Text
ჩვენი ისტორია.
2023 წლის 1 თებერვალია და თამამად მინდა გითხრათ რომ ყველაზე ბედნიერი ვარ. მინდა გითხრათ რომ არასდროს დანებდეთ! რაც არუნდა რთული იყოს, ყოველთვის იპოვეთ იმის ძალა, რომ თამამად გადადგათ ნაბიჯი. გჯეროდეთ საკუთარი თავის და იმის რომ ყველაფერს შეძლებთ ! მინდა გიამბოთ თქვენთვის ნაცნობი ისტორიის გაგრძელება რომელიც მეგონა რომ დასრულდა. გახსოვთ "J"-ს მოგონებები?! გულის სიღრმეში გაგრძელებასაც ხომ ელოდით :) ორთაჭალაში გადავედი საცხოვრებლად 2021/22 წელს J-სთან აღვადგინე მეგობრული ურთიერთობა, თითქმის ხშირი კონტაქტი გვქონდა ვუზიარებდით ჩვენს დრამებს ( ნუ უფრო მე ვუზიარებდი ) საერთო მეგობარი გვყავდა შემორჩენილი რომელსაც ძირითადად მის სასიყვარულო ისტორიას განვიხილავდით და ვფიქრობდით თუ როგორ შევძლებდით მეგობრები დახმარებას. 2016 წლის შემდეგ J ნანახი არ მყავდა და 2021 წელს გადავწყვიტეთ რომ შევხვედრილიყავით, ისიც საერთო მეგობარმა დაგვიგეგმა. სექტემბერი იყო ყაზბეგზე შევხვდით ყავის ლაბორატორიაში არ ვიცი რა დამემართა იმ დღეს მაგრამ შაშინელი სიბრაზით შევხვდი არც კი ვესაუბრებოდი საერთოდ არ ვიმჩნევდი, ვერ ავღწერ რამ გამაღიზიანა მასში იმ მომენტში მაგრამ სიბრაზის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. შემდეგ იყო მეორე შეხვედრა უკვე ვენდისში დოლიძეზე და მანდაც ჩემს დრამებზე ვსაუბრობდით მანდ აღმოვაჩინეთ რომ თურმე მეზობლად იყიდა ბინა და აგვისტოდან უფრო ხშირად მომიწევდა მისი ნახვა, ბოლო შეხვედრაზე ვიგრძენი რომ აღარ უნდა მენახა რადგან ვგრძნობდი მის მიმართ რაღაც ქიმიას, თან ვერ ვხვდებოდი მეფლირტავებოდა თუ მემეგობრებოდა. 2022 აგვისტო. კოვიდმოხსნილი საავადმყოფოდან ხელწერით ვბრუნდები შინ. მახსოვს J-ს ვთხოვე წამლები ეყიდა ორთაჭალა ში გადმოდიოდა უკვე საცხოვრებლად და კართან დაეტოვებინა, შემდეგ ჩემი დაბადებისდღე იყო და ყველაზე ემოციური და თბილი მისი შეტყობინება იყო, ( მანდაც ვერ მივხვდი სიყვარულს მეგობრულად მიხსნიდა თუ რეალურად ) მაგრამ ნასვამმა 3-ჯერ დამირეკა. 2022 ოქტომბერი სამსახურიდან დაღლილი მოვდიოდი როდესაც მეზობელმა დამირეკა რომ 1 საათი დენი არ გვექნებოდა, თან დენის გარეშე სახლში მარტო ყოფნა სრული კოშმარი იყო ჩემთვის კორპუსთან მივედი და გარეთ სკვერში ჩამოვჯექი როდესაც უეცრად J-მ მომწერა მომიკითხა, შემომთავაზა გარეთ გასეირნება მიუხედავად ჩემი დაღლილობისა მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი რადგან : მარტო ყოფნა არ მინდოდა, მე-10-ზე ასვლა ფეხით მეზარებოდა და მენატრებოდა 50 მ-ში იყო J-ს კორპუსი შეხვედრის ადგილი კი ბენზინგასამართი ( ნეიტრალური ადგილი) სკვერში ვისხედით, ვჭორაობდით თითქოს პაემანზე ვიყავით გაყინულ ხელს მითბობდა, სურვილებზე ვთამაშობდით, სათამაშო მიყიდა. როგორი საღამო იყო იცით ყველაფერი რო გვახსოვდა ორივეს, საშინლად რომ გვინდოდა ჩახუხუტება მაგრამ რაღაც გვაკავებდა . ამ ���ღის შემდეგ ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, ხან ჩემთან ვიკრიბებოით ჯოკერზე, ხან მასთან. 