Tumgik
twingo-ge · 6 years
Text
მაფინის გემრიელი და მარტივი რეცეპტები!
Tumblr media
მაფინი (მინიკექსი) მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ნუგბარია! ის ბევრ ჩვენგანს ძალიან უყვარს და კარგი ის არის, რომ ის ქურასთან ტრიალის გარეშე შეგიძლიათ საგანგებო საცხობში გამოაცხოთ: https://bit.ly/2NWXxrm
დღეს გთავაზობთ მაფინის რამდენიმე მარტივ და გემრიელ რეცეპტს, რომელიც თქვენს სუფრას დაამშვენებს:
1)  ბანანის მაფინი, თეთრი კრემით
ინგრედიენტები:
1/3 ჭიქა პურის ფქვილი;
1/4 ჭიქა შაქრის პუდრი;
1/4 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი);
1/8 ჩაის კოვზი დარიჩინი, 
ძალიან ცოტა მარილი;
1/2 დაჭყლეტილი ბანანი;
1 ჩაის კოვზი ზეთი;
1 ჩაის ჭიქა ვაშლის პიურე;
1 ჩაის კოვზი ნაღები;
1 ცალი კვერცხის გული;
1/4 ვანილის ფხვნილი ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი თხილი  
უბრალო მარგარინის კრემი;
1/2 ჩაის კოვზი დამდნარი მარგარინი (შეგიძლიათ ის გაალღვოთ მიკროტალღურ ღუმელში, ამ შემთხვევაში მიუთითედ მხოლოდ რამოდენიმე წამი);
4 კოვზი დაფქვილი შაქარი.
ბანანის მაფინის მომზადების წესი:
აიღეთ განიერი თასი, ერთად აურიეთ ფქვილი, შაქარი, საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი), დარიჩინი და მარილი. მას დაუმატეთ დაჭყლეტილი ბანანი, ზეთი, ვაშლის პიურე, ნაღები, კვერცხის გული და ვანილი. იქამდე ურიეთ მასა სანამ კარგად არ აირევა (დარწმუნდით რომ თასი ძირში არ ჩარჩა შურეველი ფქვილი).ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ.
გამოცხობის მერე, წაუსვით უკვე გამზადებული უბრალო მარგარინის კრემი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, შეგიძლიათ ასევე გააფორმოთ თხელი ბანანის ნაჭრებითაც. გემრიელად მიირთვით სანამ თბილია.
Tumblr media
2) შოკოლადის მაფინი:
1 ც კვერცხი
150 მლ რძე
175 გ ხორბლის ფქვილი
100 გ შაქარი
60 მლ მცენარეული ზეთი
10 გ გამაფხვიერებელი
45 გ კაკაო
2 გ მარილი
მომზადების წესი:
გავტეხოთ კვერცხი და შევურიოთ ზეთი. გავაფხვიეროთ ფქვილი, კაკაო, შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი, დავუმატოთ კვერცხს, ვურიოთ კარგად, ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. ჩავასხათ მასა სპეც ფორმაში და ვაცხოთ 200 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.
Tumblr media
3) მაფინი ლიმონის ცედრათი
ჭიქა ხორბლის ფქვილი
1/2 ჭიქა შაქარი
3 ჩაის კოვზი საფუარი
1/2 სუფრის კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა
3/4 ჭიქა რძე
1 ცალი დიდი ზომის კვერცხი
მცენარეული ზეთი 0, 3 მლ
მომზადების წესი: 
შეაცხელეთ წინასწარ საცხობი ფორმა 200 გრადუსამდე, წაუსვით ფორმებს შიგნიდან ცხიმი, აურიეთ შაქარი, ფქვილი, ცედრა, საფუარი. ცალკე ათქვიფეთ და შეურიეთ კვერცხი, მცენარეული ზეთი და რძე. შეურიეთ ნაზავები, (ცომი გამოდის ცოტა მკვრივი), ჩაასხით ფორმებში და აცხვეთ 20-25 წუთის მანძილზე. გააჩერეთ ფორმაში 1 წუთის მანძილზე, შემდეგ გადმოიღეთ თეფშზე. 
Tumblr media
4) ხაჭოს მაფინი
200 გ ფქვილი
200 გ რბილი ხაჭო
150 გ  ნაღების რძე
200 გ შაქარი
1 ჩ/ჭ გამაფხვიერებელი
3 ც კვერცხი
კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ, თანმიმდევრობით დავუმატოთ გამაფხვიერებელი, ზეთი, შემდეგ დავამატოთ ხაჭო, თან ავთქვიფოთ. დავუმატოთ ფქვილი, ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში. მოსართავად და გემოს მისაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქრის პუდრა, მინანქარი, ნებისმიერი ხილი.
Tumblr media
5) მაფინი ვაშლით
2 ც ვაშლი
ხორბლის ფქვილი 300 გ
რაფინირებული ყავისფერი შაქარი 100 გ
2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
მარილი გემოვნებით
225 მლ კეფირი
1 ჩ/კ სოდა
60 მლ მცენარეული ზეთი
100 გ კედრის ან მიწის თხილი (არაქისი)
1 ც კვერცხი
1 ჩ/კ დანაყილი დარიჩინი 
მოვმართოთ საცხობის თერმოსტატი 200 გრადუსზე, შევურიოთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი, მარილი, ცალკე ავთქვიფოთ კეფირი ზეთთან და კვერცხთან ერთად, მოვურიოთ. შევურიოთ მიღებული მასები და ჩავასხათ ფორმაში, გავფცქვნათ ვაშლი და დავჭრათ კუბებად, დავუმატოთ ნაზავში ვაშლის ნაჭრები და თხილი, დავამატოთ დარიჩინი და შაქრის ფხვნილი. ვაცხოთ 25 წუთის განმავლობაში!
Tumblr media
0 notes
twingo-ge · 7 years
Text
რა არის სმუზი და როგორ მოვამზადოთ გემრიელი და ჯანსაღი სასმელი სმუზი სახლის პირობებში
სმუზი დღესდღეობით ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მთელ მსოფლიოში. ის ერთდროულად გემრიელიცაა და სასარგებლოც - შესაძლებელია მისი მომზადება სახლის პირობებში. ის შეიძლება მიირთვას ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, შეიცავს ვიტამინებს, უჯრედისს - განსაკუთრებით პოპულარულია სპორტსმენებში. 
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
მზადდება ხილისა და/ან ბოსტნეულისაგან, თუმცა შესაძლებელია დაემატოს სხვა ინგრედიენტებიც.
ყველაზე პოპულარულია კივის, ბანანის, მარწყვის, ციტრუსების სმუზი.
სმუზის განზავება შესაძლებელია რძით, ხილისვე წვენებით, წყლით, შეგიძლიათ გემოვნებისამებრ დაუმატოთ გახეხილი შოკოლადი, ნაღები, ქოქოსის ფანტელი, კოჭა და სხვ. სმუზი არის დეტოქსიკატორი და გამწმენდი, ხელს უწყობს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მოწესრიგებას.
Tumblr media Tumblr media Tumblr media
სმუზის მომზადება საკმაოდ ადვილი საქმეა, ის ყველაზე გამოუცდელ კულინარებსაც კი შეუძლიათ გააკეთონ ბლენდერის დახმარებით.
Tumblr media
რეცეპტი N 1:
კენკროვანი სიგრილე:
���ვიღოთ ერთი ჭიქა ლურჯი მოცვი, წითელი მოცვი, წითელი და შავი მოცხარი, მაყვალი და დავაბლენდეროთ სპეციალური ან ჩვეულებრივი რეჟიმით ბლენდერის რეზერვუარში. მიღებულ მასას დავასხათ 1/2 ყურძნის და ალუბლის წვენი. თუ გემო ძალიან გაჯერებულია, შეგიძლიათ წყლით განაზავოთ. დავამატოთ მწიკვი ჯავზი (მუსკატის კაკალი),  შეგიუძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ფანტელიც, ასევე მორთოთ ფოთლებით.
