Tumgik
#სიზმარი
phoenixxneo · 8 months
Text
ჩემი ბავშვობის კოშმარი ყოველთვის ერთოდაიგივე შინაარსის იყო.. ყოველთვის ხმა მქონდა წართმეული არიელივით და როცა ჩემი აზრი უნდა დამეფიქსირებინა, ან დასახმარებლად მეყვირა ვერ ვახერხებდი.. ყოველთვის მძიმე იყო გაცნობიერება, რომ ქმედება კიარა უბრალოდ ხმის ამოღება იყო გადასარჩენად საჭირო.. მერე.. მერე სიზმარი ყოველთვის წყდებოდა.. არასდროს.. არც ერთხელ არცერთი მათგანი დასრულებულა.. ახლაც მდუმარებაში ვარ.. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე..
მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ მე და ფურცელი დავმეგობრდით.. დავმეგობრდით და თან როგორ.. ჩემი ყველა ემოცია გავუზიარე.. მართალია მოგვიანებით ფურცელი მობილურის ეკრანმა შეცვალა.. თუმცა ფურცელთან შეხება ახლაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს..
ჰოდა აზრი რომ არ გამიწყდეს ვიტყვი.. დავწერ იმას რაზეც დავდუმდი.. დავწერ ყველაფერს რისთვისაც გავჩუმდი.. და დავწერ იმას რაცაც ჩემი ვეღარც ხორცი და ვეღარც სული ვეღარ იტევს..
1 note · View note
sityvaeuli · 27 days
Text
Tumblr media
,,როცა გაქრება ის, რასაც
ვუძლებ, ჩამოილევა სიზმარი ავი,
მხოლოდ იმას გთხოვ - იქნებ შენს
მუხლზე ესვენოს ჩემი დაღლილი თავი..."
-თამაზ ჭილაძე
🖌️Hans Adolf Bühler -Homecoming (1936)
3 notes · View notes
indigo-creator · 5 months
Text
კვლავ ცუდი სიზმარი..
what did I do wrong, god?..
2 notes · View notes
2sundowner69 · 10 months
Text
Watch Dato Kenchiashvili & Khvicha Khvtisiashvili ft Flaer Smin - Sizmari / დათო კენჭიაშვილი - სიზმარი on YouTube Music
youtube
3 notes · View notes
em--ocean · 2 years
Text
ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი
ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში,
დაგკარგე კიდეც ასე ადვილად,
ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ.
როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ,
ჩამოილევა სიზმარი ავი,
მხოლოდ ამას გთხოვ _ იქნებ შენს მუხლზე
��სვენოს ჩემი დაღლილი თავი...
7 notes · View notes
thebluestranger-13 · 1 year
Text
Tumblr media
რატომღაც ეს სიზმარი წყლის მაგივრად შენ ჩაგაბარე. არავისთვის მეწადა გატანება, სადმე უსაფრთხოდ დაკეცვა და შენახვა ვარჩიე (რაც ჯერ კიდევ ვერ ამოვხსენი, რატომ).
უცნაურია, ჩემი ნეირონების რომელ გზაჯვარედინზე აეწყო სცენარი, რომელიც არსებული რეალობის ყველა განზომილებას სცდება და ყველა შესაძლო კონფიგურაციას რევს. სიზმარშიც კი საკუთარი თავისგან მოულოდნელი გადაწყვეტილებებით გაოგნებული იდუმალი სიმშვიდით გიყურებდი შენც და შენს მსგავს პატარა ადამიანსაც.
არასდროს ვყოფილვარ არეულობის, პასუხისმგებლობისა და ბუნდოვანი მომავალისადმი ამდენად ნდობით განმსჭვალული. სავარაუდოდ, ეგ ნდობა შენ უფრო გეკუთვნოდა. ჩემს სიზმარშიც, სადღაც, შორი-ახლოს იყავი და ეს საკმარისი იყო ჩემი წონასწორობისთვის.