2022 ნოემბერი 6 ნოემბერია სახლში მე და ჩემი დაქალები ვართ, ვსვამდით J-ს შევთავაზე გადმოსვლა ჩემთან, აქეთ დაგვპატიჟა ჩემთანაც მეგობრები არიანო, საბოლოოდ როდესაც გააცილა მაინც ჩვენ შემოგვიერთდა. ბარში წავედით იმ საღამოს მე და J ერთად ვიყავით ხოლო ჩემი დაქალები გაგვეფანტნენ :) ვიღაც 3 ადამიანი გავიცანით ბიჭები ერთ-ერთმა J-ს ჰკითხა ერთად ხართ თქვენ ორნიო ხოლო პასუხი ჩვენც არ ვიცით რა ვართ ერთმანეთისთვისო ( რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ მეგობრები არ ვიყავით იმ მომენტში ) ღამის 3 საათია ბარი იკეტებოდა ხოლო ჩვენ კიდე გაგრძელება გვინდოდა, ჩემი დაქალები მე და J წამოვედით ორთაჭალაში და გზად გადაწყდა რომ დალევას და გართობას ვაგრძელებთ J-სთან სახლში რადგან უფრო მეტი დასალევი ჰქონდა :) იცით როგორი ღამე იყო, ყველა ვარკვლავთან ერთად მეც რომ ვკაშკაშებდი და ბედნიერებისგან ( ბოჩოლა თვალები რომ მქონდა ) მინდა დეტალურად მოგიყვეთ ეს რამე რადგან ველაზე ძვირფასი მო-ს მოგონებები მაკავშირებს. ერთ-ერთი დაქალი გამოგვაკლდა , რამოდენიმე წუთში მეორეს ჩაეზინა და დავრჩით მე და J- იმ საღამოს აივანზე მაკოცა ორივე ნასვამი ვიყავით ერთად ჩახუტებულებმა დავიძინეთ. დილით დაქალმა გაგვარვიძა 8-ზე წავედით სახლში იმ დღეს საშინელი ნაბახუსევი მქონდა და თან ამ ყველაფერს გაურკვევლობა ემატებოდა. გაურკვევლობა თუ რა მოხდა იმ ღამეს რატო მაკოცა და ზოგადად ეს მეგობრობა მეგონა რო გაქრებოდა ჩემსა და J-ს შორის. ჩემთან გადმოვიდა შუადღით წამალი და ნაბეღლავი მომიტანა, მთელი დღე ერთად ვიყავით განვიხილავდით ყველაფერს. წყვილი რო დაშორდება და რამოდენიმე დღეში შერიგდება ეგრე ვიყავით ოღონდ ჩვენ 9 წელიანი განშორება გვქონდა ერთდროულად ეიფორია და გაურკვევლობა მქონდა, უფრო შიში ვიდრე გაურკვევლობა, შიში იმისა რომ ისევ გაქრებოდა ეს ყველაფერი, ისევ მეტკინებოდა და ისევ დავკარგავდი. ნდობა მიჭირდა და ხვდებოდა თვითონ რომ ვერ ვლაგდებოდი, ყველანაირად ცდილობდა მოეშორებინა ეს ფიქრები ჩემი თავიდან არ ვამბობდით არავისთან ერთად ყოფნას, ნუ მე თვიტონ ვერ ვხვდებოდი ჯერ მაგრ��მ ყველას რო ძაან გაუხარდებოდა მაგაში ეჭვი არ მეპარებოდა. ძაან ტკბილად და აი სრული იდილიით გრძელდებოდა ცვენი ურთიერთობა მანამ არ დადგა მარტი მარტში მომიწია ბინის დაცლა და ბათუმში ��ადასვლა საცხოვრებლად, ყველაზე რთული იყო ჩემთვის ეგ მომენტი J-ს დატოვება თბილისში დისტანცური ურთიერთობა რაც საშინლად ცუდი გამოცდილებით გამოვიარეთ ბავშვობაში. კვლავ შიშმა შემიპყრო რომ ისევ დავკარგავდით ერთმანეთს, ვახერხებდით ხშირად ერთმანეთის ნახვას ან მე ჩამოვდიოდი ან ის ჩამოდიოდა ბათუმში ხოლო აპრილის 7- რიცხვს 3 თვით დავემშვიბობეთ ერთმანეთს, რადგან საზღვარგარეთ მივდიოდი სამსახურით 2022ივნისი სიშორემ ჩვენი სიყვარული უფრო გააძლიერა, უფრო დაგვაფიქრა ერთმანეთზე, ვერ აგიღწერთ როგორ მენატრებოდა და როგორ მიჭირდა ყოველი დღე მის გარეშე ერთი სული გვქონდა როდის მოვიდოდა ივლისის 6-რომ ჩავხუტებოდით ერთმანეთს. ივლისში დაიგეგმა რომ J, თავისი და სიძე და ჩემი ბიძაშვილი თავისი შეყვარებულით მოდიოდნენ სტამბულში ერთად უნდა ვყოფილიყავით 1 კვირა ხოლო მერე კი დავბრუნდებოდით ყველა ერთად საქართველოში, დღეებს ვითვლიდი არამარტო დღეებს წუთებსაც კი ერთი სული მქონდა როდის ჩავეხუტებოდი. 2022 ივლისი 6 ივლისია რედისონის სასტუმროში დავჯავშნეთ ნომრები, მანამ ჩამოფრინდებოდნენ ადრე მივედი სურპრიზის მინდოდა გამეკეთებინა რადგან იცოდა რომ იმ დღეს საღამოს მოვახერხებდი მის ნახვას, აპლიკაციით ვამოწმებდი მათ თვითმფრინავს, გული ისე მიჩქარდებოდა ვერ აგიწერთ ცუდათ ვიყავი ვეღარ ვითმენდი ჩვენი პირველი შეხვედრა ხომ გახსოვთ? იგივეს განვიცდიდი ოთონდ ახლა უფრო ძლიერად მგონი. ვერ მიცნო დაიჯერებთ? :) და ეს ჩახუტება და მისი სუნი <3 ვერ ვაშორებდით თვალს ერთმანეთი