლინას ცენტალური უნივერსიტეტის, ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ჩაპელ ჰილის უნივერსიტეტის კოლაბორაციის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია. ორგანიზაციის მიზანია, კოოპერირების ფარგლებში კვლევითი ბიბლითეკების ფინანსური, ადამიანური და საინფორმაციო რესურსების მწყობრში მოყვანა.
Tumblr media
14:00–ზე დავბრუნდით რალიში და ქალაქ რალის მუნიციპალიტეტში შევხვდით საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის სამსახურის კოორდინატორს. ვისაუბრეთ სტიქიური უბედურებების თავიდან აცილების გზებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე. ჩრდილოეთ კაროლინას, რამდენიმე დღის წინ, თავს ტორნადო დაატყდა და 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტორნადოს გამო, ერთ–ერთი ბიბლიოთეკაში ჩვენთვის დაგეგმილი ვიზიტიც გააუქმეს. შეხვედრის ბოლოს ჩაგვიყვანეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 9–1–1–ის ცენტრში, შენობის პირველ სართულზე, სადაც ვნახეთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები.
16:00-ზე ჩვენს სასტუმროსთან The Residence Inn by Marriott Raleigh ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრთან Crabtree Valley Mall ავტობუსიდან ჩამოვედით და ექვსის ნახევრამდე  მაღაზიებში ვიარეთ.
17:30–19:00–მდე ჩვენი სასტუმროს ფოიეში, შეხვედრა გვქონდა  სხვადასხვა ადგილობივ არასამთავრებო და საბიბლიოთეკო ორგანიზაციის წარმომადგენელთან. ეს შეხვედრა საერთაშორისო ვიზიტორების პროგრამის კოორდინატორმა რალიში, ახალგაზრდა ქალბატონმა, ლეილამ მოაწყო. შეხვედრაზე 10–15 სტუმარი იყო, ვისაუბრეთ, ფოტოსურათები გადავიღეთ და 20:00–ზე დავიშალეთ.
0 notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეჩვიდმეტე – ჩრდილოეთ კაროლინას ბიბლიოთეკები
ორშაბათი, 25 აპრილი. დილის 9:00–ზე წაგვიყვანეს ჩრდილოეთ კაროლინას უსინათლოთა და უნარშეზღუდულთა ბიბლიოთეკაში (NCLBPH) რალიში, რომელიც 1958 წელს დაარსდა. ეს ბიბლიოთეკა მთელი შტატის მასშტაბით აგზავნის უსინათლოთათვის და უნარშეზღუდულთათვის სპეციალურ მასალებს (აუდიოდისკებს), წიგნებს (ბრაილის შრიფტით ან დიდი შრიფტით დაბეჭდილს). შეხვედრა გვქონდა რეგიონალურ ბიბლიოთეკართან კარლ კენთან, რომელმაც დეტალებში  აგვიღწერა ბიბლიოთეკაში მიმდინარე სამუშაო პროცესები. მკითხველი  ტელეფონით აკეთებს სასურველი მასალის შეკვეთას. შეკვეთის გაფორმების მომდევნო დღეს, დილით (შუადღემდე) ბიბლიოთეკის თანამშრომელი აგზავნის მოთხოვნილ შეკვეთას ფოსტით, მკითხველის მისამართზე.  სახელმწიფო ფოსტა უფასოდ ემსახურება უსინათლოებს და უნარშეზღუდულებს. მკითხველთა 10–15% სასურველი მასალის შეკვეთისთვის იყენებს ბიბლიოთეკის ვებ საიტს. ბილიოთეკაში დარეგისტრირებულია 11 000 მკითხველი და ასეთი შეკვეთები დღის განმავლობაში ორი ათასამდეა. წიგნს გასცემენ სახლში 3 თვით, პერიოდულ გამოცემებს 3 კვირით.  იმის გამო, რომ ბიბლიოთეკაში უნარშეზღუდულებისთვის სივრცე არ აქვთ, ბიბლიოთეკა წიგნებს გასცემს სახლში წასაკითხავად, ადგილზე არ ემსახურებიან. ბიბლიოთეკა ასევე კოორდინაციას უწევს აქტიურ მოხალისეთა პროგრამას, რომელთაც იწვევენ ინტერნეტით ან  ბიბლიოთეკის გაზეთით. მოხალისეებში არიან ისინიც, ვინც ადმინისტრაციულ სასჯელს იხდის. 30–40 მოხალისე მუმივად ჰყავთ, რომელთაც ორი თვის განმავლობაში უტარებენ ტრენინგს და მინიმუმ ექვსი თვით ასაქმებენ. სკოლებში მუშაობს პროგრამა "საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება", რომლის ფარგლებშიც სკოლიდან მოხალისეები ბიბლიოთეკაში მოდიან.  ა��� არის ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც ხდება მოხალისეების ხმის დამუშავება და ლიტერატურული ნაწარმოების კასეტაზე ჩაწერა (ვისაც ხმის ტემბრი და წაკითხვის მანერა ხელს უწყობს).  
Tumblr media
10:45-ზე წავედით ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ბიბლიოთეკაში რალიში, რომელიც 1812 წელს დაარსდა და 2012 წელს 200 წელი უსრულდება. ბიბლიოთეკის შესასვლელში დაგვხვდა ლორი სპესიალი, ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელმაც აგვიყვანა ლიფტით ზედა სართულზე. 
Tumblr media
შეხვედრაზე ძალიან ყურადღებიანმა და ხალისიანმა ქალბატონებმა წარმოგვიდგინეს რამოდენიმე პრეზენტაცია. საუბარი შეეხებოდა ბიბლიოთეკის განვითარების კონსულტანტებს, რომლებიც შრდილოეთ კაროლინას შტატის ბიბლიოთეკებს გრანტების პროგრამაში და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში ეხმარებიან.
შემდეგი ვიზიტი გვქონდა ნეშ საგრაფოში, დაახლოებით 30 წუთის სავალზე რალიდან, მიდელსექსის საჯარო ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ორსართულიან კერძო სახლს ჰგავდა, რომლის კარის აბრაზე ეწერა დაკეტილია სააღდგომოდო. ამიტომ, უკან გამოვბრუნდთ. 20 წუთში დარეკა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის პროგრამის კოორდინატორმა და გვთხოვა მიბრუნება.  ჩვენი წამოსვლიდან 5 წუთში მისულან და ბიბლიოთეკა გაუღიათ.  უკან აღარ დავბრუნდით, რადგან უკვე რალის ვუახლოვდებოდით. 