5 notes · View notes
bluessoull · 2 years
Text
When he says "ვდარდობ" , but თამაზ ჭილაძე said: " როცა გაქრება ის , რასაც ვუძლებ, ჩამოილევა სიზმარი ავი, მხოლოდ ამას გთხოვ-იქნებ შენს მუხლზე , ესვენოს ჩემი დაღლილი თავი"
3 notes · View notes
hermines-world · 2 years
Text
"ძილს ვერაფრით მივეჩვიე.. ექიმებს ვერ ვაჯერებ, რომ თვალებში ყვავილების ბაღი მაქვს და თუ დიდხანს დავხუჭავ, მომიკვდებიან. ყვავილებიც მომიკვდებიან. ისედაც ხომ ყველა მიკვდება.. ნეშომპალების სუნს ვერ ვიტან, მაშინებს..
ისევ მაძალებენ, რომ მალევე ჩავაქრო ოთახში სინათლე, თორემ მწერებით აივსებაო.. ისედაც ვიწრო ფანჯრიდან, ძლივს აღწევს სამყარო.. აქ მწერებს რა უნდათ, აქ არავის ადგილი არაა. არც ჩემი, მაგრამ არ მიშვებენ.
Tumblr media
პლასტელინისგან ტალღები გამოვძერწე და ლოგინთან მიწყვია. ველოდები როდის გაწვიმდება, რომ ტალღები აბობოქრდნენ და იქნებ წყალმა მაინც წამიღოს, იქნებ სუნთქვა შემეკრას და აღარ ინათოს.. მაგრამ არაფრით გაწვიმდა, რომ გათენდება ქაღალდისგან ღრუბლებს გამოვჭრი. როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ თუ ღრუბლები არ მექნება, ვერ იწვიმებს..
ჩემი არავის სჯერა. მე კი არ მჯერა, რომ ვარსებობ. ალბათ ვიღაცის სიზმარი ვარ. მას სძინავს დიდიხნით მე კი მინდა რომ გაიღვიძოს და გავთავისუფლდე. მისი სიზმარი არის კოშმარული. მოდიან ადამიანები, თეთრი ხალათებით, როცა მე ოთახში ცეკვას ვიწყებ პლანეტებთან. მოდიან და მიკეთებენ მწარე წამალს. მიწის თოკებით მიბამენ ხელებს, რომ ცას ვეღარ მივწვდე.. გემუდარები ჩემო ადამიანო, გაიღვიძე და გამიშვი ამ სიზმრიდან."
4 notes · View notes
gvirilagogo94 · 2 years
Text
Tumblr media
მუქი მუქი თეთრი.
თეთრი ფერი არ არის - თეთრი სპექტრია.
ძალიან მომწონს, ჩემი საკუთარი სპექტრი და თეთრი ფერის კაბასაც, სავარაუდოდ იმ ასი წლის მერე, იმ გასვენებაში ჩავიცვამ , რომელზეც მე და კუ შევთანხმდით )
თეთრ კაბებს თეთრი სიზმრები მოაქვს.
წუხელ სიზმარი ვნახე.
ლამაზი და თეთრი სიზმარი.
დღეს ორი თებერვალია და ყველაფერი რიგზეა.
ყველაფერი კარგად არის და კიდევ უფრო კარგად იქნება.
სხივი უნდა გაატარო, საკუთარ თავში და შენი საკუთარი მზის ბაჭიები ათამაშო მწვანე კედლებზე.
ცხოვრება მშვენიერი.
მე კიდევ უფრო:)
3 notes · View notes
morbenaliku · 2 years
Text
მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,-
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.
მირზა გელოვანი
4 notes · View notes
Text
სიზმარი გინდა თუ ცხადი, ტანჯვად შემომერია ფაქტები. მეხვევიან მეხვევიან, მეუბნებიან რომ ტანჯვის ობიექტები იყო.და უნდა ჩაეხსნას მათ, მაგრამ ჩემი კითხვები ბრაზი და ტკივილი და ოდნავ შიშიც მღლიან. თავს ვაჯერებ ძალით და ამიტომ მღლიან?. ითს თაიმ თუ ლეთ ჰიმ გოუ. გოუ.გოუ.
ან ნარევ გამოძახილზე ის გუშინდელი ვეირდო უცხოელი წყვილი გამახსენდა და მე მხედველობის სათვალით ნიშნავს ვინმე სათვალიანი ლაიფ პარტნერ მეყოლება? ?! ნო, რა....