შეყვარებული სახით მიყურებდა თავისი და და სიძე 2 დღით იყვნენ ჩამოსულები იმ საღამოს გვიან ჩემი ბიძაშვილი და მისი შეყვარებული ჩამოვიდნენ ოთონდ ისინი აზიის სასტუმროში გაჩერდნენ სადაც 2 დღეში მე და J-ც გადავიდოდით. საღამოს ულამაზესი რესტორანი დავჯავშნეთ ყველა იქ შევიკრიბეთ ყველა გამოპრანჭული და ულამაზესები ვსვამთ ღვინოს და ავღნიშნავთ ამ ულამაზეს ვიქენდს რომელიც ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი უნდა იყოს, და აი უეცრად J გამოთქვამს სურვილს რომ თქვას სადღეგრძელო და იწყებს ამ ფრაზით " მოდი ჩვენს აქ ჩამოსვლის მიზეზს გაუმარჯოსო" და იცით როგორი ვარ ამ მომენტში ვაცნობიერებ რომ ჩემი სადღეგრძელოა და უბედნიერესი ვარ რო ესეთი უმაგრესიხალხი მყავს გარშემო, უეცრად თავს ვარტიალებ და ვხედავ თუ როგორ მიღებს ყველა ვიდეოს და მანდ წამიერად ვაცნობიერებ რო აქ რაღაც სხვა რაღაც ხდება :) და აი ვხედავ ბეჭედს და მესმის სიტყვები " გამომყვები ���ოლად?" შოკირებული ვერ ვაცნობიერებ რა ხდება, დაბნეული თან გაოცებული უბედნიერესი ვიწყებ ტირილს და რათქმაუნდა კი! 10 აგვისტოს ოფიციალურად შევქმენით ოჯახი. 2023 წელია, თებერვალი, საღამოს 7 საათია ერთად ვსხედვართ ჩახუტებულები და ველოდებით ჩვენს პატარას <3 ყველაზე საოცარი გრძნობაა სიყვარული და თან ყველაზეძლიერი მასთან ერთად ყველაზე მშვიდად, დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს , ყველაზე მზრუნველი ერთგული მეგობარი და მეუღლეა და დარწმუნებული ვარ საუკეთესო მამა იქნება მოკლედ მე და ლუკა შევუღლდით.
1 note
·
View note
Text
რაღაც იწყება და მთავრდება...
ხშირად უფრო ადრე, ვიდრე ველით...
მთავრდება ისე, რომ ვერც ვიაზრებთ...
დაახლოებით მე-7 კლასში ვიყავი ანი რომ გავიცანი, გაცნობის დღეს საერთო აღმოვაჩინეთ,ჩვენთვის უსაყვარლესი ჯგუფი -"The Beatles"
უსასრულოდ შეეძლო ესაუბრა ჯგუფის ყველა წევრზე. ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს...მე, ანი და ჩვენი მეგობრები, წვეულებებს ვაწყობდით, ვუ���ურებდით საშინელებათა ფილმებს და შემდეგ ვაშინებდით ერთმანეთს... (როგორც ამირიკულ ფილმებში ხდება ხოლმე. )
შემდეგ გავიზარდეთ, შევიცვალეთ ქალაქები...
ვე��არ ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას როგორც ადრე... მაგრამ,შეხვედრისას ყოველთვის ვბრუნდებოდით ბავშვობაში და დადებითი ემოციებით ვიმუხტებოდით.
ვერ ვიაზრებ შენს წასვლას...
მჯერა შევხვდებით და კვლავ შევასრულებთ ჩვენს დუეტს...🕊🤍
"Hey Jude, don't make it bad.
Take a sad song and make it better.
Remember to let her under your skin,
Then you'll begin to make it better. "
0 notes
Text
რაღაც იწყება და მთავრდება...
ხშირად უფრო ადრე, ვიდრე ველით...
მთავრდება ისე, რომ ვერც ვიაზრებთ...
დაახლოებით მე-7 კლასში ვიყავი ანი რომ გავიცანი, გაცნობის დღეს საერთო აღმოვაჩინეთ,ჩვენთვის უსაყვარლესი ჯგუფი -"The Beatles"
უსასრულოდ შეეძლო ესაუბრა ჯგუფის ყველა წევრზე. ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს...მე, ანი და ჩვენი მეგობრები, წვეულებებს ვაწყობდით, ვუყურებდით საშინელებათა ფილმებს და შემდეგ ვაშინებდით ერთმანეთს... (როგორც ამირიკულ ფილმებში ხდება ხოლმე. )
შემდეგ გავიზარდეთ, შევიცვალეთ ქალაქები...
ვეღარ ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას როგორც ადრე... მაგრამ,შეხვედრისას ყოველთვის ვბრუნდებოდით ბავშვობაში და დადებითი ემოციებით ვიმუხტებოდით.