Tumblr media
რეცეპტი N 2:
ავოკადოს სმუზი “მაძღარი ავოკადო”.
ავიღოთ ავოკადო, გავხეხოთ და გავაცალოთ კანი. დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ასევე რამდენიმე საშუალო ზომის მსხალი და დავჭრათ წვრილად. ჩავყაროთ ბლენდერის რეზერვუარში, ჩავაყაროთ დაქუცმაცებული ქინძი და ოხრახუში, დავაბლენდეროთ პიურე მასის მიღებამდე. დავამატოთ 1- 2 ჭიქა წყალი, მწიკვი მარილი და ისევ დავაბლენდეროთ მასა. 
Tumblr media
რეცეპტი N 3:
სმუზი ჭარხლისაგან
ამ რეცეპტისათვის საჭიროა ჭარხლის მიკროტალღურ ღუმელში “გამოცხობა”. ავიღოთ ჭარხალი, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და დახურული ჭურჭლით შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში 15 წუთით. დაველოდოთ გაციებას, გავფცქვნათ და ჩავყაროთ ბლენდერში, დავამატოთ კენკრა, დავასხათ 300 მლ ალუბლის წვენი, დავამატოთ ცოტა ვანილი და დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
Tumblr media
რეცეპტი N 4:
“მწვანე ჯანმრთელობა”
ნამდვილი ვიტამინების კოქტეილი ბოსტნეულისაგან!დავჭრათ დანით ან ჩოპერით  ნედლი კომბოსტო, ერთი გასუფთავებული კიტრი, ნახევარი ყაბაყი, ქინძის კონა, 150 გრამი კონსერვირებული ან ცოცხალი ანანასი - დაჭრილი, სრული მასა მოვათავსოთ ბლენდერში და დავასხათ მწვანე ცივი ჩაის ნაყენი, ასევე 1 მთლიანი ლიმონის წვენი და ჯანჯაფილის (კოჭა, ე.წ. “იმბირი”)კარგად დავაბლენდეროთ მასა და ჩამოვასხათ ჭიქებში.
Tumblr media
რეცეპტი N 5:
გასახდომი სმუზი მიუსლით და იოგურტით:
დიეტური სმუზი. ჩავასხათ 3/4 ჭიქა მიუსლი ქიშმიშით და ნიგვზით ჯამში დავასხათ 100 მლ უცხიმო რძე. სანამ მასა დალბება, ჩავყაროთ ბლენდერის რეზერვუარში 2 ც დაქუცმაცებული ბანანი და დავასხათ იოგურტი, დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი პიურე მასის მიღებამდე, შემდეგ შევურიოთ მიუსლის მასას და დავაბლენდეროთ თავიდან.
Tumblr media
რეცეპტი N 6:
სმუზი ჩირით
ავიღოთ 50 გრამი შავი ქლიავის ჩირი, ლეღვის ჩირი და ფინიკი. დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავუმატოთ დაჭრილი ბანანი და გულდასმით დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი პიურეს მასის მიღებამდე. დავასხათ კეფირი და დავაბლენდეროთ მიღებული მასა კიდევ ერთხელ. სურვილის შემთხვევაში სასმელს შეგვიძლია დავუმატოთ დანაყილი ან დაჭრილი ნიგოზი და ნუში.
რეცეპტი N 7:
ბანანის და ფინიკის სმუზი. მასალა: 1 ცალი ბანანი. 4 ცალი ფინიკი. სოიოს რძე 240 გრ, ვანილის ექსტრატქი 1/2 ჩ.კ.
მომზადება: ავიღოთ გასუფთავებული ბანანი, მოვათავსოთ ბლენდერში. დავუმატოთ უკურკო ფინიკი და ვანილის ექსტრაქტი. დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეგიძლიათ გააფორმოთ გახეხილი შოკოლადით, ქოქოსის ფანტელით ან წითელი მოცხარით.
Tumblr media
შეგახსენებთ, რომ Twingo.Ge გთავაზობთ ბლენდერების და კომბაინების ფართო არჩევანს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მოამზადოთ როგორც სმუზის ზემოაღნიშნული რეცეპტები, ასევე კრემსუპები, წვენები, პიურეები და ა.შ. 
იხ.ბმული: https://www.twingo.ge/offers/tag/blender
0 notes
twingo-ge · 7 years
Text
როგორ შევარჩიოთ სწორად ეპილატორი?
ეპილატორი თანამედროვე ქალბატონების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი, თითქმის შეუცვლელი ნივთია. მას შეუძლია ხანგრძლივი ვადით აგვაცილოს თავიდან როგორც არასასურველი თმა სხეულზე, ასევე თმის მოცილების უკვე მოძველებული, არაეფექტური და უსიამოვნო პროცედურები -  მართალია, ეპილატორით სარგებლობასაც თან ახლავს ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება, ამიტომ აუცილებელია გავითვალისწინოთ რიგი წესები, რომლითაც ზემოხსენებული დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდება. 
Tumblr media Tumblr media
მაშ ასე: რა არის ეპილატორის არჩევისას ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქალბატონებისათვის? ხარისხი? საცმები? კომფორტი გამოყენებისას? - კვლევებმა ცხადყო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონებისათვის უმტკივნეულობა და სველი გამოყენების შესაძლებლობაა. 
გარდა ამისა, ნებისმიერი ეპილატორი ეფუძნება თმის ძირიანად ამოღების პრინციპს, რათა დროთა განმავლობაში შეამციროს ფართობზე გათმიანება. არსებობს დისკიანი და პინცეტიანი ეპილატორები. დისკიანი ეპილაცია მტკივნეული პროცესია, სამაგიეროდ ეფექტური. თმა 1 თვეს აღარ ამოდის.
პინცეტიანი ეპილატორები თანამედროვეობაში ყველაზე უსაფრთხო, უმტკივნეულო და ეფექტურ ტიპადაა მიჩნეული.
Tumblr media
თუკი ეპილატორი აკუმულატორზეა, ყურადღება მიაქციეთ რომ კომპლექტში შედიოდეს შალითა ან დამცავი სარქველი, ჯაგრისი თავის წმენდისთვის, რადგან იგი ინტიმური ჰიგიენისთვის არის განკუთვნილი.
1) ე.წ. საბაზისო მოდელი განკუთვნილია ქალბატონებისთვის, რომლებსაც ტკივილის მიმართ დაბალი მგრძნობელობა და ნაკლებად მგრძნობიარე კანი აქვთ. 
2) მოდელები მგრძნობიარე კანისთვის - საგანგებო საცმით და აღჭურვილობით. მათ მინიმუმამდე დაჰყავს კანის მგრძნობელობა და გაღიზიანება.
3) მოდელი დამწყებთათვის - რომელიც შედარებით ნაკლებ თმას იღებს ეპილაციისას და ნაკლებად მტკივნეულია.
4) ორი ერთში - ეს არის ეპილატორი საპარსი თავით კომპლექტში. როგორც წესი საპარსი თავი ბადე ტიპისაა. ასეთი მოდელები ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ქალბატონებში. ბადე საპარსი ულტრათანამედროვე და თხელია, განკუ���ვნილია მეტად სენსიტიური ადგილებისთვის.