გზად, ნახევარი საათით, შევირბინეთ DJmax–ის მაღაზიაში და სასტუმროში დავბრუნდით, შემდეგ შეხვედრაზე წასასვლელად მოსამზადებლად.
18:30–ზე ნინო, ბესო და მე ამერიკულ ოჯახში სტუმრად წავედით. მოგვაკითხა მასპინძელმა მანქანით და 20 წუთით სავალზე წაგვიყვანა ქალაქგარეთ, ხის სახლში. მასპინძლები: ახალგაზრდა ცოლ–ქმარი ორი პატარა ბავშვით და პატარა, მოუსვენარი ძაღლით. 21:00–ზე წამოვედით. მოლზე eBay მაღაზიაში ვიყიდე Hp-ის Note Book. :)
0 notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეთექვსმეტე – ყველაზე მწვანე შტატი – ჩრდილოეთ კაროლინა
კვირა, 24 აპრილი. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს პირველად ვერ ვხვდები საქართველოში. დილის 6 საათზე ავდექი. დღეს, ქარების ქალაქს ჩიკაგოს ვტოვებთ. აეროპორტიდან ავფრინდით 10:30–ზე და ჩრდილოეთ კაროლინას დედაქალაქ  რალიში ჩავფრინდით 13:20–ზე. რალი ქალაქს, სერ უოლტერ რალის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელმაც აქ პირველი ინგლისური დასახლება გააშენა. აქ დაიბადა აშშ–ს მეჩვიდმეტე პრეზიდენტი (1865–1869) ენდრუ ჯონსონი. შოტლანდიელ–ირლანდიელები და ინგლისელები პირველად ქალაქ დურამში 1750 წელს დასახლდნენ. როდესაც აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ ნიადაგზე ხარისხიან თამბაქოს მოიყვანდნენ, ვაშინგტონ დუკმა და მისმა ვაჟებმა, პირველებმა, 1881 წელს დაიწყეს სიგარეტის წარმოება. ქალაქები რალი, დურამი და ჩაპელ ჰილი, სამივე  ლურჯი მთებისა და ატლანტიკის ოკეანესთან ახლოს მდებარეობს. დურამი აშშ–ს სამხრეთ რეგიონის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ინდუსტრიული ცენტრია; აქაა ჩესტერფილდის სიგარეტი და დუკის უნივერსიტეტი სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტებით. ჩაპელ ჰილში ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მთავარი კამპუსია.
ჩვენი სასტუმრო The Residence Inn by Marriott Raleigh ქალაქგარეთ, Crabtree Valley Mall სავაჭრო მოლთან ახლოს მდებარეობს. ცოტა შევისვენეთ და გავისეირნეთ. ეს იყო დასახლება, სადაც მხოლოდ საკუთარი ბაღების მწვანეში ჩაფლული ვილები გვხვდებოდა. ვინაიდან კვირა დღე იყო, მოლზე ყველაფერი დაკეტილი დაგვხვდა. მთელი დღის ნამგზავრებმა რესტორან Cheesecake Factory მშვენიერი შენობა დავინახეთ და რა თქმა უნდა, შევედით. მივირთვით პიცა.
Tumblr media
საღამოს სასტუმროს ეზოში გავედით და  აუზთან მრგვალი მაგიდას შემოვუსხედით. სასტუმროს ოთახი სტუდიოს ტიპისაა. ნომერში ყველას გვქონდა კუთხის სამზარეულო, დიდი მაცივრით, ჭურჭლის სარეცხი მაქანით, დენის დიდი ქურით, მიკროტალღოვანი ღუმელით, ყვის სახარშზე, უთოზე, ფენზე, ტელევიზორზე, დივანსა და საწერ მაგიდაზე და ა. შ არაფერს ვამბობ – ეს ყველა სასტუმროშია. 
Tumblr media
1 note · View note
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეთხუთმეტე – ექსკურსია ქალაქ ჩიკაგოში
შაბათი, 23 აპრილი. დღეს შეხვედრებისგან თავისუფალი დღე გვაქვს. 
Tumblr media
დილიდან გამოიდარა და წავედით  გრანდ ავენიუზე, არქიტექტურულ ტურზე, რომლის ბილეთები ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვაწოდა. Shoreline Architectural Boat Tour 60 წუთიანი არქიტექტურული კრუიზია მდინარეზე გემით, რომელიც ქალაქს ჩიკაგოს კვეთს. ადგილზე ბილეთი 29$ ღირდა. 200 კაცზე გათვლილი გემი ორსართულიანია, ამიტომ ზედა ბორტის სკამებზე ჩამოვსხედით.
Tumblr media
არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ამინდიც ხელს გვიწყობდა. გავცურეთ  მდინარეზე სარკინიგზო მაგისტალების და გასახსნელი ხიდების ქვეშ.
Tumblr media
ჩიკაგო ცნობილია თავისი არქიტექტურით. მსოფლიოში პირველი ცათამბჯენი სწორედ აქ აღიმართა 1833 წელს, და მსოფლიოს 16 ცათამბჯენიდან ოთხი ჩიკაგოშია. იგი ამაყობს მე-20 საუკუნის ცნობილი არქიტექტორების ნამუშევრებით: ფრენკ ლოიდ რაიტის, ლუის სულივანის, გერმანელი არქიტექტორი ლუდვიგ მის ვან დერ როეს.  ჩიკაგოს ცენტრი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
Tumblr media
გემზე ტურის შემდეგ  შევიძინეთ ბილეთები სამოგზაურო ავტობუსზე და ამჯერად უკვე ხმელეთიდან, ავტობუსის ზედა მეორე სართულიდან, ქალაქის მნიშვნელოვანი  ნაგებობები დავათვალიერეთ.
Tumblr media Tumblr media
  ვნახეთ ჯეი პრიცკერის პავილიონი – საუცხოო საკონცერტო დარბაზი მილენიუმის პარკში  და უცნაური სკულპტურა შერქმეულ სახელად "ლობიო".  ეს ბრიტანელი მოქანდაკის, წარმოშობით ინდოელი (ბომბეი)  ანიშ კაპურის ცნობილი ქმნილებაა და მისი ნამდვილი სახელწოდება "კლაუდ გეიტი" (ღრუბელთა კარიბჭე) გახლავთ. "ლობიოს" მარცვლის პრიალა ზედაპირი ირეკლავს ირგვლივ არსებულ სამყაროს, ცათამბჯენებს.
Tumblr media
ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო.