ვერ ვიაზრებ შენს წასვლას...
მჯერა შევხვდებით და კვლავ შევასრულებთ ჩვენს დუეტს...🕊🤍
"Hey Jude, don't make it bad.
Take a sad song and make it better.
Remember to let her under your skin,
Then you'll begin to make it better. "
0 notes
Text
მეგობრებო, ჩემ გარშემო მიზეზს ვერ ვპულობ, მაგრამ რაღაცა მტკივა, ამ ჩანაწერს იმისთვის ვწერ, უკანასკენელ ექპერიმენტად მარტოობა რომ მოვსინჯო. არც სხეული და არც სული არ მენატრება. რაღაცა, მომავლის მოლოდინი, როგორც მომავლის იმედი, აღარა მაქვს. გუშინ ყველაფერი რიგზე იყო, დღესაც ისეა როგორც იყო გუშინ, მაგრამ რაღაც შეიცვალა. ვიმეორებ გულისგულში: "რა შეიცვალა, რა შეიცვალა, რა შეიცვალა, ნეტავ?" და მახსენდება, რომ ადამიანებს სიცილი შეუძლიათ, მხოლოდ სასაცილო ვერ ვიპოვე ვერაფერი. გარეთ, მე მგონი, ქარია მე შინ ვარ. არის საჭმელი და ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რაღაც არ არის. ნერვებს მაწყვიტავს, რომ უსასრულოდ შემიძლია ვიფიქრო. იქნებ ის მაწუხებს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ცვლილება საუკეთესო, ყველა ცვლილება საუარესოა მხოლოდ.
1 note
·
View note
Text
ემიგრანტი დედა...
2013 წლის ცივი ზამთარი იყო...იმდენად ცივი რომ დღემდე ვერ გამითბა გული.. მახსსოვს ჩვენს ძველ სახლში გადავედით ბარგს ვალაგებდით მე და დედა როდესაც დამაჯინა და მითხრა “შეიძლება თურქეთში წავიდეო” არც შემიმჩნევია, ემოციაც კი არ გამომიხატავს მეგონა თავის ბიზნესთან დაკავშირებით ჩავიდოდა ერთი დღე და წამოვიოდა, სულ ესე დადიოდა ხოლმე თბილისში ამიტომ არ გამკვირვებია...ბოლოს რომ შევატყვე რაღაც პასუხს მაინც ელოდებოდა ჩემგან გავხედე ცივი სახით და ვკითხე მარტო მტოვებ აქ თქო... დღემდე მახსოვს ის დღე... მეტირებოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი... ძლიერი გოგო ვარ თქო ვიძახდი... ავტობუსში როავიდა არ მინდოდა მისთვის შემეხედა ვეღარ ვიკავებდი თავს... ცრემლებს ვეღარ ვაკავებდი, თავს ვიმშვიდებდი რომ მალე გავიდოდა 3 თვე... მალე ვნახავდი ისევ...ვერც კი ვიაზრებდი მაშინ რახდებოდა..მეგონა უბრალოდ ვაცილებ დედას რომელიც ძალიან მალე დაბრუნდება... ეშინოდა ჩემი მარტო დატოვება... სულ ერთად ვიყავით... ვერც კი აგიღწერთ ესეთი დედა-შვილური ურთიერთობა მგონი მხოლოდ ჩვენ გვაქვს... დედაზე მეტია.. საუკეთესო დაქალი,მეგობარი მსმენელი, მრჩველი ვერ ავღწერ სიტყვებს ყველაზე საუკეთესო...იცით როგორი აი სულ რო გინდა მა��ზე ისაუბრო...ვისაც არ უნდა ჰკითხო ყველა მომღიმარი სახით იხსენებს მანანას “გიჟი ქალი” ჰო მართლაც გიჟია( დადებითად) იმდენად პოზიტიურია შეუძლებელია მასთან მოიწყინო... ყველა დედა ხო დედაა მაგრამ ეს გამორჩეულია.... გამორჩეულად თბილი და კეთილი...