Tumblr media Tumblr media
გაითვალისწინეთ, რომ პინცეტების რაოდენობაზე ეპილაციის დროა დამოკიდებული. ყურადღება მიაქციეთ სიჩქარეებსაც - პირველი სიჩქარე განკუთვნილია შედარებით თხელი და მოკლე თმისათვის, მეორე სიჩქარე - სქელი და უხეში, ხისტი თმისათვის. 
მნიშვნელოვანია ეპილატორის ერგონომიული და კომპაქტური დიზაინიც - ის ადვილი დასაჭერი უნდა იყოს ხელში. ამიტომ თანამედროვე ეპილატორები ხშირად შეზნექილი ფორმისაა. ზედაპირს არ უნდა ჰქონდეს მცირე სახის ნაკაწრი ან ნაპრალი.
გაუტკივარების მეთოდები: - შეიძლება ეპილატორს ჰქონდეს დამატებითი პრეციოზული საცმი, შემზღუდველი, მასაჟორი ან ჯაგრისი, რომელიც ახდენს ზონის დამასაჟებას, მასირებას და მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. 
ეფექტურია აგრეთვე გამაგრილებელი ხელთათმანი გელით, კონტეინერი წყლისთვის - რადგან ეს ახდენს კანის მოყინვას და მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს დასამუშავებელი ზონის მიდამოებში. 
საცმები:
Tumblr media
არანაკლებ მნიშვნელოვანია საცმი თავები ეპილაციის ეფექტურობისთვის - ზოგიერთი მოდელი წარმოდგენილია ტრიმერით. ტრიმერი განკუთვნილია იმ ადგილებისთვის, სადაც თმის სრული მოცილება არ ხერხდება.
საპარსი თავი - განკუთვნილია ბიკინის ზონისა და კუნთქვეშა მიდამოებისათვის. 
 საცმი სენსიტიური ადგილებისათვის - აღჭურვილია პინცეტების მცირე რაოდენობით, ვიწროა და მიზანშეწონილია გამოყენება დამწყებთათვისაც.
საცმი თავი პილინგისათვის - გამოიყენება ეპილაციის შემდგომ კანის მოსავლელად. ის ზედაპირს აცილებს მკვდარ ფენას და შესაბამისად, ხელს უშლის თმის ხელახალ ამოსვლას იმავე რაოდენობით.
შემზღუდავი საცმი - ზღუდავს საეპილაციო ზონის ფართობს.
გამაგრილებელი საცმი -  მოიცავს კონტეინერს წყლისათვის, რომელიც ეპილაციამდე გარკვეული დროით ადრე მაცივარში თავსდება. ამცირებს ტკივილს.
უმჯობესია, ეპილატორს ჰქონდეს წყალგაუმტარი კორპუსი და გამოიყენებოდეს შხაპის ქვეშაც, რა თქმა უნდა ცხელი წყალი ადუნებს სხეულს და არბილებს კანს, რაც ეპილაციას შედარებით კომფორტულს და უმტკივნეულოს ხდის.
წმენდა და მოვლა:
აუცილებელია გულდასმით გავწმინდოთ ეპილატორი. გამოყენებამდე უნდა გაწმინდოთ სპირტიანი ბამბის ტამპონით. გამოყენების შემდეგ კი გარეცხოთ გამდინარე წყალში. წყალგაუმტარი ეპილატორები ირეცხება მთლიანად. ხოლო მშრალი ეპილაციისთვის განკუთვნილი მოდელები უნდა გაწმინდოთ ჯაგრისით, რომელიც მოჰყვება კომპლექტში.
Tumblr media
სველი ეპილაციისთვის განკუთვნილი ეპილატორები გარეცხვის შემდგომ საცმებიანად შეგვიძლია დავალაგოთ მყარ ზედაპირზე გასაშრობად, ან გავწმინდოთ მშრალი სუფთა ჩვარით. სასურველია მოხმარების შემდეგ სპირტიანი ბამბით გაწმენდაც.
შეგახსენებთ, რომ Twingo.Ge გთავაზობთ ცნობილი მწარმოებლების სხვადასხვა ტიპის ეპილატორებს:
https://www.twingo.ge/offers/tag/epilator
გადადი ბმულზე და აირჩიე შენთვის სასურველი!
0 notes
twingo-ge · 7 years
Text
პურფუნთუშეულის და კექსების რეცეპტები პურის საცხობისათვის.
პურის საცხობი დიასახლისებში დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი საშუალებით შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ ფრანგული პური, ბაგეტი, ჩაბატა, ასევე ფუნთუშეული ხაშხაშით, კექსები და ღვეზელები. 
Tumblr media
ფოტოს წყარო: https://imgur.com/uMze1Qd
Tumblr media
ფოტოს წყარო: Twingo.ge
Tumblr media
დღეს გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და გემრიელ რეცეპტს.
1) ხაჭოს კექსი პურის საცხობისათვის. შეგიძლიათ დაურთოთ გამომშრალი ალუბალი ან ქიშმიში, ასევე სხვა ჩირი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 
ნაღების კარაქი ან მარგარინი 100 გ
ხაჭო 200 გ
ფქვილი 2 ჭიქა
მარილი, სოდა გემოვნებით
საფუარი 1, 5 ჩ.კ
შაქარი 150 გ
კვერცხი 3 ც
გამომშრალი ხილი, ჩირი 100 - 120 გ
შაქრის პუდრი მოსაფრქვევად
ჭიქა 200 მლ მოცულობით
მომზადების წესი:
კარაქი დავბეგვოთ და გავალღოთ. ოთახის ტემპერატურის კვერცხი ავთქვიფოთ ჩანგლით. პურის საცხობის შიდა სათლში ჩავასხათ ზეთი და ჩავყაროთ ხაჭო. დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი. ასევე გაფხვიერებული ფქვილი, სოდა, საფუარი მარილი და შაქარი. შენიშვნა: წაიკითხეთ თქვენი საცხობის ინსტრუქცია, ვინაიდან ინგრედიენტების თანმიმდევრობა შეიძლება პირიქით იყოს მითითებული.
ჩართეთ საცხობი “კექსის” რეჟიმზე. გამომშრალი ხილი გარეცხეთ და გააშრეთ. დავამატოთ ცოტაოდენი ფქვილი.ავურიოთ.
საგანგებო სიგნალის შემდეგ დავუმატოთ საცხობში მასას გამომშრალი ხილი. 
Tumblr media
ფოტოს წყარო: (https://ru.pinterest.com/explore/%D0%BA%D0%B5%D0%BA%D1%81%D1%8B-%D0%B1%D0%B5%D0%B7-%D0%B3%D0%BB%D1%8E%D1%82%D0%B5%D0%BD%D0%B0/)
2)რეცეპტ�� ნომერი ორი - ფრანგული თეთრი პური.
წყალი: 230 გრ
მარილი: 1 ჩ/კ
შაქარი: 2 ს/კ
ხორბლის ფქვილი: 400 გრ
საფუარი: 1 ჩ/კ
ზეითუნის ზეთი 1, 5 ჩ/კ
მომზადების წესი: 
საცხობის შიდა სათლში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი, ჩავყაროთ მარილი, გავაფხვიეროთ ფქვილი საფუარით და მოვაფრქვიოთ შაქარი. ჩართეთ საცხობი “ძირითად რეჟიმზე”. პურის წონა - 750 გ, ქერქის სიმაგრე - საშუალო. როცა ცომი გუნდას ფორმას მიიღებს, დავუმატოთ საცხობის შიგთავსში მზესუმზირის ზეთი. დასრულების შემდეგ გადმოვიღოთ და დაველოდოთ გაციებას. ფრანგული პური კარგად და კომპაქტურად იჭრება, არ ტოვებს ნამცეცებს.