Tumblr media
  მილენიუმის პარკიდან ფეხით ვიარეთ უილისის ცათამბჯენამდე (ყოფილი სიარსის ცათამბჯენი). Willis (Sears) Tower დღესდღეობით ყველაზე მაღალი შენობაა აშშ-ში. გადავწყვიტეთ ავსულიყავით და ბილეთის Skydeck შესაძენად რიგში დავდექით მანანა, ბესო, დიანა და მე. რიგში 2 საათი ვიდექით, 15 წუთი შენობის შესასვლელში და დანარჩენი შენობის ქვემოთ სარდაფში, სადაც ლიფტით ჩაგვიყვანეს. ქვემოთ მოწესრიგებული, გრძელი  რიგი დაგვხვდა,  პოლიციელებით, კედლებზე საინფორმაციო დაფებით და მონიტორებით, სადაც შენობის ისტორია ციფრებში იყო გამოსახული. მაგალითად, ის, რომ შენობაში 92 000 ტუალეტია. ავიღეთ ბილეთები და ისევ რიგში ჩაგვაყენეს. ეს უკვე ლიფტის რიგია. გზად 10 წუთიანი ფილმი გვიჩვენეს მინი კინოთეატრში, ჩიკაგოს ისტორიაზე და თუ როგორ შენდებოდა სიარსი. ბოლოს  შეგვიშვეს უზარმაზარ ლიფტში, რომელსაც რატომღაც ეწერა, ადამიანების გადასაყვანად არაა განკუთვნილიო (ალბათ როცა ხალხი მატულობს, ამ ლიფტს ადამიანებისთვისაც იყენებენ). ცოტა არასასიამოვნო შეგრძნება იყო. 99-ე სართულზე ავედით 2 წუთში. შემდეგ, გადაგვსვეს მეორე ლიფტზე და აგვიყვანეს 103 სართულზე. ოთხივე მხრიდან ულამაზესი სანახაობა გადაგვეშალა.
Tumblr media
უზარმაზარი ფანჯრებიდან ჩიკაგო, როგორც იტყვიან, ხელის გულივით ჩანდა. იყო ბევრი ტურისტი, ზოგი სუვენირს ყიდულობდა, ზოგი ჭოგრიტით იყურებოდა, ფოტოებს იღებდა. დავდექი შუშის იატაკიან აივანზე. ჩემს ფეხებქვეშ, წერტილივით მოჩანდა ტრანსპორტი, სადღაც შორს.
Tumblr media
დაახლოებით ერთი საათი ვიყავით 103 -ე სართულზე. ჩამოსვლისას 10 წუთი ისევ რიგში ვიდექით. ამჯერად, ისეთ ლიფტში შეგვიყვანეს, რომელიც ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და ტელევიზორის მონიტორი შესასვლელ კარზეა მიმაგრებული. 2 წუთში ქვემოთ ვიყავით და ლიფტიდან პირდაპირ სუვენირების მაღაზიაში ამოვყავით თავი.
სასტუმროში ტაქსით წამოვედით და სასტუმროს წინ მდებარე რესტორან Mario’s-ში შევედით. გეახელით სალათს Caprése 7$, პასტას 17 $ და ერთი ჭიქა წითელი ღვინოს 10$. პასტაში მუხუდოს მარცვლები იყო და არ მომეწონა.
10 საათისთვის სასტუმროში ვიყავით. ნახევარი საათი შევისვენეთ და ჩვენმა მძღოლმა წაგვიყვანა სააღდგომო ლიტანიობაზე მართლმადიდებლურ, რუსულ, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში (Holy Trinity Cathedral 1121 North Leavitt Street –  დიზაინი არქიტექტორ ლუის სულევანის). ტაძარში 4-5 კაცი იყო მისული, მესანთლესთან აბრაზე ეწერა, რომ სანთლები დაანთეთ ლიტურგიის შემდეგო, გაგვიკვირდა და სანთელი არ ვიყიდეთ. ერთი საათი დავესწარით, ღვთისმსახურება და ქალ-ვაჟთა გუნდის გალობა  ინგლისურ ენაზე მიდმდინარეობდა და არაფერი არ მესმოდა. მრევლი გაკვირვებული გვიყურებდა, ლიტანიობა დაიწყო და გარეთ გამოვედით. ერთ საათში წამოვედით და მიკროავტობუსის მძღოლმა წაგვიყვანა ღამის ჩიკაგოს დასათვალიერებლად.
Tumblr media
გავჩერდით მიჩიგანის ტბის სანაპიროზე, რომლის ზედაპირზე ღამის ლამპიონები და შენობები ირეკლებოდა.
Tumblr media
სახლში ღამის პირველ საათზე ვიყავით. დილით რალიში მივფრინავთ.
0 notes
megzuri-blog · 14 years ago
Video
tumblr
არქიტექტურული ტური გემით ქალაქ ჩიკაგოში
0 notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეთოთხმეტე – ვიზიტი ამერიკის საბიბლიოთეკო ასოციაციაში (ALA)
პარასკევი, 22 აპრილი. დილით, 10:00-ზე მოგვაკითხა ავტობუსმა და წაგვიყვანა ამერიკის საბიბლიოთეკო ასოციაციაში (ALA). ორგანიზაცია 1876 წლიდან ფუნქციონირებს.
Tumblr media
შევხვდით Michael Dowling  საერთაშორისო ურთიერთობის ოფისის დირექტორს, რომელიც გვესაუბრა იმის შესახებ თუ როგორ აკმაყოფილებს ასოცოაცია წევრების მოთხოვნებს. უცხოურ ორგანიზაციებს 73$-ად აწევრიანებს, ხოლო თავისებს 130$. ასოციაციის წევრებს ფასდაკლება აქვთ კონფერენციებზე და უფასოდ ღებულობენ ALA -ს გამოცემებს.
Tumblr media Tumblr media
დილიდან გადაუღებლად წვიმდა. შეხვედრის შემდეგ შევიარეთ წიგნის მაღაზიაში Borders, სადაც შევიძინე ორი საბავშვო წიგნი ეროვნული ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახისათვის. 14:00-ზე წავედით ჩიკაგოს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების და საინფორმაციო მომსახურების დეპარტამენტში. შევხვდით დეპარტამენტის დირექტორს. ჩიკაგოში 670 საჯარო სკოლაა, 400 000 მოსწავლე, 31 000 მასწავლებელი, რაც შეადგენს აშშ–ს მესამედს. ბიბლიოთეკების ინტეგრირებულ SOAR სისტემაში ჩართულია 670 სკოლიდან 281. Chicago Public Schools – CPS–ს საინტერესო პროგრამები აქვს: ტარდება ჯგუფური შეჯიბრებები წიგნის კითხვაში. შეჯიბრის მონაწილე მოსწავლეები რამოდენიმე წიგნს კითხულობენ და  კითხვარების, ტესტების შედეგების მიხედვით გამარჯვებულებს არჩევს ჟიური.
