Tumgik
#მაისისსტუდენტურიმოძრაობა
maystudentmovement · 2 years
Photo
Tumblr media
მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:
ა) შეიმუშავებს და აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს უნივერსიტეტის წესდების, წესდების ცვლილებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;
ეს არის ამონარიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებიდან, რომლის მიმდინარე ვერსია ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, მხოლოდ ერთი თვის წინ გახდა ხელმისაწვდომი, ვინაიდან, უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული იყო წესდების ძველი ვერსიები. გარდა ამისა, როდესაც მაისის სტუდენტური მოძრაობა უნივერსიტეტში სხვადასხვა შეხვედრების დროს აჟღერებდა მოთხოვნას რექტორის არჩევის წესის ცვლილების შესახებ, უნივერსიტეტის, რექტორის და ადმინისტრაციის პასუხი იყო შემდეგი, რომ უნივერსიტეტს არ ჰქონდა ბერკეტი ამგვარი ცვლილების განსახორციელებლად. აქედან გამომდინარე, მაისის სტუდენტური მოძრაობის და უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრის შედეგად, ამ მიმართულებით არ შექმნილა სამუშაო კომისია.
მოულოდნელი არ არის, რომ ისინი თავს იკავებენ სტუდენტებთან დიალოგისგან ისეთ სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორიც არის რექტორის არჩევის წესის ცვლილება და მასთან ლოგიკურად დაკავშირებული სხვა მმართველობითი სტრუქტურების რეორგანიზაცია. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო და უნივერსიტეტი მეტ-ნაკლებ მზადყოფნას აცხადებენ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით, თუმცა, არც კი განიხილავენ სისტემურ ცვლილებებს. არსებული სისტემა, მათ შორის რექტორის არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებები, აკადემიური საბჭოს ფორმირების პრაქტიკა და სხვა, წარმოადგენს ანტისოციალურ და ანტიაკადემიურ მიკროკლიმატს, კომფორტის ზონას ნებისმიერი არაჯანსაღი ელემენტისთვის. ისინი საუბრობენ რექტორის პირდაპირ გზით არჩევის წესის რისკებზე, თუმცა, რეალობა განსხვავებულია.
თვალს თუ გადავავლებთ სამეცნიერო ლიტერატურას რექტორის მენეჯერული მოდელის და მისი შედეგების შესახებ, აღმოვაჩენთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში, კონტინენტური ევროპის და ლათინური ამერიკის იმ ქვეყნებში, სადაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში განხორციელდა უმაღლესი განათლების რეფორმა და რექტორის არჩევის ტრადიციული წესი შეიცვალა მენეჯერული მოდელით, აკადემიური აზრი თითქმის სრულად კრიტიკულია. რაც შეეხება, რექტორის მენეჯერული მოდელის მომხრეთა პოზიციებს, ისინი ძირითადად გვხვდება რუსული წარმომავლობის აკადემიურ წყაროებში, რომლებიც ცალსახად ნეოლიბერალური ხასიათისაა. ავტორები საუბრობენ, თუ რამდენად დადებითად აისახა მენეჯერული მოდელი რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო-კვლევით დაწესებულებებში.
ვინაიდან, ვიცით, რომ რექტორის არჩევის წესის ცვლილება გრძელვადიანი პროცესია, გარდა ამისა, ხდება მისი ხელოვნურად გაჭიანურებაც, ხოლო ამ თვის 26-ში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება რექტორის არჩევნები, არსებული წესის ფარგლებში, სანამ შეიცვლება არჩევის წესი, ჩვენ უნივერსიტეტს ვთავაზობთ შემდეგს:
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის, რექტორის არჩევის პროცესში, აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები, რექტორის არჩევნებში ხმას აძლევენ არა მათთვის სასურველ კანდიდტს, არამედ საფაკულტეტო მასშტაბით, პროფესორების მიერ პირდაპირი ფარული კენჭისყრის გზით არჩეულ კანდიდატს.
სტუდენტები მოვითხოვთ, რომ კანდიდატთა შერჩევის პროცესში, აკადემიურმა საბჭომ კანდიდატთა სამოქმედო გეგმები განიხილოს საჯაროდ, სტუდენტებთან ერთად და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება!
ჩვენს მიერ შეთავაზებული ალტერნატივები ემსახურება არსებულ ჩაკეტილ პირობებში სიტუაციის შეძლებისდაგვარად გამოსწორებას და, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს საბოლოო განუხრელ მიზანს:
შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი! შეიცვალოს სისტემური საფუძვლები, რომლებიც აღრმავებენ სხვადასხვა სტუდენტურ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს!
ტექსტში გამოყენებული აკადემიური წყაროები:
1.      Gornitzka, Å., Maassen, P., & De Boer, H. (2017). Change in university governance structures in continental Europe. Higher Education Quarterly, 71(3), 274-289.
2.      Ziegele, F., & Kunkel, F. The Election of University Rectors in Germany: New Processes to Support Strategic Leadership. IEB’s Report on Fiscal Federalism and Public Finance 4 Informe IEB sobre Federalismo Fiscal y Finanzas Públicas 70 Informe IEB sobre Federalisme, 30.
