Tumgik
no----body · 2 years
Text
Tumblr media
10 notes · View notes
no----body · 2 years
Text
Tumblr media
4 notes · View notes
no----body · 2 years
Text
Tumblr media
4 notes · View notes
no----body · 2 years
Text
დიდიხანია ერთიდაიგივე პასუხი მაქვს
Tumblr media
3 notes · View notes
no----body · 2 years
Text
მომიყევი რაც გინდა 💫
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
2 notes · View notes
no----body · 2 years
Text
ერთხელ ღმერთი ყველას ამბავს ისე მოყვება,
როგორც სინამდვილეში იყო
და ჩვენ არც ხმა გვექნება,
რომ ვიყვიროთ და არც გზები,
რომ ბოდიშის მოსახდელად და ჩასახუტებლად მივაგნოთ ერთმანეთს.
მაია სარიშვილი
5 notes · View notes
no----body · 2 years
Text
Tumblr media
1 note · View note
no----body · 2 years
Text
კაცს რომ განსაცდელში მიატოვებ, მერე მოსალხენად დაჯდები, ან ბალიშზე თავს დადებ დასაძინებლად – ნაძირალა ხარ!
დიახ, ჩვენ ნაძირალა თაობებს ვზრდით, იმიტომ რომ თავადაც ნაძირლები ვართ!
ჩვენ ვასწავლეთ ძმათა კვლა, სისასტიკე, გულგრილობა, საკუთარი ქვეყნით ვაჭრობა და ვაქციეთ ცივ სისხლიან ინდივიდებად.
მახსოვს ბავშვობაში ჩემს ძაღლს მანქანა დაეჯახა. მომაკვდავი მივატოვე და სახლში დავბრუნდი…
მამაჩემმა მარტო რომ დამინახა მკითხა, რიჟიკა სად არისო?
მოვუყევი ასე და ასე მოხდა მეთქი…
იცით რა მითხრა? რაც შენ გააკეთე, ამას რიჟიკაც კი არ იკადრებდაო…
რიჟიკა გადარჩა, მაგრამ სანამ ცოცხალი იყო თვალს ვერ ვუსწორებდი და მეგონა მის წინაშე ამ დანაშაულს ვერასოდეს გამოვისყიდდი.
ნუგზარ (სულა) სულაშვილი
Tumblr media
2 notes · View notes
no----body · 2 years
Text
გავხედავ ხოლმე საკუთარ თავს
და მგონია ყველაფერს მოვრჩი,
გამომხედავს ხოლმე საკუთარი თავი
და ვხედავ არაფერი დამიწყია.
Tumblr media
4 notes · View notes
no----body · 2 years
Text
Tumblr media
2 notes · View notes
no----body · 2 years
Text
ვიცი,
რომ მზის ყოველი ამოსვლა,
ჩასუნთქვა,
თუ თვალის გახელა - სასწაულია,
მაგრამ მაინც ძალიან მინდა,
რომ ჩემს ცხოვრებაში რამე კარგი მოხდეს.
Tumblr media
7 notes · View notes
no----body · 2 years
Text
მეშინია - მომავლის .თავს ვგრძნობ - მარტოსულად .ხშირად ვფიქრობ - ბევრ რამეზე .ვყვირი როცა - არ ესმით ჩემი . ხშირად- არ ესმით ჩემი. იშვიათად - მიმართლებს ადამიანებში. მიხარია - როცა ვინმეს გახარების მიზეზი ვარ.მეამაყება - მშობლები . ვმუშაობ - იქ სადაც არ მინდა ვმუშაობდე . ვცხოვრობ - ქალაქში რომლის ყველა ქუჩა ზეპირად ვიცი და აღარ მიყვარს. ვოცნებობ - საკუთარი თავის პოვნაზე. მაქვს - ბევრი მავნე ჩვევა. ვარ - მეტად მსმენელი .