დღეს, დაგეგმილი არქიტექტურული ტური, წვიმის გამო გადავდეთ. ვიყავით მექსიკურ სწრაფი კვების Chipo Tle Grill-ში, სადაც თხელ ლავაშში ახვევენ სხვადასხვა ბოსტნეულს ან ხორცეულს.
ჩვენი სასტუმროს გვერდით აღმოვაჩინეთ Jewel-Osco სუპერმარკეტი, შევიძინეთ ლუდი Heineken, ჩიფსი Lays (ყველაზე დიდი ლეისი 2 ცალი 1$-ად :-)) და სასტუმროს ნომერში მივირთვით ნინომ, თიკამ, დეამ და მე. ლუდის ყიდვისას. მოლარემ ნინოს პასპორტი მოსთხოვა, 20 წლამდე ასაკის მყიდველზე სპირტიანი სასმელები არ გაიცემაო :-).
2 notes · View notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეცამეტე – ვიზიტი ბიბლიოთეკებში
ხუთშაბათი, 21 აპრილი. დილით, ფანჯარაში გავიხედე და ქალაქის საინტერესო ურბანული ხედი დავინახე. არ ველოდი, სასტუმრო ინდიგოს მთელი ხიბლი მის ადგილმდებარეობაში,   ქალაქის ცენტრში ყოფილა.
Tumblr media
8:15 წავედით Bridgeviw საჯარო ბიბლიოთეკ���ში, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობდა. ბიბლიოთეკაში  დაგვხვდა მხოლოდ ბიბლიოთეკის დირექტორი, Rose Taylor და ბავშვთა განყოფილების უფროსი. ქალბატონი როზა გვესაუბრა ჩიკაგოს პატარა ბიბლიოთეკებზე, იმაზე, რომ ჩიკაგოს გარშემო არსებულ პატარა ბიბლიოთეკები გაერთიანებულნი არიან კონსორციუმში, რაც პრობლემების ერთად გადაწყვეტის საშუალებას აძლევს მათ. ამ დასახლებიდან მუნიციპალიტეტში შესული შემოსავლების 25% ბიბლიოთეკას ეძლევა, რომელიც წელიწადში ერთ მილიონ დოლარს შეადგენს.
Tumblr media
საბავშვო განყოფილებას დიდი სივრცე ჰქონდა დათმობილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვისთვისა იყო კუთხე გამოყოფილი. პირველ სართულზე იყო ზამთრის ბაღი და დიდი დარბაზი, რომელიც საცეკვაო დარბაზად გამოდგებოდა. როზა გაგვიმასპინძლდა ყავით, ჩაით, ნამცხვრებით, ბოლოს ჩანთებიც გადმოგვცა საჩუქრად.
Tumblr media
11:00-ზე წავედით Loyola-ს უნივერსიტეტის E.M. Cudahy–ს ბიბლიოთეკაში და Richard J. Klarchek Information Commons–ში, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს, დიდი შემინული ფანჯრებით, განთავსებულს მიჩიგანის ტბის სანაპიროზე. 
Tumblr media
მკითხველებისთვის ღრმა სავარძლები განთავსებულია ფანჯრებთან, კითხულობენ წიგნს და თან მიჩიგანის ულამაზეს ტბას გაჰყურებენ.
Tumblr media Tumblr media
სტუდენტებისთვის არის ხმის ჩამწერი სტუდია, კომპიუტერული დარბაზი (24 კომპით), ფილმების სამონტაჟო.
Tumblr media
ბიბლიოთეკის შესასვლელში იდგა კომპიუტერები, ინფორმაციის მოსაძიებლად.
Tumblr media
ვიყავით ლაიოლას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (E.M. Cudahy მემორიალური ბიბლიოთეკა) 900 000 წიგნით და 3, 600 პერიოდული გამოცემით. ბიბლიოთეკას ესაზღვრება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ცენტრის შენობა.
Tumblr media
ბიბლიოთეკარი სტეფან მასკი გვესაუბრა Loyola-ს უნივერსიტეტის არქივებზე და სპეციალურ კოლექციებზე და სტუდენტების და ლექტორების მიერ მათ გამოყენებაზე.
Tumblr media Tumblr media Tumblr media
შესვენების შემდეგ 14:00-ზე წავედით Harold Washington-ის სახელობის ბიბლიოთეკაში, რომელიც ჩიკაგოს მთავარი საჯარო ბიბლიოთეკაა. ჰაროლდ ვაშინგტონის სახელობის ჩიკაგოს ბიბლიოთეკა 1873 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე ინარჩუნებს ქალაქის ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტის სახელს.
Tumblr media
ჩიკაგოს მთავარი საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა 1991 წელს. მასთან გაერთიანებულია ქალაქის 75 ბიბლიოთეკა. იგი ემსახურება ქალაქის 3 მილიონიან მოსახლეობას, ჰყავთ 1200 000 მკითხველი და  350 თანამშრომელი. წლიური ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია.
Tumblr media
ბიბლიოთეკის 9 სართულიანი შენობა თანამედროვე სტილისაა, წიგნები თემატურადაა ყველა სართულზე განლაგებული და მკითხველს შეუძლია თაროებთან თავისუფლად მისვლა.
Tumblr media
აქ წიგნს სახლში არ გასცემენ. ერთ–ერთ სართულზე, ინტერნეტისთვის გამოყოფილია კუთხე, სადაც დგას 132 კომპიუტერი. ინტერნეტში სამუშაოდ საკმარისია აიღო ერთჯერადი მკითხველის ბილეთი და 2 საათი იმუშაო.
Tumblr media
ინტერნეტზე ფილტრები არ აყენია, არც ბავშვთა კომპიუტერებზე, არ გაამართლა, რადგან ისეთ ინფორმაციასაც ბლოკავს ფილტრი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს. ასევე არ იყენებენ RFID, რადგან მკითხველმა მ��ბილურ მოწყობილობაში (მაგალითად ტელეფონში) რადიოსიხშირული გადაცემით, შეიძლება დაინახოს რას კითხულობს მის გვერდით მჯდომი მკითხველი.