0 notes
phoenixxneo · 3 months
Text
დიდი გამოცდილება დიდი ტკივილის გადალახვის შემდეგ მოდის.. ჰოდა დიდი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი რისი მიღებაც მინდოდა საკუთარი საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ და ვერაფერი მომცემდა.. ვიცოდი თვითსიყვარული და თვითშემეცნება მინიმუმი იყო რაც უნდა გამეკეთებინა.. ჰოდა ამ მინიმუმის გზაზე ერთერთი სავარჯიშო იყო სარკეში შენი თავისთვის ხმამაღლა თქმა რომ გიყვარს.. თავიდან გიჟი მეგონა ის ვინც იქიდან მიყურებდა.. მერე ნელნელა მივეჩვიე თუმცა ვერ ვიტყვი სავარჯიშომ გაამართლა და ჩემი თავისთვის სიყვარულში გამოტყდომა ძალიან დამეხმარათქო.. თუმცა ერთი კოშმარი ნამდვილად მომაშორა.. ამაზე მოგვიანებით.. 20 წელზე მეტი მაწამებდა ეგ სიზმარი და ასეთი მარტივი მოსაყოლიც არ არის..
ჰოდა იმ ადამიანზე ვყვებოდი უცნაური გამომეტყველებით რომ მიყურებდა და ძალიან მგავდა.. თუმცა ვერ ვცნობდი.. ნეტა ის მცნობდა? არვიცი.. რთულია საკუთარ თავს უყურო ჯერ შიგნიდან გარეთ.. და მერე გამოხვიდე შენი თავიდან და სხვა პროექციით დააკვირდე..
ყოველდღე ვებრძვი საკუთარ თავს.. დიდი აღმოჩენები დიდი პასუხისმგებლობაა.. სხვასთან არა.. საკუთარ თავთან..
ნეტა სარკის ანარეკლიდან რომ მიყურებს იმას რა უნდა ჩემგან? რომ ვკითხო მიპასუხებს? ნეტა შეეძლოს..
1 note · View note
sheniekimi · 3 months
Link
0 notes
themidnightsblog · 4 months
Text
,,რა ბედნიერებაა, ხანდახან სიზმარი მართლა სიზმარი რომაა".
//ოთარ ჭილაძე//
1 note · View note
em--ocean · 4 months
Text
"ჩემს გვერდით კაცს ძინავს,
რომელიც ვერანაირი სიყვარულის გამო
ჩემს სიზმარში ვერ შემოვა
და განსაცდელს ვერ ამარიდებს,
თუნდაც იმიტომ, რომ მისი ძილი
წითელი ხორციანი ვარდებით არის შემკული,
ჩემი _ თმის ძირებზე დაკიდებული ღამურებით,
დილას უფსკრული მათ შორის
მატყუარა სიტყვებით ივსება,
სიზმარი კი სიმართლეა _ მუნჯი
და ისეთი შეუვალი, როგორც
კანონების კრებული,
რომელსც დედა თუ შეარყევს."
- ლია სტურუა
0 notes
thebluestranger-13 · 1 year
Text
რა ხდება შემდეგ?
ვინ უვლის ეკლესიის კუთხეში დანთებულ იმედებს, ბავშვური გულწრფელობით მინდობილ სიცოცხლეებს ან ჩურჩულით განდობილ თხოვნებს? რა ხდება მათ თავს, ვინც ეკლესიამდე ვერ მოვიდა? ვინც მამა გაბრიელის ქამარი ვერ გაიკეთა? ვინც დასასვენებლად წასული მიწის გუგუნმა ჩანთქა და რომელთა ლოცვებმაც ტალახის სქელი ფენიდან ვეღარ ამოაღწია?
რა ხდება მერე, როცა სანთელი ბოლომდე ქვრება?
•••
ჩემი წიგნაკი უკვე კითხვების უაზროდ დიდ კოლექციად იქცა.
ნეტავ, თავად თუ აქვს შემქმნელს პასუხები? თუ ისიც ჩვენსავით ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყოო ამბობს და განაგრძობს ძილს?
1 note · View note