ბავშვობაში მამასთან არ მქონდა ახლო ურთიერთობა, სიმართლე გითხრათ მამას კარგად არც ვიცნობდი სულ დედასთან ერთად ვიყავი მიუხედავად იმისა რომ სამივე ერთ სახლში ვცხოვრობდით... ანუ იმის თქმა მინდა რომ მამასთან არ მქონდა იმდენა ახლო ურთიერთობა როგორც დედასთან... მანჩო რო თბილისშიმიდიოდა 2 დღით ის ორი დღე მამასთან ჩემთვის ყველაზე საშინელება იყო.. ვტიროდი კიდეც ღამე მანჩოსთან მინდოდა და გამუდმებით მთელი ღამე ვემესიჯებოდი :დ მანამ სანამ არ ჩამეძინებოდა... სიმართლე გითხრათპირველი კვირა ვერ ვხვდებოდი დედას არყოფნას სახლში ან უბრალოდ ვერ ვიაზრებდი რომ წასული იყო, მიუხედავად ყველაფრისა ყოველ ერთ საათში ვურეკავდი... მერე უკვე გართულდა... ვეღარვუყვებოდი ვერაფერს... კვირაში ერთხელ თუ დაველაპააკებოდით ერთმანეთს ისიც მხოლოდ მოკითხვას ვასწრებდით.... ბავშვობიდან ემოციური ვარ და სულ ვცდილობ ჩემი ემოციების დამალვას...მიჭირდა ძალიან, მიჭირდა მასთან საუბარი ტირილის გარეშე, ვერ ვმშვიდდებოდი, მისი ხმისგაგონებაზე ისტერიკული ტირილი მეწყებოდა... მამასაც უჭირდა, ვერვუგებდით ერთმანეთს, სულ ვჩხუბობდით.... დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, არვეკითხებოდით ერთმანეთს როგორ ხარო ან რამე მსგავსი... ის 3 თვე...პირველად წავედი სკოლაში დედაჩემის გაცილების გარეშე, მაშინ ვიგრძენი რომ ისმართლა არიყო ჩემს გვერდით... რო ჩამოვიდა, სურპრიზი გამიკეთე... სკოლაში ვიყავი... თან ქართულის გაკვეთილი ტარდებოდა ვწერდით თავისუფალ თემას სადაც დავიწყე დედას მონატრებაზე წერა...იცით როგორიმომენტი იყო ფილმებში ან გადაცემებში რომ ხდებახოლმე... ჩემი ნაწერი მასწავლებელმა ხმამაღლა წაიკითხა... ტირილით... და მეც ვერ შევიკავე თავი და გარეთ გავედი სადაც დედა დამხდა, ყველაზე მეტად რომ გინდა შენს გვერდით იყოს აი ეგ მომენტი იყო ზუსტად და მაგ მომენტში ჩამიკრა გულში ძალიან მაგრად....10 დღითიყო ჩამოსული მეკიდე მეგონა რო აღარ წავიდოდა, წასვლის დროს ვერ გავაცილე, სახლში დავრჩი და ისე დავემშვიდობე, მის მერე 3 წელი არ მყავდა ნანახი... ამ სამი წლის განმავლობაში რთული იყო დედასთან ისევ ისეთი ურთიერთობის შენარჩუნება როგორც ადრე ��ვქონდა, რთულია ყველაფრის მოყოლა ინტერნეტით... ყველაფრის მიუხედავად არ ვაძლევდით სიშორეს იმის უფლებას რომ ჩვენი “დაქალობა” გამქრალიყო... სულ ვწერდი, საიტზე რო ვერ შევამჩნევდი დიდი ხნით ან მობილურზე რომ არ მპასუხობდა საშინელ ისტერიკებსვმართავდი, მეშინოდა,დღემდე ესე ვარ... მეშინია იქ მარტო, მომვლელიც რომ არ ჰყავს.. 3 წლის შემდეგ ჩვენი შეხვდერა იყო ძალიან ემოციური და თბილი... ის ჩახუტება ყველა ემიგრანტს რომ გულს უთბობს... არამარტო ემიგრანტს... პირველად ვმგზავრობდი მაშინ სტამბულში მარტო... 18 საათი ავტობუსში... ეს 18 საათი სულ იმის ფიქრში ვიყავი თუ როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვერა... რო ჩავედი ავტობუსიდან ძალიან ბევრი ხალხი იყო... ყველა ერთხმათს ეხუტებოდა და იქ გავიგონე... ნინი დე ... სახეზევერც კი დავინახეისე მაგრად ჩამეხუტა... ყველა ჩვენ გვიყურებდა... ყველა ჩვენ გვიღება ვიდეოს... ისეთი ემოციური შეხვედრა გვქონდა რომ ბარგის აღება დამავიწყდა ავტობუსიდან :დ... P.S ალბათ ოდესმე გავაგრძელებ ამ ისტორიის მოყოლას...
0 notes
Text
ძველი მეგობრები...