Tumblr media
თინეიჯერებისთვის ბიბლიოთეკის პირველ სართულზე მოწყობილია @Youmedia დარბაზი, სადაც თინეიჯერებისთვის არის ხმის ჩამწერი სტუდია, მუსიკალური ინსტრუმენტეი, მიკროფონები, ინტერნეტი, ტელევიზორები, ვიდეოთამაშები, ყველა ��ედია საშუალება, რითაც ახალგაზრდობას შეუძლიათ დაკავდნეს.
Tumblr media Tumblr media
შეხვედრის შემდეგ, ავტობუსიდან ჩამოვედით ქალაქის ცენტრში და ფეხით დავბრუნდით სასტუმროში, დაახლოებით 10 საათისთვის.
0 notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეთორმეტე – გამგზავრება ქალაქ ჩიკაგოში
ოთხშაბათი, 20 აპრილი. დილით ადრე ვისაუზმეთ ჩვენს ულამაზეს სასტუმროში Little America.
Tumblr media
9:00–ზე მოგვაკითხა ავტობუსმა და წაგვიყვანა აეროპორტში. 11:20–ზე აფრინდა ჩვენი რეისი სოლთ ლეიქ სითი – ჩიკაგო, ილინოისის შტატისკენ. თვითმფრინავი იყო პატარა: ორ–ორ ადგილიანი 17 რიგი. ჩიკაგო–ში ჩავფრინდით 2 საათი და 25 წუთის ფრენის შემდეგ. აეროპორტიდან წაგვიყვანეს სასტუმრო Indigo, რომელიც ახლოსაც ვერ მოვა, იმ სასტუმროსთან, რომელიც დავტოვეთ.
Tumblr media
პატარა ოთახი, პატარა ტანსაცმლის კარადა, ამიტომ ჩანთა არც ამოვალაგე. დილის საუზმე: მხოლოდ ჩაი ან ყავა, იოგურტი ან წვენი, ბუტერბროდი. ეფექტურ, მკეთრ ფერებშია გადაწყვეტილი სასტუმრო ინდიგოს ინტერიერი. რა თქმა უნდა, ჭარბობს იისფერი ფერი.
Tumblr media Tumblr media
ღამით გავისეირნეთ ქალაქში და შევიარეთ მიჩიგანის ავენიუზე არსებულ  Cheesecake Factory-ში, John Hancock Center-ის პირველ სართულზე. ვიყიდეთ ჩიზქეიქი და მივირთვით ნინოს და თიკას ნომერში, რადგან  Cheesecake Factory–ში დასაჯდომი ადგილები თავისუფალი არ იყო.
0 notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეთერთმეტე – საოჯახო ისტორიის ბიბლიოთეკა
სამშაბათი, 19 აპრილი. 9:50–ზე წავედით იუტას კაცობრიობის საბჭოს ორგანიზაციაში (Utah Humanities Council –UHC). შევხვდით სინდია ბუკინგემს, ექსკლუზიურ დირექტორს, რომელიც გვესაუბრა თავისი ორგანიზაციის წვლილზე ბიბლიოთეკების განვითარებაში. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც იუტას შტატის რეზიდენტებს უწევს ფინანსურ დახმარებას, წიგნის ფესტივალების გამართვაში და სხვა მიზნობრივ პროექტებში.
11 საათზე მოვინახულეთ რუთ ვან ტაილერის (Ruth Vine Tyler Library) სახელობის ბიბლიოთეკა. პატარა ბიბლიოთეკაა (70 000 ერთეული), სადაც არის ბავშვთა, თინეიჯერთა და მოზრდილთა ლიტერატურა და 100–მდე დასახელების ჟურნალი. ბიბლიოთეკაში 18 კომპიუტერია, უკაბელო ინტერნეტში ჩართული. ლათინო–ამერიკული წარმოშობის მოსახლეობისთვის, ორი ესპანურ ენაზე მოსაუბრე თანამშრომელია.
Tumblr media
მოვითხოვე ეჩვენებინათ RFID ტერმინალზე წიგნის ან დისკის გატანის პროცედურა. თაჩ ეკრანზე ხდება მანიპულაცია, მკითხველი თავის ბილეთს უშვებს ამ ტერმინალზე არსებულ სპეციალურ ბუდეში,  გასატან წიგნებს აწყობს თხელ დაფაზე და სისტემა აფიქსირებს რომელი და რა რაოდენობის წიგნები გააქვს მომხმარებელს – ინფორმაცია ჩანს ეკრანზე. 1 ცალი შტრიხ კოდი 2 წლის წინ 65 ცენტი ღირდა, დღეს 25 ცენტი ღირს. ეს ტერმინალი (3 კომპლექტი) თავისი პროგრამული უზრუნველყოფით 150 000$ დაუჯდა ბიბლიოთეკას. ყველაფერ ამაზე მესაუბრა Ms. Gretchen Freeman, სოლთ ლეიქის საბიბლიოთეკო მომსახურების დირექტორის მოადგილე ტექნოლოგიებში. მან 16 ბიბლიოთეკაში დანერგა RFID ტექნოლოგია საბიბლიოთეკო მონაცემთა დამუშავების დაჩქარების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
Tumblr media
ამ ბიბლიოთეკიდან წამოვიღე მკითხველთა რეგისტრაციის ფურცელი.
12:45 საათიდან 15:30–მდე შევხვდით იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიის (LDS Church) დირექტორთა საბჭოს ასისტენტებს მისტერ და მისის ლონგსონებს, რომლებმაც დაგვპატიჟეს ლაჩზე ჟოზეფ სმიტის მემორიალურ შენობაში (Joseph Smith Memorial Bulding). შენობა მდებარეობს Temple Square–ში, მორმონების ტაძრის გ���ერდით. მემორიალური შენობა ძველად სასტუმრო ყოფილა, დღეს აქ არის FamilySearch ცენტრი, თეატრი, რესტორნები და სხვა.
Tumblr media
ლანჩზე ჩვენთან ერთად იყვნენ FamilySearch ცენტრის დირექტორი მაიკლ ჰოლი, რომელმაც თავის რძალს მიმამსგავსა და თვალს არ მაშორებდა. ჩვენ ვისაუბრეთ ციფრულ პროექტებზე და საქართველოს ბიბლიოთეკების ტექნოლოგიურ პრობლემებზე. IFLA–ს კონფერენციაზე ვიქნები და იქნებ, დაგეხმაროთო. ჩვენი საუბარი მიმდინარეობდა ლამაზად გაფორმებულ სუფრასთან, ოთახში, რომლის უზარმაზარი ფანჯრიდან თითქმის, მთელი ქალაქის და მთების ხედი მოსჩანდა. ლანჩის შემდეგ გადავიღეთ სურათები და გვაჩუქეს წიგნი, ორგანაიზერი, საწერი კალამი და ფლეშ მეხსიერება ცენტრის ლოგოთი.