Tumblr media Tumblr media
ფოტოს წყარო: (http://askania-hleb.ru/production/2)
3) “შარლოტა”
შარლოტა ვაშლით. ძალიან მარტივად მოსამზადებელი და გემრიელია. 
ვაშლი: 5 ც
კვერცხი: 4 ც
ხორბლის ფქვილი: 230 გრ
შაქარი: 200 გ
შედედებული რძე: 30 მლ
საფუარი: 12 გ
ვანილის შაქარი: 12 გ
მომზადების წესი:
მოვამზადოთ პროდუქტები ცომისათვის. ვაშლი გავრეცხოთ და კურკები გამოვაცალოთ. კანის გაცლა აუცილებელი არ არის. დავჭრათ ვაშლი პატარა ნაჭრებად. ვინაიდან ცომი სწრაფად მზადდება, აუცილებელია ვაშლი დაიჭრას წინასწარ. ჩავუშვათ კვერცხის გული ღრმა ჭურჭელში. შემდეგ ჩავყაროთ შაქარი, ვანილი და დავასხათ შედედებული რძე (ე.წ. “სგუშონი”). ავთქვიფოთ მასა დიდი სისწრაფით 5 წუთის განმავლობაში. მასა უნდა გაღიავდეს და გაიზარდოს მოცულობაში. მიღებული მასა ჩავასხათ გაფხვიერებულ ცომსა და საფუარში. დაბალსიჩქარიანი რეჟიმით ავურიოთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დავამატოთ ცომს ვაშლის ნაჭრები და მოვურიოთ. ვაშლი აბსოლუტურად უნდა დაიფაროს ცომით და მიღებული მასა იყოს არაერთგვაროვანი,რელიეფური.
საცხობის შიგთავსში ჩავყაროთ ფქვილი. ჩავასხათ ცომი და დავაყენოთ “ცხობის” რეჟიმზე. დასრულების შემდეგ ვაცადოთ გაგრილება და გადმოვიღოთ ლანგარზე. ღვეზელი ჰაეროვანი და ფუმფულა გამოვა.
Tumblr media
ფოტოს წყარო: (http://hlebopechka.ru/index.php?option=com_smf&Itemid=126&topic=157404.20)
Tumblr media
ფოტოს წყარო: (http://hlebpechka.narod.ru/index/0-34)
4) ატმის ჯემი. 
შენიშვნა: პურის საცხობი არ არის განკუთვნილი დიდი ოდენობის ჯემის დასამზადებლად. ჯემი გამოდის საკმაოდ სქელი, ნაჯერი და გემრიელი.
ატამი: 900 გრ
შაქარი: 700 გრ
ლიმონის წვენი: 2 ჭიქა
მიღებული ჯემის ოდენობა: 600 გრ
მომზადების წესი:
ატამი გავრეცხოთ და გავაშროთ. გავაცალოთ კანი. დავჭრათ გრძივად, გავაცალოთ კურკა. ჩავალაგოთ გაფცქვნილი რბილობი პურის საცხობის კონტეინერში, მოვაფრქვიოთ შაქარი, შევანჯღრიოთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს ხილის რბილობზე. დავასხათ ლიმონის წვენი. დავტოვოთ 2 - 3 საათის განმავლობაში. შემდეგ ჩავდგათ კონტეინერი საცხობში და დავაჭიროთ “ჯემის” რეჟიმს. საათსა და ხუთ წუთში ხარშვის რეჟიმი დასრულდება. ამოვიღოთ ჯემი კონტეინერით, მოვხადოთ ქაფი და გადავიტანოთ მოსახერხებელ ჭურჭელში. 
Tumblr media
ფოტოს წყარო: (https://www.pinterest.com/coffeetocompost/recipes/)
Tumblr media
იხ. ჯემის მომზადების ვიდეორგოლი:
youtube
შეგახსენებთ, რომ Twingo.Ge გთავაზობთ ცნობილი მწარმოებლების პურის საცხობებს, რომლებიც აღჭურვილია არამარტო პურფუნთუშეულის ცხობის, არამედ ჯემებისა და მურაბების მომზადების ფუნქციითაც. 
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.twingo.ge/offers/tag/breadmakers
0 notes
twingo-ge · 8 years
Text
უგემრიელესი ბელგიური ვაფლის რეცეპტები
ტკბილეული ადამიანების და განსაკუთრებით ქალბატონების უმრავლესობას ძალიან უყვარს. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით ვაფლი და ვაფლის სხვადასხვა სახეობა სარგებლობს, რომელიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის პირობებში.
დღეს გთავაზობთ ასევე პოპულარული და გემრიელი ბელგიური (იგივე ფლამანდური) ვაფლის 2 რეცეპტს: 
(რეცეპტი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.tumblr.com/edit/151463380719)
Tumblr media
რეცეპტი ნომერი ერთი: კლასიკური რეცეპტი: 
ინგრედიენტები:
2/3 ს.კ საფუარი
2  3/4 ჭიქა ფქვილი
4 ს.კ შაქარი
1/2 ს.კ მარილი
1/3 ჭიქა გამდნარი კარაქი
2 ც კვერცხი
1-1/2 ჭიქა თბილი რძე
2ს.კ ვანილის ექსტრაქტი
მომზადების წესი: 
ცალკე ჯამში ავთქვფიოთ კვერცხის ცილები. რძეში ჩავყაროთ საფუარი, შაქარი, ვანილის ესტრაქტი და კვერცხსი გულები, ავურიოთ კარგად.
მიღებული მასა შევურიოთ ფქვილს და ავურიოთ კარგად ,სანამ თხელ მასა არ მივიღებთ.
შემდეგ შევურიოთ ათქვეფილი კვერცხის ცილები.ავურიოთ კარგად.
მიღებულ მასას გადავაფაროთ კულინარიული პარკი და შევდგათ მაცივარში მეორე დილამდე.  შემდეგ ეს მასა ჩავასხათ ვაფლის საცხობში და გამოვაცხოთ.
რეცეპტი ნომერი ორი:
ინგრედიენტები:
ფქვილი 2 ჭიქა
შაქარი 3 ს.კ
რძე 300 მლ
სოდა1/2 ჩ.კ
მარილი1/2 ჩ.კ
ზეთი120 მლ
კვერცხი 4ც
ვანილი
მომზადების წესი:
შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, სოდა, შაქარი და ცოტა მარილი. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გულებს დაამატეთ ვანილი, რძე და ზეთი. ათქვიფეთ და შეურიეთ ფქვილიანი ნარევი. ცალკე ათქვიფეთ ცილისგან ბეზე და ფრთხილად შეურიეთ ცომს. გააცხელეთ ვაფლის საცხობი, დაასხით ცომი და გამოაცხეთ სანამ ლამაზ ოქროსფერს არ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბელგიური ვაფლი შეგიძლიათ მიირთვათ კენკრით, ბანანით, ნაღებით, თხევადი შოკოლადითა და კარამელით, ნაყინის ბურთებით, სურვილისა და გემოვნებისამებრ.
საჭირო და სასარგებლო ბმულები:
https://www.twingo.ge/offer/9758-vaflis-dasamzadebeli-aparati-sokany-el-16c-2-blokirebis-funqcia-spec-teqnologia-romelic-ar-ikravs
https://www.twingo.ge/offer/5073-sokany-waffle-maker-vaflis-dasamzadebeli-gulis-formit-simdzlavre-1100-1300-vati
იხილეთ მომზადების ვიდეორგოლი:
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
0 notes
twingo-ge · 8 years
Text
როგორ შევარჩიოთ სწორად ფეხსაცმლის ზომა - მარტივი რჩევები გამოწერის მოყვარულებს
Tumblr media
უცხოური საიტებიდან და ონლაინმაღაზიებიდან გამოწერის სერვისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ პოპულარულია, ამ სერვისით ბევრი მომხმარებელი სარგებლობს, თუმცა ნივთების გამოწერა, რომლებიც სხეულის ზომებთან არის დაკავშირებული, ზოგჯერ მცირედ სირთულეს წარმოადგენს. 