3.      Goedegebuure, L. C. (1994). Mergers in higher education: A comparative perspective.
4.      Amaral, A., Meek, V. L., Larsen, I. M., Larsen, I. M., & Lars, W. (Eds.). (2003). The higher education managerial revolution? (Vol. 3). Springer Science & Business Media.
Dyachenko, E., & Mironenko, A. (2019). Academic Leadership Through the Prism of Managerialism: The Relationship Between University Development and Rector's Specialization.
Voprosy obrazovaniya/Educational Studies Moscow
, (1), 137-161.
0 notes
maystudentmovement · 2 years
Text
მანიფესტი
ჩვენ, მანიფესტის ავტორები, სტუდენტები მივიჩნევთ, რომ დღეს უნივერსიტეტი აღარ იცავს ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც 105 წლის წინ დაარსდა. ეს იყო სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და იდეალებისთვის ბრძოლა. ამ სივრცეში პრიორიტეტული იყო მეცნიერება და კრიტიკული აზრი, რომელიც მიმართული იყო არსებული სოციალური და პოლიტიკური წესრიგის გადაფასებისკენ. დღესაც ვგრძნობთ არსებული რეალობის შეცვლის აუცილებლობას. ვცხოვრობთ ანტისახალხო სოციო-ეკონომიკურ პარადიგმაში. სისტემა წარმოქმნის უთანასწორობას, არღვევს დემოკრატიის იდეალებს. სხვადასხვა ხელისუფლების დამსახურებით, როდესაც აკადემიური სივრცის ავტონომიაზე ვსაუბრობთ, გვჭირდება, დავურთოთ სიტყვა „რეალური“. განმანათლებლობის ეპოქის მიერ მოპოვებული საყოველთაო სიკეთე და ღირებულება - განათლება, დღეს კვლავ პრივილეგირებულ ელფერს ატარებს. განათლების უფლების რეალიზებისთვის განსაკუთრებულად არახელსაყრელ და უთანასწორო პირობებს ქმნის უმაღლესი განათლების სისტემა. ის არ ითვალისწინებს „შესაძლებლობების თანასწორობის“ და „შედეგების თანასწორობის“ ურთიერთმიმართებას, რაც ნიშნავს, რომ თანასწორი საწყისი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გარეშე, შეუძლებელია შედეგების თანასწორობის მიღწევა. ცხადია, აღნიშნული მდგომარეობის შენარჩუნება არაჯანსაღი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ქსოვილის აღწარმოებას იწვევს. ჩვენ, სტუდენტები, უარვყოფთ ამ მანკიერი მდგომარეობის უალტერნატივობას. არ გვსურს, რომ უნივერსიტეტი და განათლება იყოს არასასურველი სოციალური რეალობის ლეგიტიმაციის წყარო. არ გვსურს, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება და საგანმანათლებლო პროცესი იყოს ცალმხრივად იდეოლოგიზირებული. ვხედავთ სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის პრივატიზაციისგან და კომერციალიზაციისგან დაცვის აუცილებლობას. სტუდენტურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანწილად აისახება საზოგადოებრივი ემპათიის დონე (მაგალითად, საბინაო პოლიტიკა, კვების ობიექტები, სტუდენტური ცხოვრებით დაინტერესების დონე, მისი ადექვატური შეფასება და სხვ.).
პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების ინტერესების გატარების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პროცესის მონოპოლიზების სურვილი უცვლელია. სტუდენტებმა უნდა იბრძოლონ სახელმწიფოსა და უნივერსიტეტში არსებული ყველა მანკიერი და არაჯანსაღი ძალაუფლებრივი წარმონაქმნის წინააღმდეგ, უკეთესი მომავლისთვის.
ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა იწყება სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობიდან. დემოკრატიის პრინციპებიდან და შიდასაუნივერსიტეტო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევთ რექტორის არჩევის წესის ცვლილებას. არსებული მოდელის უმთავრესი ღირსებაა, აკადემიური საბჭოს და სენატის საშუალებით, უზრუნველყოს „ორმაგი ლეგიტიმაცია“. გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანაბრად უზრუნველყოს გარე და შიდა ინტერესჯგუფების უფლებები. თუმცა, ამ ორი ორგანოს შემადგენელი ქსოვილის რაგვარობიდან გამომდინარე, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ვერ ვუწოდებთ ორმხრივად ლეგიტიმურს. ამ მოდელის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოხდა გარე ინტერესჯგუფების ძალაუფლებრივი ბერკეტების გაძლიერება, შიდასაუნივერსიტეტო საზოგადოების ინტერესების შეკვეცის ხარჯზე.
სტუდენტებისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია სხვადასხვა ჯგუფების მიერ შეჭირვებული ცხოვრების რომანტიზება.
ამ რეალობის გათვალისწინებით, სტუდენტური „ბრძოლა განათლებისთვის“ გრძელდება! ყველა სტუდენტს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ სამართლიანი მოთხოვნებისთვის ბრძოლაში, რადგან ეს პრობლემები საერთოა.
1 note · View note