Tumblr media
შეხვედრის შემდეგ, ლონგსონებმა წაგვიყვანეს, აქვე ახლოს მდგარ, საოჯახო ისტორიის ბიბლიოთეკაში (Family History Library - LDS).
Tumblr media
ამ ბიბლიოთეკაში დაგვათვალიერებინეს თარო, სადაც ეწყო წიგნები ქართულ გვარ–სახელებზე, მოგვცეს საქართველოს ეროვნული არქივის მეტრიკული წიგნების მიკროფიშების ასლების ჩამონათვალი – სია, რომლებიც 1994–2002 წლებში საქართველოს ეროვნული არქივიდან, ერთობლივი პროექტის ფარგლებში წამოიღეს. გამახსენდა Kenneth Church, რომელიც 1994 წელს, თბილისში, ცენტრალურ საისტორიო არქივის სამკითხველო დარბაზში გავიცანი და, რომელმაც ამ პროექტის შესახებ პირველმა მიამბო. მაშინ გავიგე, რომ არქივის თანამშრომლები ქართული მეტრიკული წიგნების ასლებს  მიკროფიშებზე იღებდნენდნენ, სპეციალურად ამ პროექტისთვის აშშ–დან ჩამოსული უმაღლესი კონფიგურაციის სკანერით. მიკროფიშების ერთი ასლი საქართველოში რჩებოდა და მეორე ასლი, კენ ჩარჩს იუტას შტატში უნდა წაეღო. იქ კი, ერთ დიდ გამოქვაბულში  შეინახავდნენ, რომ წარღვნას ან კატასტროფას გადარჩენოდა, გენეალოგიური  ცივილიზაციის ეს ნაწილი. ვინ წარმოიდგენდა, რომ 17 წლის შემდეგ, მე მოვხვდებოდი იმ ადგილას, სადაც ეს ინფორმაცია ინახებოდა. ბიბლიოთეკაში გვიჩვენეს ფილმი ამ გამოქვაბულზე, მეტრიკული წიგნის ერთი მიკროფიში წაგვაკითხეს, სპეციალურ მოწყობილობზე.  https://www.familysearch.org/ ვებ საიტის Georgian Websites-ის გვერდზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ საიტის მისამართი დამამატებინეს. გავიცანი თამარა სტანფილდი, რომელიც საერთაშორისო გვარების ძიებაზე მუშაობს.
Tumblr media
საღამოს, ქალაქის ტრამვაით, მე, თიკა და ნინო სასტუმროდან წავედით ისევ სავაჭრო ცენტრ The Gatewey-ში. უკან გზაზე  Bourger King–ში ვივახშმეთ.
მოკლედ, დღეს, მორმონების დიდი დოზა მივიღეთ.
1 note · View note
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეათე – შტატის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკები
ორშაბათი, 18 აპრილი. 9:30 ჩვეულებრივ, მოგვაკითხა ავტობუსმა და წაგვიყვენეს იუტას შტატის ბიბლიოთეკაში (Utah State Library), რომელიც ემსახურება იუტას შტატის მთელ მოსახლეობას. ეს ბიბლიოთეკა არის ყველაზე დიდი უსინათლოთა და უნარშეზღუდულთა ბიბლიოთეკაა მსოფლიოში. შევხვდით ბიბლიოთეკის დირექტორს დონა მორისს და სხვა თანამშრომლებს.
Tumblr media
ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი დონა, ამავე დროს არის ბიბლიოთეკის "ბუკმობილის" პროგრამის ხელმძღვანელი. ეს პროგრამა (bookmobiles)ემსახურება იუტას შტატის სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს, სადაც ბიბლიოთეკა არ არის, ასევე სკოლებს და პენსიონერთა ცენტრებს. პროგრამა მომხმარებელს თავაზობს ინტერნეტს, CD–ს და DVD–ს, ციფრულ მასალას.
Tumblr media
ბიბლიოთეკაში გვიჩვენეს კასეტის ფორმის აუდიო მასალა და სპეციალური წამკითხავი მოწყობილობები, რითაც ემსახურებიან უსინათლოებს . ბოლოს შეგვიყვანეს უზარმაზარ საცავში, სადაც მხოლოდ ბრაილისშრიფტიანი წიგნები და აუდიო მასალა იყო დაცული და შენახული. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დიდი წიგნთ საცავი როგორ არ მინახავს, მაგრამ ასეთი ფორმატის და ამ ზომების, ნამდვილად, პირველად ვნახე – შთამბეჭდავი იყო. ყველა მონაწილეს გვაჩუქეს ჩანთები, წყლის თერმოსები და ფლაერები.
15 საათზე წაგვიყვანეს იუტას შტატის საზოგადოებისა და კულტურის დეპარტამენტის იუტას შტატის ისტორიის (Utah State History) ოფისში. აქ გვიჩვენეს 8 მილიონად ღირებული ავტომატი–რობოტი, რომელიც უზარმაზარ თაროებზე შემოწყობილ კონტეინერებს იღებდა და მიჰქონდა ბიბლიოთეკართან. ბიბლიოთეკარი კონტეინერიდან იღებდა იმ ყუთს (ეს ყუთები კონტეინერში რამდენიმე ეტეოდა), რომელშიც განთავსებული იყო, მომხმარებლისგან მოთხოვნილი ისტორიული საბუთი. შემდგომ, რობოტი  კონტეინერს ისევ, თავის ადგილზე აბრუნებდა. ალბათ, მიხვდით – რობოტს მართავდა ერთი ბიბლიოთეკარი ერთი კომპიუტერით. 
Tumblr media
13:00–დან 14:30–მდე სოლთ ლეიქ სითის მთავარ ბიბლიოთეკაში (Salt Lake City Library, Main Library) ვიყავით. 2006 წელს ამ ბიბლიოთეკამ წლის საუკეთესო ბიბლიოთეკის ტიტული მოიპოვა აშშ–ში. უნიკალური არქიტექურის ბიბლიოთეკაა, ასეთ ბიბლიოთეკაზე ყველა მკითხველი და ბიბლიოთეკარი იოცნებებდა. მომეწონა ბიბლიოთეკის ვებ საიტიც, რომელიც ჩვენმა მასპინძლებმა წარმოგვიდგინეს, სპეციალურ, საპრეზენტაციო კაბინეტში. ბიბლიოთეკა ამ შენობაში 2003 წლის თებერვალში გადმოვიდა ნახევარმილიონიანი ფონდით, და ის ორჯერ დიდია ძველი ბიბლიოთეკის შენობაზე, რომელიც მეზობლად მდებარეობს. 