ვინაიდან და რადგანაც სხვადასხვა ქვეყანა და სხვადასხვა მწარმოებელი ზომების ხშირად განსხვავებულ ცხრილს გვთავაზობს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ზომა ისე, რომ გამოწერილი ნივთი არ აღმოჩნდეს ჩვენს გაბარიტებსა და სხეულთან შეუსაბამობაში.
გთავაზობთ ფეხსაცმლის ზომის განსაზღვრის ძალიან მარტივ წესს. ამისათვის დაგჭირდებათ თაბახის თეთრი ფურცელი, ფანქარი ან კალამი და სახაზავი. დადექით ფეხით თეთრ ფურცელზე, ისე რომ ტერფი მჭიდროდ ეკვროდეს ფურცელს. შემდეგ შემოხაზეთ კალმით ტერფის მიახლოებულად ზუსტი გამოსახულება და გარშემოწერილობა თითებითურთ. გაზომეთ მიღებული გამოსახულება შემდეგნაირად:
სიგრძე ცერა თითის წვერიდან ქუსლის ზუსტად შუა წერტილამდე
სიგანე ფეხის ნეკა თითის გასწვრივ ძვალიდან ცერა თითის ძვალამდე
გაავლეთ ზუსტი ხაზი
შემდეგ გახსენით საიტზე მითითებული ზომების ცხრილი და შეადარეთ მონაცემები მიღებულ პარამეტრებს.
youtube
იხ.ბმული: https://www.twingo.ge/shipping/info/?id=1
0 notes
twingo-ge · 8 years
Text
უგემრიელესი მწვადის 4 ორიგინალური რეცეპტი!
ზაფხულის დადგომასთან ერთად გვინდა შემოგთავაზოთ ორიგინალური კულინარიული იდეები, თანაც მარტივად მოსამზადებელი! ზაფხული ლაშქრობების და პიკნიკების სეზონია, აქედან გამომდინარე მწვადის შეწვის განსხვავებული მეთოდებიც აქტუალური ხდება.
გთავაზობთ მწვადის 4 სხვადასხვა რეცეპტს (ღორის, ბოსტნეულისა და ქათმის) სხვადასხვა ბოსტნეულითა და სანელებლით:
1)მწვადის შერეული ტიპი შამფურზე სხვადასხვა ტიპის ბოსტნეულით, სანელებლებით: (ფახიტა)
ინგრედიენტები: (ხორცი იჭრება კუბებად, ბოსტნეული უმჯობესია მრგვალ ფორმებად დაჭრათ)
ღორის ხორცი
წითელი ბულგარული წიწაკა ( ან მწვანე)
ყაბაყი
წითელი ხახვი
წითელი ცხარე წიწაკა
ნივრის ფხვნილი
მარილი 
სანელებლები: პილპილი, ჩილი, კვლიავი
Tumblr media
მომზადების წესი: შეწვით საშუალო სიმძლავრის ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში გრილზე ან ელექტროღუმელში.
2)ვეგეტარიანელების არჩევანი - შებრაწული ბოსტნეულის ასორტი შამფურზე:
ინგრედიენტები ამოსავლებად:
ორეგანო
ზეითუნის ზეთი
ლიმონის წვენი
ცხარე წითელი წიწაკა
მარილი
კვლიავი
ძირითადი ინგრედიენტები:
ხახვი
სოკო
ყაბაყი
ბულგარული წიწაკა(ყვითელი, მწვანე)
Tumblr media
მომზადების წესი: მოამზადეთ სანელებლების, წვენებისა და ზეთისგან ე.წ.”მოსასხმელი”, ააგეთ შამფურზე დაჭრილი ბოსტნეული და წაუსვით ზევიდან მიღებული მასა. შეწვით საშუალო ტემპერატურაზე 18 - 20 წუთის განმავლობაში გრილზე ან ქურის ელექტროღუმელში.
3) ქათმის მწვადი
ინგრედიენტები:
ქათმის ბარკლები
სოიოს სოუსი
ყავისფერი შაქარი
სეზამის მარცვლები
მწვანე ხახვი
ანანასი
Tumblr media
მომზადების წესი:
გააცალეთ ბარკლებს ძვლები, დაჭერით კუბებად, მოამზადეთ სანელებლებისაგან “ მოსასხმელი” მასა, ჩაალბეთ შიგნით ხორცი და დატოვეთ გასაციებლად 2 საათით, დაჭერით კუბებად ან მრგვალად ანანასი ცალკე. შემდეგ ხორცი და ანანასი ააგეთ შამფურზე და შეწვით საშუალო ტემპერატურაზე 12 - 18 წუთით.
4) მწვადი ქათმის ხორცის ბეკონში გახვეული. 
ინგრედიენტები:
ქათმის ბარკლები
სოიოს სოუსი
ბარბექიუ ცხარე სოუსი
მარილი
პილპილი
ბეკონი (შებოლილი ლორი)
Tumblr media
მომზადების წესი: ბარკალს გააცალეთ ძვლები, დაჭერით კუბებად, მოამზადეთ მოსასხმელი მასა და ჩაალბეთ მასში ხორცის ნაჭრები, დაახვიეთ ბეკონი და ააგეთ შამფურზე. შეწვით გრილზე ან ელექტროღუმელში 12 - 18 წუთის განმავლობაში.
იხილეთ ვიდეორგოლიც:
youtube
გემრიელად მიირთვით!
0 notes
twingo-ge · 8 years
Text
ღორის ნეკნები ცხარე სოუსითა და სანელებლებით - ფოლგაში
წარმოგიდგენთ მარტივად მოსამზადებელ და ამავე დროს ძალიან პოპულარულ კერძს დიასახლისებსა და გურმანებში - ღორის შემწვარ ნეკნებს სანელებლებითა და ბოსტნეულით.
Tumblr media
მოამზადეთ საკუთარი ხელით და ჩაატარეთ გემრიელი ექსპერიმენტები-
დღეს გთავაზობთ ღორის ნეკნებს პიკანტური სანელებლებითა, სატაცურითა და სიმინდით.
ინგრედიენტები:
ღორის ნეკნის 1 ნაჭერი, პორცია, უმი
1 ჩაის კოვზი კვლიავი (სანელებელი ბალახი)
2 ჩაის კოვზი დაფქვილი ჩილი - ცხარე წითელი წიწაკა
1 ჩაის კოვზი პილპილი
2 ჩაის კოვზი დანაყილი ნიორი
2 ჩაის კოვზი პაპრიკა ( წითელი ბულგარული წიწაკა)
2 ჩაის კოვზი მარილი
1 ფინჯანი ცხარე ბარბექიუს სოუსი
სიმინდის მარცვლები, მშრალი და მოხალული
10 - 15 ღერი სატაცური
4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
ღუმელის რეკომენდებული ტემპერატურა:  135 გრადუსი ცელსიუსით (275°F).
იხ. სურათები:
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
მომზადების წესი:
მოათავსეთ ნახევარი ნეკნი აირღუმელის შესაწვავ ლანგარზე - შეფუთული ფოლგაში. მოაფრქვიეთ მსუბუქად კვლიავი, დაფქვილი ჩილი, პაპრიკა, პილპილი, დაფქვილი ნიორი და მარილი.