ძნელია როცა არავინ ხარ და არაფერი ხარ… არსებობ და არაფრისთვის… როდესაც ძილისწინ ნატრობ რომ უბრალოდ აღარ გათენდეს… ყველაფერს განიცდი და თან ვერაფერს გრძნობ…ვერაფერს ვეღარ გრძნობ, ვეღარ გრძნობ რადგან დაიღალე… დავიღალე მატყუარა ხალხით, 9 წლის ვიყავი როდესაც ლინდა გავიცანი..ადლიაში ვიყავი ნათლიაჩემის დაბადებისდღეზე… ხოლო ლინდა კი ნათლიაჩემის მეუღლის ნათესავია… აქედან დაიწყო ყველაფერი, საუკეთესო დაქალები ვიყავით… საუკეთესოზე საუკეთესო…24 საათი ერთად ვიყავით, ისეთი დაქალები ვიყავით ყველასრო შურდა ჩვენი… დასაწყისში 13 ვიყავით :) მე, ლინდა, ნათია ჭოღოშვილი, ღლონტები, ღაღაიშვილი, გოგუა,მანელიშვილი, ქოქოლაძე…ჩვენი შეხვედრის ადგილი საოცრებათა პარკი იყო-7 საათზე და თან არცერთი რო არ ვაგვიანებდით, რამაგარი დრო იყო, ყველა ერთად… შემდეგ რამოხდა? გავიზარდეთ, გავიზარეთ და შევიცვალეთ…დროდადრო ვიკლებდით 13-დან ხუთნი შემოვრჩით, ყველაფერი გადავიტანეთ ერთად.. ტკივილი, სიხარული, განშორება, ჩხუბი მაგრამ მაინც სულ ერთდ ვიყავით, 2014თუ 1013 წელი იყო, სტამბულში წავედი 1 თვით, ეს ერთი თვე მოვწყდი მთლიანად სამყაროს, წასვლამდე ვიჩხუბეთ მე და ლინდამ ისე რო არვეხმიანებოდით ერთმანეთს, რომ ჩამოვედი ვნეხეთ ერთმანეთი, მონატრებულები ვუყვებოდით ჩვენს ისტორიებს, მაშინ მომიყვა მიშოზე-თავის ქმარზე, დასაწყისშივე ავღნიშნე რო არ მომწონდა ეგ ბიჭი. მოკლედ მე და ლინდა შევრიგდით მაგრამ ისევ ისეთი ურთიერთობა აღარ გვქონდა სიმერთლე გითხრთ არ მახსოვს რატო ვიყავი მასზე ასეთი ნაწყენი, მაგრამ ის მახსოვს რომ ხშირად მოტყუებული ვიყავი, მოკლედ ლინდასთან მხოლოდ ნათლობა მაკავშირებდა… 29 დეკემბერია, ლინდას დაბადებისდღე,სურპრიზი გავუკეთე ღამე მოვულოცე, მაშინ გაავიგე რო ლინდა ორსულად იყო… ღამის ორი საათია და მობილურზე მომდის შეტყობინება ლინდასგან, “გარდაიცვალა მამა… გარდაიცვალა” საშინელი დღე იყო,გული მტკიოდა ლინდას ესეთს რო ვხედავდი,მთელი სხეული მეწოდა… ვერ ვშორდებოდი სულ მასთან ვიყავი, არ მინდოდა დამეტოვებინა მარტო…ჩვენ ყველა მასთან ვიყავით, მიშოც… გასვენების დღეს ჩხუბი მომივიდა ნათლიაჩემის ცოლთან, რომელიც ჩემს დაქალებს შეურაცხყოფას აყენებდა, ამის შემდეგ ნათლიაჩემთანაც დავკარგე ურთიერთობა… ისიც ძველ მოგონებებში დარჩა… შემდეგ ლინდა გათხოვდა, როგორ მახსოვს ეგ დღე… როგორი ტკივილი განვიცადეთ ყველამ… გათხოვდა და შეიცვალა ყველაფერი, ახლაც მაქვს მასთან ურთიერთობა მაგრამ არა ისეთი როგორი ადრე, ახლა უბრალოდნაცნობები ვართ უბრალოდ ნათლულია რომელსაც დღესასწაულებზე ვწერ და მაშინ ვკითხულობ თავის პატარებს…ვიცი ცუდი ნათლია ვარ, მაგრამ აქ ვერაფერს შეცვლი… იცით საშინლად რთულია იმ ადამიანთან იმეგობრო ვინც ორპირია, იმ ადამიანს დაუძახო და ვინც შენ ზურგი გაქცია, ბუნდოვნად მახსოვს დეტალები მაგრამ მინდა გითხრათ მენატრება, მენატრება ძველი დრო, ძველიმეგობრები, ძველიდაქალები, ყველამენატრება…ამ ყველაფერს ვწერ და თვალზე ��რემლს ვერ ვიშორებ, რა რთულა თურმე ეს ცხოვრება, რა რთულია როცა გტკივა…
#ძველიმოგონებები

0 notes
Text
ყველაფერი შეიცვალა
ვწევარ და ვფიქრობ, იქნებ ზედმეტად მხატვრულად ვუყურებ სამყაროს და სინამდვილეში ყველაფერი ძალიან უხეში და მარტივია-მეთქი, იქნებ ადამიანები შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, იმიტომ გიმეგობრდებიან რომ უკეთესი ვარიანტი არააქვთ...ფოთლები ხმება და იმიტომ სცვივა ხეს, ცრემლი უბრალოდ მარილიანი წყალია, ყოველდღე რომ იტირო არ გამოშრება, ვარსკვლავებიანი ცაც არ არსებობს... ცა არ არსებობს საერთოდ... არსებობს უსასრულო სიცარიელე ჰაერით შევსებული და ძალიანშორს ათასობით მოკავშირე პლანეტა, თუ არ ილაპარაკებ, ვერასდროს ვერავინ ვერ გაიგებს, რას ფიქრობ. როცა გვგონია, რომ რაღაცა ვიგრძენით და რაღაცას მივხვდით, ესეც მხოლოდ ჩვენი ილუზიაა, სინამდვილეში არაფერი არ ვიცით და ვერაფერსაც ვერ ვხდებით. როცა ვფიქრობთრომ რაღაც ძალიან გვინდა, ესდროებითია და ამ სურვილისახდენა სულაც არ ნიშნავსიმას რომ გავბედნიერდებით... როცა შინაარსიანი თვალებით გიყურებენ, არ გულისხმობენ რომ შენთან მთელი ცხოვრების გასატარებლად მზად არიან, უბრალოდ გიყურებენ... ალბათ იმწუთას მიმზიდველი ხარ ან საერთოდაცფიქრებში გაკრიტიკებენ. როცადიდი ხნის განმავლობაში არ გკითხულობენ, ესეიგი უშენოდაც კარგად არიან და არ არსებობს აქ მაგრამ, ალბათ, შესაძლოა. ყველაფერი ასეა? რატომ ჩნდება ყოველთვის ჩვენს გონებაში ჯადოსნურისიტყვა “შესაძლოა”?... რომლითაც ყველაფერს ვალაგებთ და ვასუფთავებთ... 7 აპრილია, იცით ადრე ჩემთვის განსაკუთრებული რიცხვი იყო- 7 აპრილი, დღეს კი უბრალოდ უმნიშნელო ციფრია... ყველაფერი იცვლება... ბავშვობის დაქალი ისე გიღალატებს ვერც კი მიხვდები, ქალაქში სიბოროტე,სიბოღმე, სიღორე სუფევს... იცვლება ფერები, იცვლება ყველაფერი, სიგრილეა..სიგრილეში დიდი ხნით გაბრაზებული ვერ იქნება ადამიანი.საკმარისია კანზე ბუსუსები და უკვე ენარება სითბო...