Tumblr media Tumblr media
ბილიოთეკაში არის რამდენიმე სამხატვრო გალერეა, მაღაზია, ბავშვთა სამკითხველო დარბაზი, თვისი გასართობი ოთახებით, აქ ყველაფერია რაც ბიბლიოთეკასთან, წიგნთან, განათლებასთან ასოცირდება.
Tumblr media Tumblr media Tumblr media
15 საათზე წავედით იტალიურ რესტორანში BIAGGI's downtawn.
Tumblr media
მივირთვით პასტა და შემდეგ, იქვე, სავაჭრო ცენტრში The Gateway შევიარეთ, სადაც გვიანობამდე დავრჩით.
Tumblr media Tumblr media
0 notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეცხრე – შეხვედრა მორმონებთან
კვირა, 17 აპრილი, დილის 8 საათია. ხედი ჩემი ნომრის ფანჯრიდან. მლაშე ტბის ადგილზე გაშენებული ქალაქი, მთების ჰორიზონტით.
Tumblr media
9 საათზე წაგვიყვანეს მორმონების სამლოცველო გუნდის კონცერტის ჩაწერაზე, რომელიც პირდაპირი ეთერით 20 წუთი გადაიცემოდა. Temple Square – ტაძრის მოედანი ძალიან მოვლილი და ყვავილებში ჩაფლული ადგილია, სადაც მორმონების რამდენიმე ღირსშესანიშნაობაა განთავსებული: მორმონების ეკლესია, მსოფლიოში უდიდესი მორმონების გენეალოგიური ბიბლიოთეკა, ჯოზეფ სმითის მემოიალური შენობა და სხვ.
Tumblr media Tumblr media
მასპინძლობას გვიწევდა ძალიან სასიამოვნო ცოლ–ქმარი, ქით და ირენ ლონგსონები, რომლებმაც შეგვიპატიჟეს უზარმაზარ, ხალხით სავსე  დარბაზში და ჩვენთვის გამოყოფილ, განსაკუთრებულ ადგილებზე დაგვსვეს. გარშემო იყო არაჩვეულებრივი სიწყნარე, სიმშვიდე და მოლოდინი. ხმამაღალ ჩურჩულსაც კი, ვერ გაიგონებდით. სცენა გაფორმებული იყო ულამაზესი ყვავილებით, იდგა უზარმაზარი ორღანი, საუცხოო განათებით. 
Tumblr media
სანამ ჩართვა დაიწყებოდა, სცენიდან წამყვანმა გამოაცხადა, რომ დღევანდელ კონცერტს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნიდან, საქართველოდან. დარბაზმა ტაში დაუკრა, ჩვენ ფეხზე წამოვდექით. Mormon Tabernacle Choir არის ამერიკაში ძალიან ცნობილი, 360 კაცისგან შემდგარი გუნდი, რომელიც თავის ორკესტრთან ერთად, ხშირად აწყობს გასტროლებს ევროპაში. კონცერტის ჩანაწერი გადაიცემა 2000–მდე რადიო, სატელევიზიო და საკაბელო არხზე. კონცერტის შემდეგ, ჩვენმა მასპინძელმა თავისი მეგობარი, აშშ–ს სენატორი Orrin Hatch გაგვაცნო, რომელიც  კონცერტზე იმყოფებოდა. ბატონმა სენატორმა გვითხრა, რომ იგი საქართველოს დიდი მეგობარია და ჩვენს პრეზიდენტს იცნობს. გამომშვიდობებისას, ფოტოც გადავიღეთ.
Tumblr media
11 საათზე წავედით სავაჭრო ცენტრ Tanger Outlets–ში, ქალაქის გარეუბანში, 45 წუთი ვიარეთ ავტობუსით. გზად, მძღოლმა გაგვატარა ოლიმპიურ პარკში, რომელიც 2002 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშებს მასპინძლობდა.
Tumblr media
სავაჭრო ცენტრში შევიძინე სამგზავრო ჩანთა და ბავშვის ტანსაცმელი. 16 საათზე სასტუმროში წამოვედით, რადგან 18 საათზე, სტუმრად ვიყავით მიპატიჟებულები ამერიკულ ოჯახში.
მე, დეას და ბესოს მოგვაკითხა ლარი ლიმ, რომელიც პენსიამდე ფედერალური პროკურორი ყოფილა. ლარიმ წაგვიყვანა თავისი მანქანით, ქალაქგარეთ სახლში, სადაც დაგვხვდა მისი მეუღლე ვენდი ლი, მხიარული, ინტელექტუალი (წარმოშობით ბრიტანელი). მოგვიმზადა ვახშამი და გვაჩუქა საკუთარი ხელით დახატული, აკვარელით შესრულებული ღია ბარათები.
Tumblr media
ძალიან თბილი საღამო გამოგვივიდა, გადავიღეთ სამახსოვრო სურათები და მასპინძლებმა სასტუმრომდე მიგვაცილეს.
0 notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მერვე – გამგზავრება სოლთ ლეიქ სითიში
შაბათი, 16 აპრილი. დილით, 8:30–ზე მოგვაკითხა ჩვენმა მძღოლმა ლარიმ, ისეთი მიკროავტობუსით ფილმებში რომ გვინახავს, ბარით, კონიაკით, ბროლის ჭიქებით. ლარი ძალიან კარგი ტიპი იყო, სულ გვიღიმოდა. მასთან დამშვიდობებისას, ყველამ ერთად, სურათი გადავიღეთ.
Tumblr media
აეროპორტში ბილეთების აღება ძალიან მოდერნიზებულია, ტერმინალზე ატარებ პასპორტს და ეკრანზე ხედავ თვითმფრინავის სალონს, ირჩევ სასურველ, თავისუფალ ადგილს, რომელიც იბეჭდება ავტომატურად. ასევეა, ბარგის ბილეთის შემთხვევაშიც. შიდა რეისებზე 2 ჩანთის გადატანა უფასო იყო, ამასაც დეპარტამენტი იხდიდა. ვაშინგტონის აეროპორტიდან 11:00 ავფრინდით და 1 საათსა და 50 წუთში ჩავფრინდით ატლანტაში (ჯორჯიის შტატი). ძალიან მომეწონა ატლანტას აეროპორტი, დიდი, გაშლილი სივრცეებით. გეიტებზე გადასაადგილებლად გამოყენებულია  მეტროსავით ტრანსპორტი, პატარა ვაგონები.