მოსამზადებელი მასა მთლიანად დაფარეთ ფოლგით და შედგით ღუმელში 2 საათით შესაწვავად.
გაზარდეთ ღუმელში ტემპერატურა 260 გრადუსამდე.
გამოიღეთ ნეკნები ფოლგიდან და მოათავსეთ ლანგარზე. მოასხით ბარბექიუს სოუსი მხოლოდ ზედაპირზე.
აიღეთ სიმინდის მარცვლები, სატაცური და დანარჩენი ინგრედიენტები და მოათავსეთ ტაფის ერთ მხარეს. მოაფრქვიეთ მარილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და პილპილი მხოლოდ ბოსტნეულსა და მწვანილს, წაუსვით მიღებულ მასას საკაზმი თანაბრად.
მოათავსეთ შესაწვავად 10 წუთის განმავლობაში. ნეკნების დანარჩენი ნაწილი მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში!
იხილეთ კერძის მომზადების ვიდეორგოლი:
youtube
0 notes
twingo-ge · 8 years
Text
გემრიელი საუზმე ომლეტი  გახეხილი კარტოფილით
მარტივი რეცეპტი გემრიელი საუზმისთვის, ომლეტი გახეხილი კარტოფილით.
Tumblr media
youtube
რეცეპტი
2 ჩკ  კარაქი 1/2  ხახვი,  დაჭრილი 1/2 წითელი ბულგარული წიწაკა წიწაკა, დაჭრილი 1/2 ისპანახი 1 1/2 ჭიქა  გახეხილი კარტოფილი 1/2 ჭიქა გახეხილი ყველი ჩედერი (Cheddar) მარილი და პილპილი გემოვნებით არაჟანის სოუსი, ცხარე მექსიკური წიწაკით(სურვილისამებრ) წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი (სურვილისამებრ)
Tumblr media
0 notes
twingo-ge · 8 years
Text
ულამაზესი და ფერადფერადი საახალწლო მოსართავები ნაძვის ხითვის - იდეები საახალწლოდ
ახალი წელი ახლოვდება და საახალწლო აქსესუარები, გირლანდები, სათამაშოები თუ სხვა ლამაზი აქსესუარები განსაკუთრებით აქტუალური და ტენდენციურია. ქალაქში უამრავი ბრჭყვიალა ნივთი და მოსართავი იყიდება, რომელიც თქვენს ნაძვის ხეს გააფერადებს და გაალამაზებს. თუმცა გარდა მინის ბურთების, ბებიასდროინდელი გირჩის ფორმის სათამაშოების,. ე.წ. “ვერხუშკის”, წვიმების და სხვ. გარდა არის აქსესუარები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენი ხელით შექმნათ, თუმცა არა ქაღალდისა და ბისერებისაგან, არამედ ხისგან. 
შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მასალები და ნივთები: 
აუცილებლად დაგჭირდებათ სახარატო ჩარხი. 
ხის ფიცრები ან მორები
უბრალო თითისტარი/ღერძი
კუთხსახეხი
მინიბურღი (ზოგ შემთხვევაში ხერხი)
მასალები: 
ხის ნაჭრები (7 ინჩი)
CA წებო და აქტივატორი
ხის საღებავი 
სპეციალური ქაღალდი ზუმფარასათვის.
შეგიძლიათ აკრილის წებოს და საღებავის გამოყენება. 
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
youtube
https://www.twingo.ge/index.php?m=offers&tag=power-tools
0 notes
twingo-ge · 9 years
Text
“შავი პარასკევი” (Black friday) ონლაინმაღაზიებში - წარმოუდგენელი ფასდაკლებით გამოწერა საიტებიდან!
ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ სადღესასწაულოდ (და არამარტო) ცნობილი ბრენდები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, ონლაინ მარკეტები მომხმარებელს დიდი ფასდაკლებით სთავაზობენ პროდუქციას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. “შავი პარასკევი”,(Black friday) წარმოუდგენელი ფასდაკლებების დღე, რომელსაც საფუძველი შტატებში ჩაეყარა და მთელ დასავლეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
“შავი პარასკევის” ტრადიცია ამერიკაში გასული საუკუნის 60 - იანი წლებიდან იღებს სათავეს, კერძოდ 1966 წლიდან, ის თავდაპირველად შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მოქმედებდა. “შავი პარასკევი” დაკავშირებულია მადლიერების დღის დღესასწაულთან, ამიტომ თავბრუდამხვევი ფასდაკლებების და საყიდლების ეს დღე ნოემბრის 23 დან 29 მდე შუალედს ემთხვევა. სწორედ ამ დღესაა ყველა სავაჭრო ცენტრში პიკი. 
Tumblr media
ამბობენ ხოლმე, რომ საყიდლებზე სიარული (ან “შოპინგი”, როგორც მას უწოდებენ ხოლმე) საუკეთესო თერაპიაა მოწყენილობისაგან გათავისუფლებისა თუ რელაქსაციისთვის. სიახლეები და ფერები, ახალი ნივთები თუ სამოსი...მნიშვნელობა არ აქვს ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, ახალი შენაძენი ყველასთვის ცხოვრების გახალისებასთანაა დაკავშირებული. მით უმეტეს, თუ თქვენთვის სასურველი, დიდი ხნის ნანატრი ნივთები ან სამოსი შეგიძლიათ გიჟური, გრანდიოზული ფასდაკლებით შეიძინოთ!
“შავი პარასკევი” არ არის ოფიციალური დღესასწაული, თუმცა ბევრი ადამიანი ამ დღეს ისვენებს, გარდა საცალო ვაჭრობის და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისა. შავ პარასკევს ყველა მაღაზია დილის ხუთ საათზე იღება და პირველ მომხმარებელს 50 დან 80% - მდე ფასდაკლება ერგება საჩუქრად. 
ტერმინი “შავი პარასკევი” პირველად ფილადელფიაში გაჩნდა და აღნიშნავდა უსაშველოდ გრძელ, გულისგამაწვრილებელ საცობებს, რომლებიც ქალაქებში სწორედ ხალხის დიდი ნაკადის კონცენტრაციის და საყიდლების დღის გამო იქმნებოდა. 
გარდა სავაჭრო ცენტრებისა, მომხმარებელს სასურველი პროდუქცია შეუძლია ინტერნეტითაც შეიძინოს, სახლიდან გაუსვლელად. ონლაინ მაღაზიები ასევე მონაწილეობს “შავი პარასკევის” ფასდაკლებების კვირეულში, მით უმეტეს რომ ონლაინ მარკეტინგის როლი და პოპულარობა სულ უფრო იზრდება. თანაც არ მოგიწევთ გაჭიანურებულ რიგებში დგომა, თავიდან აირიდებთ ინცინდენტებს, კურიოზებს და უამრავ სასაცილო შემთხვევას თუ ჩანაფიქრს, რომლებიც სწორედ ამ დღეს ყოველ წელს დიდი რაოდენობით ხდება.
Tumblr media
შეგიძლიათ ისარგებლოთ Twingo.Ge - ს მომსახურებით და საიტზე წარმოდგენილი უამრავი პოპულარული ონლაინმაღაზიიდან დიდი ფასდაკლებით გამოიწეროთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია.
(იხ.ბმულები):
https://www.twingo.ge/shipping/
https://www.twingo.ge/index.php?m=orderlink
https://www.twingo.ge/index.php?m=orderlink&action=installment
https://www.twingo.ge/shipping/stores/
0 notes
twingo-ge · 9 years
Text
ორიგინალური იდეები ავეჯის პალეტებით დასამზადებლად - გააკეთე საკუთარი ხელით!