ვლაპარაკობ - იშვიათად იმაზე რაც მაწუხებს . მინდა - არაფერი გავაკეთო "უხერხულია" მიზეზით . ვეძებ - სიმშვიდეს. მჯერა - ყველაფერს აქვს დასასრული . საყვარელი სასმელი - ცისფერი ლაგუნა. საყვარელი ფერი -ლურჯი . საყვარელი საჭმელი -პიცა . საყვარელი ფილმი "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა " . საყვარელი მსახიობი (ები) - ჯეკ ნიკოლსონი , მორგან ფრიმენი . საყვარელი წიგნი - " პატარა უფლისწული " . ახლა ვუსმენ - Asaf avidan "My tunnels are long and dark these days" .
ხშირად ვუსმენ archive again , light .
ღამე - დღის ნაწილი როცა მგონია ყველაფერი შემიძლია .
დილა - როცა ჩემი ხასიათი ჩემს კონტროლქვეშ არაა .
ყავა - ელექსირი რომელიც "მგონია" ენერგიით მმუხტავს.
მუსიკა - განუყრელი მეგობარი
ვგრძნობ - სიყვარულის დანაკლისს.
....
Tumblr media
5 notes · View notes
no----body · 2 years
Text
Tumblr media
5 notes · View notes
no----body · 2 years
Text
როგორი უმნიშვნელოა ყველაფერი,
როცა მარტო ხარ.
ადამიანებს უნდა გვქონდეს ამოჩემებული ადგილები.
ადგილები - რომლებსაც შეემჩნევათ ჩვენი არყოფნა.
ძნელია, ადამიანებში მიაგნო ასეთს.
მე ტკივილების ამოჩემებაც ვიცი.
გული იმაზე მწყდება,
სიგარეტივით ახლოს და ხშირად,
რომ არავინ მოდის ჩემს თითებთან.
არც ტანსაცმელზე დიდხანს გაუძლია,
ვინმეს ჩემი ხასიათისთვის.
ზოგჯერ, ვნატრობ,
რომ ფეხშიშველა მოხეტიალის ფეხსაცმელი ვიყო,
სახლამდე მაინც მივიყვანდი.
გავხედავ ხოლმე ღია ფანჯრიდან
და მერე მთელი დღე ვიკეტები - თავში.
საით იხედებიან ფანჯრები?
შიგნით, თუ გარეთ?
ვერავინ გვამჩნევს სანამ მთელი ვართ,
მაგრამ საკმარისია დაუბეროს ორპირმა ქარმა,
ან კენჭი გვესროლოს ვინმემ,
რომ მაშინვე ყველას თვალში გაეჩხირება ჩვენი ნამსხვრევები,
მაგრამ ესეც მხოლოდ იმიტომ,
რომ ფეხისგულები არ დაეკაწროთ და აგვერიდონ.
შენ ხარ ის ერთადერთი ფანჯარა,
რომელიც ჩემს სულშია.
ფანჯარა - ჩარჩოების გარეშე.
მოდი,
ზურგზე თევზები დამახატე,
მხრებზე ჩიტები და მკერდზე ყვავილები.
მინდა ისე გიგრძნო,
როგორც მიწამ ფესვები,
როგორც ჰაერმა ფრთები,
როგორც წყალმა ფარფლები.
თუ ჩიტს ხატავ,
არასდროს დახატო მავთულზე მჯდომი.
მე ისე ვარ შენს სულში,
როგორც ოთახში პიანინო რომელზე დაკვრაც არ იციან.
შენ კი მაინც ყოველ დღე მოდიხარ და ისე მეფერები,
თითქოს მტვერს წმენდე ამ პიანინოს კლავიშებიდან.
ზოგჯერ,
შეიძლება ყოველგვარ ტკივილზე აუტანელი გახდეს ადამიანი.
როგორც ერთმანეთს, სიყვარულსაც ისე ვექცევით.