2 notes
·
View notes
Text
სულ სხვა ქალაქი
ჩემი ქალაქი... როგორი თბილი და მყუდროა... ვერც კიწარმოიდგენ როცა მის ქუჩებში გაივლი რამდენი ტკივილით სავსე ადამიანი დადის აქ, როცა ბნელ სადარბაზოს ჩაუვლი ვერც კი წარმოიდგენ რამდენი სისხლია იქ დაღვრილი, რამდენენი ახალგაზრდის ცრემლები აუტანია იმ კედლებს... და მაინც როგორი კარგია ბათუმი, რაღაცნაირი პოზიტიური, მიუხედავად ამდენი ტკივილისა მაინც რომ მყარად დგას, ჩემი ფერადი ბათუმი, დღეს ისეთი ფერადი აღარაა, ყავისფერ ლაქებშია გაჟღენთილი... ვხედავ თუ როგორ ეშინიათ მშობლებს ბავშვის გარეთ გაშვება... მარიამი, ხო გახსოვთ მარიამი, ზღვისპირას რომ მომიკლეს და სალომე?! აზა?! გიორგი?! და კიდევ ბევრი ახალგაზრდა რომლებმაც თვითმკვლელობით დაასრულეს ცხოვრება... ვერ ვხვდები, მართლა ვერ ვხვდები რა ხდება, რატო ეცვლება ჩემს ქალაქს ნათელი ფერები, ეს ხო სულ სხვა ადგილია,სულ სხვა ქალაქია, აქ ხომ მუდამ სიყვარული იყო, მუდამ სითბო და ადამიანობა.. ან უბრალოდ მე ვხედავდი ვარდისფერი სათვალიდან ამ ყველაფერს... თავდადებულის ქუჩაზე ვარ ბირჟაზე ბაბულიკა ტიპები მხვდება, ნიკუშა.. მეცინება ნიკუშაც რო ბაბულიკობას დაიწყებს... და ამ13წლის ბავშვებსაც რო ასწავლიან ამ ქუჩის ცხოვრებას ( დიდად ვერ ვერკვევი ) მოკლედ ვალეტ ბიჭობენ, არადა თვითონაც არ იციან რისთვის, რისთვის აკეთებენ ამყველაფერს, განა მათ მოსწონთ? პროსტა კაიბიჭობენ, ახლა ხომ მოდაშია “ბაბულიკ-მონტანობა” ამით უფრო ბ��ვრ გოგოს კერავენ :)) მტკივა იცით?! მტკივა ამ ბიჭებზე გული, ამათ ქცევებზე.. შეამჩნევდით პუშკინზე მოხუცი ბებო ზის, მზესუმზირას ან ერთჯერად სალფეთქებს ყიდის, ისეთი სევდიანი თვალებიაქვს ყოველ გასვლაზე ვყიდულობ ხოლმე და თან ხურდას არასდროს ვართმევ, და ისე დაგლოცავს მთელიდღე ბედნიერი და გაღიმებული დადიხარ, მზიანი ამინდია და არ მეჩქარება სახლში მისვლა, ვსეირნობ,მივუახლოვდი პუშკინს, ვცდილობ ჩანთიდან დარჩენილი ხურები ამოვიღო, ლამარა ბებოსთვის ( სინამდვილეში არ ვიცი რა ჰქვია,მაგრამ ვფიქრობ ლამარა სახელი ძალიან უხდება) შუქნიშანთან ვდგავარ და ვხედავ მომღიმარ ბებოს როგორ სთავაზობს გამვლელ ქვეითებს მზესუმზირას, მეკიდე ერთი სული მაქვს როდის აინთება მწვანე რომ ქუჩა გადავკვეთო, შორიდან ვხედავ პატარა ბიჭს რომელიც მირბის ლამარა ბებოსთან უგდებს სალფეთქებს, მზესუმზირას და გარბის, ამისდანახვაზე რათქმაუნდა არ დავლოდებულვარ მწვანეს ეგრევე გავიქეცი,მინდოდა მეცემა ის ბიჭი, საშინლად მეცემა,მივედი ლამარა ბებოსთან დავეხმარე სალფეთქების აღებაში, შევამჩნიე როგორ ტიროდა, როგორ მინდოდა ჩავხუტებულიყავი მაგრამ მომერიდა, შემეცოდა... 4 ლარი დაა 25 თეთრი მქონდა დარჩენილი, ამოვიღე და მივაწოდე თხოვნით რომ მესუმზირა ეყიდა,მოეხალა და ისევ მოსულიყო აქ, არ გამომართვა ფული... ხელზე მაკოცა, დაჟინების შემდეგ მაინც დავუტოვე თანხა დავემშვიდობე და გავაგრძელე გზა, სიბრაზით მივაბიჯებდი და ჩემს სახლთან იქვე კვეთაში, ვხედავ ნიკუშას, ლევანის და იმ ბ��ჭს რომელმაც გადმოუყარა ბებოს მზესუმზირა და სალფეთქები, ყვირილით მივედი, პირველი ფრაზა რაც წარმოვთქვი “ეი შენ ბიჭი დაიცადე “ზოგადად ვერ ვიტან ესე რო საუბრობენ, მაგრამ სიბრაზისგან ძლივს ვიკავებდი თავს ( რათქმაუნდა გაიქცა) ნიკუშს მივუახლოვდი -რას აკეთებთ, რას ერჩით მოხუც?! ნუ თუ არ გეცოდებათ, ნუ თუ ვერ ხედავ თუ როგორ უჭირს, სხვა საქმე არაგაქვთ? და პასუხი: სულ *ლეზე მკიდია ეგ ქალი, თავის მონტანელ შვილს ჰკითხოს თუ რა დააშავა.. იცით მრცხვენია ესეთი ქართველების... სულ სხვა გახდა ჩემი ქალაქი. სულ უფრო იცვლება, ყველა გაბოროტებულია, არგპატიობენ აქ არაფერს, ქალაქი აღარ ��გავს ქალაქს, აქ არ იციან მოხუცი, აქ არ იციან პატივისცემა, აქ ყველას ფეხებზე კიდიხარ, არ ადარდებთ შენი ტკივილი, და თუ ბაბულიკელი მონტანელად გადაიქეცი, ცოცხლად დაგმარხავენ... მიტყდება ქართველობა... ჩემი ქალაქი, სულ სხვა ფერია...
0 notes
Quote
People need to learn how to distinguish between being in love with a person and being in love with the idea of that person.
boundtotheballad
1 note
·
View note
Text
სიცარიელე
მოსაღამოვდა და როგორც ყოველ საღამოს დღესაც მოკვდა ქალაქი, გარდაიცვალა ყველა სულიერი და ცარიელ ქუჩებში მხოლოდ ვარსკვლავები დაპიარებენ... სიშავემ დაფარა კედლები და აღმართა საზღვრები ცასთან... გარეთ საშინლად ცივა, სიცივე განადგურებს, ძვლებში გტეხს, მაგრამ შენ მტკიცედ ხარ... მტკიცედ ხარ რაგან იცი გამოიდარებს... 22:43-საათია სულ მარტო ვარ, შრიალა ფოთლებიც კი არსად ჩანს... ის დროა როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები... ის დროა როდესაც ყველაფერი ქრება გარდა შენი გრძნობებისა... ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ბურთივით მაქვს გაჭედილი ყველა ემოცია და სიძულვილი ამ სიჩუმისა... მწვანე კაბა მაცვია... შრიალა, ვუსმენ Steven Wilson -ის “Drive Home” “You need to clear away all the jetsam in your brain And face the truth Well love can make amends While the darkness always ends You're still alone So drive home”
1 note
·
View note
Quote
"Когда взгляды встречаются-происходит чудо! И тогда двое становятся одним. И с тем как их любовь растет,она создает другое..одно. Это одно может быть кем угодно. Это можешь быть ты,и это могу быть я. Так что вначале я была двумя,а сейчас я одна. Только одна. И ничто, только половина ищущая вторую.В поисках недостающей части,ищу кого-то, кто будет заботится,кого-то кто поймет ,кого-то кто полюбит, кто подарит радость,кто создаст, кто осветит,кого-то хорошего забавного интересного милого.Кого-то особенного. Кого-то кто заполнит пустоту в моем сердце и сделает его целым. Я не прекращу искать пока не найду.И я найду его!"
0 notes
Quote
“ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი… და ამ უსასრულობით გაჯერებულ ვეება სამყაროში დასეირნობს პატარა და დამფრთხალი ფიქრი… ჩვენს შორის არის დრო, დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს და ამ დუმილში არის ის არაფერი, რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ჰქვია… დროსა და სივრცეში აცდენილი ნაფეხურები კი ჯიუტად ეძებენ ერთმანეთს და ფიქრად ქცეულები, ჩვენი ოცნებების სამყაროში დასეირნობ��ნ… ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი…”
1 note
·
View note