ბოლო დროის აქტუალური, შეიძლება ითქვას ჰიტ - ტენდენციაც კი გახდა ეგრეთ წოდებული “ჰენდმეიდი”. ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, სამკაულები და ა.შ. მთელ მსოფლიოში დიდი წარმატებით იყიდება. უკანასკნელ წლებში ასეთ ტრენდულ მოვლენად იქცა გამოუსადეგარი ნივთებისაგან თუ სხვადასხვა მასალისაგან ორიგინალური ინდუსტრიული აქსესუარების და წარმოიდგინეთ, ავეჯის შექმნაც კი! დიახ, არ მოგესმათ! - თუ თქვენ თავს კრეატიულ და სიახლის მოყვარულ ადამიანად თვლით, ან მოგბეზრდათ ძველი ავეჯი, ან სახლის ორიგინალური დიზაინის ფურნიტურით გალამაზება გსურთ - Twingo.Ge ასეთი ავეჯის დამზადების რამდენიმე მარტივ და მოსახერხებელ გზას გთავაზობთ.
ორიგინალური დიზაინის ხელნაკეთი ავეჯის შექმნაში დაგეხმარებათ ჩვენი სამშენებლო ინსტრუმენტები. რომელთა განვადებით შეძენაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ https://www.twingo.ge/index.php?m=offers&tag=power-tools.
შეგიძლიათ შექმნათ არაჩვეულებრივი ჟურნალის მაგიდა, პატიო და სხვადასხვა ტიპის მაგიდა ხის პალეტებისგან, ( ე.წ. პოდონებისგან, როგორც მათ ჩვენში უწოდებენ). პალეტები ძირითადად სხვადასხვა ტვირთის შესანახად ან ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ იგი არაჩვეულებრივი ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს ავეჯისათვის. მათი გადაყრა ხშირად გვენანება და გამოუსადეგარი პალეტები ხშირად დევს ეზოს კუთხეში უყურადღებოდ. ჰოდა ამ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი მასალისაგან ზღაპრული და ფერადოვანი ქმნილებების დამზადება შეიძლება, მით უმეტეს რომ არასტანდარტული და ასიმეტრიული დიზაინი საკმაოდ პოპულარულია. 
ახლა კი წარმოგიდგენთ პალეტებისაგან დამზადებულ ავეჯს: 
მოძრავი ბორბლებიანი მაგიდა ყავისათვის: 
პალეტებისაგან არაჩვეულებრივი ჟურნალების მაგიდა შეიძლება დამზადდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე წყვილი “პოდონი”, მიამაგროთ ერთმანეთზე და დაამაგროთ ძირზე ბორბლები. გამოიყენეთ დასამუშავებლად ხის საღებავი და ლაქი გასაპრიალებლად. ეს მაგიდა იდეალურია ვერანდისათვის, მოიწყვეთ კომფორტი და გაალამაზეთ ინტერიერი.
Tumblr media
მაგიდა პატიო:
ამ შემთხვევაში გამოიყენება წყვილი პალეტი, ერთმანეთზე დამაგრებული და ასევე წყვილი პალეტი ფეხებისათვის. შესაძლებელია სასურველი ზომის მიღება იმის მიხედვით, თუ სად გსურთ განათავსოთ იგი.
Tumblr media
 სადა თანამედროვე მაგიდა სასტუმრო ოთახის სივრცისათვის:
ეს მაგიდა წააგავს წინამდებარეს, ოღონდ მცირედი განსხვავებებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟურნალის მაგიდად, თუ გხიბლავთ მცირებიუჯეტიანი პროექტები. მის შესაქმნელად სულ სამიოდე საათი დაგჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ ორი სწორი, სიმეტრიული ფიცარი ზედაპირისთვის და ორიც ქვედა პანელისთვის (იარუსისთვის).
Tumblr media
ავანგარდული დიზაინერული მაგიდა: 
არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ერთი და იმავე მასალის განმეორებითი გამოყენება ქმნილებებს შაბლონურს ხდის ან მიმზიდველობას უკარგავს! ავანგარდული მაგიდის დასამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მთლიანი პალეტი და კერამიკული ბურთულები ან ლითონის ფიგურები შემაღლებული ფეხებისათვის.
Tumblr media
 სადა მაგიდა ბაღისათვის:
ზაფხულის მზიან დღეს, ხეხილის ბაღში..თქვენი საყვარელი ყავით ორცხობილებით და კრუასანებით..კიდევ რა არის საჭირო იმისთვის რომ ასეთი არაჩვეულებრივი სანახაობით დატკბეთ? რასაკვირველია, მაგიდა!უბრალო, სადა, მოსახერხებელი დიზაინით.
Tumblr media
მინის ჟურნალის მაგიდა:
პალეტებზე დამაგრებული მინის გამჭვირვალე ზედაპირით. ერთი შეხედვით ასეთი დიზაინი ��ეიძლება შეუხამებლად და ულამაზოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ გვერწმუნეთ, სტილი ნამდვილად ორიგინალურია.
Tumblr media
შთაგონება სტილიზებული სკანდინავიურად:
შავი ან რუხი ფერის სასადილო მაგიდა. მკაცრი სიმეტრია, მაგრამ ორიგინალური დიზაინი. შესაძლოა გაკეთდეს კონტრასტულ შავ - თეთრ სტილში, ან სიმკვეთრის გასაძლიერებლად გააწყოთ თეთრი ფერის სკამებით. 
Tumblr media
სოფლური მინიმალიზმი: 
მაგიდა - ტუმბო სადა და სწორკუთხოვანი. იდეალურად ეხამება თეთრი ფერის ავეჯს, აქსესუარებს, ტორშერებს, აბაჟურიან ლამფებს, ლარნაკებს. ქალაქური ინდუსტრიული სტილის ფონზე მარტივი და ერთი შეხედვით უხეში ავეჯი მოდური და კონტრასტულია! 
Tumblr media
ხასხასა მწვანე დაბალი მაგიდა:
შესაძლოა ის მეტისმეტად კარგად გამოიყურებოდეს პალეტებით დამზადებული მაგიდისთვის, მაგრამ ის ნამდვილად პალეტებისგანაა დამზადებული! შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი თანაბარი ფირფიტა და შეღებოთ ის ხასხასა ფერად, შემდეგ წაუსვათ ლაქი.
Tumblr media
პატარა საწოლი საძინებლისთვის:
ევროპული, კერძოდ გერმანული სტილი და მინიმალიზმი თქვენს საძინებელში, მეტი სივრცე და სტილიზებული საწოლი! შეგიძლიათ რამდენიმე პალეტის გამოყენებით შექმნათ თაროებიანი კომპლექსი, საწოლით, სათავსოებით დისკებისა თუ წიგნებისათვის, ასევე კომპ და სხვა ტექნიკის განსათავსებლად!
Tumblr media
დასაკიდი მაგიდა:
უცნაური, ჰაერში ჩამოსაკიდი მაგიდა, მინის ზედაპირით, ორი მოპირდაპირე მხარით შეერთებული პალეტის ფირფიტით. 
Tumblr media
მოსახერხებელი დივანი და სავარძელი სოფლურ სტილში:
შეეცადეთ გამოიყენოთ თბილი მკვეთრი ხასხასა ფერები. შეგიძლიათ პალეტებს გადააკრათ ქსოვილი, ან შეღებოთ ლეიბების სტილში. 
Tumblr media
შესანახი თაროები:
ყვავილების, ბოსტნეულისა და სხვადასხვა მცენარისათვის. შესაძლოა ჟურნალ - გაზეთებისთვისაც გამოიყენოთ.
Tumblr media
კედლის დეკორატიული თაროები: 
სურათების, სხვადასხვა სახის სუვენირის დასაწყობად.