ერთ საათში, ისევ თვითმფრინავში ვისხედით და ამჯერად, გეზი სოლთ ლეიქ სითისკენ გვქონდა. ყველანი გაფანტულად, ცალკ–ცალკე ვისხედით. 4 საათი ფრენის შემდეგ, ჩავფრინდით იუტას შტატის დედაქალაქში.
Tumblr media
აქ, თბილისის დროსთან, 11 საათია სხვაობა. სოლთ ლეიქ სითი, შტატის ყველაზე დიდი ქალაქია, სადაც მდებარეობს იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიის მთავარი ოფისი (მორმონების ეკლესია). აეროპორტში, უზარმაზარი ავტობუსი დაგვხვდა და სასტუმრო Little America–ში წაგვიყვანა, რომლის ექსტერიერი,   ჩვეულებრივ, საცხოვრებელ კორპუსს გავდა.
Tumblr media
მაგრამ, თურმე, სიურპრიზი შიგნით გველოდა. ინტერიერი, ძალიან მდიდრული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
Tumblr media Tumblr media
ვივახშმეთ და ქალაქის სანახავად წავედით.
Tumblr media
მაგრამ უკვე, გვიანი იყო და, თითქმის ყველაფერი დაკეტილი დაგვხვდა. სრულიად შემთხვევით, ერთი ახალგაზრდა გამოგველაპარაკა. გავიგეთ, რომ ფილოლოგია, საქართველოში ნამყოფია და ქართულიც ცოტა ესმის. ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, დღეს ჩამოვფრონდით უცხო ქალაქში და პირველივე გაცნობილი, ადგილობრივი მოქალაქე ქართული სიტყვებით ცდილობდა საქართველოზე საუბარს.
Tumblr media Tumblr media
0 notes
megzuri-blog · 14 years ago
Text
დღე მეშვიდე – ვიზიტის ბოლო დღე ვაშინგტონში
პარასკევი, 15 აპრილი. 9:30–ზე მინი ავტობუსით წავედით ამერიკული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (American University Library). ეს უნივერსიტეტი 1893 წელს მეთოდისტურ სექტასთან დაარსდა, დღეს კი ფართოპროფილიანი ხელოვნების და მეცნიერების პროგრამა აქვს. უნივერსიტეტის ეზოში ოთხსართულიანი ბიბლიოთეკა დგას, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მედია დარბაზი, აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით. შევხვედრა გვქონდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკართან ბ–ნ ბილ მაიერთან, კვლევისა და სწავლების დირექტორთან, ქ–ნ გვენდოლინ რისთან და ინფორმაციის და მომარაგების სამსახურის დირექტორთან ქ–ნ ენ ელგვინდთან, მაიერის კაბინეტში. ორივე ქალბატონი ძალიან სასიამოვნო და სტუმართმოყვარენი აღმოჩნდნენ. ბატონ მაიერს საკმაოდ საინტერესო პროფესიული ბიოგრაფია აქვს და ძალიან ცნობილი და დაფასებული ბიბლიოთეკარია. ამ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს 2007 წლიდან.  მან გვითხრა, რომ წელს, 2011–ში მიპატიჟება აქვს ყირიმის კონფერენციაზე და თუ თქვენც იქ იქნებით, შეიძლება შევხვდეთო.
Tumblr media
ბიბლიოთეკაში არც შტრიხ კოდებს იყენებენ და არც RFID ტექნოლოგია ჰქონდათ. დიდ დარბაზში, 2 მეტრი სიმაღლის გადატიხვრით, მოწყობილია რამდენიმე პატარა, გამოყოფილი სივრცე, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი, სადაც  სტუდენტებს  შეუძლიათ მოამზადონ ჯგუფური დავალება ან პრეზენტაცია. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ბიბლიოთეკიდან ითხოვინ LAPTOP, რომელიც 60 ცალია ამ მიზნისთვის, ან iPod, რომელიც ბიბლიოთეკას აქვს 6 ცალი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამოსცემს პერიოდულ ჟურნალს BibLioNet–ს.
Tumblr media
შეხვედრის შემდეგ შევისვენეთ სადილად.
Tumblr media
გზად, შევიარეთ საქართველოს საელჩოში.
Tumblr media
13:30–ზე წავედით ეროვნული მუზეუმის შენობაში მე–3 სართულზე , სადაც რამოდენიმე ოთახს ქირაობს და შუაგული ამერიკის ფონდი heartofamerica.org. ამ ფონდის მიზანია გაჭირვებული ოჯახის ბავშვებს დაეხმაროს წერა–კითხვის სწავლაში. ეს ორგანიზაცია ამერიკაში ყველაზე ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაციების ლიდერების ინიციატივით დაარსდა და 1997 წლიდან მოყოლებული 1,8 მილიონი წიგნი დაურიგა გაჭირვებულ ბავშვებს. გარდა იმისა, რომ მთელი ამერიკის მასშტაბით, წიგნებს ყიდულობენ სკოლებისა და ბაღებისთვის, არემონტებენ კიდეც მათ. ამ საქმიანობაში, ძალიან აქტიურად, ჩართულნი არიან მოხალისეები.
Tumblr media Tumblr media
საღამოს დავბრუნდით სასტუმროში, ცოტა შევისვენეთ და ჩვენი კოორდინატორების რჩევით, ყველანი ერთად, 2 ტაქსით, დავიძარით Watergate complex–სკენ. ქარიანი და ცივი ამინდი იყო, მაგრამ საოცარი, თანამედროვე არქიტექტურა ვნახეთ. სამწუხაროდ, არც შადრევანი იყო ჩართული, არც კაფე მუშაობდა, ალბათ ჯერ სეზონი არ იყო დამდგარი, ან უამინდობის გამო არ მუშაობდნენ.
Tumblr media
ცოტა ხნით დავრჩით და წავედით ჯონ კენედის ცენტრში. ვნახეთ ყველა შტატის და ქვეყნის დროშების გამოფენა, ეროვნული ოპერის დარბაზში ჯაზ–ორკესტრი უფასო კონცერტს მართავდა. 
Tumblr media Tumblr media
აქაც დაახლოებით ნახევარი საათი დავყავით და ავტობუსით ინდონეზიურ რესტორანისკენ გავწიეთ. რესტორანში გეახელით სალათს ზღვის პროდუქტებით: კალმარით და რვაფეხით, მაგრამ დიდი არაფერი იყო – სოუსი არ მომეწონა.
Tumblr media
სასტუმროში გვიან დავბრუნდით. დილით ვაშინგტონს ვტოვებთ, ამიტომ ჩემოდანი ჩავალაგე.
0 notes