შეიძლება,
ერთ ოთახში ვისხდეთ
და ვიყოთ ორივე ჩუმად,
მაგრამ შენი სიჩუმე ჩემსას არღვევდეს,
ან პირიქით.
ვიცი,
ადვილი არ არის,
მარამ გთხოვ, ნუ ხარ მოწყენილი.
მე შემიძლია,
შენს მაგივრად ცუდად ვიყო,
მაგრამ შენ ნაცვლად კარგად ვერ ვიქნები
რა ხდის ადამიანს განსაკუთრებულს?
ის, რომ იყოს ისეთი,
როგორიც სინამდვილეში არის.
შენ უბრალოდ, ასეთი ხარ,
ნებსითაც და უნებლიედაც
და ვისაც უყვარხარ, ამიტომ უყვარხარ
და ვისაც არ უყვარხარ - იმასაც ამიტომ.
მერამდენედ მოიწყინე დღეს...
შორიდან ახლო ჩანდი,
მოვედი და ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა.
დგება, გტოვებს ადამიანი და მისი არსებობა,
ისე გაშრება სულზე,
როგორც ნაპირზე გამორიყულ თევზს წყალი.
ზოგჯერ,
ის ტოვებს, ვინც რჩება
და არა ის, ვინც მიდის.
უშენობამ უფრო დიდი ადგილი დაიკავა ჩემს გულში,
ვიდრე შენ.
უშენობა გახდილი ტანსაცმელივითაა,
სწრაფად აკლდება სითბო
და დიდხანს მიჰყვება სუნი.
წარმოდგენა არ მაქვს,
რამდენნაირი დასაწყისი, ან დასასრული აქვს ცხოვრებას,
არც ის, რამდენ გზაჯვარედინზე უნდა გადავუხვიოთ სანამ სწორ გზას დავადგებით,
მაგრამ ვფიქრობ,
რომ პირველად ადამიანები,
უკანასკნელად კი ნერვები გვღალატობენ.
იმასაც ვფიქრობ,
რომ ერთმანეთისთვის კი არ ვიბადებით,
ჩვენ თვითონ ვქმნით საკუთარ თავებს ერთმანეთისთვის.
საბოლოოდ, ისევ წვრილმანები გვანგრევს,
რადგან ჩვენი სიყვარული წვიმასავითაა,
რომელიც მდინარეს უფრო სწრაფად ადიდებს,
ვიდრე ჭიქას ავსებს,
ერთმანეთამდე მიტანილ მდინარეებს კი
ყოველთვის ამ ერთ ჭიქა წყალს ვაკლებთ.
არის ოცნებები, რომელსაც სუსტი გული ვერ უძლებს,
ჩემი ოცნებები თავშესაფრიდან აყვანილი ბავშვებივითაა.
ვდგავარ და დღეებს ისე ვხარჯავ,
როგორც მელომანები აგებენ ნასესხებ ფულს კაზინოებში.
სიცოცხლე და სიკვდილი,
ყოფნა და არყოფნა
დღე-ღამესავით მაქვს ერთმანეთში არეული.
აქ მხოლოდ ერთი ჰოროზონტის ხაზია
და სულ რაღაც ორი სამყარო.
სამყარო კი, დაუსრულებელი უფრო მგონია, ვიდრე უსასრულო.
ერთნაირი ხედია ნაგვის ურნიდან და საფლავიდან,
სანამ მიწით ამოავსებენ.
მინდოდა,
რაღაც მეთქვა,
მაგრამ სიტყვების გარდა,
ვერაფერს მოვუყარე თავი.
ჩავისუნთქე და დუმილი გავაგრძელე.
ბოდიში, სიჩუმე თუ ჩემით დაირღვა,
ცოტა ხნით მოვედი და წავალ დიდი ხნით.
Tumblr media
2 notes · View notes
no----body · 2 years
Text
Tumblr media
0 notes
no----body · 2 years
Text
Tumblr media
0 notes
no----body · 2 years
Text
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
3 notes · View notes