Tumblr media
საჭირო ბმულები:
https://www.twingo.ge/index.php?m=offers&id=7846
https://www.twingo.ge/index.php?m=offers&id=6555
https://www.twingo.ge/index.php?m=offers&id=8383
https://www.twingo.ge/index.php?m=offers&id=6586
0 notes
twingo-ge · 9 years
Text
Twingo.Ge - ჩამოტანა (Cardsharp 2)
Twingo.Ge ჩამოტანა
თქვენ გაქვთ ახალი მისამართი ამერიკაში, იხილეთ https://www.twingo.ge/shipping/
Amazon.com->Cardsharp 2
ფასი 3.99 $
ჩამოტანა საშუალოდ 0.8 $
ღირებულება 4,79 $
ბმული: http://www.amazon.com/Iain-Sinclair-Design-Cardsharp2-Folding/dp/B006O9V2OY/
Tumblr media
გამოწერის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: https://www.twingo.ge/shipping/howto/
დამატებითი შეკითხვებისთვის, დაგვირეკეთ 2 19 46 47.
0 notes
twingo-ge · 9 years
Text
ამანათების ჩამოტანა მთვარიდან
Twingo.ge - გთავაზობთ ამანათების ჩამოტანას მთვარიდან.
Tumblr media
მოგეხსენებათ, მთვარეზე უამრავი ბრენდული მაღაზიაა, თუმცა იმის გამო, რომ მომხმარებლებს მათ სერვისთან წვდომა არ აქვთ ფასები ძალიან დაბალია.
ჩვენ 2015  წლის 1 აპრილიდან გთავაზობთ ტრანსპორტირებას მთვარიდან - დედამიწაზე, ერთი კილოგრამის ფასი 8 $.
დეტალები იხილეთ ბმულზე http://www.twingo.ge/shipping/
0 notes
twingo-ge · 10 years
Text
მარაბდას თეთრეული - კატალოგი
ქართული ბრენდი "მარაბდა" ფასდაკლებით გთავაზობთ სატინისა და ბამბის თეთრეულის კომპლექტებს. ფასდაკლების კუპონის შეძენის შემდეგ თქვენ ადგილზე ირჩევთ სასურველ ფერსა და მოდელს. 1. სატინის თეთრეულის კომპლექტები:
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
���რჩევანშია - საოჯახო, ორსაწოლიანი და ერთსაწოლიანი კომპლექტები. კოპლექტების მიხედვით კუპონის ფასი იხ. ლინკზე >> http://www.twingo.ge/index.php?m=offers&tag=linen_complect
0 notes
twingo-ge · 10 years
Text
მოიწყვეთ დაუვიწყარი დასვენება Twingo.ge-სთან ერთად
საზაფხულო დასვენება როგორც წესი არა მხოლოდ იმ კონკრეტულ რამდენიმე დღეს (ან თუ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხართ, თვეს) მოიცავს, არამედ მთელს შემდგომ დამქანცველ დღეებსაც გვიმსუბუქებს ხოლმე. ამ პერიოდში დაგროვილი სასიამოვნო მომენტებისა თუ შთაბეჭდილებების ნაკადი შემდეგ მრავალწლიანი ხანგძლივობით რჩება ჩვენს მოგონებებში და თითქოს ჩვენი ბიოგრაფიული ცნობებიც ყველაზე მეტად ამ პერიოდში მდიდრდება სხვადასხვა საინტერესო "მონაცემებით".
Tumblr media
მაშ ასე, იმისთვის რომ 2014 წლის ზაფხული თქვენთვის დაუვიწყარი გახდეს საჭიროა მისი სწორად დაგეგმვა
თუ თქვენ აპირებთ დაისვენოთ რომელიმე საზღვაო კურორტზე, ჩვენ უკვე ვიზრუნეთ თქვენთვის საჭირო აქსესუარებზე, შესაბამისად Twingo.ge გთავაზობთ მრავალფეროვან კატეგორიას - საცურაო აქსესუარები.
Tumblr media Tumblr media Tumblr media
შეგიძლიათ დაკავდეთ მინი "დაივინგით".
Tumblr media Tumblr media
მზეზე გარუჯვა, "წყლასზედა" გართობა - ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ გაითვალისწინეთ, არანაკლებ საინტერესოა წყალქვეშა სამყარო.
Tumblr media
საოცარი და დაუვიწყარია დასვენება ბუნებაში - მწვანე ჰორიზონტი, ჟანგბადით სავსე ჰაერი, ცივი მდინარე, საყვარელი ადამიანების გარემოცვა - ეს გარემო იდეალური საშუალებაა ზამთრის მძიმე კლიმატის შემდეგ "რეაბილიტაციისა" და განტვირთვისთვის.
შეგიძლიათ წახვიდეთ სალაშქროდ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.
Tumblr media Tumblr media
მოაწყოთ ბარბექიუ ღია ცის ქვეშ.
Tumblr media Tumblr media Tumblr media
მოკლედ, თუ თქვენ გადაწყვეტთ მოგზაურობას ან დასვენებას მთაში ამ შემთხვევაშიც თქვენ აუცლიბლად იპოვნით საჭირო აქსესუარებს ჩვენთან - იქნება ეს კარავი, საძილე ტომარა, გასაბერი ლეიბები, ხელის ბარბექიუ თუ სხვა (იხ.კატეგორია - სამგზავრო)
ნებისმიერ შემთხვევაში სადაც არ უნდა დაისვენოთ დროის მხიარულად გასატარებლად შეგიძლიათ დაკავდეთ სხვადასხვა ორიგინალური თამაშებით.
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
                        გახსოვდეთ, ყოველი დღე ეს ახალი შანსია გახადოთ თქვენი ცხოვრება იმაზე მეტად საინტერესო ვიდრე იყო გუშინ, ასე რომ არ შეგეშინდეთ სიახლეების, გადადგით ნაბიჯი წინ და არ დაიშუროთ ძალისხმევა თქვენი ბედნიერებისა და კომფორტისთვის.
ბედნიერ და საინტერესო დასვენებას გისურვებთ ! Twingo.ge
0 notes
twingo-ge · 10 years
Text
მომენტალური მიტანა
სიახლე Twingo.ge-ზე ! გთავაზობთ გაუმჯობესებულ მიტანის სერვისს - თბილისის მასშტაბით.
Tumblr media
Twingo.Ge -ს მიტანის სერვისი ვრცელდება იმ პროდუქციაზე, რომელსაც ყიდვის დროს, გაცემის მეთოდებში აქვს შესაბამისი ფუნქციონალი*.
1) სტანდარტული მიტანა + 3 ლარი (4 ლარის ��აცვლად)
18:00 საათამდე შეკვეთილი ნივთების მიწოდება სრულდება მეორე დღეს.
ყოველდღე, კვირას განხორციელებული შეკვეთების გარდა.
2) სწრაფი მიტანა + 5 ლარი
თუ თქვენ გააკეთებთ შეკვეთას 15:00 საათამდე, შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი მიტანის სერვისით და მიიღოთ პროდუქცია იმავე დღეს  - კურიერული მომსახურება 5 ლარი.
2) ექსპრესს მიტანა + 12 ლარი
თუ თქვენ გააკეთებთ შეკვეთას 19:00 საათამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ ექსპრეს მიტანის სერვისით და მიიღოთ პროდუქცია მაქსიმუმ 2 საათში - კურიერული მომსახურება 12 ლარი.
Tumblr media
* -  ცალკეული შემთხვევებისთვის, პროგრამა ავტომატურ რეჟიმში თვლის პროდუქციის მიტანის სავარაუდო თარიღს.
Twingo.Ge
მეტი შესაძლებლობები
0 notes